Category: სლაიდერი

  • საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან გმობენ „მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე – ქალბატონ კელი დეგნანზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე.“

    პარლამენტარების აზრით მმართველი პარტიის და „მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები“ ქმნის საშიშროებას, რომ საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები და შეასუსტოს მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და საქართველო მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში.

    წერილს ხელს აწერენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური.

    „საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ვემიჯნებით და მკაცრად ვგმობთ მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე – ქალბატონ კელი დეგნანზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე.

    ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა (ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით), ხოლო ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სისტემური რეფორმების გატარება დაუყენა (12 პუნქტის სახით).

    შედეგად, ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ორმაგი სახე, რომელიც ერთის მხრივ ხედავს, რა მოსახლეობის ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი, აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა იმავდროულად კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის რეალური მიზეზებს – დემოკრატიულ უკუსვლას და რეფორმების არარსებობას – არ აღიარებს; რეალური მიზეზების გადასაფარად, სახელისუფლებო პარტია აქტიურად აწარმოებს დეზინფორმაციას – ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ომში ჩაურთველობით ხსნის და ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც სიცრუე და რუსული პროპაგანდაა. ეს სიცრუე გათვლილია იმ მოქალაქეებზე, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს დღეს დასავლეთის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არსებულ პოზიციებზე, რომელიც არათუ არ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, არამედ აქტიურადაა მიმართული საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დასაცავად რუსეთისგან.

    მმართველი პარტიის და მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის საფრთხეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები, დააბნიოს ჩვენი პარტნიორები და შეასუსტოს მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ სვლას, რომლის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ასევე ქმნის რისკებს რომ საქართველო მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში; ამგვარი მოქმედებებით მმართველი პარტია ართმევს მოსახლეობას შესაძლებლობას იცხოვროს ევროპული ტიპის ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება დაცულია; ამავდროულად, მმართველი პარტია უზარმაზარი დარტყმის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მეგობრების გარეშე დარჩენა საქართველოს მარტოს დატოვებს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს კრიტიკულ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის ხელი გამოუწოდა ჯერ კიდევ 1992 წელს. იმ დროიდან, როცა რუსეთმა დაიწყო განგრძობითი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს დახმარება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯამში შეადგენს 5 მილიარდ დოლარამდე ფინანსურ რესურსს და მრავალ წარმატებულ დარგობრივ პროგრამას. აშშ-ს დახმარება ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მისი მიზანია საქართველო გახდეს შემდგარი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა.

    შესაბამისად, ანტიდასავლური ძალები ამაოდ ცდილობენ დასავლეთის რეკომენდაციები იმავე ტიპის მოვლენად წარმოადგინონ, როგორიც მოსკოვიდან წამოსული სიგნალებია. ამ უკანასკნელთა მიღმა რომ უხეში სამხედრო ძალა, ქალაქების ნგრევა და ადამიანთა სიკვდილი იმალება, ეს აჩვენა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს და უკრაინაში დღევანდელმა ომებმაც.

    მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, გადმოერთოს საქმიან რეჟიმზე და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ მიზნით გასულ კვირას ჩვენ ინიციირება გავუკეთეთ რიგგარეშე სესიას პარლამენტში. აღნიშნული ინიციატივა ფართოდ მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მხრიდან. ინიციატივა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმაც და 18 ივლისიდან მოიწვია რიგგარეშე სესია. ჩვენი ინიციატივის მიზანია პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რაც იქნება პოლიტიკური ნების დემონსტრირება 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობისთვის რეალურ მზადყოფნაზე.

    ასევე მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს არ დავუშვათ ქვეყნის კურსის ცვლილება და ერთად ვიბრძოლოთ იმ არჩევანის დასაცავად, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს საუკუნეების წინ და რისი განხორციელების შესაძლებლობა როგორც არასდროს, ისე ახლოა”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

  • “ეს არის ბლეფი“– ფრენსის ფუკუიამა პუტინის განცხადებაზე

    რუსეთის პრეზიდენტის სიტყვბეი იმის შესახებ, რომ “რუსეთის ფედერაციას ჯერ სერიოზულად არც კი დაუწყია რამე“, პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ბლეფს უწოდებს. ამის შესახებ მან დოიჩე ველესთან ინტერვიუში განაცხაცხადა.

    სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსულ არმიაში პირადი შემადგენლობის მწვავე უკმარისობას. რუსულმა არმიამ უკრაინაში შეჭრამდე მობილიზებული პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა. ოკუპანტის ძალების დანაკარგი დაახლოებით 80 000 სამხედროს შეადგენს, საიდანაც მინიმუმ 20 ათასი მოკლულია. ეს არის მონაცემები ტყვეების გათვალისწინების გარეშე.

    ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც რუსეთია, უკრაინაში შეჭრა – ეს არ არის “პატარა სამხედრო ოპერაცია“. სამხედრო თვალსაზრისით კი, ფუკუიამას განცხადებით ეს პრაქტიკულად კატასტროფაა.

    “თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის არმიამ ბოლო ორი თვის მანძილზე, დონბასზე სამხედრო მოქმედებების კონცენტრირების შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწია წინ, ვვარაუდობ, რომ მათ არც ისე ბევრი რეზერვი აქვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, პუტინი ბლეფობს, როცა ამბობს, რომ “მათ ჯერ არცკი დაუწყიათ“. – ამბობს ფუკუიამა.

    შეგახსენებთ,   7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ უკრაინასთან ომი ჯერ სერიოზულად არცკი დაუწყიათ.

  • სოსო გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც ის გეგმავდა, საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ სოსო გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დოკუმენტები, რომლის გამოქვეყნებასაც გოგაშვილი რამდენიმე დღეში აპირებს, საზღვარგარეთ, “საიმედო ხელშია”.

    ჩინჩალაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება.

    „მისი პირველი გზავნილი არის ოჯახის მიმართ, რომ თავს გრძნობს კარგად, მხნედ და არის ბრძოლისუნარიან განწყობაზე. რაც შეეხება დაკავების მოტივებს, როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება ბოლო პერიოდში მის მიერ წამოწყებულ საქმიანობას უკავშირდება, ეს საქმიანობა ეხება არჩევნების გაყალბების საკითხებს, როგორც ის აცხადებს, ამ თემაზე და კონკრეტულ სქემებზე, კონკრეტული, შემაჯამებელი დოკუმენტი და სქემები აქვს, თუ კონკრეტულად რა და როგორ ხორციელდებოდა არჩევნების პროცესში. ის აღნიშნული დოკუმენტის საჯაროდ გამოტანას რამდენიმე დღის განმავლობაში აპირებდა და როგორც თავად აცხადებს, ეს დოკუმენტი, დღის სინათლეს რამდენიმე დღეში მაინც იხილავს. სწორედ ამის გამო, იმ პოსტის გამო, რომელიც მის მიერ გამოქვეყნდა დაახლოებით, ორი დღის წინ, ამ ყველაფრის პრევენციისათვის მოხდა მისი დაკავება. თუმცა, როგორც გითხარით, ის აპირებს სიმართლისთვის იბრძოლოს“, – აცხადებს ჩინჩალაძე.

    მისივე განმარტებით, სოსო გოგაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, სამართალდამცავების მხრიდან არაერთი სავარაუდო დანაშაული იქნა ჩადენილი.

    „დაკავების პროცესში ბევრი სავარაუდო დანაშაულია განხორციელებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ხდება საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ჩაყენებაც. ბატონი სოსო გოგაშვილის მეუღლე აცხადებს გარემოებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი და საგანგაშოა – სანამ მის ეზოში დასაკავებლად შევიდოდნენ, ქალბატონმა დაინახა, ერთ-ერთი პიროვნება თუ როგორ იდებდა ლეპტოპს ზურგის არეში – საქამრეში და შემდეგ, ეს ლეპტოპი, სხვა “ფლეშკებთან”, გარე მეხსიერების ბარათებთან ერთად ამოღებული იქნა სოსო გოგაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად. ასევე, დაკავების პროცესში განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ვიზუალური დაკვირვებითაც ეტყობა, რომ სახის მარჯვენა მხარეს აქვს შეშუპებული, ასევე წელის არეში წიხლებით მოხდა ფიზიკური დაზიანებების მიყენება.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა შემდეგი, როცა სოსო გოგაშვილს ხელები ჰქონდა უკანა მხარეს შეკრული, გაშლილ ხელებზე მას უდებდნენ კონკრეტულ იარაღს, სავარაუდოდ, ანაბეჭდებისა და დნმ-ის გადატანის მიზნით, ამ დროს მოხდა, სოსო გოგაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, სწორედ ამიტომ, გაუსწორდნენ მას ფიზიკურად“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

    მისივე განმარტებით, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი გეგმავს, „სანდო ხელშია“.

