Category: სლაიდერი

  • ჩვენი სასამართლო ბევრ ევროკავშირის ქვეყანას უსწრებს მიღწევებით – ღარიბაშვილი

    ჩვენი სასამართლო ბევრ ევროკავშირის ქვეყანას უსწრებს მიღწევებით – ღარიბაშვილი

    ”ჩვენი სასამართლო არის ერთ-ერთი გამორჩეული მთელს რეგიონში, ის კი არა, ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსწრებს თავისი მიღწევებით, ანგარიშვალდებულებებით, გამჭვირვალობით”

    აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

  • დაიბომბა ციხე სადაც რუსებს უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის “აზოვსტალის” მცველები

    ელენოვკაში, დაიბომბა ციხე, სადაც რუს ოკუპანტებს  უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის “აზოვსტალის” მცველები. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 47 და დაიჭრა 75 ტყვე.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, თავდასხმა იყო ოკუპანტების მხრიდან.

    “რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ელენოვკაში განთავსებულ შრომა-გასწორების კოლონიაზე, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, დამიზნებით და გააზრებულად განახორციელეს საარტილერიო დარტყმა. 

    რუსმა ოკუპანტებმა  გადაწყვიტეს, საკუთარი დანაშაულებრივი ქმედება  უკრაინას დააბრალონ და ასევე, გადაფარონ უკრაინელი ტყვეების წამების და მოკვლის ფაქტები” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

    ასევე რუსეთის  თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სარაკეტო თავდასხმა ელენოვკაში განთავსებულ შრომა-გასწორების კოლონიაზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ, თუმცა აცხადებენ, რომ თავდასხმა უკრაინელების მხრიდან HIMARS-ის რაკეტებით მოხდა.

    დატყვევებული ”აზოველები” სწორედ ამ ბანაკში გადაიყვანეს დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე

  • უკრაინაში რუსული ჯარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

    უკრაინაში რუსული ჯარი „ძალიან რთულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა,  ბენ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის სტრატეგია მისი ჯარების ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას ჰგავს.

    „მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობები განურჩევლად და გაანადგურონ, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პუტინს არ შეუცვლია თავისი სურვილი, მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია, აიღოს კიევი და ოდესა, მაგრამ მისი ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით. 25 ათასზე მეტი გარდაცვლილია, შეიძლება იყოს ორჯერ მეტი დაშავებული“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

  • პრაისმა და დეგნანმა დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა” – მანჯგალაძე

    „ქართული ოცნება” ატარებს კვლევებს და კარგად იციან, მათ შემცირებულ ელექტორატში ნაწილი რჩება კვლავაც პროდასავლურად განწყობილი ადამიანების, ადამიანები რომ დააბნიონ, ვირეშმაკობა მოიგონეს, რომ ხალხი, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს ღიად, გამოყოფილია “ქართული ოცნებისგან” და “ქართული ოცნება” სამუშაო ფორმატებით მიდის ევროპისკენ. ეს არის ლეგენდა, საინფორმაციო დივერსია, რომ თითქოს ევროპაში, რეალურად კი გვიმზადებენ ბელარუსიზაციას. არაფრით განსხვავდება გამოყოფილი ჯგუფის განცხადებები ირაკლი კობახიძის და ივანიშვილის განცხადებებისგან. ეს არის მოსამზადებელი პერიოდი. რუსეთის შუალედური მიზანია საქართველოს დასავლური რელსებიდან ჩამოშორება, რეალური მიზანი კი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დამონება და განადგურებაა. ამისკენ მიჰყავთ ქვეყანა – დამონებისა და განადგურებისკენ, რუსული ჭაობი სხვას არაფერს უქადის საქართველოს. ვინც გაუგებრობას და ეჭვებს თესავს დასავლეთთან დაკავშირებით, ეს ხალხი არის რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. გვახსოვს, ყაველაშვილმა შეიგინა და მე საქართველოში არ მეგულება იმ ოთხეულზე უფრო პრორუსული ჯგუფი, ასე რომ, ნედ პრაისმა და კელი დეგნანმაც 100 პროცენტით დაუდასტურეს ყაველაშვილს, რომ ის გინება „შეეწერა”

    ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

  • ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანი დააკავეს

    ცხვარიჭამაიში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული.  ჯერჯერობით, უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

