Category: სლაიდერი

  • გადამიგრიხა ხელები, სისხლი გამიჩერდა მეთქი, იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ – მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს

    გადამიგრიხა ხელები, სისხლი გამიჩერდა მეთქი, იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ – მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს

    “გადამიგრიხა ხელები, სისხლი გამიჩერდა მეთქი, იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ” – მოქალაქე პატრულს ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თორნიკე ნანობაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამართალდამცველების მხრიდან შეურაცხყოფაზე საუბრობს.

    “გაუგონარი ძალის გადამეტებისა და “ბოზობის”- როგორც ძველთაგან დეფინირებული შესანიშნავი ზედსართავი სახელის გამოვლინების შესახებ მინდა გიამბოთ მეგობრებო. ნუ შეგეზარებათ, ჩაიკთხოთ ეს ტექსტი, რათა მინიმუმ იცოდეთ და მზად იყოთ იმისთვის, რის მსხვერპლიც შეიძლება გახდეთ თითოეული თქვენთაგანი. ამასთან, მაქვს დიდი იმედი ამ წერილს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს და რაიმე სახის იურიდიულ დახმარებას გამიწევს. (რაც, თავის მხრივ, წაადგებოდა როგორც სამართლის აღსრულებას, ასევე სისტემის ნგრევის პროცესის თუნდაც 1 ფრაგმენტით დეპიქსელაციას)

    მოკლედ, გუშინ საღამოს – დაახლოებით 11:00 საათისაკენ, მოპედი დავაპარკინგე ქავთარაძისა და ყაზბეგის კვეთაზე – ნანტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    წვიმიანი ამინდის გამო გზა იყო მთლიანად სველი და დამუხრუჭებისას წინა საბურავი სულ ოდნავ მოსრიალდა და წინა მომიჯნავე მანქანის მაყუჩს (გრუშიტელს) შეეხო. ვიმეორებ (შეეხო) (!).

    მოვარდა საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც რაღაც ძალით მაშინ ზუსტად ჩემს უკან იმყოფებოდა და მოვიდა მანქანის მეპატრონეც.

    მეპატრონეს ჩაეცინა – არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ვიფიქრე ამით მორჩა.

    თუმცა თურმე სად ვბანაობ.

    მანქანიდან გადმოვიდა საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენელი და დამიწყო უხეშად საუბარი – ჩემი პარკირების უნარებსა და ა.შ და ა.შ შესახებ. ასევე ხმამაღალი ტონით მივმართე მას რომ პრეტენზია ორ (პოტენციურად მოდავე) მხარეს არ გააჩნია, შესაბამისად პრობლემა არ არსებობს და ვთხოვე ჩემთან საუბარი შეეწყვიტა. ეკიპაჟის თანამშრომელმა ჩემი ხმის ტონალობაზე დაიწყო აპელირება რაც გადაიზარდა უფრო დაძაბულ საუბარში.

    ვიმეორებ და მტკიცედ ვდგავარ ამ ფაქტზე, რომ “სიტყვიერი შეურაცხყოფა მე იქ არავისთვის მიმიყენებია, არც ერთი არაკორექტული სიტყვით!”

    ამ აგრესიულად განწყობილმა პოლიციის თანამშრომელმა გადამიგრიხა ხელები და ჩამტენა მანქანაში უკანა სავარძელზე, სადაც არ განუმარტავს არცერთ თანამშრომელს საერთოდ არაფერი, მათ შორის არავის უთქვამს სად მივდიოდით. ჩემი ნივთები შეატოვეს მოპედს და წამიყვანეს სადღაც ზაჰესის განყოფილებაში(რაც მერე გავარკვიე, უკვე ადგილზე.)

    გზაში მრავალგზის გავუმეორე თუ რატომ მაკავებდნენ –

    პასუხი იყო – სიტყვიერი შეურაცხყოფა –

    რაზეც კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ არც ერთი არაკორექტული სიტყვა არ გამომიყენებია – მითუმეტეს პატრულის თანამშრომლების მიმართ დაკავების მომენტში.

    განყოფილებაში მოვითხოვე ზარის განხორციელების უფლება ადვოკატთან, რაზეც მივიღე აბსოლუტური დუმილი და ხითხითი იმ პატრულის თანამშრომლისაგან რომელიც მაკავებდა და ხელებს მიგრეხდა.

