Category: სლაიდერი

  • დეგნანმა გვიპასუხოს, ხომ არ იყო შეთავაზება, ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში? – მაჭარაშვილი

    ”აშშ-ს ელჩმა გაგვცეს პასუხი, ამ შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო უკმაყოფილო მთავრობის გადაწყვეტილებით სანქციებთან დაკავშირებით და ომთან დაკავშირებით და შემდგომ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში? ”

    ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის 21 მარტის შეხვედრაზე.

  • ვერეშჩუკი დონეცკის მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

    უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა დონეცკის მცხოვრებლებს უსაფრთხო რეგიონებში სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.ვერეშჩუკის თქმით თუ დონეცკის ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია დროულად არ მოხდება, შესაძლოა ისინი ელექტროენერგიის, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ.

    “ადამიანების გადაყვანა უსაფრთხო რეგიონებშია საჭირო. განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების,” – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

  • გურამ მაჭარაშვილი “ოცნებას” ტოვებს და სამეულს უერთდება

    ”ქართულ ოცნებას” გურამ მაჭარაშვილიც ტოვებს და სამეულს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელეს.

    “როგორც ჩემმა კოლეგებმა, ასევე მეც, მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან. როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება. გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ, ქართულ ოცნებასთან მე მაკავშირებს დაფუძნებიდან წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს [ოცნება], იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს და ხელისუფლებაში მყოფი პარტიაა, აქედან გამომდინარე, როდესაც მე ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი აგნცადებას, ბუნებრივია, ამას სხვა წონა აქვს, ვიდრე, ვთქვათ, [როცა განცხადებას აკეთებს] ის ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი”. – თქვა მან ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

  • თითოეული ჩვენგანი მზადაა, სახელმწიფოებრიობა სიცოცხლის ფასად დაიცვას – ზელენსკი

    “ჩვენი ქვეყნის ისტორია ათას წელს ითვლის, თუმცა სახელმწიფოებრიობის დღესასწაულს დღეს პირველად აღვნიშნავთ. ჩვენ არ გვჭირდება ფეიერვერკები იმისთვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის უკრაინა. ჩვენ სამშობლოს 155 დღეა იარაღით ხელში ვიცავთ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის თითოეული დღე სახელმწიფოებრიობის დღეა. ჩვენი მებრძოლები დღეს უკრაინას იცავენ. ჩვენ პირველი არასოდეს ვისვრით, თუმცა თუ თავს ჩვენს სახლს  ესხმიან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით.

    სახელმწიფოებრიობის დაკარგვა არ არის ტერიტორიების ან მიწების დაკარგვა, ეს არის მომავლის იმედის, სულის და გულის დაკარგვა. უკრაინელებს ამ ყველაფრის დაკარგვა უფრო აშინებთ, ვიდრე მტრის ტანკები, ავიაცია და რაკეტები. თითოეული ჩვენგანი მზად არის, ეს ყველაფერი სიცოცხლის ფასად დაიცვას. მონობაში ცხოვრება თავისუფლება არ არის. თავისუფლების გარეშე, უკრაინა უკრაინა ვერ იქნება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. არ დავნებდებით მანამ, სანამ ბოლო ოკუპანტს არ გავაძევებთ ჩვენი სახლიდან და არ დავიბრუნებთ ჩვენი მიწის ბოლო სანტიმეტრს”,

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა

  • იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, შესაძლებელია, მოძრაობაც კი შევქმნათ 2 საათის წინ 227 ნახვა – ყაველაშვილი

    იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, შესაძლებელია, მოძრაობაც კი შევქმნათ 2 საათის წინ 227 ნახვა – ყაველაშვილი

    ”ახლა გამიჩნდა იდეა, იმდენად ბევრი გულშემატკივარი გვყავს, შესაძლებელია, რომ ჩვენ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობაც კი შევქმნათ, რადგან ამით მაინც დავანახოთ, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციის მომხრეა – ომის არდაშვება და ასევე ღირსეული პარტნიორობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის, რომ მათ გველაპარაკონ ღიად, დაიცვან ის პოზიციები და არ მოხდეს აქ ხელოვნური ჩარევა, რევოლუციებზე ფიქრი.”

    ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი Pos Tv-ის ეთერში, ბიძინა ივანიშვილის წერილზე.

  • მეორე ფრონტზე” განცხადებებს ოცნება ეხმინება, ცუდ სამსახურს უწევს ქართველებს – დეგნანი

    ”დასავლეთს არასოდეს უცდია “საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს “მეორე ფრონტის” შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმიდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის.”

    ამბობს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

  • უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება–ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ   უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება.

    ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებს უკვე მოწყვეტილია, მისი დაკარგვა კი ძირს უთხრის რუსული მხარის მცდელობებს , ოკუპაცია წარმატებულად გამოაცხადოს.

    “უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო მატულობს. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის.

    უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მსროლელი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის იყენებს.

    ერთ-ერთი ასეთია, ანტონოვსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან ახლოს, რომელიც გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას 27 ივლისს ხელახლა დაარტყა და ახლა დიდი ალბათობით, გადასასვლელი გამოუსადეგარია. რუსეთის 49-ე არმია მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული და ახლა, ძალიან დაუცველად გამოიყურება.

    ანალოგიურად, ქალაქი ხერსონი, რუსეთის მიერ ოკუპირებული პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, ახლა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს თითქმის სრულად არის მოწყვეტილი. მისი დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმატებულად წარმოაჩინოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

  • ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის “ქართული ოცნება” ელჩ დეგნანზე – მეთიუ ბრაიზა

    ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის “ქართული ოცნება” ელჩ დეგნანზე – მეთიუ ბრაიზა

    ”გავეცანი ივანიშვილის ამ წერილს და მინდა გითხრათ, რომ სამი საათი საკმაოდ დიდი დროა ერთი შეხვედრისთვის. თუმცა, ყველამ იცის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მას საქართველოში უზარმაზარი პოლიტიკური წონა აქვს. ბუნებრივია, რომ ვაშინგტონს სურს საქართველო ფართო დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი იყოს რათა რუსეთს ხელი შეუშალოს უკრაინის განადგურებაში და ამის ნაწილია სანქციები.

    მე თურქეთში ვცხოვრობ. ამერიკამ ანკარასაც მოუწოდა, რომ შეერთებოდა სანქციებს. ანკარამ უარი განაცხადა და ამერიკის შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. თუმცა, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო იმ სასაცილო განცხადებასთან, რომელთა მიხედვით ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ პოლიტიკოსებმა თვალები უნდა გაახილონ და მიხვდნენ, რომ ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის “ქართული ოცნება” ელჩ დეგნანზე.

    არანაირი შანტაჟი არ არსებობს და ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, კლოუნებს გვანან, რომლებიც ამ ცირკს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის აწყობენ. უნდათ, რომ მის თვალში ქულები დაიწერონ და ამიტომ აკეთებენ ამ სასაცილო კომენტარებს. მე ვფიქრობ, ივანიშვილმა თავის წერილში ასევე თქვა, რომ მისი ფინანსური საქმეები მისი პირადი საქმეა და ქვეყანას ეს არ უნდა ეხებოდეს. ასე რომ, მეგობრებო, დამშვიდდით და მიყევით ეროვნულ ინტერესებს”.

    ამის შესახებ,  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა “მთავართან” ინტერვიუში აცხადებს.

  • ანტონოვსკის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია – რა პრობლემებს შეუქმნის ეს რუსეთს

    ხერსონში მდებარე ანტონოვსკის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია! – ამის შესახებ ინფორმაციას, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბუტრი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად არ განადგურებულა, თუმცა გადაადგილება მასზე ნამდვილად შეუძლებელია.