    მკვლელობა გუშინ, 28 ივლისს მოხდა.  ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • 40 500 ჯარისკაცი, 190 ვერტმფრენი, 3 987 ჯავშანტექნიკა – ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 40 500;
    • ტანკი – 1 749;
    • ჯავშანტექნიკა – 3 987;
    • საარტილერიო სისტემა – 900;
    • სარაკეტო სისტემა – 258;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
    • თვითმფრინავები – 222;
    • ვერტმფრენი – 190;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 731;
    • საკრუიზო რაკეტები – 174;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 870;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 77.
  • ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს პოლიციელი, რომელმაც მეტროში შშმ ბიჭს სცემა

    28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. მოსამართლემ მსჯავრდებულ პოლიციელს მინიმალური სასჯელის ზომა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    ცნობისთვის, მიმდინარე წლის, იანვარში მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროში, ისნის სადგურზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი არასრულწლოვანს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.  მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე 25 იანვარს დააკავეს. 14 ივლისს პატიმრობიდან გათავისუფლდა პოლიციელი, რომელიც ესწრებოდა მისი მეწყვილის მერ შშმ არასრულწლოვანის ცემას.

  • რუსეთმა ამ ომში მეორე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა–არსეტოვიჩი

    უკრაინის პრესზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთმა მეორე, გარდაუვალი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ ომში.

    პირველი უკრაინაში შეჭრა იყო.

    “ახლა კი ისინი ერთი კვირაა ძალების გადასროლას ახდენენ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, იმისათვის, რომ დაიცვან ერთადერთი საოლქო ცენტრი, რომლის აღება სრულმაშტაბიანი შეჭრისას მოახერხეს.

    ხერსონის დაკარგვა რუსებისთვის უკონტროლო მაშტაბის უბედურებაა. ამიტომ არ შეუძლიათ, რომ იქ ჯარები არ გადაისროლონ.

    მათთვის პრობლემა იმაშია, რომ ეს ხორციელდება იმ ერთნახევარი ხიდის საშუალებით, რომელიც უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან.

    რადგან ახალი ძალები არსად ყავთ, ამ ძალებს სხვადასხვა მიმართულებებიდან ხსნიან.

    ხოდა იქ დავმარხავთ.

    როგორც ნაპოლეონი ამბობდა: “გამარჯვებისთვის ორი რამ არის საჭირო: იღბალი და სულელი მოწინააღმდეგე“. უკრაინას ერთიც აქვს და მეორეც“– ამბობს არესტოვიჩი.

  • არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე რუსეთი – ზელენსკი

    მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე რუსეთი – აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ  ვიდეო მიმართვაში.

    “შეგიძლიათ ნებისმიერი დღე გაატაროთ უკრაინაში – დღეს ან ნებისმიერ სხვა დღეს 24 თებერვლის შემდეგ, რათა დაინახოთ, რომ მსოფლიოში არავინ არ დებს იმაზე მეტ ინვესტიციას ტერორიზმში, ვიდრე რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება გლობალურ დონეზე. და არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – ამბობს ზელენსკი. 

  • მერე რა, რომ მეგობრები არიან, გაცილებით ხისტი და არასწორი  განცხადებები გვახსოვს – მდინარაძე სენატორ რიშზე

    მერე რა, რომ მეგობრები არიან, გაცილებით ხისტი და არასწორი განცხადებები გვახსოვს – მდინარაძე სენატორ რიშზე

    “მერე რა, რომ მეგობრები არიან, გაცილებით ხისტი და არასწორი განცხადებები გვახსოვს “- ასე ეხმაურება, ართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და კარლ ჰარცელზე სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს.

    ”რიშის ძველი განცხადებები გაცილებით რადიკალური და გაცილებით არასწორიც გვახსოვს. მერე რა, რომ მეგობრები არიან და მეგობრების წარმომადგენლები არიან, სიმართლე ვთქვათ, რომ გაცილებით ხისტი, არასწორი, უსაფუძვლო განცხადებები გვახსოვს. მაგრამ, მთავარია რა, სიმართლე სად არის, ჩვენ სიმართლეს ვკითხულობთ სად არის თუ, რადგან მან თქვა არ შევეკამათოთ.

    თუ სიმართლეს ვეძებთ, ერთი განცხადება გაიხსენონ, რომელი შეიძლება მოინათლოს ასე ცალკე აღებული თავდასხმად. ჩვენზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენგან გასულები გაცილებით ხისტები რომ არიან საუბრებში მათშიც თუნდაც. მე მათ არ ვიცავ, უბრალოდ თუნდაც მათი განცხადება გაიხსენონ, სად იყო თავდასხმა. კითხვის დასმაა თავდასხმა?  ” – აცხადებს მდინარაძე.