Category: სლაიდერი

  • “ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ, ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“–ევროკომისიის წარმომადგენელი

    ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ განცხადება დღეს  ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა, ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

    ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე, – თქვა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.

    „რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ დაამტკიცა 17 ივნისს დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაშინვე, როდესაც მოგვარდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველომ იმუშაოს ბევრი, ღრმად და საფუძვლიანად ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილი განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდნენ ერთ მაგიდასთან, ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“, – აღნიშნა ევროპული კომისიის წარმომადგენელმა.

  • არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს – ზურაბიშვილი ივანიშვილზე

    არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს – ზურაბიშვილი ივანიშვილზე

    “დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე ორი წელია პოლიტიკისგან დისტანცირდა, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.”

    ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Politico-სთან განაცხადა.

     

     

  • ნიკა გვარამია პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია – კუბილიუსი

    ”ნიკა გვარამია სიტყვის თავისუფლებას შეეწირა. ის აკრიტიკებს მთავრობას ტელევიზიის საშუალებით და მთავრობას უბრალოდ ეშინია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის. ამიტომ, გვარამია პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი გახდა. რატომ იქცევა ასე “ქართული ოცნება”. მაქვს ეჭვი, რომ ისინი ამას განგებ აკეთებენ და ქმნიან ხელივნურ დაბრკოლებებს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

    მას შემდეგაც კი, როდესაც კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ნიშნებს, რომ “ქართული ოცნება” აპირებს რამის შეცვლას. ნაცვლად იმისა, რომ შეცდომები გამოასწორონ, ისინი ახლა ყველას ადანაშაულებენ – ამერიკის ელჩს, ევროპარლამენტარებს. ჩემთვის ეს ქცევა ჰგავს კრემლის ქცევას, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ყველაფერში დასავლეთია დამნაშავე.

    საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვფიქრობ, ქართველ ხალხსაც უკვე კარგად ესმის, ვინ არის ნამდვილი დაბრკოლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე”.

    ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საუბრობს.

  • ილონ მასკმა საქართველოში კომპანია დააფუძნა

    SpaceX-ის დამფუძნებელის ილონ მასკის, Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა. როგორც ცნობილია, კომპანიას Starlink Georgia ერქმევა და ავტორიზაციის მიზნით მასკმა, კომუნიკაციების კომისიას უკვე მიმართა.

    შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვას კომისია 14 ივლისს გეგმავს.

    ცნობისთვის, მიმდინარე წლისივნისში გახდა ცნობილი, რომ მასკი საქართველოსთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდებას გეგმავდა.

  • ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – კულება

    “ჩვენი პოზიციის საბოლოო წერტილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა” –

    “უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. […] ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობას”.– ამბობს კულება.

  • ხელისუფლება პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ახლავე უნდა გათავისუფლდეს! – გალერი

    „საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ის ახლავე უნდა გათავისუფლდეს, რომ არ დაიღუპოს ციხეში“

    ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა

  • ივანიშვილს ტერმინ ოლიგარქიზაციასთან საერთო არ აქვს, კეზერაშვილს აქვს – ღუდუშაური

    ”როდესაც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება, ზოგადად რას ნიშნავს თვითონ ოლიგარქიზაცია. როცა ამ განმარტებიდან ამოხვალთ, ნათლად დაინახავთ, რომ არაფერი საერთო ამ ტერმინთან ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. თუ ვინმეს აქვს, რომელსაც აქვს მედიები, რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პარტიებს და ა.შ. ასეთებს ნახავთ და მაგალითისთვის შეგახსენებთ, ასეთით შეიძლება დაიწყოთ დავით კეზერაშვილით.”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური.

  • უკრაინაში რუსეთის დანიშნულ მაღალჩინოსნებზე თავდასხმების გახშირებაა მოსალოდნელი – ბრიტანეთის დაზვერვა

    უკრაინაში რუსეთის დანიშნულ მაღალჩინოსნებზე თავდასხმების გახშირებაა მოსალოდნელი – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. როგორც დაზვერვა აცხადებს, უახლოეს მომავალში, დონბასში რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე კონცენტრირდებიან, მათ შორის სივერსკის, დოლინას, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებზე.

