Category: სლაიდერი

  • ისე ახლოს ვართ აშშ-სთან თანამშრომლობით, როგორც არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა – ღუდუშაური

    ”სიმართლე არის ერთი: ქართული ოცნების ან მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არცერთხელ და არასდროს რაიმე სახის გადაბრუნებული არ უთქვამს არც ელჩის მისამართით, არც საელჩოსი და ზოგადად, ჩვენ დღენიადაგ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ისე ახლოს ვართ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით და კიდევ უფრო მეტი სურვილი გვაქვს ამ თანამშრომლობის, რომელიც არცერთ დროს, არცერთ ხელისუფლებას ჩვენი უახლოესი ისტორიის განმავლობაში, არასოდეს არ ჰქონია. და ამას აღიარებენ მათ შორის აშშ-ს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ეს არის ცხადზე უცხადესი.

    მაგრამ აქ უნდა გავმიჯნოთ ერთი რამ, როცა არის კითხვები, ამას სჭირდება პასუხები, ეს არის ცხადი. და კითხვებთან მიმართებით უბრალოდ არ მესმის, დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, რომ კითხვებში არ უნდა ვიყოთ შეზღუდულებიო და კითხვები როდესაც არის, ამას სჭირდება პასუხები, აქ რა შუაშია ვინმეს შეურაცხყოფა ან თავდასხმა?”

    აცხადებს ”ქართული ოცნების” დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.

  • მაისიდან ხარკოვის რეგიონში 23 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან განთავისუფლდა – სინეგუბოვი

    “მაისიდან 23 დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა. ხარკოვის რეგიონის ფრონტის თითქმის ყველა სექტორში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერი აიძულეს თავდაცვაზე გადასულიყო და არა ახალი ტერიტორიების დაკავებაზე. სანამ საომარი მოქმედებები გრძელდება, ჩვენს დამცველებს აქვთ გარკვეული წარმატება. ყველა ინფორმაცია არ შეიძლება დაუყოვნებლივ გასაჯაროდეს”

    განაცხადა ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა Интерфакс-Украина-სთან ინტერვიუში.

  • თავდასხმები დეგნანზე, აშშ-ის საელჩოზე და ჰარცელზე, შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს – სენატორი რიში

    “თავდასხმები დეგნანზე, აშშ-ის საელჩოზე და ჰარცელზე, შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს” –  აცხადებს “ამერიკის ხმასთან” სენატორი ჯიმ რიში. სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპრების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

    ”იმედგამაცრუებელია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს” – აცხადებს რიში.

  • ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს  – სენატორი რიში

    ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს – სენატორი რიში

    “ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს “- აცხადებს “ამერიკის ხმასთან” სენატორი ჯიმ რიში. . სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპრების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს.

    „იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“.

    რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს.

    „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“, უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“

  • “ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – გვარამია

    “ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და შეეგუოს დამარცხებას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.

    ”როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე. იგი დასავლეთთან ვაჭრობს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და ქვეყნის დასავლური მომავლით.

    ივანიშვილის Modus operandi არის სრულიად რუსული. ვაჭრობისას იგი ყოველთვის ბლეფობს და ამორალურად იქცევა. მასთან მოლაპარაკების თუ მოგვარების ნებისმიერ მცდელობას ის სისუსტედ და უკანდახევად მიიჩნევს და იქცევა კიდევ უფრო აღვირახსნილად.

    ივანიშვილის რუსული ტიპის ვაჭრობისა და შანტაჟის წინააღმდეგ ჭრის მხოლოდ ხისტი და სწორხაზოვანი პასუხი. რაც უფრო აგრესიულია მისი შეტევა, მით უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა იყოს პასუხი. ის უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და უნდა შეეგუოს დამარცხებას. მან უნდა იცოდეს, რომ არავინ წაყვება ვაჭრობაში და არავინ არაფერს დაუთმობს. მან უნდა იგრძნოს, რომ რაც მეტად შეეცდება ზიანის მიყენებას დასავლეთისა და საქართველოსთვის, მით უფრო დაზიანდება თავად.

    P.S. რაც შეეხება სანქციებზე მიერთებას და განსაკუთრებით სანქციებისაგან თავის ასარიდებლად საქართველოს შავ ხვრელად ქცევისაგან თავის შეკავებას – ამ მოთხოვნების დაყენება და მათი შესრულება კი არ არის ომში ჩართვა, არამედ პირიქით – ამ მოთხოვნაზე უარის თქმა არის ომში ჩართვა, ომში ჩართვა რუსეთის მხარეს” –  აცხადებს ნიკა გვარამია.

  • თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    გორის თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების თანამშრომელი გარდაიცვალა. სამინისტრო თანამშრომლის, ელგუჯა კედელაშვილის, გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

    „მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა.

    თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

  • დეგნანი რომ ივანიშვილის მეგობარი იყოს, რეზოლუციას გაემიჯნებოდა – კობახიძე

    კელი დეგნანი რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იყოს, ევორკავშირის რეზოლუციას გაემიჯნებოდა – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

    ”ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრაზე მე ერთ რამეს გეტყვით. რა თქმა უნდა, ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები მეგობრებს შორის იმართება. ჩვენ კიდევ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ეს შეიძლებოდა მეგობრული შეხვედრა ყოფილიყო. ნუ აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯარო საუბარი, კითხვები დასმულიყო და პასუხები გასცემოდა ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, მინიმუმ, ასეთ შემთხვევაში ელჩი იმ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. თუ ის ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს, მაშინ სათანადო რეაქცია ექნებოდა, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. ასევე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, NGO-ებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ორკესტრირებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, ჩართეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. და აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, დეგნანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად გაემიჯნებოდა ამ პროცესს. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ გააკეთა და ეს კითხვის ნიშნებს დამატებით წარმოშობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში სიცხადე იყოს. მაგალითად, როდესაც ვიღაც ამბობს, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ან მთავრობა უნდა გადადგეს, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ელჩს ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ჰქონდეს. ასეთ დროს, ბუნებრივია, საზოგადოებაში კითხვები მოიხსნებოდა.”- განაცხადა კობახიძემ.

