Category: სლაიდერი

  • CNN:ომის შემდეგმა ფაზამ შეიძლება მისი ბედი გადაწყვიტოს

    უკრაინაში ომი მორიგ გარდამტეხ წერტილს მიუახლოვდა, და ორივე მხარის მებრძოლები საბრძლო მოქმედებების მესამე აქტისთვის ემზადებიან, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის ბალანსი გადატეხოს – წერენ ტელეკომპანია CNN–ის ჟურნალისტები ანალიტიკურ სტატიაში.

    “ეს ძალიან გაჭიანურებული ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ორ არმიას შორის, რომლებმაც უზარმაზარი დანაკარგები ნახეს და გამოფიტვასთან ძალიან ახლოს არიან“– ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ჯასტინ ბრონკი დონბასში სამთვიანი ბრძოლების შემდეგ არსებული ვითარების აღწერისას.

    მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი დონეცკის ოლქზე შეტევა იქნება, რომლის აღება მთელი დონბასის აღებას უდრის, სადაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული დაჯგუფებები არიან.

    თუმცა, როდის და როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. იმ დროს, როცა რუსეთი ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს განაგრძობს, რუსეთის სახმელეთო ძალებს ოპერატიული პაუზა აქვთ.

    ამან შეიძლება უკრაინულ არმიას მომზადების დრო მისცეს დონეცკის ოლქის იმ ნაწილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ძირითადად სამრეწველო ზოლში, რომელიც სლავიანსკიდან სამხრეთით მიდის. ასევე ნარჩუნდება უკრაინელების კონტრშეტევის ალბათობა ქვეყნის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხერსონში.

    სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგი ფაზა, როცა ის დაიწყება, შეიძლება არ აღმოჩნდეს უკანასკნელი, თუმცა შეიძლება მან განსაზღვროს უკრაინის ცენტრალური რეგიონის მომავალი  და ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანწილად განსაზღვროს ომის შედეგები– წერს CNN.

    ექსპერტების აზრით, თუ პუტინი დონბასს აიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკრაინაში ომს შეწყვეტს.

    “არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ამბიციები სრულად გაქრა. მათ მართლაც განზრახული აქვთ დონბასზე სრული კონტროლი მოიპოვონ, თუმცა თუ აქ წარმატებას მიაღწევენ, შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვონ.“– ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპული პროგრამის დირექტორი, მაქს ბერგმანი.

    თუ პუტინი დონბასის საზღვრებს მიღმა გადავა, მან შეიძლება გადაწყვიტოს დნეპრის ნაპირებისკენ წაიწიოს წინ, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჰყოფს. ეს კი ქვეყნის ნახევრის დაპყრობის მცდელობას ნიშნავს, რაც დასავლეთის აღშფოთებას გამოიწვევს და მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს ომს– ნათქვამია სტატიაში.

  • მოლდოვას პრეზიდენტი: რუსული არმიის წინააღმდეგ ჩვენს არმიას თოხებით მოუწევს ბრძოლა

    ტელეარხ მოლდოვა1–თან ინტერვიუში მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ შიში  გამოთქვა რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ნაციონალური შეიარაღებული ძალები არასაკმარისად არიან აღჭურვილი და მომზადებული.

    “თუ რუსეთი ერთხელაც შეეცდება ჩვენ თავს დაგვესხას, რას გავაკეთებთ? გავგზავნით არმიას თოხებით თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომ როგორღაც თავი დავიცვათ? ჩვენ არ გვინდა ვინმეს თავს დავესხათ, არ გვინდა, რომ ვინმემ ომში ჩაგვითრიოს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომლისთვისაც უნდა ვემზადოთ“–თქვა მოლდოვას პრეზიდენტმა.

  • ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტიკის ოკეანეში 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. 
    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემზე მყოფ მეზღვაურებს დაუკავშირდა და მათთან საუბარს ავრცელებს:
     – “10 ივლისს მაროკოსკენ მივემართებოდით. დაახლოვებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ”.. ატლანტიკის ოკეანეში 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა.
    მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა”… – ამბობენ მეზღვაურები.
    სააგენტოს ინფორმაციით, 9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში:
    ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.
    2 საათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს!
    მომავალ წელს საქართველო მათ „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.
    “ეს ჯილდო პირველად, 2015 წელს არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადაეცა გარდაცვალების შემდეგ (მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე ხანძრი გაჩნდა. ცეცხლმოდებული გემიდან მაშველებს მგზავრები ნავებზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
    გემზე 500-მდე ადამიანი, მათ შორის 8 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა), 2018 წელს კი – კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს, რომლებმაც 13 ადამიანი გადაარჩინეს.„– წერს სააგენტო.
  • რუსეთმა ომი წააგო. მათ უკვე ყველაფერი სცადეს და ახლა თავდაცვაზე გადადიან–არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით ამერიკულმა HIMARS–ებმა რადიკალურად შეცვალეს თამაშის წესები ბრძოლის ველზე.

    მისი  თქმით, უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, რუსი ოკუპანტების მდგომარეობა უზარმაზარი დანაკარგების გამო ძალიან ახლოს არის პანიკასთან.

    “ HIMARS–ებმა რადიკალურად შეცვალეს ბრძოლის ველზე თამაშის წესები. ბოლო ერთ კვირაში სულ 50 დარტყმა განხორციელდა. ყველა მათგანი შედეგიანი იყო. არცერთი მიზანს არ აცდენია. ყველგან დეტონაცია, აფეთქებები, განადგურება და ა.შ.“– ამბობს არესტოვიჩი.

    მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები უკვე რაღაცას ხვდებიან. სოციოლოგიური კვლევებით ფულის გადახდა არმიისთვის არ უნდათ, არმიაში წასვლა არ უნდათ, “ოპერაციისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა დაეცა.

    “რუსი სამხედროებისთვის დაგილებზე უკვე დიდი ხანია ყველაფერი ცხადია.

    რუსეთმა ომი წააგო.

    ქერჩის ხიდის დასაცავად უზარმაზარი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია მობილიზებული, მის დასაცავად ყოველდღე ტარდება სწავლებები.

    ანტონოვსკის ხიდთან საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ. დნეპრზე უკან დახევას და ხერსონიდან წასვლას გეგმავენ.

    პუტინის განცხადება, რომ 15 ივლისს რაღაცას გვაჩვენებს, არაფრით არის გამყარებული.

    მათ უკვე ყველაფერი სცადეს და გამოიყენეს, რაც შეიძლებოდა და ახლა თავდაცვაზე გადადიან.

    პუტინს არაფერი გამოუვიდა თებერვალში, და ახლა იმ რესურსის 10%–იც აღარ გააჩნია.

    ეს არის  დასასრულის დასაწყისი “სპეცოპერაციისა“, რომლის მიზნები ქაღალდზე და კრემლის ბელადის ოცნებებში დარჩა.“–ამბობს არესტოვიჩი ბოლო ინტერვიუში.

  • რასა იუკნევიჩიენეს განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო-ირაკლი კობახიძე

    ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო. ამ განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს და იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადების შეფასებისას.

    როგორც ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მათი სიტყვების დამარცვლა საქართველოში არავის სჭირდება და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს.

    „როდესაც საუბარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობაზე, გვქონია ჩვენ ამაზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ ფაქტები არ აქვთ. ვერცერთ ფაქტი ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს. ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება, იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, ოთხმილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი, რა წარმოუდგენიათ. არათუ ფაქტები არ აქვთ, წარმოდგენაც კი არ აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.

    ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარემ, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაცია, რომელიც აღნიშნულია ევროკომისიის მოხსენებაში, ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას“.

  • ზელენსკის ოფისი პასუხობს ბრალდებებს, რომ უკრაინა დასავლური იარაღით ვაჭრობს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხეილ პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობენ, რათა ქვეყანაში დასავლური იარაღის მიწოდება შეფერხდეს.

