Category: სლაიდერი

  • უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში 2 000-მდე რუსი სამხედრო ალყაში მოაქციეს

    უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 2 000–მდე  რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად ე.წ. მწვანე დერეფანი მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებებმაც.

    უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა  ხერსონის ოლქის ვისოკოპოლიეს რაიონში ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცების შესახებ  ისაუბრა:

    მისი თქმით, უკრაინელებმა თითქმის აიღეს დასახლებული პუნქტები ოლგინო და პოტიომკინო, რომლებიც ვისოკოპოლიეს მარჯვნიდან და მარცხნიდან ესაზღვრებიან. მისი თქმით, რუსი სამხედროები შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით, ტაქტიკურ ალყაში არიან. მათი მხრიდან ალყის გარღვევის მცდელობა უკრაინელებმა ცეცხლით აღკვეთეს.  ერთადერთი გამოსასვლელი კორიდორი, რაც მათ აქვთ, უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის.

    არესტოვიჩის თქმით, რუსი მეთაურები ხერსონის ოლქში არსებული ვითარების გამო დემორალიზებულები არიან, რაც HIMARS–ების და სხვა დასავლური შეიარაღების შედეგია.

    არესტოვიჩის თქმით, ალყაში მოქცეული ჯარისკაცების სიტუაცია ძალიან გავს ილოვაისკის სიტუაციას. აქ რუსმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს უკრაინელები, უხეშად დაარღვიეს შეთანხმება მათთვის კორიდორის მიცემის შესახებ და  უკრაინელი ჯარისკაცები ადგილზე დახვრიტეს.

    “ძალიან დიდი ცდუნება გვაქვს, ისინი ამ ქვაბში დავმარხოთ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ისე არ ვომობთ, როგორც რუსები. არ ვარღვევთ სიტყვას. მეორე– ჩემი აზრით, უკრაინის ჰუმანური სამხედროები მათ უბრალოდ დანებებას შესთავაზებენ. ეს მათთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება – ჩააბარონ შეიარაღება, ტექნიკა და ცოცხლები გადარჩნენ. ეს ომია და მათ არავინ მოფერებას არ დაუწყებს. ჩვენ მათ კორიდორს არ მივცემთ. თუ არ მოუნდებათ ტყვედ ჩაბარება, მათი ბედი გადაწყვეტილი იქნება“– თქვა არესტოვიჩმა.

  • “სრულად ვენდობით“– ევროპოლმა დააკონკრეტა, რას გულისხმობდა მათი განცხადება ურაინიდან იარაღის შესაძლო კონტრაბანდაზე

    ევროპული პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინელ ჩინოვნიკებთან, რათა შეამციროს ევროკავშირში იარაღი კონტრაბანდის საფრთხე, ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.

    ის მეორე დღეს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ევროპოლის ოფიციალური წარმომადგენლის, იან ოპ გენ ოორტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ დააფიქსირა იარაღით და სამხედრო საქონლით შავ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევები. მან ასევე განაცხადა შეშფოთების შესახებ იმის გამო, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები საზღვრის გასწვრივ ინახება ევროკავშირში კონტრაბანდისთვის.

    თუმცა, პარასკევს ევროპოლმა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც მისი წარმომადგენლის სიტყვები დააკონკრეტა: “ჩვენ სრულად ვენდობით უკრაინელ ჩინოვნიკებს და ისინი ახალ ზომებს იღებენ ამ იარაღის კონტროლისა და მეთვალყურეობისთვის“–ნათქვამი განცხადებაში.

    ამასთან, განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ “პოტენციური საფრთხე, რომელიც წარსულში აღინიშნებოდა სამხედრო  კონფლიქტების ზონებში, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება ცუდ ხელში აღმოჩნდეს, არსებობს. უკრაინაში ომთან დაკავშირებით ევროპოლი გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების გავრცელებას შეიძლება ევროკავშირში იარაღის და საბრძოლო მასალების კონტრაბანდა გამოეწვია არსებული არხებით და ონლაინ–პლატფორმებით. ეს საფრთხე შეიძლება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უფრო გაიზარდოს.“

    პენტაგონში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ უკრაინიდან ევროკავშირში იარაღის კონტარაბნდის ნიშნებს.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ ფეიკ ნიუსებს დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის არამიზნობრივ გამოყენებაზე რუსეთი ავრცელებს.

    უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი დანლოვმა. მან თქვა, რომ დასავლურ მედიაში პუბლიკაციები იარაღის შესაძლო კონტრაბანდაზე მაშინ გამოჩნდა, როცა რუსეთი “მაშტაბურ საინფორმაციო სპეცოპერაციას“ ატარებს უკრაინის დისკრედიტაციისთვის, რომლის მიზანი დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაა.

    დანილოვმა პირობა დადო, რომ ევროპოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს მათ გაცხადებებს შავ ბაზარზე იარაღის და საბრძოლო მასალების მოხვედრის შესახებ და მიანიშნა, რომ მათგან ელოდება ფაქტებს და მტკიცებულებებს.

  • უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით! – ჯოზეფ ბორელი

    უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით! – ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

    • ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებითი 500 მილიონი ევროს ოდენობის (510 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

    „ევროკავშირი რჩება კონცენტრირებული და მტკიცე მხარდაჭერა აქვს უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ჩვენ მათ მივაწვდით. ამ კონტექსტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მეხუთე ტრანშის მობილიზებაზე შეთანხმდნენ, რაც 2,5 მილიარდ ევროს სამხედრო აღჭურვილობას შეადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა  ჯოზეფ ბორელმა.

  • „ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ…“ – მეგი გოგიტიძე

    „ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ…“-  წერს, მომღერალი მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში, რომელიც  6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს.

    „სიყვარულის გარეშე ვერაფერს მოიპოვებთ… ვერაფერს შეინარჩუნებთ… იმასაც დაკარგავთ რაც გაქვთ… ფარისეველ პატრიოტებს და მოზეპირე ცხვრებს კიდევ შიშისგან გათავისუფლებას ვუსურვებ… ასე თუ გეშინოდათ ჩემი არ მეგონა აქამდე… მაგრამ მეცოდინება უკვე… (ბუნებრივია ეს იმათ ვისაც ეკუთვნით) დაბნეულ და გაუგებრობაში მყოფ ხალხს კი მოთმინებას. სიყვარულის გარეშე არც მიწა არც წყალი და არც სიცოცხლე არაფრად არ ღირს… თავისუფლება მონობაა სიყვარულის გარეშე… მორალის კითხვა უსიყვარულოდ მხოლოდ ბოროტს შეუძლია… ასევე, მხოლოდ ბოროტს შეუძლია სხვისი განკითხვით საკუთარი „სიდიადე“ დაამტკიცოს… უმტკიცეთ ახლა ერთმანეთს თუ ვინ უფრო მაგარი პატრიოტი ხართ… ვის უფრო გიყვართ საქართველო… სიყვარულის გარეშე აი ამ ფოტოზე გამოსახულ მგლებს ჰგავხართ მხოლოდ… (ესეც მათ ვისაც ეკუთვნის) მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის… ვიღებ ამ განსაცდელს… თქვენ კი დაელოდეთ რა როგორ იქნება…“ – წერს მეგი გოგიტიძე.

    ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მეგი გოგიტიძე 6 აგვისტოს მოსკოვში კონცერტს გამართავს, ბათუმში, კლუბმა ,,Sector 26-მა” 24 ივლისს დაგეგმილი, მეგი გოგიტიძის კონცერტი გააუქმა.

  • მძღოლს, რომელმაც მანქანაში 18 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა, ბრალდება წარუდგინეს

    მძღოლს, რომელმაც მანქანაში 18 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა, ბრალდება წარუდგინეს

    მძღოლს, რომელმაც მანქანაში 18 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა, ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  უწყების  ინფორმაციით, დუშეთში ერთმა პირმა მეორე საკუთარ ავტომანქანაში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა.

    ,,საქართველოს პროკურატურამ დუშეთში გაუპატიურების მცდელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა დაზარალებული საკუთარ ავტომობილში ჩაკეტა, ძალის გამოყენებით შებოჭა და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ვერ შეძლო დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული დაზარალებულს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუპატიურებით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • უკრაინა და რუსეთი ხორბლის გატანაზე შეთანხმდნენ

    რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ კიევი შავი ზღვის პორტებიდან ხორბლის გატანას შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთი ავრცელებს. თურქეთი გაეროსთან ერთად, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა.

    აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს.

    მხარეებმა ხელშეკრულებებს ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს. დოკუმენტს ხელი ჯერ, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ  მოაწერა ხოლო შემდეგ, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.

    გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა  ამ შეთანხმებას, ომში “იმედის შუქურაა” უწოდა.

    რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორები არიან.

    უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა აქამდე შავი ზღვით ხორბლის გატანას ვერ ახერხებდა. უკრაინა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით მარცვლეულის მოპარვაში სდებს ბრალს.

  • ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს – წულუკიანი პრეზიდენტზე

    ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს – ამის შესახებ,  კულტურის მინისტრმა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომელიც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა და სადაც კონსტიტუციის 78-ე მუხლზე ისაუბრა.

    „გუშინ პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საკონსტიტუციო პროცესებზე, კონსტიტუციაზე. შეგვახსენა, რომ თურმე არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში მესამოცდამეთვრამეტე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს. საქართველოს კონსტიტუციას აქვს 78-ე მუხლი და სახელმწიფო ენაზე ეს სწორად ასე გამოითქმის და არა სხვანაირად.

    მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ ესა თუ ის დავა, რომელსაც შეიძლება, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მიიჩნევდეს დასაბუთებულად, მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი საკონსტიტუციო სარჩელები არის დაუსაბუთებელი. თუმცა, ამავე ინტერვიუში და ალბათ საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს, თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს დაუარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე, თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია. კონსტიტუცია ამას არ არეგულირებს სხვანაირად” – განაცხადა წულუკიანმა

  • საქართველოს დევიზია ძალა ერთობაშია, რეკომენდაციებზე მომუშავეები ამას არ აჩვენებენ -კრამონი

    ”საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია”. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირში კანდიდატურა უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს!”

    წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

  • არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში – “ოცნებიდან” წასული დეპუტატები ნედ პრაისზე

    ‘არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში ” – ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ ნედ პრაისს მიმართავენ.

    “უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახანს გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი.

    თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობებს, მმართველ გუნდს და ურთულეს მისიას იღებს საკუთარ თავზე, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაუფიქრებლად გადავდგათ ეს ნაბიჯი და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს. რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით. უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს? რა თქმა უნდა არა!

    სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნებოდეს თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს. დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი. ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა. მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში? მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ დავღვარეთ სისხლი რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში. თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას? თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ ამ გზის პერსპექტივას.

    გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი.

    ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა მოიცავს ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მითუმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი გაგვაცნეს ევროპიდან, რომ უკრაინამ სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო! სტატუსის არმონიჭება იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა დასავლეთის მხრიდან, რამაც გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში და გააჩინა უსამართლობის განცდა.

    ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. უფრო მეტიც, მათ დაიწყეს ქვეყანაში ომის პროპაგანდა და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას არ გაემიჯნა თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში. მსგავსმა რიტორიკამ გუშინაც გაიჟღერა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ. ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ უნდა იფუნქციონიროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

    ეს არის „შერჩევითი დიპლომატია”, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე“ ?! ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია „მთავარის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე. ქალბატონმა დეგნანმა ტყუილი უწოდა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს და განაცხადა, რომ არც კი წაიკითხა წერილი ბოლომდე. არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს. ️რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც! ️ რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც! რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწვავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი არ აგვიხსნიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, თუ რა არის რეალური დემოკრატია.

    დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის? უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას მისი ლობისტების მიმართ.

    ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას.

    ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა! ამერიკის შეერთებულ შტატებთან 30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო პარტნიორობა. საქართველომ გაიღო ყველაფერი, რათა გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ ამისთვის ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი და აღარ ვაპირებთ უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას. არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.

    არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს. ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო აცდეს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე”- წერენ დეპუტატები.

  • იარაღი ადრე რომ მიგვეღო სევეროდონეცკის დაბრუნებას შევძლებდით – გაიდაი

    ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი აცხადებს, რომ პარტნიორი ქვეყნებისგან იარაღი ადრე რომ მიეღო უკრაინას, ქვეყანა ლუჰანსკის რეგიონის ოკუპაციას აიცილებდა.

    “იარაღი ადრე რომ მიგვეღო, მაშინ, პრინციპში, სევეროდონეცკის დაბრუნებაც კი შეგვეძლო. პრობლემა ის არის, რომ რუსებს საბჭოთა არტილერიის უზარმაზარი რაოდენობა აქვთ,” – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაიდაიმ.