Category: სლაიდერი

  • “მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ” – აზა ჩილაჩავა

    ”ხვალ რომ გავიდე, ხომ ვიცი, რომ სისხლის სამართლით გამიშვებთ, მაგრამ მაინც დავდგები, ბოლომდე ვიბრძოლებ”,

    ასე მიმართაადმინისტრაციული წესით დაკავებულმა, აზა ჩილაჩავამ შსს-ს წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე.

    ჩილაჩავას საქმეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი განიხილავს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აზა ჩილაჩავას გზის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

    როგორც ცნობილია, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

  • ნამდვილი დიპლომატია ემსახურება ერს და არა მათ, ვინც მას აჩუმებს – ზურაბიშვილი

    დღეს საქართველო აღნიშნავს დიპლომატების დღეს – მათ პატივსაცემად, ვინც იცავს ჩვენს დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალს.

    ამ დროს კი, დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი გისოსებს მიღმაა სწორედ ამ მომავლის მხარდაჭერისათვის.

    ნამდვილი დიპლომატია ემსახურება ერს და არა მათ, ვინც მას აჩუმებს.

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • აზა ჩილაჩავას პატიმრობა არის რეჟიმის ხრწნის გამოვლინება – კოალიცია ცვლილებისთვის

    ‘აზა ჩილაჩავას პატიმრობა არის რეჟიმის ხრწნის გამოვლინება ” – კოალიცია ცვლილებისთვის  71 წლის აზა ჩილაჩავას პატიმრობას ეხმაურება.

    “უკანონო პატიმრობაში მყოფ 71 წლის გაგრელ დევნილ ქალს, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.  გაგრელი აზა ჩილაჩავა, რომელმაც ოკუპირებულ გაგრაში გმირობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მშობლიურ მიწას მიაბარა, დღეს უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს გზის გადაკტევისა და პირბადის ტარების გამო. ხოლო რეჟიმის პროკურატურის მიერ დადასტურებულად კორუმპირებული ღარიბაშვილი კი თავისუფლებაზეა.

    გაგრელი აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება. აზა ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • წლოვანება კი დამცავი მექანიზმი არ არის – აქციები შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენია – ვოლსკი

    წლოვანება კი დამცავი მექანიზმი არ არის – აქციები შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენია – ვოლსკი

    „გზის გადაკეტვა არის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს ებრძვიან. არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა ერთი და იგივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ჰგონიათ, რომ საქართველომ მართლა შეიცვალა საგარეო კურსი, არჩევნები გააყალბა, ან აქ შავი ხვრელია, რომლის წინააღმდეგაც ეს ადამიანები იბრძვიან. რეალურად, ეს არის შეუმდგარი რევოლუციის ნარჩენი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს აწუხებს და არანაირი საფუძველი არ გააჩნია.[…]მგონი, ქალბატონ აზას არც იმის საფუძველი აქვს, რომ ქუჩა გადაკეტოს, მითუმეტეს თუ დევნილია, ზუსტად იცის, რა ბედი დააწია სააკაშვილის პერიოდის ხელმძღვანელებმა დევნილებს. იმ ადამიანებთან ერთად არ უნდა იდგეს და მათ ავადმყოფურ მოსაზრებებს და გეგმებს მხარს არ უნდა უჭერდეს. როცა გადაწყვეტილებას იღებ, წლოვანება გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ წლოვანება დამცავი მექანიზმი არ არის, რომელიც კანონის დარღვევის უფლებას გაძლევს… იცის, დევნილების მიმართ რამხელა ყურადღებაა, რამდენი ფულადი რესურსი იხარჯება, როგორ ზრუნავენ დასახლებაზე, ბინით უზრუნველყოფაზე. იცის, როგორი შეცვლილია დამოკიდებულება. მან კარგად იცის, რომ არანაირი საგარეო კურსი შეცვლილი არ არის, ისიც, რომ არჩევნები არ ჩაშლილა. მოთხოვნები აქვს, რომელთა გაჟღერება საკმაოდ კანონიერი ფორმით შეუძლია“,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • კლინიკაში გადაყვანა არ შედის ჩვენს მანდატში – ომბუდსმენი

    კლინიკაში გადაყვანა არ შედის ჩვენს მანდატში – ომბუდსმენი

    ”კლინიკაში გადაყვანა არ შედის ჩვენს მანდატში ”-სახალხო დამცველი პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.

    “სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდადებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.

    ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.

    31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოთხოვეთ ევროკავშირის ელჩს – პაპუაშვილი

    ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოთხოვეთ ევროკავშირის ელჩს – პაპუაშვილი

    რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ, რაღაც ხელისუფლებასთან შეხვედრები უნდოდა, მერე ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილე იყო ამ ყველაფრის ეუთოს მოქმედი თავჯდომარე.

    (…) თავად მივიდა, რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ მეყანწიშვილია თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე.

