Category: სლაიდერი

  • გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ – სუსი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სოსო გოგაშვილის საქმე “არა ახალ, არამედ სისხლის სამართლის მიმდინარე გამოძიებას ეხება”. უწყებაში  ამბობენ, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.

    გოგაშვილის დაკავებიდან თითქმის 12 საათის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში სუს-ი ამბობს, რომ  ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.

  • დიდი ბრიტანეთის სამხედრო პილოტები მზად არიან რუს პილოტებთან ბრძოლისთვის–ბრიტანეთის საჰაერო ძალების მეთაური

    რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები შეიძლება ჩათრეულ იყვნენ რუსეთთან ომში. ამის შესახებ ბრიტანეთის ავიაციის  მარშალმა, მაიკ ვიგსტონმა განაცხადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურია.

    მაიკ ვიგსტონმა ინტერვიუ Sky News–ს  სამხედრო ავიაციის მსოფლიოში უდიდეს ჩვენებაზე –  Royal International Air Tattoo–ზე სტუმრობისას მისცა, რომელიც ფეიფორდის ავიაბაზაზე, ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში იმართება.

    ვიგსტონის თქმით, რუსეთი ახლა დიდი ბრიტანეთის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ბრიტანელი სამხედრო მფრინავები მუდმივ წვრთნებს გადიან, რათა რუსეთიდან საფრთხის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისთვის, მზად იყვნენ რუს პილოტებთან საბრძოლველად.

    “ნახეთ რა ხდება უკრაინაში. გაიხსენეთ, რა იყო მანამდე საქართველოში. რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი საფრთხისთვის ამ ქვეყნის მხრიდან და ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია, რომელიც უკრაინის ომიდან უნდა ვისწავლოთ“– განაცხადა ბრიტანელმა მარშალმა.

    ვინგსტონის თქმით, ბრიტანელი სამხედრო მფრინავების მუდმივი წვრთნები მოკავშირეების პილოტებთან ერთად მათ უპირატესობას აძლევს პოტენციურ საჰაერო ბრძოლაში რუს პილოტებთან შედარებით.

    “საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საჰაერო ბრძოლა მოხდეს, როცა ჩვენი თვითმფრინავები – F-35 ან  Typhoon –ები მტრის თვითმფრინავებს შეეჯახებიან, ძალიან რეალურია. ამიტომ ჩვენც ვემზადებით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსაც. ჩვენი თვითმფრინავები მზად არიან დაიცვან არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია, არამედ ნატოს ქვეყნებისაც.“– ამბობს ის.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყბიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 38 140;
    • ტანკი – 1 677;
    • ჯავშანტექნიკა – 3 874;
    • საარტილერიო სისტემა – 846;
    • სარაკეტო სისტემა – 247;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109;
    • თვითმფრინავები – 220;
    • ვერტმფრენი –188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 687;
    • საკრუიზო რაკეტები – 162;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 735;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 68.
  • სოსო გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა  მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა. მედიასთან საუბრისას გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას სამართალდამცავები აგრესიულები იყვნენ:

    „ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

    მან ასევე უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა სოსო გოგაშვილის დაკავება „სუს-იდან გამოჟონილ კრებსებს“.

    „ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც არხზე სიუჟეტი გააკეთეს, რომ თითქოს, სოსო მართავს „ტვ პირველს“, „ფორმულას“, „მთავარ არხს“, სასაცილოა, მამაჩემი თუ მართავს კელი დეგნანს, ასეთ სამ ძლიერ ტელევიზიას, სოსო ყოფილა ოლიგარქი, სოსო უნდა დაასანქცირონ მათი ლოგიკით? ელჩებს მართავს, ტელევიზიებს მართავს, ახლა ამერიკაში არჩევნებს ჩაატარებს“, – ამბობს ნიკოლოზ გოგაშვილი.

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წუხელ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ვიდეომასალა ამის შესახებ გოგაშვილის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. წუხელვე ჩხრეკა ჩატარდა გონიოში მის სახლში, სადაც მისი შვილი, ნინო გონაშვილი იყო. დღეს დილით კი ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე სოსო გოგაშვილის მეორე შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

    სახლიდან წაიღეს ტექნიკა – ტელეფონები, პლანშეტები, დოკუმენტები და ეძებდნენ “რაღაც მასალებს”.

  • სოსო გოგაშვილი დაკავებულია. მის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა(ვიდეო)

    სოსო გოგაშვილი დაკავებულია. მის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა(ვიდეო)

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის ოჯახის წევრი ფეისბუქზე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ის დააკავეს.

    სოსო გოგაშვილმა დღეს დილით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც არ უარყო, რომ მან მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატებს მიაწოდა მასალები, რომლებიც ქართული ოცნების დანაშაულს ამტკიცებს.

