Category: სლაიდერი

  • ФСБ-ს აგენტებს აქვთ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლების დავალება – გოგაშვილი

    ФСБ-ს აგენტებს აქვთ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლების დავალება – გოგაშვილი

    “საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: ჩემთვის უცნაურია ხელისუფლებამ რატო გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამ საქმით, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამით პირდაპირ დასტურდება ჩვენი ძალოვანი უწყებების და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი. მე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რადგან რომ დიახ, ჩვენ ერთად ვართ, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მოქმედებებიდან და განცხადებებიდან. რომანოვსკიდა ადამია არიან პუტინის ახლო გარემოცვის – მატვიენკოს, პოლტავჩენკოსდა ასევე ეფ ეს ბე-სგავლენის აგენტები, რომლებსაც აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება.ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში რომ არიან ეს ზემოაღნიშნული (მიმდინარე) საქმითაც დასტურდება, რაშიც მე პირადად ეჭვი აღარ მეპარება და დასკვნები საზოგადოებისათვის მიმინდია.

    ახლა მოგიყვებით რას აკეთებს და აკეთებდა ქართული მხარე და რა ფორმით ვიყავი მე ჩართული ამ ყველაფერში. სანამ კონკრეტულად ფაქტებზე გადავალთ, იქამდე მინდა რამდენიმე პასაჟი გავაკეთო სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, მე ყოველთვის ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის ხელი შემეშალა. პრევენციულად რამოდენიმეჯერ სუსიდანწამოსულმა ეს ინფორმაცია ტელევიზიითაც გავაჟღერე, მაგრამ, სავარაუდო კანდიდატები არ დამისახელებია(პატრიარქობის). პირველ კანდიდატად განიხილებოდა მეუფე შიო, რომელზეც ორივე მხარე მუშაობდა. მე ტელევიზიით არ გავაჟღერე ეს, იმიტომ, რომ მინდოდა პირადად მეუფე შიო მენახა. 30 სექტემბერს ინგა გრიგოლიასთან ჩემი ინტერვიუს შემდეგ მე დავუკავშირდი მეუფე შიოს და მოვუყევი ყველაფერი, რომ ხდებოდა ამ ტიპის ჩარევა, მისი სახელის ხსენება, რომ ეს დააზიანებდა მასაც და ეკლესიასაც.

    ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პატრიარქი აპირებდა გადადგომას კონკრეტულად 14 ოქტომბერს, ამის შესახებ მეუფე შიომაც დამიდასტურა და თქვა, რომ თვითონ შეწუხებული იყო და ასევე ჩემი ინფორმაციით (რაც საპატრიარქოში ბევრმა იცის) ხელისუფლებასაც ამ დროისთვის არ აწყობდათ პატრიარქის გადადგომა და მათ შეძლეს პატრიარქის გადარწმუნება. ეს ხდებოდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მეუფე შიოს მე აღუთქვი დახმარება და ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება, რაც მას ააცილებდა. მან მადლობა გადამიხადა და მას შემდეგ არ დამკავშირებია. უფრო ადრე, 2020 წელს მე პირადად შევხვდი პატრიარქს და დეტალებში მოვუყევი მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ და ამავე დროს დავანახე ჩემი მზაობა შემეჩერებინა ეს ყველაფერი. მან ჩვეულებისამებრ ყველაფერი მოისმინა და მითხრა შემდეგი სიტყვები, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება: ,, იოსებ, შვილო ნუ დაეჯახებიმათ, დიდი შური იციან და ამისათვის არ მემეტები”. მე ვეამბორე მას ხელზე და ვუთხარი, რომ მე თავს უფლებას არ მივცემ და ჩემ გასაკეთებელ საქმეზე მას კურთხევას არ ვთხოვდი.

    მას შემდეგ მე ავიღე რაღაც პაუზა, ამ ხნის განმავლობაში მივიღე ბევრი მუქარა, გაფრთხილება, ,,კეთილი რჩევა”, ცოტა ხნის შემდეგ დავიწყე პოლიტიკური აქტივობა, მხილების კამპანია, თვითმმართველობის არჩევნებამდე მეგობრული ,,რჩევა-გაფრთხილება” მივიღე ვახო გომელაურისგანდა პრემიერ ღარიბაშვილისგან, მაგრამ რა ვიცოდი საქმე რომ უკვე აღძრული ჰქონდათ”

    ნათქვამია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ახალ წერილში.

  • 1, 5 წლის წინ მეუფე იაკობმა გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას – გოგაშვილი

    “მინდა შევეხო მეუფე იაკობის გაფრთხილებასაც… წელიწად-ნახევრის წინ მან გამაფრთხილა, რომ ხელისუფლება გეგმავდა ჩემს ლიკვიდაციას. ეს დავალებული ჰქონდა ქისტ “ქილერს” და ჩვენი მსჯელობის დროს ამ ინფორმაციის განსჯის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, შემდეგ ამას მაჩალიკაშვილს დააბრალებდნენ, იმიტომ, რომ როგორც მან მითხრა, ეს “ქილერი” იმყოფებოდა პანკისში. მეუფეო, თქვენ ხართ ჩემი შვილიშვილის ნათლია და ამ ფაქტის უარყოფა და არ თქმა დასანანია”

    ნათქვამია სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ახალ წერილში.