    მომათავსეს საკანში ერთი ლეიბის ამარა რომელიც იყო მტვრიანი ბეწვიანი და ნახევრად დამპალი – შუა ღამიდან დილის 9 საათამდე დავყავი აბსოლუტურ სიბინძურესა დ აგაუგებრობაში.

    დილას – პირდაუბანელი და ნახევრად მძინარე შემაგდეს საპროცესო ოთახში – მოსამართლესთან და იდეში დააპირეს ჩემი საქმის განხილვა.

    სანამ საქმე წარმოებაში გაეშვებოდა,

    მოსამართლეს მივმართლე რომ ჩემთვის არ მოუცია ადვოკატთან ზარის განხორციელების უფლება, რომ პლუს არ აქვთ მტკიცებულება რომ მე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე და რომ კიდევ მთელი გზა გამოირჩეოდნენ დამცინავი და შეურაცმყოფელი ტონით.

    მოსამართლემ ჰკითხა პატრულის თანამშრომლებს მომცეს თუ არა ზარის განხორციელების უფლება –

    რაზეც მიღებულმა უარმა მოსამართლეში შეშფოთება ხოლო პატივცემულ ცხოველებში(მეტი რა ვაკადრო არ ვიცი) ძრწოლვა გამოიწვია.

    მოსამართლემ დაუყოვნებლივ მოითხოვა ჩანაწერები, სადაც მე მათ დაკავებისას ვაყენებ შეურაცხყოფას, რის მოძიება და გაშვებაც ასევე ვერ მოხერხდა.

    (ან როგორ მოხერხდებოდა, რაც არ არსებობს)

    ამ გარემოებების გამო პროცესია შეწყდა, გადაიდო 5 აგვისტომდე, მე კი გამათავისუფლეს.

    განვმეორდები და დავაზუსტებ.

    ჩემთვის დეტალურად არავის განუმარტავს კონკრეტულად რომელი მუხლის საფუძველზე მაკავებდნენ და ასევე არავის წარუდგენია გარკვეული ოქმი, რომლის საფუძველზეც შევისწავლიდი საქმის გარემოებას.

    დასრულისთვის მინდა წუხილი გამოვთვა რომ ვარ ამ სისტემურად ჩამძღნერებული ქვეყნის უბადრუკი შვილი, რომელსაც შეუძლიათ უგრიხონ ხელები უბრალოდ ვერბალური შეპირისპირების გამო(ცერა თითი გაბუჟებული მაქვბს მართლა, ტიპებს ვეხვეწებოდი ცოტა მოეშვათ ბორკილები, სისხლი გამიჩერდა მეთქი და იცინოდნენ და ტიკტოკებს სქროლავდნენ).

    და სულ სულ ბოლოს.

    თუ რომელიმე არასამთავრობოს წაადგება კონკრეტულად ამ ქეისში გვერდში დამიდგეს და კიდევ ერთხელ ამხილოს ამ სისტემის ბნელი მხარეები – მე მზად ვარ ნებისმიერი სახის თანამშრომლობისათვის – მზად ვარ დავთმო მთელი ჩემი დრო და ფიზიკური რესურსი, რათა ყველა იქ მონაწილე სულით ჯალათმა პასუხი აგოს საკუთარ არაადამიანურ საქციელზე.

    მადლობა და ნახვამდის გამოუძინებელი და დათრგუნული თავით ფეხებამდე გამო*ლევებული თორნიკე ნანობაშვილისაგან, რომელსაც ეგონა რომ ცხოვრობა ქვეყანაში, რომელიც ირიცხებოდა ევროპის სრულფასოვან სახელმწიფოებში.

    პ.ს გთხოვთ გადამიზიაროთ პოსტი, რათა პოტენციურად ხმა მივაწვდინო შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ უნარი და მზაობა გამიწიონ იურიდიული სახის დახმარება.

    დროებით და ფრთხილად იყავით ამ სისტემასთან,

    მერწმუნეთ, ის ზუსტად ისევ ისე ყარს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია

    შინაგან საქმეთა სამინისტრო

    არ ვიცი ზემოთ რა მოვთაგე, მაგრამ თავად შსს-ს ოფიციალურ გვერდს დაბლოკილი ვყოილივარ ( კიდევ ერთი ანეკდოტი )”- წერს თორნიკე ნანობაშვილი.

