Category: სლაიდერი

  • პოლონეთმა უკრაინას PT-91 ტიპის ტანკები გადასცა

    პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს.

    • “PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან – უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს ერმაკი.

    პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტოს სპიკერმა, კშიშტოფ პლატეკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მარაგებს სამხრეთ კორეისგან შეძენილი ტანკებით შეივსებს.

    • “200-ზე მეტი T-72 ტანკის და გარკვეული რაოდენობის PT-91-ების, ვერ ვიტყვი რაოდენობას, ადგილი სრულად და მეტიც გაორმაგებული ძალით შეივსება, რადგან ეს ტანკები ბევრად უფრო მაღალი დონის ხარისხისაა”. – თქვა პლატეკმა კორეულ ტანკებზე. 

    PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია.

  • უკრაინელებმა HIMARS-ის დახმარებით 50 რუსული საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს – რეზნიკოვი

    ”უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს” –  ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

    • „ეს წყვეტს მათი (რუსული) მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით,“ – განაცხადა რეზნიკოვმა.
  • უფრო ძლიერი უნდა იყოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ყველაფერი – იუკნევიჩიენე ზურაბიშვილზე

    ”საქართველოს მომავალი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პრემიერმინისტრი ან პრეზიდენტი. მე ვხედავ, რომ თქვენ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობები, რომ შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უფრო ძლიერი უნდა იყოს, რომ ბოლომდე მიიყვანოს ყველაფერი. ორივე მხარე უნდა დასვას მოლაპარაკებაზე და ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი.”

    ამბობს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიენე მთავარ არხთან ინტერვიუში.

  • სანამ ჩვენ სანქციები შეგვეხება მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს – სამხარაძე

    “არახამიასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაკეთებული განცხადება მის ფსევდო პატრიოტიზმთან მიმართებაში, ასევე, მის მიერ დაუსაბუთებელ განცხადებებთან დაკავშირებით. სანამ ჩვენ სანქციები შეგვეხება მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. ის არის დაინტერესებული პირი, მას აქვს ინტერესი, რომ დააზიანოს ქართული ხელისუფლება და შესაბამისად ქართული სახელმწიფო”,

    განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ

  • ”ზოგჯერ ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი” – რასა იუკნევიჩიენე

    ”ზოგჯერ ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი” – რასა იუკნევიჩიენე

    ”ზოგჯერ ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი” –  ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.

    ”არ უნდა წარმოიდგინოს ქართულმა ოცნებამ, რომ ეს ფორმალური მონიტორინგი იქნება. ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილები გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას. ყველა მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვის, ისე მთავრობისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.

    ჩვენ დავარღვიეთ სიჩუმე, რაც დიდი გარღვევაა და ევროკავშირმა შემდგომი გაფართოების განხილვა დაიწყო. ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ რასაკვირველია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას.

    ყველა მხრიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გახდნენ შუამავლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ძალიან ძლიერი პოლარიზაციაა და ჩვენ ეს ასევე მოვიხსენიეთ ეს რეზოლუციაში. ძალიან დიდია პოლარიზაცია, რომელიც არ არის ხელშემწყობი იმისთვის, რომ გადალახოთ არსებული დაბრკოლებები და მიაღწიოთ სანუკვარ შედეგს.

    ზოგჯერ ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ როგორც ეს იყო სლოვაკეთში და ერთობლივი ბრძოლა აწარმოა. ანალოგიური მოხდა ბოლო დროს მოლდოვაშიც”, – ამბობს იუკნევიჩიენე.

  • რუსეთის სამხედრო სარდლობა დილემის წინაშეა – ბრიტანეთის დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით  უკრაინაში როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით უშედეგო ბრძოლები გრძელდება. დაზვერვის ცნობით, რუსული სარდლობა დილემის წინაშეა – გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით, თუ დასავლეთით.

    “რუსეთის სამხედრო ძალების სარდლობა ისევ დილემის წინაშეა – უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ თავდაცვა გააძლიეროს დასავლეთით”. – წერია ანგარიშში.

  • ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 39 700 ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 39 700;
    • ტანკი – 1 730;
    • ჯავშანტექნიკა – 3 950;
    • საარტილერიო სისტემა – 876;
    • სარაკეტო სისტემა – 257;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 116;
    • თვითმფრინავები – 222;
    • ვერტმფრენი – 188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 719;
    • საკრუიზო რაკეტები – 174;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 832;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 73.
  • “ეს ომი უნდა მოვიგოთ“–რიჩარდ გირის სიტყვა უკრაინის მხარდასაჭერად

    ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, რიჩარდ გირმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთთან მის ბრძოლას ბოროტებასთან ომი უწოდა. ამის შესახებ მან პირველი ქალბატონების და ჯენტლმენების სამიტის მსვლელობისას განაცხადა.