  • უკრაინელებმა კადიივკაში, რუსების საწყობები დაბომბეს, რომლის შევსებაც წლების განმავლობაში ხდებოდა – 15 ივლისის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე რუსეთ-უკრაინის ომში, 15 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აჯამებს.

    “წუხელ უკრაინელებმა ლუგანსკის რაიონში რუსების სამხედრო ბაზა და საწყობები დაბომბეს კადიივკაში, საბრძოლო მოქმედებების ხაზიდან 40 კილომეტრში. წლების განმავლობაში ხდებოდა კადიივკას საწყობების შევსება. უკრაინელებმა კარგად იცოდნენ მის შესახებ ჯერ კიდევ ომამდეც კი. ახლა კი კადიივკაში საწყობებისა და სამხედრო ბაზის დიდი ნაწილი სრულადაა განადგურებული. მოკლულები არიან მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრებიც.

    – დონეცკის რაიონში რუსები ინტენსიურად ბომბავენ სლავიანსკა და კრამატორსკს. სამხედრო ძალები ცდილობენ შეტევითი ოპერაციის დაწყებას სოლედარისა და სივერსკის მიმართულებით, თუმცა უკრაინელები იტყობინებიან რომ ბოლო რამდენიმე დღეა მეტრიც კი არ დაუკარგავთ. რუსები უკრაინელთა პოზიციებს სინჯავენ. ამასთან, იმის ფონზე, რომ ლუგანსკის ოკუპირებულ რაიონში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკის თავმოყრა ხდება სწორედ ლისიჩანსკიდანაა სავარაუდო შეტევის წამოწყება დონეცკის რაიონზე. თუმცა, ერთი შეხედვით, ბოლო რამდენიმე დღეა შეტევის ინტენსივობამ იკლო.

    სინამდვილეში რუსებმა ლუგანსკის რაიონის დასაკავებლად თავისი რესურსების მაქსიმუმი გაიღეს და ახლა შევსების გარეშე ვეღარ აწარმოებენ ფართომასშტაბიან შეტევას. სავარაუდოა, რომ მათი გადაჯგუფებისა და შევსებების შემდეგ დონეცკის რაიონზე შეტევის კიდევ ერთი ფაზა იქნება. ამ პერიოდს უკრაინელებიც ეფექტურად იყენებენ და ძალიან კარგად ემზადებიან საკუთარი პოზიციების დასაცავად. ამ პირობებში რუსებს ძალიან გაუჭირდებათ წინ წაწევა.

    – რუსებმა დღეს ქალაქ მიკოლაივში უნივერსიტეტის შენობები დაბომბეს. არიან დაშავებულები და დაღუპულები. სამოქალაქო ობიექტების ამორჩევა შემთხვევითი არაა. მათი მიზანი ქვეყნის სრული განადგურება, მოსახლეობაში პანიკის დათესვა და ტერორის მეშვეობით უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთების გატეხაა. მაგრამ, ზოგადად მსგავსი მოლოდინი გულუბრყვილობაა – უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს წინააღმდეგობის სურვილი ბევრად იზრდება ხოლმე.

    – ზაპორიჟიას რაიონში ენერჰორადის ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა საარტილერიო დანადგარები და სარაკეტო კომპლექსები განათავსეს და მდინარე დნეპრის მეორე მხარეს მდებარე ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. უკრაინელები ენერჰორადის ელექტროსადგურს ვერ ბომბავენ. პრაქტიკულად, რუსებმა რადიაციული დაბინძურების საფრთხე საკუთარ საფარად გამოიყენეს და საცეცხლე პოზიციად აქციეს ის, რაც ყველას და ყველაფერს უქმნის საფრთხეს.

    – ზაპორიჟიას რაიონში რუსული ავიარეიდის მცდელობა ჩავარდა. უკრაინელებმა ორი რუსული მოიერიშე თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩამოგდება მოახერხეს.

    – რუსები ინტენსიურად ბომბავენ დნიპროპეტროვსკის რაიონს. მათ ცოტა ხნის წინ დაბომბეს ქალაქი დნიპრო, კრივიი რიჰის შემოგარენი და ხერსონი-დნიპროს გზა.

    – უკრაინელები ხერსონში რუსული პოზიციების განადგურებას განაგრძობენ. ამასთან, რაიონის სოფლებში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ და ხალხს აწიოკებენ და აიძულებენ წასვლას, შემდგომ იქაურობას ძარცვავენ და წვავენ. ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი საცეცხლე პოზიციად აქვთ გადაქცეული. გაქცეული ხალხი ფეხით მიემართება სამშვიდობოს მაღალი ტემპერატურის, უწყლობისა და მუდმივი სარაკეტო დაბომბვის პირობებში”- წერს კობერიძე.