  • აშშ ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულია, რადგან “რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია“

    უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება ბაიდენის ადმინისტრაციის განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ამის შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტმა, ჯეფ სელდინმა ტვიტერზე დაწერა და აშშ–ს პრეზიდენტის თანაშემწის,  ჯეიკ სალივანის ცოტა ხნის წინანდელი გამოსვლიდან ციტატა მოიყვანა, რომელშიც ნათქვამია, რომ “აშშ შეშფოთებულია ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით, რადგან ეს არის მეომარი ქვეყნის ლიდერი, რომელსაც საქმე აქვს სასტიკ, დაუნდობელ მოწინააღმდეგესთან, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერზეა წამსვლელი.“

    “უკრაინაში ჩვენი ამოცანის ნაწილი უნდა იყოს ძალიას, გამძლეობის, ურყეობის, წინდახედულების და უნარიანობის დემონსტრირება, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს შესაძლებლობაზე მოვახერხეოთ სხვების შეკავება სხვა ადგილებზე“. – ციტირებს ჟურნალისტი სალივანს.

    უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარის ინფორმაციით ზელენსკიზე თავდასხმის 5 მცდელობა იყო, რაც უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, მცდელობებს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ქონდა ადგილი. დანილოვი თავდასხმების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესიის დასაწყისში ღიად საუბრობდა ჩეჩენი მებრძოლების რაზმზე, რომელსაც ზელენსკის მოკვლა ქონდა დავალებული, თუმცა ის სრულად გაანადგურეს.

    თავად პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმების მზადება არც ისე საშიშია და თავად კრემლის ლიდერს უფრო მეტი პრობლემები აქვს, თუ გავითვალისწინებთ მისი პოლიტიკის მიმართ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას.

  • ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე – რეზნიკოვი

    „სალტივკა ხარკოვში არის ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონი უკრაინაში, მოსახლეობის მიხედვით, როგორც მარიუპოლი. ახლა ეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის ადგილი. ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე. გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება სწორი ადგილი რუსეთის ტრიბუნალისთვის“

    წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე.

  • ოდესის პორტში რუსული რაკეტა, ერდოღანისთვის და გუტიერეშისთვის სახეში შეფურთხებაა – უკრაინის საგარეო

    “ოდესის პორტში რუსული რაკეტა, ერდოღანისთვის და გუტიერეშისთვის სახეში შეფურთხებაა”- ასე ეხმაურება, უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო  ოდესის პორტზე რუსულ სარაკეტო თავდასხმას.

    „რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

    ცნობისთვის, ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის  სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.

  • ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს – აშშ-ს ელჩი უკრაინაში

    ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს – წერს  უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი Twitter-ზე.

    “აღმაშფოთებელი. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას თავსესხმის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში.  კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი”, – წერს ელჩი.

    ცნობისთვის, ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის  სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.

  • ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება – გოგაშვილი

    ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება – აცხადებს სუს-ის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი. მისი განცხადება ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

    “დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე.

    ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი:

    1. სამსახურიდან წამოსვლა 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით, რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.

    ვინც მე მაკრიტიკებთ, თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია, ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას.” – აცხადებს გოგაშვილი.

  • უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განლაგებულ რუს სამხედროებზე წერტილოვანი დარტყმის კადრები გამოაქვეყნეს

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის იუთუბ არხზე დაიდო ვიდეო, რომელზეც ასახულია  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუს სამხედროებზე უპილოტო კამიკაძე დრონის შეტევის კადრები.

    უკრაინული დაზვერვის ცნობით კამიკაძე დრონის გამოყენებით შეტევა მიიტანეს მტრის კარვების ქალაქზე და ტექნიკაზე, კერძოდ ავტომობილზე საზენიტო დანადგარებით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით БМ-21 “Град.“

    უკრაინული მხარის ინფორმაციით მოკლულია 3 რუსი სამხედრო, 12 დაიჭრა.

    “კარვების ქალაქი ხანძარმა გაანადგურა, რომელსაც დიდხანს ვერ აქრობდნენ“– ამბობს დაზვერვა.

    ვიდეოს აღწერაში შეტევას “იუველირულ ნამუშევარს“ უწოდებენ.

    რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 20 ივნისს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა არმიამ ორი კამიკაძე დრონი გამოიყენა, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, თავად სადგური კი არ დაზიანებულა. რუსეთის არმიის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ოლქის “ადმინისტრაციის“  წარმომადგენელი, ვლადიმირ როგოვი 3 დრონზე საუბრობდა.

    რუსეთის თავდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის უფროსი, მიხაილ მიზინცევი აცხადებდა, რომ “მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით არ გამოიწვია ამ აფეთქებამ სადგურის აღჭურვილობის დაზიანება და ტექნოგენური კატასტროა.“

    უკრაინული არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს 2 აფეთქება საწარმოო კორპუსების სიახლოვეს.