    „როგორც სოსო გოგაშვილი აცხადებს, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, სანდო ხელშია და უახლოეს დღეებში აპირებს მის გასაჯაროებას. არ ვიცი რა დადასტურდება ამ დოკუმენტებით, რაც შეეხება ბრალს, ჯერჯერობით მას ბრალი არ წარდგენია, დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ გვინახავს, საქმის მასალებსაც არ ვიცნობთ.

    13 რეგისტრირებული იარაღი აქვს ბატონ სოსო გოგაშვილს, შესაბამისად, რა საჭირო იყო, დამატებით, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა სახლში, აღნიშნული იარაღები მეუღლის საწოლიდან და მაისურების კარადიდან იქნა ამოღებული. როგორც გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ ჩადეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და ასახელებს კონკრეტულ პიროვნებასაც, ეს გახლავთ გიორგი ღამბაშიძე“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

    კითხვაზე, მან მოახდინა თუ არა იარაღის „ჩადება“, ადვოკატი პასუხობს, რომ „სავარაუდოდ, კი“.

    „სავარაუდოდ, ეს ის პირია და სხვა სამ პიროვნებასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდა სოსო გოგაშვილს. როგორც ბატონი სოსო აცხადებს, ღამბაშიძეს პირადი დაინტერესებაც ჰქონდა, ვინაიდან ჩემი გათავისუფლებულია სამსახურიდანო, ასე განაცხადა, ვერ გეტყვით, შური იძია თუ არა, მაგრამ ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ მას პირადი მოტივებიც ამოძრავებს“, – განაცხადა ჩინჩალაძემ.

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

  • გოგაშვილს სახეზე აღენიშნება შეშუპება, ფეხებზე აქვს სილურჯეები – ომბუდსმენის წარმომადგენელი

    გოგაშვილს სახეზე აღენიშნება შეშუპება, ფეხებზე აქვს სილურჯეები – სახალხო დამცველის წარმომადგენელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი მოინახულა.

    “როგორც ვიცი, ნახა უკვე ექიმმა და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წარმომადგენლებს, როგორც ვიცი მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს. ბრალთან დაკავშირებით ასე კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული, შესაბამისად, არ ელოდებოდა, თუ იგეგმებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია. სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები”, – თქვა ხვედელიანმა.

  • რუსული სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში გააქტიურდნენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას ცდილობენ

    რუსულმა სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმისათვის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემები აღმოაჩინონ.

    ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს.

    ოკუპანტი ქვეყნის აგენტებმა დავალება მიიღეს გამოავლინონ და თვალი მიადევნონ მარშრუტებს, რომლითაც უკრაინაში იარაღის მიწოდება ხდება.

    “იარაღის რაოდენობის და მიწოდების სქემის დასადგენად, რომელსაც უკრაინას მეგობარი ქვეყნები თავდაცვისთვის გადასცემენ, რუსი სამხედრო ატაშეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კავშირის დახურული არხებით მიიღეს ბრძანება გაააქტიურონ პოლიციის თანამშრომლების და მოქალაქეების გადაბირება, რომლებიც იარაღის ტრანსორტირებაში არიან ჩართული“– ამბობს უკრაინის დაზვერვა.

    მისივე ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ გამოიყენონ ადგილობრივი თემების წარმომადგენლები და პრორუსი აქტივისტები.

    “სამაგიეროდ, როგორც კი რუსებისგან თანამშრომლობის წინადადებას იღებენ, ევროპელები მაშინვე მიმართავენ პოლიციას და უშიშროების ორგანოებს“– აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

  • რეზნიკოვი აცხადებს, რომ ომის დასრულება წლის ბოლომდე შესაძლებელია

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ВВС News Україна-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  წლის ბოლომდე ომის დასრულება შესაძლებელია.

