Category: სლაიდერი

  • ევროკომისია გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერის პერსონიფიკაციას – ღარიბაშვილი ფონ დერ ლაიენს

    ევროკომისია გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერის პერსონიფიკაციას – ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უგზავნის. წერილში ასევე ღარიბაშვილი  წერს, რომ არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდება მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.

     

    “შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში.” – ნათქვამია წერილში.

     

  • ღარიბაშვილმა ფონ დერ ლაიენს ივანიშვილის დასაცავად წერილი მისწერა

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ბიძინა ივანიშვილის დასაცავად წერილს უგზავნის. ღარიბაშვილი წერილში ითხოვს, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ის ასევე წერს, რომ არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდება მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.

    საქართველოს პრემიერმინისტრის წერილს სრულად გთავაზობთ:

    რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, “განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“.

    ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა.

    გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

    გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია.

    ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს.

    მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით.

    თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.

    გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში.

    დანართის სახით, გიგზავნით ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად განვმარტე ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩემს ქვეყანაში მმართველობის სისტემა ეფუძნება. ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც.

  • რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

    რუსეთი ბრძოლაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს” იყენებს – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

    “ვაგნერი აქვეითებს რეკრუტირების სტანდარტებს, ქირაობს მსჯავრდებულებს და ადრე შავ სიაში შეყვანილ პირებს. ეს დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს ჯგუფის სამომავლო ოპერატიულ ეფექტურობაზე და შეამცირებს მის ღირებულებას, როგორც ბრძოლაში, რეგულარული რუსული სამხედრო ძალების დასაყრდნობს. “– წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

  • ”ქართული ოცნება” რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს

    ”ქართული ოცნება” რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს – მამუკა მდინარაძემ ამასთან დაკავშირებით წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და  აცნობა.

    “ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, ისინი პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ამ სხომის მიზანი პოლარიზაციის გაღრმავება და ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟია.

    • “ფრაქცია “ქართული ოცნება” იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს”, – თქვა გივი მიქანაძემ. 

    ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა წესით ხვალ, 19 ივლისს უნდა ჩატარდეს.

  • კადიროვი ჩეჩნეთის მთებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაყენებას ითხოვს

    კადიროვი ჩეჩნეთის მთებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაყენებას ითხოვს

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოდის წინადადებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შალინსკის რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ბაზა შეიქმნას. ამის შესახებ ის საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს:

    “თანამედროვე პირობებში რუსეთს ახალი სამხერდრო გადაწყვეტები ჭირდება… პირველ რიგში ვთვლი, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთებში, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე ისე, როგორც არასდროს საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები“–წერს კადიროვი.

    მისი განცხადებით, რუსეთმა “პრევენციული ტაქტიკური ზომები უნდა მიიღოს.“

    კადიროვი აცხადებს, რომ რესპუბლიკაში მთლიანად არის დაკომპლექტებული  “ახმატის“ ოთხი ბატალიონი. მათი ფორმირების შესახებ კადიროვმა ივნისის ბოლოს განაცხადა და თქვა, რომ მათ შემადგენლობაში შევიდოდა “პირადი შემადგენლობის შთამბეჭდავი რაოდენობა, მხოლოდ ჩეჩენი ბიჭები“. კადიროვის თქმით, სპეცდანიშნულების პოლკ “ახმატ–ჩრდილოეთში“ შევიდნენ მებრძოლები, რომლებიც სირიაში და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

  • გვარამიას საქმის მოსამართლე ელჩი დეგნანისგან ელის პასუხს, არის თუ არა ის სანქცირებული

    ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ რუსთავი2–ის შემდეგ ტვ იმედის ეთერში ისაუბრა საკუთარი ეჭვების შესახებ, რომ ის შესაძლოა სანქცირებულია.  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის საელჩომ იმ პროგრამიდან ამოიღო, რომლის ფარგლებში რამდენიმე დღეში ამერიკაში, ფლორიდის შტატში კვალიფიკაციის ასამაღლებლად უნდა წასულიყო. ლაშა ჩხიკვაძე ამას ზეწოლად თვლის.

    „კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ მინა მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იგივე შეკითხვითა და იგივე ფორმატით, რაზეც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდე რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

  • ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უშიშროების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან მოხსნა

    უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენპროკურორის ოფისის ხელმძღვანელი ირინა ვენედიქტოვა და მოვალეობების შესრულებას ჩამოაშორა უკრაინის უშიროების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

    შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნდა.