  • ახალი კვლევა:უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის წინააღმდეგია

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად უკრაინელების 84% წინააღმდეგია რუსეთის მიმართ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობისა, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად – თუნდაც ომი გაგრძელდეს და იყოს მუქარები მათი დამოუკიდებლობისთვის.

    სატელეფონო გამოკითხვა 6–დან 20 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

    წინა კვლევის შემდეგ, რომელიც მაისში ჩაატარეს, უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია, 2%–ით გაიზარდა. იმ ადამიანთა რაოდენობა კი, ვინც მზად არის მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა მოხდეს, სტაბილურად 10% რჩება.

    “აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლებს შორისაც კი, სადაც ახლა ინტენსიური ბრძოლებია, 77% დათმობების წინააღმდეგია (დათმობების მომხრე მხოლოდ 16 პროცენტია), სამხრეთელებს შორის კი დათმობების წინააღმდეგია 82% (მომხრეა 10%)“– ამბობენ კვლევის ავტორები.

    დათმობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა უკრაინის აღმოსავლეთში ბოლო ერთ თვეში 68–დან 77%–მდე გაიზარდა.

    “გამოკითხვის შედეგები მეტყველეს, რომ მიუხედავად დაღლილობის ზრდისა, სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის გართულებისა, მძიმე ბრძოლებისა და ტერორისტული შეტევებისა, უკრაინელები ინარჩუნებენ ერთიანობას იმ საკითხში, რომ აგრესორთან დათმობაზე წასვლა არ შეიძლება“–აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

    გამოკითხვა არ ჩატარებულა ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინა ვერ აკონტროლებს, ასევე იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა დატოვეს. კვლევაში ცდომილების ალბათობა 2,4 პროცენტია.

  • ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

    ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას გამოცემა LRT ავრცელებს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. პატრიარქ კირილს ლიეტუვაში ჩასვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.

    ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქი არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ გახმაურებულა.

    „პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ სიაში“ შეყვანილია იმის გამო, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

    2022 წლის 27 თებერვალს პატრიარქმა კირილმა დალოცა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები და კანონიკური დასაბუთება მისცა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს.

  • სოსო გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო

    სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის საქმეს, გრიფით საიდუმლო დაედო. აღნიშნულ ინფორმაციას, გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ადასტურებს.

    “საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო პიროვნებამ, ვისაც იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახი ადანაშაულებს კონკრეტულ გადაცდომებსა და შეიძლება ითქვას, დანაშაულის ჩადენაშიც კი. ეს არის ბატონი ღამბაშიძე. მან გამოიტანა წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მასალებს დადგებოდა გრიფით საიდუმლო. არ არსებობდა გრიფით საიდუმლოს დადების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის დარღვევები რომ არ გამოჩენილიყო სააშკარაოზე, რომელიც არსებობს სოსო გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო მოხდა საქმის რულად გრიფირება”, – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.

  • ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს – შათირიშვილი ივანიშვილზე

    „თვეების მანძილზე, ხელისუფლებას უწევდა ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა თავიდან. როდესაც დაინახეს, რომ ხელისუფლებასთან მიზანს ვერ აღწევდნენ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორიოდე კვირის თავზე, უკვე ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს შეხვედრა, მანამდე კი, მასზე წნეხის მაქსიმალურად დასამძიმებლად, შვეიცარიიდან საბანკო გადარიცხვები გაუჩერეს.
    საელჩოს მიერ რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოებისა და ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიის სრული კოორდინაცია რადიკალური დღის წესრიგის გარშემო, მათი მეშვეობით ომისკენ მიმართული რიტორიკის ტირაჟირება, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, თვითმფრინავებით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და ამის საფუძველზე მთავრობის გადადგომის საკითხის დაყენება, ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოოდ, ერთადერთ რამეს – საქართველოს ომში ჩართვას ემსახურებოდა.

    მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, ხელისუფლების პრინციპულობის გარდა, როგორც ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, ეს ხალხის სიბრძნის დამსახურებაცაა. ქართველმა ხალხმა 90-იანი წლებიდან იმდენი უბედურება გამოიარა, რომ ისეთი სატყუარებით, როგორიც, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაა, მას ვეღარ მოატყუებ. ქართველი ხალხი უკვე ინსტინქტით გრძნობს საფრთხეს და ყველა ხაფანგზე სწორად რეაგირებს.
    ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ისიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს საკუთარი სიცოცხლეც კი დადო სასწორზე, როდესაც უმძიმეს დანაშაულებრივ სისტემას დაუპირისპირდა და ახლა ფინანსური თემით მისი დაშანტაჟება იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული“

    ასე ეხმაურება, სამთავრობო პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს.