    • “ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ანტონოვსკის ხიდზე მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს. ხიდი არ დაინგრა, მაგრამ დაზიანების გამო მასზე გადაადგილება შეუძლებელია. ამგვარად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკა და ოკუპანტების სატრანსპორტო მარშრუტები. ის, რისი აღდგენაც ნამდვილად შეუძლებელია, არის ოკუპანტებისა და ადგილობრივი კოლაბორანტების ფანტაზიები რუსული ხერსონის შესახებ”. – წერს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბუტრი.

    “რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი  ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ანტონოვსკის ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსული სამხედრო დაჯგუფება ახლა კი მომარაგების ეს გზა იკეტება.

    • ”ასეთია HIMARS-ებით ხერსონის ხიდის დაბომბვის შედეგი. მზადება სამხრეთის ფრონტზე უკრაინული კონტრშეტევის დასაწყებად გადამწყვეტ ფაზაში შედის. დიდწილად ამ ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსულიბ სამხედრო დაჯგუფება. ახლა მომარაგების ეს გზები იკეტება და ამ გზების სრულად დაკეტვის შემდეგ დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა. ასეთივე ბედი ეწევა ყირიმის ხიდსაც” – აცხადებს ბატიაშვილი. 

    ასევე, ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის განადგურებით ფაქტობრივად ქალაქ ხერსონი ბლოკადაში ექცევა, მდინარე დნეპრის მასშტაბებიდან გამომდინარე მასზე საპონტონე ხიდების აგება ძალზედ რთული იქნება, მით უმეტეს მასზე სამხედრო ჯავშანკოლონის გატარება ადვილი ნადავლი გახდება უკრაინული არტილერიისათვის.

    • ”უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაბომბა მდინარე დნეპრზე ოკუპირებულ ქალაქ ხერსონთან დამაკავშირებელი ანტონოვსკის ხიდი და მიმდებარე ტერიტორიები, სავარაუდოდ HIMARS-ების ან M270-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით… [..] ანტონოვსკის ხიდის განადგურებით ფაქტობრივად ქალაქ ხერსონი ბლოკადაში ექცევა, მდინარე დნეპრის მასშტაბებიდან გამომდინარე მასზე საპონტონე ხიდების აგება ძალზედ რთული იქნება, მით უმეტეს მასზე სამხედრო ჯავშანკოლონის გატარება ადვილი ნადავლი გახდება უკრაინული არტილერიისათვის, როგორც ეს მოხდა მდინარე სევერსკი დონეცკზე როცა რუსების 2 ტაქტიკური ბატალიონი და 80-მდე ჯავშანტექნიკა იქნა აღგვილი პირისაგან მიწისა უკრაინელი არტილერისტების ზუსტი და ეფექტური დაბომბევის შედეგად…” – აცხადებს რუსლან შავაძე. 

    ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების 20 ივლისს სადაზვერვო მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ანტონოვსკის ხიდი არის რუსეთის მთავარი დაუცველობა ხერსონის რეგიონში.ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგისთვის.

    • „სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს ძირითადი დაუცველი ადგილია რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.
  • 2015 წელს პირველად შეექმნა პრობლემა ბანკთან, ჰქონდა ეჭვი, ხომ არავინ მსჯისო, მაგალითად აშშ – უსუფაშვილი ივანიშვილზე

    პარტია “ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და იხსენებს, რომ ივანიშვილს, როდესაც 2015 წელს პირველად შეექმნა პრობლემა ბანკთან, ”ჰქონდა ეჭვი, ხომ არავინ მსჯისო, მაგალითად აშშ”.

    • ”იმავე ბიძინა ივანიშვილის წინა ისტორიიდან გამომდინარე და ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 2015 წელს, თუ არ ვცდები, როდესაც მას პირველად შეექმნა პრობლემა ბანკთან ურთიერთობაში და აღმოჩნდა, რომ მისი ანგარიშიდან რაღაც თანხა სადღაც იყო სადაც არ უნდა ყოფილიყო და ა.შ. მე მაშინ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და თავად მომითხრო ეს ყველაფერი, მაშინაც ბიძინას პირველი ეჭვი ის ჰქონდა, რომ ხომ არავინ მსჯისო, მაგალითად ამერიკელები, – ამბობს უსუფაშვილი.