    გასული კვირის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პიოტრ კოტინმა თქვა, რომ რუსებს  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეაქვთ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, რომელთაგანაც უკვე ახორციელებენ დნეპრის მეორე სანაპიროს, ნიკოპოლის ტერიტორიის დაბომბვას.“

    როგორც ჩანს, რუსებმა ჩათვალეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია მათთვის უსაფრთხოა, რადგან უკრაინელები მის დაბომბვას მოერიდებიან, თუმცა უკრაინულ არმიას შეუძლია უზუსტესი წერტილოვანი დარტყმები კამიკაძე დრონებით განახორციელოს.

    რუსულ არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან აქვს ოკუპირებული. სადგურის შტურმის დროს რუსეთის არმიამ არტილერია გამოიყენა და მის კორპუსებს ტანკებიდან ესროდა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მიმართა მსოფლიო თანამეგობრობას. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც.

  • ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება – შსს-ს კანონპროექტი

    ე.წ. დრიფტი დასჯადი გახდება  – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტები შეიმუშავეს, რომელთა მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

    დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.

    კანონპროექტით:

    • დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
    • შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
    • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
    • კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
    • დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.

    “გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.

    ცვლილება შედის აგრეთვე საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა”. – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

  • “ახლა არ არის ოპოზიციის მხრიდან მაგიდის აყირავების დრო“–თაკო ჩარკვიანი

    პარტია “კანონი და სამრათლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი თვლის, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლოს:

    “ახლა არ არის ოპოზიციის მხრიდან მაგიდის აყირავების დრო, ( ვიცი რომ ბევრი ეთანხმება ოპოზიციაში ჩემს აზრს ( ლელოს და სტრატეგიის გარდა ).

    დიახ ჩვენი დღის წესრიგი მივაწოდოთ, მაგრამ ერთად უნდა დავსხდეთ ყველა სასაუბროდ ( არა კომისიებში) , აუცილებლად გამოიყენებს ცუდად დასავლეთთან ხელისუფლება, ჩვენი მხრიდან უარს, მითუმეტეს რომ არასამთავრობოები სამოქალაქო სექტორი უკვე ხვდებიან ხელისუფლებას სასაუბროდ, ჩერჩილი და სტალინი საუბრობდნენ ბატონებო, ვიოლა ფონ კრამონმა კიდევ ერთხელ მოგვიწოდა ახლა ( უკვე მერადენედ მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობარი ევროპარლამეტარები, ისინი ,ვისგანაც დახმარებას ველით და ჩვენს გვერდით არიან და მომავაშიც გვინდა რომ იდგნენ), ძალიან მკვეთრად -შეცდომა უწოდა, ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ ფორმატში საუბარზე უარს, ვფიქრობ მათ კარგად იციან რა სამარცხვინო ხელისუფლებაც გვყავს (და არაერთხელ პირდაპირ გაუკეთებიათ განცხადება ამის თაობაზე და 12 პუნქტიც შესასრულებლად ამიტომ გამოგვიგზავნეს , რეფორმები დაიწყეთო- ჩაატარეთო), მაგრამ მაინც ერთად გვთხოვენ 12 პუნქტზე მუშაობას, რადგან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტი ბრძოლაა, რომ არ ჩავრჩეთ რუსულ ჭაობში, საქმე სახელმწიფოებრიობას ეხება!!!!

    პარალელურად ქუჩა რა თქმა უნდა “ღელავდეს”სულ ამას გავიძახი , თუ არა და მაშინ პარლამენტში ყოფნა მანდატებით სამარცხვინოა უკვე ….და არ საუბარი დიდი შეცდომაა, სრულიად უდროო სვლა მეგობრებო , სრულიად უდროო!! შ ე ც დ ო მ ა ა.“– წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქზე.

  • ყოველდღიურად ომში 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება – ზელენსკი

    ”რუს დამპყრობლებთან ბრძოლებში ყოველდღიურად 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, 250-მდე კი იჭრება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

    • “მაისში და ივნისში საბრძოლო მოქმედებების პიკში უკრაინა დღეში 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა, ახლა დაღუპულთა რიცხვი დღეში 30-მდე შემცირდა, ხოლო დაშავებულების რაოდენობა 250-მდე”, – თქვა ზელენსკიმ.