Category: სლაიდერი

  • წერილი მიუთითებს, როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი – თალაკვაძე

    წერილი მიუთითებს, როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბიძინა ივანიშვილი – თალაკვაძე

    “ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და თუ როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის გამჭვირვალედ და ძალიან პირდაპირ ამბობს სიმართლეს, ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა რჩება იგივე. ის ეუბნება თავის საზოგადოებას სიმართლეს, ვინაიდან დღეს სიმართლეც, თუნდაც უბრალო, თუნდაც პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოება არის ახლა  ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, საზოგადოება დღეს უკვე ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა “ქართულმა ოცნებამ”.

    ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე  ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წერილს.

  • მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს–უგულავა ივანიშვილის წერილზე

    პოლიტიკოსი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ბოლო წერილთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ფეისბუქზე წერს:

    “ივანიშვილმა წერილი გამოაცხო. ფარისევლური და ამაზრზენი. “ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო.” აბა “ვერტალიოტზე”, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და “სვის კრედიტთან” დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ – პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი. ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს? დღე და ღამე რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღვენ!

    ახლა როცა ყველა ხიდი დაწვა ოცნებამ დასავლეთთან, ყველა ჩვენი პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას – დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით რომ თქვენი მეტრი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია. ფული კი არ მოგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით. აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება

    დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის.

    პ.ს. ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.
    პ.პ.ს. და კიდევ ერთი – გაანთავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა.

    ივანიშვილმა წერილი დღეს გამოაქვეყნა.

  • მარიუპოლის მერი ამბობს, რომ ქალაქი მომდევნო 6 თვეში გათავისუფლდება

    “უახლოეს მომავალში, ექვს თვეში, ქალაქი მარიუპოლი გათავისუფლდება, ჩვენ ვითვლით რუსების მიერ მოყენებულ ზარალს და ასევე ვეძებთ, რა არის საჭირო აღდგენისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები, და ეს იქნება დეკემბერ-იანვარში, ბლოკადას გაარღვევენ და მარიუპოლს გაათავისუფლებენ, ჩვენ პირდაპირ ქალაქში შევალთ, ექსპერტებთან ერთად შევაფასებთ ნგრევის მასშტაბებს და ეტაპობრივად აღვადგენთ ქალაქს. ასე დავგეგმეთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქალაქის აშენებას დავუთმობთ, რაც 14 მილიარდი ევრო დაჯდება”.

    აცხადებს, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.

  • საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება შანტაჟის გაგრძელებაა – გოცირიძე ივანიშვილზე

    საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება შანტაჟის გაგრძელებაა – გოცირიძე ივანიშვილზე

    ”როგორც ვვარაუდობდით, “ის ბრძენი კაციც” გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები “ოცნებიდან” რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ – თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.

    რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? “სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი” – უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

    რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე ტროიკები და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ?

    ეს რა თქმა უნდა არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით – არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

    არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ნიღაბი ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. მან გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან – მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება.

    სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ აცდება. რაც უკვე ჩაიდინა, დასჯადია.”

    წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით

  • “ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი“–ჯაფარიძე ივანიშვილის წერილზე

    გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს:

    “ივანიშვილის დღევანდელ წერილზე:

    რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ:

    1. წინასწარ გამოჰყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება, რათა საჯაროდ ეთქვათ ‘სიმართლე’, რომლის თქმის საშუალებასაც პარტია ‘არ აძლევდათ’

    2. ‘სიმართლე’, რომელიც თქვეს, არის ის, რასაც მანამდე ტვ იმედზე ივანიშვილის დაქირავებული ‘ექსპერტები’ ამბობდნენ – ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო, რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს.

    3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): ‘ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.’

    დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:

    შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი.

    შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს.
    ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა – 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო.

    ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს.

    ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი.

    ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას.
    თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.
    პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა:

    ‘აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.’
    ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო.
    ‘მეშჩანი’ როგორ არის ქართულად?“– წერს ზურაბ ჯაფარიძე ფესიბუქზე.

    ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე.

  • „ამერიკის ელჩს 21 მარტს შევხვდი” – ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საუბრობს ომის საფრთხეზე, ამერიკის ელჩთან მის შეხვედრაზე, „კრედიტ სუისთან” მის დავაზე და ა.შ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

    უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

    ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

    უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

    ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

    რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო
    მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

    ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

    დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“– წერს ბიძინა ივანიშვილი.

  • უკრაინაში მშვიდობა არ იქნება სანამ რუსეთი არ დამარცხდება–სენატორი ერნსტი

    შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას აგრძელებს. შედეგად, რუსეთმა უკრაინაში თავდაპირველად დასახულ მთავარ სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია, თუმცა ჰქონდა ტაქტიუკური წარმატებები. ამერიკის სენატორი ჯონი ერნსტი, რომელიც აიოვის შტატის რესპუბლიკელი სენატორია, აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და ქვეყანაში განმეორებით შეჭრის საშუალება აღარ მიეცეს.

    სენატორი ერნსტი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა პოზიტიური უნდა დარჩეს და ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, თუმცა სოციალურად კონსერვატიულ ქვეყანას საკუთარი ღირებულებების შენარჩუნების საშუალება უნდა მიეცეს. სენატორს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “რუსები ძალიან შეცდნენ უკრაინელი ხალხის შეფასებაში, გამარჯვებისა და საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის მათი სურვილის შეფასებაში. ეს უკრაინელებზე ძალიან კარგად მეტყველებს. უკრაინის მოსახლეობას ნამდვილად სჯერა თავისი ქვეყნის და მზადაა იბრძოლოს, როგორც ჩვენ არაერთხელ გვსმენია – სისხლის ბოლო წვეთამდე.