    ვენედიქტოვას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია “უკრაინის კანონის “სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ 11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად“

    მეორე ბრძანებით ზელენსკიმ უკრაინისი გენერალურ პროკურორად დანიშნა ალექსეი სიმონენკო.

    რაც შეეხება უშიშროების სამსახურის უფროსის ხელმძღვანელს, მისი გათავისუფლების მოტივად მითითებულია “უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული წესდების 47–ე მუხლი.“

  • პროკურატურა – სოსო გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, ტექნიკური მოწყობილობები და უკანონო იარაღი

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია.

    ამასთან უწყების ცნობით, ამოღებულია პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

    შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციისას დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ იოსებ გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.

  • HIMARS–ები კარგად მუშაობს და უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე არსებით გავლენას ახდენს–პენტაგონი

    ამერიკული მაღალი მობილობის სარაკეტო–საარტილერიო სისტემები HIMARS, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა, არაპირდაპირ, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რუსეთთან ფრონტის ხაზზე საბრძოლო ოპერაციებზე. ამის შესახებ პენტაგონის საიტზე წერია.

    პენტაგონის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სისტემა M142 HIMARS ერთდროულად რამდენიმე მაღალი სიზუსტის რაკეტის გაშვების საშუალებას იძლევა. აშშ–მ უკვე მისცა უკრაინას 8 სისტემა, გასულ კვირას კი კიდევ ოთხის გაგზავნას შეპირდა. ამგვარად, მალე უკრაინას 12 ჰაიმარსი ექნება.

    „უკრაინელები ანადგურებენ ისეთ სამიზნეებს, როგორიც არის იარაღის და საბრძოლო მასალების, მომარაგების, სხვა მატერაილურ–ტექნიკური საშუალებების საწყობები, მართვის ცენტრები. და ეს ყველაფერი პირდაპირ ახდენს გავლენას ფრონტის წინა ხაზზე ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობაზე. ამიტომაც, მართალია უკრაინელები HIMARS–ს ფრონტის წინა ხაზზე არ ისვრიან, მაგრამ ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ომის მიმდინარეობაზე“– ამბობს ჩინოვნიკი.

    ის ხაზს უსვამს, რომ მართალია რუსებმა უკრაინასთან ომში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ეს ძალიან რთულად მოახერხეს, ახლა კი ოკუპანტების შეტევა შენელდა.

    “ჩვენი შეფასებით, რუსულ ძალებს შეზღუდული მიღწევები აქვთ ჩრდილოეთ დონბასში, რადგან მათ უკრაინის თავდაცვის ძალები აკავებენ. რუსი სამხედროები განაგრძობენ არაზუსტ საარტილერიო დარტყმებს საჰაერო სარაკეტო დარტყმებთან ერთად“– ამბობს ჩინოვნიკი.

    პენტაგონის შეფასებით, ხარკოვთან უკრაინელები განაგრძობენ რუსების მხრიდან პოზიციების დაკავების მცდელობების მოგერიებას. იგივე სიტუაციაა სლავიანსკის გარეუბნებში. რუსები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მათ უნდოდათ სლავიანსკში შესვლა, მაგრამ აქამდე ეს ვერ შეძლეს.

  • სოსო გოგაშვილს ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს, მათ შორის ერთი – „ორი პირის პერსონალურ მონაცემის“ გავრცელებას ეხება

    სოსო გოგაშვილს ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს, მათ შორის ერთი – „ორი პირის პერსონალურ მონაცემის“ გავრცელებას ეხება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა.

    როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

    “სახელმწიფო ბრალდების მიერ მოხდა ოფიციალურად ბრალის წარდგენა. როგორც მოლოდინი გვქონდა სწორედ იმ მუხლებით მოხდა ბრალის წარდგენა. პირველი ეპიზოდი გახლავთ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და როგორც ბრალდებაშია მოცემული ეს შეეხება 2015-2018 წლებში ბატონ სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას მიუწვდებოდა ხელი როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში მას ედავებიან, 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალურო მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. ანუ 2015-2018 წლებში როდესაც სოსო გოგაშვილი მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში მას ხელი მიუწვდებოდაო მას პერსონალურ მონაცემებზე და სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტებზე და აღნიშნული დოკუმენტები თითქოს გასაჯაროვდა 2021 წლის თებერვალში. საუბარია ორი პირის პერსონალურ მონაცემზე საუბარი, კონკრეტულად ვისი მონაცემები გასაჯაროვდა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.

    მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

    მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონონ შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს”, – განაცხადა ადვოკატმა.