    მსახიობი ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდი ომია, რომელიც კი ცხოვრებაში უნახავს.

    “ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ. არ გვაქვს უფლება დავიღალოთ. ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ალბათ ყველაზე დიდი ომია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ომი ბოროტებასთან. და თუ ჩვენ წავაგებთ, ეს წაახალისებს სხვა ნაძირლებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ წაგების უფლება არ გვაქვს“– თქვა გირმა.

    მისი აზრით, ახლა კულტურული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდნენ.

    “ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ თანაგრძნობას, ერთიანობას. ჩვენ შეგვიძლია ეს საშინელი სიტუაცია გამოვასწოროთ. რუსებმა მათი ისტორიის მანძილზე იმდენი ცუდი ჩაიდინეს, მრავალი თაობის განმავლობაში.  ჩვენ ერთად შევძლებთ რაღაც უკეთესი გავაკეთოთ. პუტინმა შექმნა ეს კატასტროფა, ის უგუნურებებს აკეთებს, ანადგურებს მუზეუმებს, თეატრებს. ეს გულს მიკლავს. ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ, უყურებენ ამას და ფიქრობენ: როგორ შეიძლება ასეთი რამ საერთოდ ხდებოდეს? როგორ შეიძლება არსებობდნენ დიქტატორები, რომლებიც იმდენად ძლიერები აღმოჩნდნენ, რომ დაანგრიონ ადამიანების ცხოვრება?“– თქვა მან.

    რიჩარდ გირმა ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

  • “კლასიკური რუსული შიზოფრენია“–ზელენსკის ოფისის პასუხი ლავროვის განცხადებაზე, რომ მათ უკრაინელები ეცოდებათ და “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში დაეხმარებიან

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “კლასიკური რუსული შიზოფრენია“ განუვითარდა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინელები ეცოდებათ და ამიტომ დაეხმარებიან უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში.

    “ლავროვის დღევანდელი განცხადება არაბულ სახელმწიფოთა ლიგის შეხვედრაზე – კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ ღირს ზაფხულში მზის გულზე თავსაბურავის გარეშე გადაადგილება. კლასიკური რუსული შიზოფრენიაა: დილით აცხადებ, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისკენ ისწრაფვის, საღამოს კი ამბობ, რომ შენი მიზანია “კიევის ანტიხალხური რეჟიმისგან“ გათავისუფლება“–თქვა მან.

    პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მოქმედი ხელისულება პატიოსან, კონკურენტულ და დემოკრატიულ არჩევნებზე აირჩიეს, თუმცა რუსული ელიტისთვის ასეთი სიტყვები უცხოა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შაბათს დაიწყო ტურნე აფრიკულ ქვეყნებში იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერა მიიღოს უკრაინასთან ომში, რომელსაც რუსეთი უკვე 5 თვეა აწარმოებს.

    თავიდან ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა კაიროში და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის “საკითხთა უფრო ფართო წრესთან დაკავშირებით“.

    მოგვიანებით არაბულ სახელმწიოთა ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური“ და “ანტიისტორიული“ რეჟიმისგან გათავისუფლებაში.

  • რუსებმა უგლეგორის თბოელექტროსადგურის აღება სცადეს, თუმცა იძულებულნი გახდნენ დიდი დანაკარგებით უკან დაეხიათ

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა დიდი დანაკარგები განიცადეს უგლეგორის თბოელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მცდელობისას დონეცის ოლქში.

    “მტერი კარგავს პირად შემადგენლობას, მაგრამ ჯიუტად განაგრძობს უგლეგორის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას. სამხედრო მოქმედებები გრძელდება“–ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

    ბახმუტის მიმართულებით რუსებმა უკრაინული ძალების პოზიციები დაბომბეს ბერესტოვოის, ბელოშოროვკის, ნოვო კამენკის, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესიოლი დალინის, ზაიცევოს, მაისკის და ნიუ იორკის სიახლოვეს.

    სლავიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა დაბომბეს დიდი კამიშევახის, გრუშუვახის, კრასნოპოლიის, ვერნოპოლიის, დოლინის, კრასნაია პოლიანას,კარნაუხოვკის და დიბროვნოის რაიონები.

    კრემატორსკის მიმართულებით კი საარტილერიო ცეცხლით რუსებმა შეტევა მიიტანეს დასახლებულ პუნქტებზე: კრივაია ლუკა, სევერსკი, გრიგორიევკა, ვერხნეკამენსკოე, ივანო–დარევკა და სპორნოე.