    • “სლოვიანსკისა და კრამატორსკის ურბანული რეგიონები სავარაუდოდ რჩება ოპერაციის ამ ეტაპის მთავარ სამიზნეებად. რუსეთი განაგრძობს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შელახვასა და  უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ანტირუსული განწყობების მქონე ადამიანები პრორუსული ჩინოვნიკების სამიზნეები ხდებიან. რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ ველიკი ბურლუკში აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი 2022 წლის 11 ივლისს მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. მოსალოდნელია მაღალჩინოსნების სამიზნეში ამოღების ესკალაცია. რაც გამოიწვევს რუსი ოკუპანტების ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების გამწვავებას და პოტენციურად გაზრდის ზეწოლას უკვე შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ფორმაციებზე”. – წერია ანგარიშში.
  • საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი –  კუბილიუსი

    საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი – კუბილიუსი

    ”საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიაში ვერ ხვდებიან, ან ცდილობენ თავი მოაჩვენონ, რომ ვერ ხვდებიან, თუ რას ნიშნავს [ევროკავშირის] 12 პუნქტი. მაგალითად, პირველი პუნქტი ქართული პოლიტიკური სივრცისგან ითხოვს დეპოლარიზაციასა და შარლ მიშელის შეთანხმების მიხედვით მოქმედებას. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს. მათ პარლამენტში შექმნეს დეპოლარიზაციის სპეციალური კომისია, მაგრამ, თუ მათ გამონათქვამებს მოვუსმენთ, ისე ჩანს, თითქოს, პირიქით, პოლარიზაციის გაზრდას ცდილობენ. გარშემო ყველას დაბრალება, არა მხოლოდ ოპოზიციის, ან სამოქალაქო საზოგადოების, არამედ აშშ-ს ელჩის და ახლა ევროკავშირისაც, რომელიც, როგორც მიკაელ გალერმა ირაკლი კობახიძის ციტატა მოიყვანა, რომ ჩვენ საქართველოს ომისკენ ვუბიძგებთ, რაც სრული აბსურდია და ეს ჟღერს როგორც კრემლის პროპაგანდა. კრემლი ამბობს, რომ დასავლეთია ყველაფერში დამნაშავე. ახლა საქართველოს მმართველი პარტიაც მსგავს რამეს ამბობს.

    იქნებ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ავუხსნათ, ზუსტად რას ნიშნავს ევროკავშირის 12 პუნქტი. როგორც ჩანს, მათ ასევე არ ესმით დეოლიგარქიზაციის მნიშვნელობა. ოლიგარქი ადამიანია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული და რომელიც სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას ცდილობს. ვისაც შეუძლია მოქმედი და ყოფილი პირადი დაცვის წევრების, ყოფილი მრჩევლებისა და ყოფილი ასისტენტების მინისტრებად, ან პრემიერმინისტრებად დანიშვნა. ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთია საქართველოში და მისი სახელი ვიცით, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.”

    თქვა ევროპარლამენტარმა და სახალხო პარტიის (EPP) წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა.

  • ეტლით მოსარგებლე მოქალაქე, დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს

    ეტლით მოსარგებლე მოქალაქე, ოთო დარბაისელი დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს – ამის შესახებ, ოთო დარბაიშელი სოციალურ ქსელში წერს.

    “120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ, შეიძლება, მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში, მარა ასე ძაანაც არა მგონი, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის  ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი.

    ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand-ის ბარიდან, სადაც რომ შევედი, გამიხარდა, ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები – არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობსთქო, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო, მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო, ვერ მივხდი ყველა ასე ხელში აყვანილი დაყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ. სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის, ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება”, – წერს ის.