ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს COVID19-ი დაუდასტურდა. როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერიძემ განაცხადა, ცერცვაძის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე სირთულისაა, თუმცა თავს მხნედ გრძნობს და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
Category: სლაიდერი
-
”ამ ჯერზე დაგინდობ.. ტელეფონი მომწერე შენი!” – ბექა ოდიშარია ზუკა ბერძენიშვილს
”სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!”. ამ ჯერზე დაგინდობ” – ასე მიმართავს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს სოციალურ ქსელში.
”ვის ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე და ბინძურ დავალებებზე ლაპარაკობ შე პუტინის შნირის შნირო, მაგ აღვირახსნილმა “ჩემი შენ გითხარიო” სტრატეგიამ სად მიიყვანა ბოლოს გებელსი ისიც კარგად გაიკითხე ერთი უსინდისო ნაძირალავ შენ! შენი ბუჩაში სამარცხვინო ჭუჭყუნის მერე საერთოდ როგორ ახსენებ უკრაინას და უკრაინელებს შე მართლა უჯიშო მონა ცოტა გამოგიბერტყოს ვინმემ ეგ იმბეცილი თავი ჩვენ შევწუხდით შენი ყურებით!!!!!!!!!!!!!!!! #დეოლიგარქიზაციაგარდაუვალია” – დაწერა ზუკა ბერძენიშვილმა, ბექა ოდიშარიას სტატუსზე.
- ”Zuka Berdzenishvili ყველაფერი ეროვნულის მოძულე ჭერქვეშ გაზრდილი ღლაპისგან რა უნდა გეწყინოს კაცს… ისე სახლში არ უთქვამთ შენთვის, რომ “ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ ?!” როდესაც კგბ-ზეა საუბარი, მაშინ მაინც დამუწე ეგ პირი, კბილები სწორად გამოიყენე და დააჭირე ენას! მესმის რომ დიდი ხანია ენაზე კბილი არ დაგიჭერია და ძირითადად არამიზნობრივად იყენებ არტიკულაციურ აპარატს! ცოტა მორიდება იქონიე! და კიდევ ერთხელ გიმეორებ: სახლში იკითხე, გიღირს თუ არა კგბ-ზე ლაპარაკი შენ ჩემნაირ ადამიანთან და რას მოგცემთ ?! ამ ჯერზე დაგინდობ საჯაროდ….” – პასუხობს ბექა ოდიშარია პოსტის კომენტარებში ზუკა ბერძენიშვილს.
ამის შემდეგ, ბექა ოდიშარია ზუკა ბერძენიშვილს პირად შეტყობინებაში ტელეფონის ნომერს სთხოვს, რომლის “სქრინსაც” ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს -
ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან… – ნავალნის გუნდის წევრი, ვლადიმერ მილოვი
“ბიძინა ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან… საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა პუტინის რეჟიმს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში ალექსეი ნავალნის გუნდის წევრი, ვლადიმერ მილოვი საუბრობს.
“მისი კომპანია დეფოლტის და ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და დახმარებას ითხოვდა. 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც გავიგე, რომ ის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას გარკვეული კავშირები შენარჩუნებული ჰქონდა. ასევე მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც ის ევტუშენკოვთან საუბრობდა. მას გარკვეული ისტორიული კავშირები აქვს რუსეთთან… რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს კავშირი აქვს რუსულ ოლიგარქიასთან და ჩვენ უნდა ვეძებოთ საფუძველი, რომელიც მას და რუსულ ოლიგარქიას ერთმანეთთან აკავშირებს”, – ამბობს მილოვი.
მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამჟამად კრემლი საქართველოს მთავრობას ემუქრება და აშინებს.
“ვფიქრობ, რომ კრემლი ახლა ძალიან ცდილობს დაემუქროს და აშინებს საქართველოს მთავრობას, რადგან საქართველო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ის მეზობელი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან მკაფიო კურსი ჰქონდა ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. და ფორმალურად, საქართველოს უარი არ უთქვამს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობის პოზიცია მნიშვნელოვანია, – თქვა მან.
