Category: სლაიდერი

  • აშშ-ის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ცოდნის ნაკლებობას ემყარება – ბრაიზა

    აშშ-ის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ცოდნის ნაკლებობას ემყარება – ბრაიზა

    ”დასავლეთი ნამდვილად არ ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში… რუსეთი საქართველოს 20%-ის ოკუპირებას ახდენს. რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება. მე ვიცი ეს, მე მაშინ ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკის და მომდიოდა დაზვერვის მონაცემები. ვიცოდი, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ საქართველოსთვის – მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა. ჩვენ არ გვინდა საქართველოს ომში ჩათრევა.”

    განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის საპასუხოდ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

  • “ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა“–კობახიძე “მთავარის“ ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ ფეისბუქზე წერს

    ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტზე სიტყვიერ თავდასხმასთან   დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. კობახიძე მის ფეისბუქ გვერდზე  წერს, რომ  “მთავარის”ჟურნალისტმა  “სიბინძურე იკადრა.“:

    “გუშინ “მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს “რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა” იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს.

    ვინც გუშინ “მთავარის” ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია.

    მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ.“–დაწერა კობახიძემ.

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

    „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…. “ნაცმოძრაობის” გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა… ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე… სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც… სამარცხვინო შენ… გულისამრევია“, – მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

  • უარესი რომ არ თქვა კობახიძემ მიკვირს.. -მამუკა მდინარაძე

    უარესი რომ არ თქვა კობახიძემ მიკვირს.. -მამუკა მდინარაძე

    “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის კითხვა მიიღო, როგორც შეურაცხყოფა.

    “ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით როგორც ჩანს – ვიღაცამ გიწოდოთ არ ვიცი საშინელება რამ, ღორი რომ გიწოდოთ ვიღაცამ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: “თქვენ ღორი ხართ?” ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?…

    მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა… მე რომ გითხრათ ახლა: “თქვენ ხართ სასარგებლო იდიოტი კრემლის” – ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე…თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით კრემლის სასარგებლო იდიოტები…

    მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

  • არახამია კაცი არ არის, არახამია არაკაცია – კობახიძე

    “ყველამ კარგად იცის, ეს კაცი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც მემგონი ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, უბრალოდ კაცი არ არის, არახამია არის არაკაცი”

    ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”სანქციების სამიზე იქნება არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნესგარემოცვა და პოლიტიკოსები”.

  • რატომ გამოაცხადა ჯანმომ ,,მაიმუნის ყვავილი” გლობალურ საფრთხედ და გველის თუ არა მორიგი პანდემია – ინფექციონისტის განმარტება

    რატომ გამოაცხადა ჯანმომ ,,მაიმუნის ყვავილი” გლობალურ საფრთხედ და გველის თუ არა მორიგი პანდემია – ამის შესახებ, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ ,,მაიმუნის ყვავილთან” მიმართებაში ჯანდაცვის სფერო უფრო მობილიზებულია და ბევრი რამ იცის, ვიდრე კოვიდის დროს იყო.

    „ორი დღის წინ ჯანმომ მაიმუნის ყვავილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. 2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო.

    ამან გარკვეული მღელვარება გამოიწვია. რა თქმა უნდა, გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პანდემია გველის წინ, თუმცა გამორიცხული არც ეს არის (სადღეისოდ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 16 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული, 5 ლეტალური გამოსავალი).

    გლობალურ საფრთხედ გამოცხადების მიზანი ძირითადად არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა მეტად მოახდინონ მობილიზება და გადავიდნენ მზადყოფნის რეჟიმში, კერძოდ, გააუმჯობესონ ეპიდზედამხედველობა, იმუშაონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე დაგეგმონ და განსაზღვრონ ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები და ა.შ.

    ასეა თუ ისე, მაიმუნის ყვავილს ბევრად უფრო მომზადებული ხვდება მსოფლიო, ვიდრე ეს კოვიდის შემთხვევაში იყო. არსებობს ვაქცინები, ასევე ანტივირუსული მედიკამენტები, ვირუსის შესახებ ბევრად მეტია ცნობილი და შესაბამისად, პრევენციაც უფრო ადვილია.​ პანდემიების გარეშე სამყაროში ცხოვრებას გისურვებთ“,- წერს მაია ბუწაშვილი.

  • “ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა რა” – კობახიძე ჟურნალისტს

    “ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქ პირი მართლა რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე,”

    ასე მიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს.

  • იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს! – დეკანოიძე

    “იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს! – სამადაშვილი” -ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

    “თუკი რამემ საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, შელახა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან – როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის იყო ანტიუკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყოს, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, წარმოიქმნა როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
    დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

  • უნებართვო გარევაჭრობასა და არასათანადო რეკლამის განთავსებაზე ჯარიმები გავრცელდება – მთავრობა

    საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ უნებართვო გარევაჭრობასა და არასათანადო რეკლამის განთავსებაზე ჯარიმები გავრცელდება.

    მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება.

    აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.

    “მთავრობის წევრებმა განიხილეს ასევე “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომელთა გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები”.- აღნიშნულია მთავრობის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

  • “საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს” – დავითაშვილი

    “სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს” – ასე ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციას,  რომლის მიხედვით საქართველოში კონკრეტულ კომპანიებს რუსული ნავთობი შემოაქვთ.

    “მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.

    რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება იყო სტრატეგიული პარტნიორების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როცა ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმის განმარტებები და კიდევ ერთხელ გადაწყვეტილებები შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება 1-ელ აგვისტომდე

    როგორი ამინდი იქნება 1-ელ აგვისტომდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

    ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.