Category: სლაიდერი

  • +34, +39  – როგორი ამინდი იქნება 20 ივლისამდე

    +34, +39 – როგორი ამინდი იქნება 20 ივლისამდე

    20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

  • თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით დეოლიგარქიზაცია – იუკნევიჩიენე “ოცნებაზე”

    “ჩემი განზრახვა იყო, საქართველოში ეს მანიპულაციები შეწყვეტილიყო. როდესაც ძირითადი ფიგურები ქართულ ოცნებაში თავს იკატუნებენ და აჩვენებენ, რომ თითქოს არ ესმით, თუ რა ხდება, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ელიტის დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი. მე ვცდილობდი ამეხსნა, რას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა ხდება მძევალი და პოლიტიკური სისტემა ხდება ერთი პიროვნების მძევალი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს, მისი საკუთარი პირადი მცველები მინისტრებიც კი ხდებიან და ცდილობს ხელში ჩაიგდოს სამართალი, მედია, ყველამ იცის რა არის ქვეყნის ოლიგარქიზაცია. მე ვცდილობდი ამეხსნა, რომ ერთადერთი, რომელიც ქმნის აღნიშნულ პრობლემებს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ ეს არის ერთადერთი პიროვნება და საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია, რაც ნათელი გზავნილია ჩემი მხრიდან.”

    ამის შესახებ,  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

  • საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა

    დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

    ინფორმაიას ამის შესახებ თავად კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიის ინფორმაციით „SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

  • EU ყველაფერს აკეთებს დასახმარებლად, “ოცნება” კი თავს ესხმის EU-ს და აშშ-ს – იუკნევიჩიენე

    EU ყველაფერს აკეთებს დასახმარებლად, “ოცნება” კი თავს ესხმის EU-ს და აშშ-ს – იუკნევიჩიენე

    ”ევროკავშირი და ევროკომისია ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დაეხმაროს, მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ვხედავთ იმას, თუ რას აცხადებს საქართველოს მთავრობა ამჟამად, როგორ იქცევა, როგორ ესხმის თავს ევროკავშირს, ევროპარლამენტს და აშშ-ს ძალიან უცნაური გამონათქვამებით, ძალიან რთულია დაეხმარო ქვეყანას, მისი მთავრობის ასეთი უცნაური ქცევის გამო.”

    ამის შესახებ,  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

  • პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ ძალა, ჩამოვიდნენ საკუთარი სვანური კოშკიდან – ქნირში

    “პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ ძალა, ჩამოვიდნენ საკუთარი სვანური კოშკიდან” –  ამის შესახებ,  გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერთ ქნირშმა განაცხადა.

    ”საქართველოში პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს – ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. ამასობაში პოლარიზაციის ხარისხი არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან მოდის, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს.” – განაცხადა მან.

  • ბოლო 72 საათში რუსეთმა დონბასში ვერ მიაღწია მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას – ბრიტანეთის დაზვერვა 

    ბოლო 72 საათში რუსეთმა დონბასში ვერ მიაღწია ტერიტორიულ წინსვლას – ამის შესახებ, ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსეთის ძალები ლისიჩანსკის აღების შემდეგ წარმოქმნილი იმპულსის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან.

    “დაძველებული მანქანები, იარაღი და საბჭოთა ეპოქის ტაქტიკა, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ, არ იძლევა იმპულსის სწრაფად აღდგენის ან აშენების შესაძლებლობას, თუ არ გამოიყენებენ უზარმაზარ მასას, რომელსაც რუსეთი ამჟამად ვერ ახერხებს”, – წერს დაზვერვა. 

  • ევროპარლამენტარები პიროვნებებთან ბრძოლას ვერ მოიგებენ – დავითულიანი დეოლიგარქიზაციაზე

    “რაც შეეხება დებიძინიზაციას ევროპარლამენტარების მხრიდან ნათქვამს, ეს ნიშნავს მათ პიროვნულ პოლიტიკურ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან და ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. ამ კონკრეტულ ევროპარლამენტარებს უნდათ, რომ ხელისუფლებას ფლობდეს არა ის ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ლეგიტიმაციით ფლობს, არამედ მათი მეგობრები. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, არ მგონია, მათ ეს გამოუვიდეთ და მგონია, რომ ინსტიტუციონალური მიდგომა იქნება წამყვანი და პიროვნებებთან ბრძოლას ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ, იმიტომ რომ მათი საქმე ქვეყნის ინსტიტუციონალური რეფორმირება, ინსტიტუციონალურად გამართვაა და არა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ რაღაც პიარის აგორება”

    აცხადებს, “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი.

  • დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები – ჰარცელი

    დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები – ჰარცელი

    დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება – საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელის თქმით, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლეობის მდგომარეობას.

    “ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდნენ შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება.

    ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში.

    ევროკავშირი რჩება იმ აზრზე, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბატონი გვარამიასა და ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები.

    ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

    ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხვებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა”. – განაცხადა ჰარცელმა.

  • “ომის პერიოდში, საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზე გადავიდა” – ხოშტარია

    “ომის პერიოდში, საქართველო რუსეთიდან ნავთობის იმპორტით პირველ ადგილზე გადავიდა” – აცხადებს, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით არის გაზრდილი, ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საწვავის ფასი არ შემცირებულა.

    “დღეს ერთ-ერთ ყველაზე ამორალურ და მძიმე თემაზე ვისაუბრებთ, რაც არის ნავთობი და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტირების საკითხი. ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. შესაბამისად, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანქცირების არის რუსეთზე ნავთობდამოკიდებულების შემცირება. ამ პირობებში 2021 წელს საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტით იყო მესამე ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში, რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობიმპორტიორი პირველი ქვეყანა. ანუ ჩვენ პირდაპირ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს.

    გარდა ამისა, მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. რაც მთავარია,  ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საქართველოში საწვავი არ გაიაფებულა. ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი. ანუ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა, რაც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსება, საქართველოს მთავრობისთვის არის ღია კავშირის, ურთიერთობების თემა. ამის გამო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა საქართველო, არამედ ქართული ოცნების ოლიგარქიული მმართველობა უნდა იყოს დასანქცირებული”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.

  • EU-ში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ტემპი დამოკიდებულია რეფორმების წინსვლაზე – ჰარცელი

    ”ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით.

    გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე.

    ამჟამად, ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად.”

    აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.