-
სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 ივლისს, 11 მსჯავრდებული შეიწყალა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“10 მსჯავრდებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 1 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალებულთაგან 1 ქალი მსჯავრდებულია.”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
-
უკრაინა კამიკაძე დრონებს ეფექტურად იყენებს – პენტაგონი
უკრაინელი სამხედროების კამიკაძე დრონ Phoenix Ghost-ს ძალიან ეფექტურად იყენებენ – ამის შესახებ, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. ასევე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აგვისტოდან პენტაგონი შეძლებს უზრუნველყოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ დრონების უწყვეტი მიწოდება.
- “უკრაინელები კარგად იყენებენ კამიკაძე დრონ Phoenix Ghost-ს. ეს საშუალებას გვაძლევს მწარმოებელს დამატებით შევუკვეთოთ ეს სისტემები”- თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
-

რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო – კალაძე ჟურნალისტებს
“მე არ შევალ დეტალებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, შესაბმისად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ შეურაცხყოფა და ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.
ფიქრობთ, რომ ცალმხრივი იყო ეს ყველაფერი, თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია.
თმენის ვალდებულება? რას ნიშნავს თმენის ვალდებულება, მაგინონ და მე ჩუმად ვიყო, რა ლამაზად და კარგად მაგინებ?”
ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მხრიდან ”მთავარი არხის” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილზე თავდასხმას.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში “ჯაშუშობის” ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე “საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის” ბრალდებით დააკავეს. ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელი ნაბაკევიდანაა.
ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქრისტინე თაკალანძე, “საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და ქართულ სპეცსამსახურებს სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას გადასცემდა”. დაკავების ე.წ. სპეცოპერაცია 20 ივლისს ჩატარდა.
თაკალანძეს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (სუს).
“ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს”. – წერია განცხადებაში.
-
მეათე მოწვევის პარლამენტში 21 დეპუტატს ხმა საერთოდ არ ამოუღია – TI
“მეათე მოწვევის პარლამენტში 21 დეპუტატს ხმა საერთოდ არ ამოუღია” – ამის შესახებ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პარლამენტში 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია, 10 მმართველი პარტიიდანაა ხოლო 11 კი ოპოზიციიდან.
სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე;
ხოლო 11 ოპოზიციის: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
- საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
- საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი;
- პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი.
პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობობის გაზრდა; 2 წევრისგან შექმნილი პოლიტიკური ჯგუფისათვის ფრაქციის უფლებების მინიჭება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა; საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისათვის დეკლარაციის შევსების ვალდებულების დაკისრება.
პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაზრდა; საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ზოგიერთი საკითხი.
ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის შეცვლა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია; საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები; პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება.
ძირითადი გამოწვევები
პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა
- ყველა კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წარმომადგენელია. არ შესრულდა 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა პარლამენტის საქმიანობაში ოპოზიციის როლის გაძლიერებას;
- ოპოზიცია სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში, რადგან, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა;
- საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა სამი თავმჯდომარე შეიცვალა.
საკანონმდებლო პროცესი
- ყველაზე აქტიური იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტები იყო, ხოლო პასიური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა არ მომხდარა ან არგუმენტაციის გარეშე შეჩერდა, მაგალითად: საკანონმდებლო პაკეტი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ, კანონპროექტი „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები;
- გაგრძელდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა და კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო. დაჩქარებული წესით პარლამენტმა 95 კანონის პროექტი მიიღო. 46 საკანონმდებლო პაკეტთან (242 კანონის პროექტი) დაკავშირებით, ვადა 94-ჯერ გაგრძელდა; განხილვის ვადა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აღსრულების კოდექსს;
- პრობლემას წარმოადგენდა მიღებული კანონების დროულად ამოქმედება, მაგალითად, უნდა აღინიშნოს „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის ცალკეული ნორმების ამოქმედება 5-ჯერ გადავადდა. კანონის ამოქმედების გადავადება 22 კანონის პროექტზე განხორციელდა;
- პარლამენტის ბიუროს წარედგინა 122 საკანონმდებლო წინადადება. აქედან, 7 კომიტეტებმა მოიწონეს,[2] მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელისშემშლელია და რომელთა ავტორებიც ლიბერალი ჯგუფების მიმართ რადიკალური რიტორიკით გამოირჩევიან.