  • “დეგნანის ადრესატი 308 ევროპარლამენტარია, სხვის ფულზე დროს და ენერგიას ისინი ხარჯავდნენ, რეზოლუციაც მოამზადეს”- კობახიძე

    “ამაზე დრო და ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს ვინ? ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას, რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას. ესენი არიან ენჯეოები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ა.შ. ასეთ დროს ბუნებრივია ჩვენც გვიწევს პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მე მგონია, ამ მესიჯის ადრესატი არის სწორედ 308 ევროპარლამენტარი. იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში ამის”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, კომპრომისები შეიძლება ორმხრივი იყოს – ედუარდ სააკაშვილი

    ”მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, კომპრომისები შეიძლება ორმხრივი იყოს” –  ედუარდ სააკაშვილი TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

    “ჩემი აზრით საჭიროა, მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რომ რაღაც კონსენსუსი შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას და მკურნალობას და წვდომა ჰქონდეს ამაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია დეპოლიტიზირდეს მისი საკითხი, ამისთვის შეიძლება საჭიროა, მისი როლი პოლიტიკაში საერთოდ გადაიხედოს.

    მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ, ჩემი ოჯახის, მამაჩემის სანახავად. ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა, ზუგდიდში, ბათუმში, მეგობრებთან, მაგრამ ხალხი გვხვდება, თუ მცნობენ მეკითხებიან, მიშა როგორ არის, არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს და ა.შ. არიან ბევრი, რომელიც ასე უყურებს, მაგრამ არის შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ისინი ამომრჩევლებიც კი არა არიან მიშასი და “ნაციონალური მოძრაობის”. ამიტომ მე მგონია, ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის ფართოდ გავრცელებული. თუ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზირებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა. მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს მხოლოდ, მე მგონი თვითონაც ხვდება ამას, შეიძლება იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ, მის პოლიტიკურ აქტიურობას.

    დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად. ჩამოსვლამდე წერდა, რომ მე ჩამოვალ, შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ა.შ. მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ და ეს იყო დიდი შეცდომა.

    მე არ ვამბობ, რომ გარიგება უნდა შედგეს, კულისებში ხელის ჩამორთმევებზე არ მაქვს საუბარი, თუ კომპრომისებზეა საუბარი, შეიძლება ორმხრივი იყოს, ისიც აშკარა გახდეს, რომ მამაჩემი ქართულ პოლიტიკაში თავის თავს ვეღარ ხედავს მომავალში და მეორე მხრიდან წამოვიდეს შეიძლება სურვილი, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება მოხდეს. მე მხოლოდ მივესალმები ამას. მე ვცდილობ რეალისტურად შევხედო მამაჩემის რთულ მდგომარეობას. მე ვფიქრობ, შეიძლება შეიქმნას კონსენსუსი საზოგადოებაში, ძალიან ფართო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, საქართველოს უახლეს ისტორიაში და აწმყოშიც, იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი გავლენა იმაზე, როგორი საქართველოც დღეს არის. ამ კონსენსუსში ხალხმა თქვა, რომ დავაფასოთ მისი ღვაწლი, ცუდი, კარგი და შევუქმნათ მას ღირსეული ჯანმრთელობის მდგომარეობის უფლება. თუ შეიქმნება ასეთი კონსენსუსი, ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე ამ საკითხებზე, კონკრეტულად საუბარია, ჰუმანური მოპყრობის საკითხზე, სასჯელის გადავადება და ა.შ. რაც ლეგალურად დაშვებულია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნიადაგი, რომ ეს მართლა მოხდეს. საერთაშორისო დონეზეც ასე უყურებენ, მე და გიული შეხვედრებს ვმართავდით, იქაც მგონია, რომ თუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსენსუსი არსებობს ევროპაშიც ამაზე, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, იქ უფრო იყოფა აზრები. თუ მოვახერხებთ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი კონსენსუსი, მამაჩემსაც შეუძლია ამაში წვლილის შეტანას, თუ მოახდენს დეკლარირებას, მაგრამ ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა ტრიუკი”, – ამბობს ედუარდ სააკაშვილი “ტვ პირველის” ეთერში.

  • “ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველაფერს ვიტყვით” – სუბარი მთავრობაში დახურულ შეხვედრებზე

    “ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველაფერს ვიტყვით” – აცხადებს, “ქართული ოცნებიდან”  წასული დეპუტატი სოზარ სუბარი. მისი თქმით, მას აქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, “თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე”.

    “როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ ეს კითხვები გვაქვს. ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ამ ყველაფრის თქმა და ღმერთმა არ ქნას, რომ ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ ჩვენ მმართველი გუნდი რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად. დეტალებში ვიცით შინაარსი. შანტაჟი არ არის ეს ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, როდესაც ისმება კითხვები, ამ კითხვებზე პასუხები არის საჭირო”, – თქვა სოზარ სუბარმა.