    ის ვიდეო არ ნახეთ? “აბა მასკიანები წამოდით ჩვენთან ოფისში, გადავჯგუფდეთ და შევუტიოთ პრეზიდენტის სასახლეს”, ნახეთ თქვენ ვიდეო, სადაც ქალბატონი მეყანწიშვილი აორგანიზებდა პრეზიდენტის სასახლეზე განმეორებით შტურმს, ამ ადამიანთან მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავჯდომარის მანდატით გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო და ამით მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა მოძალადეები, რომლების პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას აპირებდნენ, მოიწონა რადიკალიზმი და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი ოცმა ადამიანმა, აი, ზუსტად, მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი ამ ტალღას მიყოლილი, რომ ნახა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამითი შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის.

    ასე, რომ მორალი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4 ოქტომბრის შტურმზე და სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს, პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პრესპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა 50 ადამიანს, რომელიც ქუჩას კეტავენ, აი, ამისი შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში, ასე რომ პასუხი მოთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად, მნიშვნელოვანია, მართლწესრიგი იყოს დაცული და კანონი აღსრულებული.

    თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებასთან დაკავშირებით.

  • ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

    „კითხვა მაქვს თქვენთან: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რით ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე?! დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მოპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ“

    ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო

    აქციაზე დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ადვოკატი მარიამ პატარიძე ავრცელებს.

    “ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა. იმასაც წარმოვიდგენ, საკუთარი სახლიდან დევნილი, როგორ ათენებს პირველ ღამეს დმი-ს ოთახში, რომელიც როგორც გვითხრა, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მისი საცხოვრებელი. რაც არ მაძინებს უღონობის შეგრძნებაა. 71 წლის დევნილმა ქალმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა და ამაზე საუბრისას შეუვალი იყო: მე ჩემი პროტესტი მაქვს! ყოველ ჩვენს თხოვნაზე ამ სიტყვებს მტკიცედ გვიმეორებდა. ცრემლები რამდენჯერმე მოერია და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდებზე საუბრობდა- იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც აფხაზეთში დატოვა და მათზე, ვინც ახლა ნათელი მომავლისთვის რუსთაველზე იბრძვის. არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა”- წერს პატარიძე.

    აზა ჩილაჩავა რეჟიმის პოლიციამ 2 ნოემბერს ღამით დააკავა.

  • თავდასხმა ინგლისში მატარებელში: 10 დაჭრილი, მათგან ცხრა — მძიმედ

    ინგლისის კემბრიჯშირის საგრაფოში მატარებელში დანით თავდასხმა მოხდა , რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობებით. თავდასხმასთან კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს. გამოძიებას ანტიტერორისტული პოლიცია შეუერთდა.

    შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა მატარებელში, რომელიც ინგლისის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დონკასტერიდან ლონდონის „კინგს კროსის“ სადგურისკენ მიემგზავრებოდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ და გადაუდებელმა სამსახურებმა მგზავრების ზარებიდან მიიღეს. მათ თქვეს, რომ მატარებელში მყოფ ადამიანებს დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

    შემთხვევის შემდეგ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მრავალი თანამშრომელი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე — ჰანტინგდონის სადგურზე (კემბრიჯშირი), სადაც მატარებლის იძულებითი გაჩერება მოხდა.

    მატარებელში შეიარაღებულმა პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა მათი ვინაობა  არ სახელდება.

    თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მამაკაცი იყო. პოლიციის განცხადებით, ცხრა დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ერთი დაშავებული ასევე ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    კვირა დილით ჰანტინგდონის სადგური კვლავ დახურული იყო. თვითმხილველების ცნობით, მატარებელი, სადაც თავდასხმა მოხდა, ისევ პლატფორმაზე დგას და პოლიცია მუშაობას განაგრძობს.

    მატარებლების მოძრაობა ამ რეგიონში ნაწილობრივ შეფერხებულია ან გაუქმებულია. მოქალაქეებს მოუწოდებენ, კვირას შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ მგზავრობისგან. ასევე მოქმედებს სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვები.

    თვითმხილველების მონათხრობი


    მალე გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რაც თავდასხმის მომენტში ხდებოდა.

    ოლლი ფოსტერმა, რომელიც ინციდენტისას მატარებელში იმყოფებოდა, მედიას განუცხადა, რომ მგზავრებს პანიკა დაეწყოთ — სისხლში ამოსვრილი ადამიანები ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

    ფოსტერის თქმით, პირველად გაიგონა ყვირილი: „გაიქეცით, გაიქეცით, ბიჭი ყველას დანით ჭრის!“ თავიდან ეგონა, რომ ეს ჰელოუინის ხუმრობა იყო.

    რამდენიმე წუთში ხალხმა ვაგონში გადაადგილება დაიწყო, ფოსტერმა კი შენიშნა, რომ მისი ხელი სისხლით იყო დაფარული — „სისხლი ყველგან იყო, სავარძელზეც, რომელსაც ვეყრდნობოდი“.

    მისი თქმით, ხანდაზმულმა მამაკაცმა გოგონა საკუთარი სხეულით გადაფარა და დაიცვა, თუმცა თავად თავისა და ყელის არეში დაიჭრა. მის ირგვლივ მყოფმა მგზავრებმა სისხლდენის შესაჩერებლად ქურთუკები გამოიყენეს.

    ფოსტერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მხოლოდ 10–15 წუთი გაგრძელდა, ეს დრო უსასრულოდ გრძელი ეჩვენა.

    ბრიტანულმა სატრანსპორტო პოლიციამ „BBC“-ს დაუდასტურა, რომ თავდაპირველად გამოყენებულ იქნა კოდური სიტყვა „Plato“, რომელიც გამოიყენება „მასობრივ ტერორისტულ თავდასხმაზე“ რეაგირებისას. მოგვიანებით ეს კლასიფიკაცია გაუქმდა.

    პოლიციამ ინციდენტი „მასშტაბურ შემთხვევად“ გამოაცხადა, გამოძიება კი ანტიტერორისტული განყოფილების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

    სამართალდამცავების განცხადებით, ამ ეტაპზე ნაადრევია რაიმე ვერსიის ან მოტივის დასახელება.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ რეგულარულად იღებს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და საზოგადოებას სთხოვა „თავი შეიკავონ კომენტარებისა და სპეკულაციებისგან ამ ეტაპზე“.

    გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარი „გამაოგნებელ ინციდენტად“ მოიხსენია, რომელიც „დიდ შეშფოთებას იწვევს“.

  • CNN:პენტაგონმა დაამტკიცა ტომაჰავკის რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის, საბოლოო გადაწყვეტილებას ტრამპი მიიღებს

    პენტაგონმა თეთრ სახლს „მწვანე შუქი აუნთო“ უკრაინისთვის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების Tomahawk-ის მიწოდებაზე, რადგან დაასკვნა, რომ ეს აშშ-ის არსენალებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული, — წერს CNN სამ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც სიტუაციას კარგად იცნობენ.

    ტრამპის განცხადება ზელენსკისთან შეხვედრაზე


    ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ურჩევნია, არ მიაწოდოს უკრაინას ეს რაკეტები.


    „ჩვენ არ გვინდა გავცეთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გვჭირდება,“ — თქვა მან.

    პენტაგონის წარმომადგენლებმა თეთრ სახლს რაკეტების მარაგების შეფასება წარუდგინეს ზელენსკისთან შეხვედრამდე. ამ შეფასებამ გაამხნევა ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა აშშ-ს ნაკლები მიზეზი ექნება უარი თქვას მიწოდებაზე, — განაცხადა CNN-სთან საუბარში ორმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა.

    ტრამპის პოზიციის მოულოდნელი ცვლილება


    ამიტომაც ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ტრამპმა რამდენიმე დღეში მკვეთრად შეცვალა პოზიცია და ჟურნალისტების თანდასწრებით განაცხადა, რომ აშშ-ს თავად სჭირდება Tomahawk-ის რაკეტები.შემდეგ, დახურულ კარს მიღმა, მან ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე რაკეტებს არ მიაწვდის.

    გადაწყვეტილება ტრამპმა მიიღო მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

    მიწოდება ჯერ არ გამორიცხულა


    CNN-ის წყაროების თქმით, ტრამპმა „რაკეტების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნა“, ხოლო თეთრ სახლში უკვე მზად არის გეგმა მათი ოპერატიული მიწოდებისთვის, თუ პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

    პუტინით იმედგაცრუება და ახალი სანქციები


    ბოლო კვირებში ტრამპი იმდენად იმედგაცრუებული დარჩა პუტინის უარყოფითი პოზიციით, სერიოზულად განეხილა სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომ გასულ კვირას დაამტკიცა ახალი ამერიკული სანქციები რუსეთის ნავთობკომპანიების წინააღმდეგ და  გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა პუტინთან ბუდაპეშტში, — აღნიშნავს ტელეკომპანია.

    ოპერატიული სირთულეები უკრაინაში


    მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი არ ღელავს მარაგებზე, აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ფიქრობენ, როგორ შეძლებს უკრაინა ამ რაკეტების ეფექტიან გამოყენებას. მათი თქმით, კიევმა უნდა გადაწყვიტოს რიგი ოპერატიული საკითხები.

    ერთ-ერთი გადაუწყვეტელი საკითხია — საიდან გაუშვებს უკრაინა რაკეტებს, თუკი აშშ მათ მიაწვდის.


    Tomahawk-ის რაკეტები ჩვეულებრივად გაეშვება ზღვიდან — გემებიდან ან წყალქვეშა ნავებიდან, მაგრამ უკრაინის საზღვაო ძალები მნიშვნელოვნად დასუსტებულია, ამიტომ, სავარაუდოდ, მათი გაშვება მოუწევთ ხმელეთიდან. CNN-ის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა უკვე შეიმუშავეს მიწაზე განთავსებული გამშვები სისტემები, რომლებიც შესაძლოა უკრაინას მიაწოდონ.