  • Credit Suisse-ის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

    შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დირექტორმა თომას გოთშტაინმა თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თომას გოთშტაინის შემცვლელად, ულრიხ კიორნერი დაინიშნება.  კიორნერი მანამდე კრედიტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

    ”ბოლო კვირების განმავლობაში, პირადი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსაზრებებისთვის და აქსელთან და ჩემს ოჯახთან დისკუსიის შემდეგ, დავასკვენი, რომ ახლა სწორი დრო იქნებოდა განზე გადავდგომოდი და გზა გავუხსნათ ახალ ხელმძღვანელობას, რათა სრულად მიეღო ამ დილით გამოცხადებული მნიშვნელოვანი ინიციატივები. რომელსაც მთელი გულით ვუჭერ მხარს“. – განაცხადა თომას გოთშტაინმა.

    ცვლილების მიზეზი ყოვლისმომცველლი სტატეგიული მიმოხილვის ჩატარებაა, რომ შემდგომში უზრუნველყოს მდგრადი ანაზღაურება ყველა დაინტერესებული მხარისთვის და პირველი კლასის მომსახურება კლიენტებისთვის.

    ასევე აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის დირექტორის შეცვლის ფონი რამდენიმე სასამართლო დავაა რომლის გამოც, ბოლო რამდენიმე თვეში ზარალმა  1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

  • ომში ჩათრევას ცდილობდნენ კი არა, უკვე ომში ხარ შე სი*ო! – მაქარაშვილი ივანიშვილს

    ”ომში ჩათრევას ცდილობდნენ კი არა, უკვე ომში ხარ შე სირო!
    შენი თბილისის სასახლიდან 51 კილომეტრში საოკუპაციო ხაზი რომააა გავლებული-უკვე ომში ხარ!
    ნაგვის ურნებთან რომ ხალმრავლობაა, რატომ დგანან იქ იცი? საჭმელს ეძებენ ნაგავში და ეგ უკვე ომია!
    არცერთ ახალგაზრდას ქვეყანაში დარჩენა რომ აღარ უნდა ეგეც ომია!
    საჭმელი/წამალი/საწვავი/ცხოვრება რომ ორჯერ გაძვირდა და მილიონამდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე რომ გყავს 3,5 მილიონიან ქვეყანას, ეგ უკვე ომია!
    შენი დეპუტატები ამერიკის საელჩოში რომ ქუჩის შპანასავიტ იქცევიან და მერე ჟურნალისტებს ესხმიან თავს, ეგ უკვე ომია!
    ყველა მეგობართან რომ თავი მოგვჭერით და ახლა რუსეთთან მიერთებას რომ ცდილობთ, ეგეც ომია!!
    ომშია ჩვენი ხალხი ბიძიანა გადამგდებო და ისე ნუ იზამ ეს ომი პირადად შენს დასამარცხებელ ოპერაციად აქციო! თორემ ისედაც დასამარცხებლად ხარ განწირული და უფრო მტკივნეულად წააგებ!
    დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ერს!
    დიდება საქართველოს
    დიდება უკრაინას
    რუსეთის დედას შევეცით ”

    ასე ეხმაურება, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს წერილს.

  • სერიოზული კითხვები გააჩინა, ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს – კობახიძე ივანიშვილის წერილზე

    “პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან.

    თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში”

    ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წერილს.

  • “გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა” –  ოქრიაშვილი ივანიშვილს

    “გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა” – ოქრიაშვილი ივანიშვილს

    “რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან:

    1. თავადვე დასვა კითხვა „ყაველაშვილის ტრიოს“ მეშვეობით, ჰქონდა თუ არა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და თავად უპასუხა, რომ დიახ, ეს შეხვედრა ჰქონდა.

    2. რამდენიმე თვის წინ თავადვე შეატყობინა თავის მდივნებს – ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს და დანარჩენებს, ვისაც „ოცნების“ გუნდს ეძახის, რომ საქართველოში სადაცაა, ომი დაიწყება და ახლა თავადვე მოხსნა ომის საშიშროება.

    3. შვეიცარულ ბანკთან ფინანსური დავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან არის კავშირში. აქვე, მინდა შევახსენო, ის საქართველოს შეპირდა, რომ თავისი ქონების 90 %-ს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიმართავდა. არ გვინდა თქვენი გადმოგდებული არც დიდი და არც პატარა ძვალი – ქართველ ხალხს გვინდა წინსვლა, პროგრესი, რაც მმართველობის 10 წლის განმავლობაში არათუ ვერ შეძელით, არც გიცდიათ. თქვენი გადმოგდებული ფული ორი კვირაც არ ეყოფა ჩვენს ქვეყანას.  ჩვენ გვინდა პროგრესი, რომ თითოეულ ოჯახს მინიმალური შემოსავლის სახით 1000-1500 $ ჰქონდეს.  თქვენივე დანაპირებით, ეს ყველაფერი 2017 წელს უნდა მომხდარიყო. ქართულ საზოგადოებას თქვენი ზღაპრების აღარ სჯერა.

    მოგიწოდებთ, უბრძანოთ თქვენს მდივნებს, შეასრულონ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და წელსვე, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თორემ თქვენს წერილშიც ჩანს, გიგრძვნიათ, რით დამთავრდება თქვენი მმართველობა, რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება!”

    ასე ეხმაურება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს წერილს.