Category: სლაიდერი

  • ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელია – მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოზე

    “ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელია ” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა.

    ”საელჩოს აინტერესებს, რატომ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენიო. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დავუშვათ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. დაისვა საკითხი, რომ გამომდინარე არსებული ვითარებიდან, გამომდინარე რაღაც დუღილის ტემპერატურიდან და ზოგადად გადაწყვეტილებიდან, ამ ეტაპზე სასურველი არ იყო ჩემი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა. მე ესე ვფიქრობ. ესეთი ტიპის კომუნიკაცია, ესეთი ფორმით ურთიერთობა სასამართლოსთან მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეიცავს სურვილს, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

    ჩემი შეფასებით, ეს არის, პირდაპირ თუ ირიბად ზეწოლის მოხდენის მცდელობა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კვლავაც თემაა, მუდმივად, სანქცირების, სანქცირების, არ დასრულდა ეს თემა. როდესაც ერთი განცხადებით, ერთი წინადადებით, საელჩოს, ეს ელჩი იქნება თუ ნებისმიერი წარმომადგენელი, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი. პასუხის გაცემა, მე ხომ არ ვითხოვ, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული? ამ მოცემულობასაც მივიღებ”, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

  • ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს – ვოლსკი

    ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს – ვოლსკი

    “ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ასევე სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი, მითუმეტეს არ არის ევროკავშირი. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ ღებულობს მონაწილეობას, რომელიც ნაცმოძრაობამ მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს”

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი.

  • სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია.მოსამართლეები აპირებენ ხმამაღლა საუბარს–ნიკა გვარამია

    მთავარი არხის დამფუძნებელი და დირეტორი, ნიკა გვარამია ციხიდან ეხმაურება მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას:
    “სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.
    რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და ქართული ოცნების მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:
    პირველი – ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;
    მეორე – სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქართული ოცნების ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.
    PS ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე “მოსამართლეც” უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.
  • 18:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

    18:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს 18 საათზე ბრიფინგს გამართავს. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უპასუხებს ოპოზიციის მოთხოვნას, რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით.

  • განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არაა სიმართლე – დეგნანი ჩხიკვაძეს პასუხობს

    განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არაა სიმართლე – ასე ეხმაურება, აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას.

    “ყველანაირი განცხადება, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ არის სიმართლე. წლებია, ამერიკის შეერთებული შტატები და საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ეს არის მიზანი და ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა”, – ამბობს კელი დეგნანი.

  • ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს – ჯანეზაშვილი

    ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის და არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას.

    “ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ: ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია”. – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

  • მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას. გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა–სოსო გოგაშვილი

    მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას. გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა–სოსო გოგაშვილი

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წერილს აქვეყებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა მთავარი არხის ნიუსრუმში ფარულად ჩაწერილი საუბარი. ჩანაწერში, რომელიც მომღერალმა “უცნობმა“ საკუთარ გადაცემაში გამოაქვეყნა, გიორგი გაბუნია და პოსტფაქტუმის სამი ჟურნალისტი საუბრობენ მასალებზე, რომლებიც მათ სოსო გოგაშვილმა მიაწოდა. გოგაშვილი არ უარყოფს, რომ მან მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა მასალები, რომლებიც ოცნების დანაშაულის მტკიცებულებაა:

    “სანამ საჯაროდ, ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს

    2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას( საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან.

    დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა.

    გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად,მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს.
    2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს…

    ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ…?

    ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?
    მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე.

    ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო!!

    აბა მიდით, იმოქმედეთ,
    გელოდებით…“– წერს გოგაშვილი ფეისბუქზე.

  • გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოსამართლე აშშ-ის საელჩოს მიმართავს და ახსნა-განმარტებებს სთხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ამოშალეს პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა. ასევე ის ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

    “მას შემდეგ რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე გავაკეთო შემდეგი განცხადება: როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში?

    აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

    რა თქმა უნდა სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).

    მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

    ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ.
    და ბოლოს, მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • შსს–მ თბილისის სასტუმროებში პროსტიტუციაში ჩართული   9 პირი დააკავა

    შსს–მ თბილისის სასტუმროებში პროსტიტუციაში ჩართული 9 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დააკავეს.

    1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ. ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.

    დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში – “საბუდარასა” და “არგოში”, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის – გ.ფ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების – “არგოსა” და “საბუდარას” ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.

  • რუსები მიკოლაევს ბომბავენ

    უკრაინის ქალაქ მიკოლაევში დღეს დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში უკვე 10-ზე მეტი აფეთქება მოხდა. თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ  ბომბები მოხვდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და საცხოვრებელ კორპუსს. ასევე უნივერსიტეტის შენობებს. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

    მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე მიკოლაევის უნივერსიტეტი გახდა.

    “დღეს ტერორისტმა რუსეთმა შეუტია მიკოლაევის ორ უმსხვილეს უნივერსიტეტს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი ჩვენს განათლებას უტევენ. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს დაადასტურონ, რომ რუსეთი არის ტერორისტი“– დაწერა კიმმა ტვიტერზე.