  • უნდა გააცნობიერონ, რომ ანტიდასავლურ ქცევებს შედეგები მოჰყვება – კელი “ოცნებას”

    “უნდა გააცნობიერონ, რომ ანტიდასავლურ ქცევებს შედეგები მოჰყვება ” – ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

    “მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმ შემაშფოთებელი ტენდენციისა, რომელიც მმართველ პარტიაში ბოლო 6 თვის განმავლობაში შეინიშნება. და ეს არის საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირება დასავლეთისგან. მე ვფიქრობ, აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს. ერთია, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება უკრაინის ომის ფონზე. მეორე კი, უფრო შემაშფოთებელი, არის ის, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა არ გაატაროს ის რეფორმები, და ასეთი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ ქვეყანაში არ იყოს კონსენსუსი და პლურალიზმით მმართველობა, ოპოზიციასთან დიალოგი და ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა. ეს ძალიან შემაშფოთებელია და განსაკუთრებით სამწუხაროა მმართველი პარტიის წევრების მიერ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ბრალდებები და ცილისწამება.

    თავად ფაქტი, რომ მთავრობის წევრებს შეუძლიათ ასე დაესხან თავს მაღალი რანგის ამერიკელ დიპლომატს, ძალიან შემაშფოთებელია ბევრი ამერიკელისთვის, რომელიც საქართველოს მეგობრად თვლის თავს. მე ვსაუბრობ ადამიანებზე კაპიტოლიუმში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის დეპარტამენტში. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამას შედეგები მოჰყვება.

    რაღაც მომენტში ამერიკელები საკუთარ თავს ჰკითხავენ, რატომ ვუხდით ფულს მთავრობას, რომელიც თავს ესხმის ჩვენს მაღალი რანგის დიპლომატს. მე და ჩემმა მეგობარმა დევიდ კრამერმა ცოტა ხნის წინ დავწერეთ სტატია, რომელშიც ვურჩიეთ ამერიკის მთავრობას რომ საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ იმ მეთოდების გამოყენებაზე იფიქროს, რომლებიც ჩვენ უკვე გამოვიყენეთ უკრაინასა და მოლდოვაში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ანტიდასავლური ქცევებისთვის შედეგები უნდა დადგეს” – აცხადებს იან კელი.

  • „ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს – ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე

    “პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში“

    ამის შესხებ,  “ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • ჟანგდება „დიდგორები”, რა გახდა გაგზავნა? უამრავი უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენდა – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი ქართველი, რატი ბურდული Girchi TV-ში საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია თურქეთის დახმარებით უკრაინელებს ქართული ჯავშანმანქანები “დიდგორები” მიაწოდონ, რომლებიც ძალიან გამოსადეგია ქალაქებში, მედევაკუაციის მხრივ.

    “სირცხვილია, ერთ ნავში ვართ და ჩვენ გარდა ყველა ეხმარება უკრაინას სამხედრო მხრივ. ჟანგდება დიდგორები საწყობებში. 2 ცალი რა გახდა რო დადო და გააგზავნო. იდეალური მანქანაა გაუშვი თურქეთში და თურქები ჩაიყვანენ ადგილზე. სიმბოლურად დაახვიონ წითელი ბაფთა ორ ცალ დიდგორს რომელსაც არ ამუშავებ და ვერ იყენებ და გაუშვი აჩუქე. მე ვარ პასუხისმგებელი რომ მედევაკუაციისთვის იდეალური მანქანაა და უამრავ უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენდა. როგორც საბრძოლო მანქანა მაინცდამაინც ვერ ამართლებს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე, მაგრამ მედევაკუაციისთვის ქალაქებში არის იდეალური. ძალიან გამოგვადგებოდა იქ რომ გვქონდეს. ელემენტარულად ძალიან დიდი მესიჯი იქნებოდა სახელმწიფოსგან, დაგვიანებული იქნებოდა მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.” – განაცხადა რატი ბურდულმა.

    მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
    მანქანას გააჩნია 3 ფენიანი  სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
    მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.

  • გამართლებული არ არის ახლა შესვენება – პრეზიდენტი რიგგარეშე სესიის მოწვევაზე

    “მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად მიმაჩნია, რომ სესია სრულად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე მოვუწოდებ ყველას ოპოზიციასა და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად, ყველა ის საკითხები და, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ერთად ყოფნით გადაწყვეტილი იყოს”

    ამის შესახებ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,  რიგგარეშე სესიის მოწვევა გამართლებულია რადგან ქვეყანის მთავარი გამოწვევა 12 რეკომენდაციის შესრულებაა.