Category: სლაიდერი

  • საჭიროა საარჩევნო რეფორმა, ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა – გრეგოროვა საქართველოზე

    “საჭიროა საარჩევნო რეფორმა და საარჩევნო კამპანიების დროს მუდმივად დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში იმ რეფორმების გატარება, რომელთა რეკომენდაცია გასცა ვენეციის კომისიამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეფექტური ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა, რომლებიც მიუკერძოებლად გამოიძიებს ყველა საქმეს და უზრუნველყოფს ნორმებისა და პრინციპების დაცვას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის საქმეში”,

    განაცხადა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში სვენ მიქსერის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშის განხილვისას.

  • თუ არ ესმით, ავუხსნი დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას – იუკენიჩიენე “ოცნებას”

    “საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ქართულ ოცნებას არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი. საჭიროა საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.

    ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი.”

    განაცხადა საქართველოს საკითხზე ევროპის საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.

  • ერთი ოლიგარქი აგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს – მირიამ ლექსმანი

    ერთი ოლიგარქი აგრძელებს გავლენის მოხდენას პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ვხედავთ პოლიტიკურ პატიმრებს – ” თქვა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.

    ”საქართველო იყო მოწინავე, მაგრამ ახლა ვხედავთ უამრავ ნეგატიურ ტენდენციას, რომელიც აზიანებს ქვეყნის სამომავლო განვითარებას. ერთ დროს მოწინავე ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე მიზეზია და ის უნდა ავსახოთ ანგარიშში. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც. მმართველი პარტია აპრილის შეთანხმების იგნორირებას ახდენს. ერთი ოლიგარქი ინარჩუნებს გადამეტებულ გავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ჩიხშია საჭირო სასამართლო რეფორმა. ვნახეთ მასშტაბური თავდასხმები ჟურნალისტებზე და ვხედავთ დე ფაქტო პოლიტიკურ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის და ტელეარხის დირექტორის სახით. ეს არის მოვლენები, რომლებიც უნდა გამოვყოთ, რადგან ვხედავთ ქართველი ხალხის მისწრაფებას და ჩვენ მათ მხარეს უნდა დავდგეთ.” – განაცხადა ლექსმანმა.

  • დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას – რასა იუკენიჩიენე

    ქართულ ოცნებას ევროპარლამენტიდან განუმარტეს, რას ნიშნავს დეოლგიარქიზაცია: ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას – განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ.

    საქართველოს საკითხზე ევროპის საკანონმდებლო ორგანოში  განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს უკვე მიმართა სვენ მიქსერმა რომელიც საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის ავტორია.  ახლა კი დებატები მიმდინარეობს.

    “საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ქართულ ოცნებას არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი. საჭიროა საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.

    ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი.” –თქვა რასა იუკნევიჩიენემ. 

  • ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

    დღეს ოპოზიციის საერთო დოკუმენტი გამოქვეყნდება, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წილაურმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ  მნიშვნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო და სწრაფი მოქმედება, რომ ეს გეგმა შესრულდეს.

    მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ სხდომების ჩატარება დაჩქარებული წესით მოხდეს.

    „არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს გეგმა როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 პუნქტი. ეს გეგმა მოიწონა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და მიმართულია იმ კანონების შეტანაზე პარლამენტში განსახილველად, რომელიც ითვალისწინებს გეგმის შესრულებას. ჩვენთვის მნიშნელოვანია პუნქტების შესრულება იყოს არა სიმულაცია, არამედ მოხდეს მკაფიო, სწრაფი მოქმედებები იმისათვის, რომ ეს გეგმა შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დღეს იქნება მიმართვა პრეზიდენტის სახელზე და დაველოდებით მის პასუხს. ასევე მნიშვნელოვანია „ოცნების“ ხელისუფლება ჩაერთოს ამ საქმეში და პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, საჭირო იქნება პარლამენტის სხდომის დაჩქარებული წესით მოწვევა და კომიტეტების განხილვების დაჩქარებული წესით წარმოება. არ მაქვს დიდი ოპტიმიზმი, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს. მზად იქნება ხელმოსაწერად განცხადება, რომელსაც ცოტა ხანში წარმოვადგენთ და დავინახავთ – ვინ არის რეალური ოპოზიცია, ვინ კი ხელისუფლების ინტერესების ლობირებით არის დაკავებული“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაური.

  • რუსეთი საქართველოს გავლით ბულგარეთს თხევად ნავთობის გაზს მიაწვდის–როიტერი

    რუსი ექსპორტიორები თხევად ნავთობის გაზს ბულგარეთს ფოთის პორტის გავლით მიაწვდიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფინანსურ ანალიტიკურ პლატფორმა “რეფინიტივ იკონზე” დაყრდნობით ავრცელებს. ეს გადაზიდვები, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება.