საპარლამენტო კონტროლი
- მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას: მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდენ სადეპუტატო კითხვებს, არ ესწრებოდნენ ოპოზიციური ფრაქციების მოწვევით კომიტეტის სხდომებს.
- პასუხი არ გაეცა 256 სადეპუტატო კითხვას, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიცის წარმომადგენელი იყო;
- ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე 12-ჯერ დაიბარეს და მოსმენა არცერთ შემთხვევაში არ შედგა.
- საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ეფექტურად არ ყოფილა გამოყენებული, როგორც უშუალოდ პანდემიის მართვის პროცესთან, ასევე თანმდევ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კორუფციის რისკები პანდემიის დროს, სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ. არ გამართულა ინტერპელაცია, შემცირდა თანამდებობის პირების დაბარება, ეფექტურად არ მომხდარა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, ანგარიშების განხილვის ვადები ხშირად ირღვეოდა, კერძოდ, პარლამენტში სულ 21 ანგარიში შევიდა, მათგან 10 ანგარიში, საანგარიშო პერიოდში, ჯერ კიდევ განუხილველი იყო;
- უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი კვლავ სუსტი და არაეფექტური იყო; ვერ მოხდა ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება, რის შედეგადაც ოპოზიცია არ მონაწილეობდა ნდობის ჯგუფის საქმიანობაში.
პარლამენტის ანგარიშვალდებულება და ღიაობა
- კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა;
- ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება.
რეკომენდაციები
პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა
- უმნიშვნელოვანესია 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, ოპოზიციის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და ოპოზიციის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
- ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.
საკანონმდებლო პროცესი
- მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და არ ხდებოდეს კანონპროექტების განხილვის ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება;
- განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა ჩართულობა;
საპარლამენტო კონტროლი
- ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;
- აუცილებელია გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი. ნდობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს სრულად და ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ნდობის ჯგუფში გაწევრიანების საშუალება;
- თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტიურად უნდა ახორციელებდეს ანაგრიშვალდებული პირების მიერ რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობას.
პარლამენტის ანგარიშვალდებულება და ღიაობა
- მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაუსაბუთებელ უარს არ ეუბნებოდნენ მოქალაქეებს. სასურველია, გადაიდგას ნაბიჯები პარლამენტში საშვების სისტემის გაუქმების მიმართულებით;
- პარლამენტმა დროულად უნდა დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო;
- საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, კონტროლის შედეგები და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების სხდომებზე მიწვევის შესახებ ინფორმაცია, პერიოდულად უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ახალ ვებგვერდზე, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.
-
დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და *ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ – ჯაფარიძე კობახიძეზე
დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ – წერს “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ოცნების” თავმჯდომარის თავდასხმაზე.
”მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ, ზოგადად ასეა. ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის ‘კაგებეშნიკის’ დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, არის ერთი მხრივ გახუნებული, მეორე მხრივ კი – უაზრობა
აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ (‘კაგებეშნიკები’) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა.
რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა – ჩემი აზრით ერთის დედაც და მეორესიც, მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ. ასეთი ხალხი ვწვალობთ რომ ვისწავლოთ ხელახლა რას ნიშნავს თავისუფლება, ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას – მარტივია ჯალათების და მონების პოვნა.
ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ. დღევანდელ &ლეებს მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იგივეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე.”-აცხადებს ჯაფარიძე.
-
“რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა” – ზურაბიშვილი
“რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა” – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმიანება.
“იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