    “უკრაინაში იარაღის  ყველა სახეობა, მათ შორის შორსმსროლელი, მკაცრ აღრიცხვას ექვემდებარება და ფრონტზე იგზავნება. უკრაინისთვის იარაღი გადარჩენის საკითხია. მასზე კონტროლი – ჩვენი პრიორიტეტი. ყველა “ჭორი“ სხვა დანარჩენის შესახებ ბანალური რუსული პროპაგანდისტული “გაჟონვებია“, რომლის მიზანი იარაღის მოწოდების ჩაშლაა“–თქვა პოდოლიაკმა.

    ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო, რომელმაც თქვა, რომ არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა იმ ჭორების გავრცელებით, თითქოს ის იარაღის და ნარკოტიკის კონტრაბანდას მფარველობს. მარჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ ამ ინფორმაციის “გაჟონვა“ რუსეთის მიერ არის ინსპირირებული.

    “როგორც ჩანს, ყველა ნარკოტიკს რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკონტროლებს, რადგან ისინი განაგრძობენ ასეთი საეჭვო შინაარსის ინფორმაციის “გაჟონვას“. ოლქის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის ყველა მცდელობა ოკუპანტების მიერ იაფფასიანად და საცოდავად გამოიყურება“–თქვა მან.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების, ასევე უკრაინის და მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მოლდოვას ტერიტორიაზე ჰაბის შექმნის საკითხი, რომლის ამოცანა უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის მცდელობების აღვეთა. ევროპელების შიში უკავშირდება ყოფილ იუგოსლავიაში ომის გამოცდილებას, რომლის შედეგად ევროკავშირი უკანონო იარაღმა წალეკა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის მიერ გამოიყენება.

    მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს და ზოგიერთ ექსპერტს აწუხებს საკითხი, როგორ იქნება გამოყენებული უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი, მათ შორის სტინგერები, რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება შეიძლება. დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ იარაღი შეიძლება ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.

  • „რუსეთის ომი საქართველოსა და მოლდოვაში ნაკლებად სავარაუდოა“ – ანალიტიკოსი

    “რანდის კორპორაციის” ანალიტიკოსი კლინტ რეჩი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს განმარტავს, რომ რუსეთის მთავარი ფოკუსი დღეს, ასევე უახლოეს მომავალში, უკრაინაა და ფაქტობრივად გამორიცხავს შესაძლებლობას, უკრაინაში ომის პარალელურად, მოსკოვი საქართველოს ან მოლდოვას თავს დაესხას.

    „ამის ალბათობა ძალიან მცირეა. ვფიქრობ, რომ რუსეთის მთელი აქცენტი უკრაინისკენ არის მიმართული. რუსი სამხედროების დიდი ნაწილი უკრაინაშია, ასე რომ იმის ფიქრიც კი, რომ ისინი [რუსები] წამოიწყებენ რაიმე სახის სამხედრო შეჭრას საქართველოში, ან მოლდოვაში, ძალიან მცირეა და აჩენს ძალიან ბევრ კითხვას, როგორ შეძლებს რუსეთი ამის გაკეთებას? ასე რომ, ვფიქრობ უახლოეს მომავალში ეს მოსალოდნელი არ არის იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ ქვეყნებში [საქართველოსა და მოლდოვაში] არ არის კრიზისი, სადაც რუსეთს ერთგვარი რეაგირების აშკარა აუცილებლობა დაუდგება,“ – ამბობს რეჩი.

    ანალიტიკოსი „ამერიკის ხმასთან“ საუბარისას განმარტავს, რომ ახალი კონფლიქტის წამოწყების შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს უკრაინიდან საკუთარი ძალების ნაწილი გაიყვანოს, თუმცა ეს ნაკლებად წარმოსადგენია.