    ვხედავ, რომ რუსეთი და უკრაინა საბრძოლო პოზიციების მხრივ თითქმის თანაბრად არიან ჩიხში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გავაგრძელოთ მუშაობა უკრაინელებთან და პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკისთან, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, იმაში დასარწმუნებლად, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად.

    პირადად მე მჯერა, და ასევე ვიცით, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაც იგივეს ამბობს, რომ რუსების უკრაინიდან განდევნის გარეშე, მშვიდობა არ იქნება. მე მჯერა ამის… და ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ რუსები უკრაინის ნაწილს დაიკავებენ, შემდეგ კი რამდენიმე წელიწადში ისევ დაბრუნდებიან და გააგრძელებენ თანდათანობით უკრაინის დანაწევრებას. არ ვფიქრობ, რომ ამას მშვიდობა და სტაბილურობა მოჰყვება უკრაინაში ან ევროპაში. ასე რომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები რუსებს დამაჯერებლად დაამარცხებენ და მათ უკრაინიდან განდევნიან.“–ამბობს სენატორი ერნსტი.

    სენატორი საუბრობს იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენია რუსეთი ომის შემდეგ. ის თვლის, რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება:

    “ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ რუსებს, იქნება ეს პუტინთან ერთად, თუ პუტინის გარეშე, უამრავი დაბრკოლება აქვთ გადასალახი. ვფიქრობ მათ საკუთარი მოსახლეობა მოატყუეს ამ შეჭრის თაობაზე. ვფიქრობ, წვევამდელები ზეწოლის ქვეშ არიან, ასევე ზეწოლის ქვეშ არიან ოჯახები, საიდანაც ეს ახალგაზრდები მოდიან.

    ამ ეტაპზე მე ნაკლებად მაწუხებს რუსეთი. ახლა უფრო მეტად ვზრუნავ უკრაინაზე და მინდა დავრწმუნდე იმაში, რომ მათ სათანადო დახმარებას ვუწევთ. თუმცა, რაღაც მომენტში მოგვიწევს ყურადღება მივაქციოთ რუსეთს და იმას, თუ რა ხდება იქ და როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება ქვეყანას ომის შემდეგ. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება და როგორ. რუსეთისა და რუსეთის მომავლის შესახებ ბევრი რამ უცნობია.“– ამბობს სენატორი.

    რაც შეეხება საქართველოს, ჟურნალისტისმა სენატორს დაუსვა კითხვა:

    –ნატოს მადრიდის სამიტზე, თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ [ირაკლი ღარიბაშვილს] კონგრესის დელეგაციასთან ერთად შეხვდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოოვლენების ფონზე, ასევე ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე ევროპელებისგან? თქვენი აზრით, სად არის საქართველო დღეს?

    “დიახ, მე ძალიან გამიხარდა ის, რომ შევძელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნატოს სამიტის დროს. მე უბრალოდ ვეტყოდი პრემიერ-მინისტრს და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ. ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ორპარტიულ დელეგაციასთან შევხედრისთვის დრო გამოყო… და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

    ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან დარჩება ძლიერი და კვლავ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. მათ შეუძლიათ იყვნენ ევროკავშირის ძალიან ღირებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ უფრო ლიბერალური ქვეყნები, რომლებიც ამ დისკუსიებში მონაწილეობენ, მათ ევროკავშირის ღირებულ წევრად აღიქვამენ.“–ამბობს სენატორი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯონსონმა ზელენსკის ჩერჩილის სახელობის პრემია გადასცა

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის სახელობის საერთაშორისო პრემია გადასვა.

    საზეიმო ცერემონია დაუნინგ სტრიტზე გაიმართა, რომელსაც ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ესწრებოდა.

    “დღეს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა უინსტონ ჩერჩილის სახელობის პრემია პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსების გამო. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით”, – აცხადებენ პრემიერის ოფისში.

  • “გოგაშვილმა ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცოდა. ვაიძულებთ, პროკურატურაში ჩვენება მისცეს” – მუხთარლი

    “გოგაშვილმა ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცოდა. ვაიძულებთ, პროკურატურაში ჩვენება მისცეს” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ახალ განცხადებას ეხმაურება სადაც ის აცხადებს, რომ მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით სუსის ზონდერებმა გაიტაცეს და შემდეგ ეს ჩანაწერები წაშალეს.

    “საქართველოს უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოადგილემ განცხადება გაავრცელა იმ ბარში საიდანაც მე ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გამიტაცეს. სოსო გოგაშვილი ერთი კვირის წინ დააკავეს. დღეს, ერთი საათის წინ, გოგაშვილმა ადვოკატების დახმარებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც თქვა რომ მე, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, შემდეგ კი კამერის ჩანაწერები წაშალეს. სოსო გოგაშვილი როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჩემი გატაცების საქმის კურსში იყო. ვაიძულებთ მას რომ პროკურატურაში ჩვენება მისცეს.”- წერს აფგან მუხთარლი.

  • პრეზიდენტი ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს – იან კელი ზურაბიშვილზე

    “ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ორივე მხარე უნდა შეარიგოს, ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს.[..] მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა კიდევ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ორი მხარის დასაახლოებლად. ის არის ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯები უნდა გადადგას”,

    ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საუბრობს.