    „ფოთის პორტის გავლით ნავთობის თხევადი გაზის მიწოდება განიხილება იმის გამო, რომ სხვა საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შესაძლებლობა შეზღუდულია“, აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ინდუსტრიის წარმომადგენელი.

    არსებული მონაცემებით, ბულგარეთი თვეში დაახლოებით, 30 000–35 000 ტონა თხევად ნავთობის გაზს მოიხმარს. თავად ყოველთვიურად 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.

    ნავთობის თხევადი გაზის რუსეთის ქალაქ ურგუტიდან ფოთამდე სარკინიგზო გადაზიდვა და შემდეგ ფოთის პორტიდან ბორნით ვარნამდე ჩატანა 50%-ით ძვირი ჯდება, ვიდრე უკრაინის გგავლით ჯდებოდა. სურგითიდან 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა 260-280 დოლარი ღირს, ფოთიდან ვარნამდე ბორნის მომსახურება კი დამატებით 130-150 დოლარი.

    რუსეთმა, რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში თხევადი აირის სარკინიგზო ტრანსპორტირება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას შეწყვიტა. ომამდე ამ ქვეყნებს რუსული თხევადი გაზი უკრაინის გავლით მიეწოდებოდა.

    უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვა შეწყვიტა ფინეთმა. გასულ წელს, უკრაინასა და ფინეთში, რუსეთმა თავისი თხევადი გაზის 25% გაიტანა.

    ნავთობის თხევადი გაზი წარმომავლობის გარდა, გათხევადებული ბუნებრივი აირისგან, ტრანსპორტირების არჩევანისგანაც განხვავდება. ნავთობის თხევადი გაზის გადაზიდვა ტანკერებითა და ცისტერნებით არის შესაძლებელი, გათხევადებული ბუნებრივი აირი კი, როგორც წესი, მილსადენენებით იგზავნება ან მისი შესანახად და გადასაზიდად, სპეციალიურად ამ მიზნისთვის დამზადებული ავზები გამოიყენება.

  • დასავლეთს უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე კონტროლის გამკაცრება უნდა, რომ მისი კვალი არ დაიკარგოს

    ნატოს და ევროკავშირს უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე კონტროლის გამკაცრება უნდათ.

    გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას სთავაზობს შექმნას მეთვალყურეობის, ან მიწოდებული შეიარაღების დეტალიზებული ჩამონათვალის სისტემა.

    გამოცემის წყაროს ინფორმაციით, არსბობს შიში, რომ შეიარაღების ნაწილი პოლონეთიდან უკრაინაში ისეთი ტრანსპორტთ ჩადის, რომლის კვალი შეიძლება დაიკარგოს და მისი გაკონტროლება შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია სისტემის შექმნა, რომელიც უკრაინისთვის მიცემული იარაღის შავ ბაზარზე მოხვედრას გამორიცხავს.

  • შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ ივანიშვილმა დაწერა – ბოკერია ღარიბაშვილის წერილზე

    შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ ივანიშვილმა დაწერა – ბოკერია ღარიბაშვილის წერილზე

    ‘შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ ივანიშვილმა დაწერა ” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, რომლითაც პრემიერი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ექომაგება.

    „ადამიანმა რომ არ იცოდეს სიტუაცია და უცებ გინდა გაარკვიო ვითარებაში, ეს წერილი არის საუკეთესო მტკიცებულება, თუ ვინ არის ღარიბაშვილისა და ყველა პოლიტიკური არარაობის პატრონი. კომიკურია… ეს წერილი, რომელიც ამ ყველაფრის უარყოფისთვის არის დაწერილი, სწორედ ამის მტკიცებულებაა. დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამამარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება.

    შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი. ეგ თვისება ადრე ჰქონდა, სხვებს აწერინებდა წერილებს, ოღონდ მერე წამოსცდებოდა ხოლმე, მე დავაწერინეო. ესეც შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თვითონ დაწერა, რაც მის გულს ესიამოვნებოდა, ის დააწერინა. ამ და უფრო ღრმა მოტივებზე სპეკულირება არც მინდა, ყველასთვის გასაგებია ამ ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია, ამ წერილითაც კი ვიმსჯელოთ, თუ რამხელა შარშია ქვეყანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • რუსეთმა უკრაინას 30 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

    BBC-ი Ukrinform-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ  რუსეთმა უკრაინას 30 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

    ცხედრების გადაცემა, ზაპაროჟიეს რაიონში მოხდა. უკრაინული მხრიდან  პროცესში ოლეგ კოტენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, გენერალური შტაბი და სხვა სამართალდამცავი უწყებები მონაწილეობდნენ.

  • დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ – მდინარაძე

    დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ – მდინარაძე

    “დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო. დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი – მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე – ბოროტებად, დემოკრატია – ავტორიტარიზმად, პერსპექტივა – უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო – მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი – მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.

    თეორიულად რომ დავუშვათ – ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?! არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!

    საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!”

    ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს  წერილობით ექომაგება.