    „რუსეთისთვის ახლა ძალების გადამისამართების იდეა ძალიან არასახარბიელო და ნაკლებად პრიორიტეტულია. მათი ამოცანა დღეს უკრაინაა. არ მგონია საქართველო ან მოლდოვა დღეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო ან პრიორიტეტული იყოს – ვიდრე უკრაინა. ასე რომ, ჩემი აზრით, მათი [რუსების] მთელი ყურადღება უკრაინაზე დარჩება,“ – ამბობს „რანდის კორპორაციის“ ანალიტიკოსი, კლინტ რეჩი.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • ცნობილი გახდა ბრიტანეთის პრემიერობის იმ კანდიდატთა სია, ვინც არჩევნების მეორე ტურში გადავიდა

    ვინ დაიკავებს ბორის ჯონსონის წასვლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის პოსტს– პარტიაში დასახელებული კანდიდატებიდან მეორე ტურში 6 კანდიდატი გადავიდა.

    ყველაზე მეტი – 88  ხმა ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა მიიღო.

    მეორე ტურში ასევე გადავიდნენ:

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტი

    ქალების საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, კემი ბადენოკი

    საგარეო საქმეთა მინისტრი  ლიზ ტრასი

    თემთა პალატის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ტომ ტუგენდჰატი

    ინგლისის და უელსის გენერალური პროკურორი სუელა ბრავერმანი

  • პირდაპირი მინიშნებაა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში – “ლელო” შეფასების 2023 წლისთვის გადადებაზე

    “პირდაპირი მინიშნებაა, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში” – ამის შესახებ “ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

    „დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს დააკარგვინა ისტორიული შესაძლებლობა,მოეპოვებინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რამაც გადაწყვეტილების მიღების გაურკვეველი ვადით გადადება გამოიწვია. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა ძალისხმევა გაეღო უნიკალური ისტორიული მომენტის გამოსაყენებლად, დაბრუნებულიყო 19 აპრილის „მიშელის შეთანხმებაში“ და დროულად გაეტარებინა ყველა კრიტიკული რეფორმა, ხელისუფლებამ განაგრძო პოლარიზაციის გაღრმავება, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და ევრო-ატლანტიკური პოლიტიკური სტრუქტურებისადმი აგრესიული რიტორიკის წარმოება.

    შედეგად, საქართველოს პარტნიორებმა მმართველ გუნდში ვერ დაინახეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოსაპოვებლად აუცილებელი რეფორმების გატარების ვერც სურვილი და ვერც უნარი. სწორედ ამან გამოიწვია საქართველოს კანდიდატობის საკითხის გაჭიანურება და გადადება გაურკვეველი ვადით. მეტიც, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა დღევანდელ მოსმენაზე სრულიად მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მოქმედი ხელისუფლების და ოლიგარქიის პირობებში, რომელიც წლების განმავლობაში არსებული მოწოდების მიუხედავად, უარს აცხადებდა კრიტიკული რეფორმების გატარებაზე, დეკემბერში საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს.

    რამდენადაც ჩვენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პრო-ევროპული არჩევანი, რომლის განხორციელებასაც წინ ეღობება „ქართული ოცნების“ უუნარო, ანტიევროპული ხელისუფლების საზიანო კურსი, ევროპულმა კავშირმა გადადო საკითხის განხილვა, რათა თავიდან აეცილებინა საქართველოსთვის კანდიდატობაზე კიდევ ერთხელ უარის თქმა. ეს კიდევ ერთი სრულიად პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ივანიშვილის ოლიგარქიული მთავრობის პირობებში.

    ამ ვითარებაში, ლელო მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ევროკავშირის მიერ მოწოდებული 12 პუნქტის სათანადოდ და დროულად შესრულებაზე.

    სწორედ ამ მიზნით, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს პარლამენტის საგანგებო სხდომას ევროკომისიის 12 პუნქტის დაუყონებლივ შესრულების მიზნით“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

  • არაგონივრულია თავს დაესხათ მთავარ მოკავშირეებს – კრამონი “ოცნებას” მიმართავს

    ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “ქართულ ოცნებას” მიმართავს და აცხადებს, რომ “არაგონივრულია თავს დაესხან მთავარ მოკავშირეებს”.

    ”რბილად რომ ვთქვათ, არაგონივრულია პირადად დაესხათ თავს თქვენს მთავარ მოკავშირეებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ბრიუსელში და სხვაგან. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, ნამდვილად იზიარებს თუ არა საქართველოს მთავრობა თავისი ხალხის მისწრაფებებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები.” – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.