    “შემიძლია ამის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი ვარ, მაგრამ კომუნიკაცია მაქვს სამხედროებთან: თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა – ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება მინიმუმ 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობამდე”, – განაცხადა მან.

  • ბოლო კვირებში HIMARS-ებით ოკუპანტების 30-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ – უკრაინა

    ბოლო კვირებში HIMARS-ებით ოკუპანტების 30-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

    “ნება მომეცით ვახსენო ცნობილი HIMARS, რომლებიც ახლა მშვენივრად მუშაობენ ფრონტის ხაზზე. გასული კვირების განმავლობაში განადგურდა მტრის 30-ზე მეტი სამხედრო-ლოგისტიკური ობიექტი, რის გამოც რუსული საოკუპაციო ძალების შეტევითი პოტენციალი ახლა მნიშვნელოვნად შემცირდა.” – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

  • დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ – გოგაშვილის ცოლი

    დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ – აცხადებს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილი ცოლის, თეა მარტყოფლიშვილი. მისი თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული, მათგან 2 – სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილია.

    “ოთახში შევარდნენ და მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი?! ჩემი თვალით დავინახე ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და კალაშნიკოვი, აკაესი… ბავშვი შედის ოთახში და როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა? შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემმომკიდა ხელი, დაუძახა ბიჭებს აქ რა გინდა, აქ რატომ ამოიყვანეთო“. – თქვა ჟურნალისტებთან.

    მისივე თქმით:

    “მაჩალიკაშვილს 2 პრიმა მუხლი ხომ წაუყენეს, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდოდა და კაცი გარეთ დადის. აქედან მე დასკვნა გამომაქვს, რომ მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, არამედ სდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს არის ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს. ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები და ვერც სიბინძურეები უნახეს. ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო“.

    სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს.

  • რუსეთმა დონეცკში ბრიტანელი მოქალაქის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – ტრასი

    “შეძრწუნებული ვარ ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკის, პოლ არის გარდაცვალების გამო, ის უკრაინაში რუსი მარიონეტების ტყვეობაში იმყოფებოდა. ამაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს. ის უკრაინაში იყო, რათა დახმარებოდა უკრაინელ ხალხს რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. დამნაშავეები პასუხს აგებენ”

    აცხადებს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასი.

  • თუ გოგაშვილი ალაპარაკდა, ამათი საქმე კარგად არ იქნება.. გაჩუმების მცდელობაა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    თუ გოგაშვილი ალაპარაკდა, ამათი საქმე კარგად არ იქნება.. გაჩუმების მცდელობაა – მალხაზ მაჩალიკაშვილი

    ”თუ გოგაშვილი ალაპარაკდა, ამათი საქმე კარგად არ იქნება.. გაჩუმების მცდელობაა” – პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

    “თუ ალაპარაკდა გოგაშვილი, ამათი საქმე კარგად არ იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო მორიგი სპექტაკლი, ვითომ სპეცოპერაციით გოგაშვილი აიყვანეს, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან. ქოციდან გაქცეულიც და ქოციც ერთი და იგივეა. მაჩალიკაშვილის საქმე სტრაბუსრგში უკვე ზღრუბლზეა მიმდგარი. ეს საქმე გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს. ეს არის მცდელობა სოსო გოგაშვილის იმ საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე გაჩუმების მცდელობა”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    სოსო გოგაშვილის დაკავებას თემირლან მაჩალიკაშვილის დედაც გამოეხმაურა:

    “ტყუილ უბრალოდ რომ შემომიცვივდნენ შუა ღამის 4 საათისთვის და მძინარე ბავშვი რომ ჩამიცხრილეს ლოგინში, სამართლიანი იქნებოდა რომ იგემოს სოსომაც და მისმა მეუღლემაც რასაც მე და ჩემი ოჯახი გავდივართ, მანამდე ვერ გაიგებენ ჩვენს ტკივილს. ტერორისტი მაგის მეუღლეა, ტყუილ-უბრალოდ მომიკლეს შვილი, არაფრის გამო. ეს იყო სახელმწიფო დანაშაული. თავიდანაც ვხვდებოდით რომ ეს ასე იყო და ვერ აღიარებდნენ თავიანთ შეცდომას”, – თქვა მედიკო მაჩალიკაშვილმა.