Category: სლაიდერი

  • რა ინიციატივით გამოდის სამთო გამყოლთა ასოციაცია

    ”შევქმნათ კერძო-საჯარო ფორმატის სამუშაო ჯგუფი და შევიმუშაოთ სათავგადასავლო ტურიზმში რისკების მართვის თანამედროვე სისტემა” – ამ ინიციატივით გამოდის, სამთო გამყოლთა ასოციაცია და  გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

    „შეძრწუნებული ვართ გუდაურში მომხდარი ტრაგედიით. ადამიანები, ვინც ამ უკიდურესად რთულ, ხიფათიან გზას ირჩევენ, უდავოდ განსაკუთრებულები არიან. მათი პიროვნული გამბედაობა, თავგანწირვის უნარი, კეთილშობილება, მათი არჩევანი ემსახურონ საკუთარი სიცოცხლის ფასად უცნობი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. უმძიმესი და განსაკუთრებული დანაკარგია ასეთი ადამიანების წასვლა ჩვენგან. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, კოლეგებს, მეგობრებს, მთელ ქვეყანას.

    ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენთვისაც – შვეულმფრენის პილოტები, მაშველები, პარამედიკები და სამთო გამყოლები სათავგადასავლო ტურიზმის ერთიანი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ამგვარი ტრაგედიის განმეორების შესაძლებლობა მაქსიმალურად შევამციროთ. ეს ამოცანა მიღწევადია ნაცადი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვით, რომელშიც გამყოლების და მაშველების პროფესიული განათლება, სახელმწიფო, კერძო და მოხალისე სამაშველო სამსახურები, დაზღვევა და სათავგადასავლო ტურიზმის სხვა აქტორები ქმნიან ერთიან სისტემას.

    გამოვდივართ ინიციატივით: გადაუდებლად შევქმნათ კერძო-საჯარო ფორმატის სამუშაო ჯგუფი და შევიმუშაოთ სათავგადასავლო ტურიზმში რისკების მართვის თანამედროვე სისტემა“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ბლინკენი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას აფერხებს–The New York Times

    აშშ–ს სახელმწიფო მდიანი, ენტონი ბლინკენი არ არის დარწმუნებული რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, მიუხედავად აშშ–ს სენატის შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების მოწოდებისა.

    ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times წერს.

    ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხდება ზეწოლა, რომ მან ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამჟამად ეს სტატუსი ჩრდილოეთ კორეას, სირიას, კუბას და ირანს აქვთ.

    თუმცა, გამოცემის ინფორმაციით ბლინკენი ამას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს ნაბიჯი აიძულებს აშშ–ს სანქციები შემოიღოს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, და გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებსაც კი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

    ამერიკის დიპლომატიური უწყების მეთაურმა განაცხადა, რომ აშშ–სა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ “აბსოლუტურად შესაბამება იმ შედეგებს, რაც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოჰყვებოდა, შესაბამისად, შედეგები პრაქტიკულად იგივეა“.

    The New York Times წერს, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს იარლიყი სანქციების გამკაცრებას გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთის ეკონომიკისთვის, კერძოდ კი სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესს აწარმოებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ამერიკულ სასამართლოებში უჩივლონ რუსეთის მთავრობას და პოტენციურად კომპენსაციები მიიღონ რუსეთის დაპატიმრებული სახელმწიფო აქტივებიდან.

    ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის აზრთა სხვადასხვაობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ იმ დისკუსიას გავს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისას მიმდინარეობდა, როცა გამოჩნდა რუსეთის სიმხეცის დამადასტურებელი პირველი მტკიცებულებები, და კონგრესის ლიდერებმა ნენსი პელოსის ჩათვლით რუსული არმია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულეს. თავად ბლინკენი უფრო ფრთხილი იყო და იურიდიულ კრიტერიუმებზე, ასევე გამოძიების და მტკიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობდა.

  • სინოდის წევრი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია ავტოკატსტროფის შედეგად გარდაიცვალა.

    შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, მარტყოფთან, მოხდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ფაქტს ადასტურებს გამოცემა მსოფლიო საეკლესიო სიახლენი.

  • ქვეყნის სამხრეთით უკრაინული ძალების წარმატებული შეტევები გრძელდება

    უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში ოუპანტების ძალებზე გამანადგურებელი დარტყმებს განაგრძობენ.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი წარმატებების შესახებ უკრაინის სამხრეთის მიმართულების თავდაცვის ძალების წარმომადეგენლმა, ნატალია გუმენიუკმა საერთონაციონალური ტელემარათონის ეთერში ისაუბრა:

    “ჩვენმა საარტილერიო ქვედანაყოფებმა ძალიან მიზანმიმართულად იმუშავეს. სამიზნეების დაზიანება არსებითია. ამჯერად განადგურებულია ორი ლოჯისტიკური პუნქტი ბერისლავსკის რაიონში – საბრძოლო მარაგები და საწვავ–საპოხი მასალები. ახალ კახოვკაში ასევე არსებითად შემცირდა საწვავის მარაგები“–თქვა მან.

    გუმენიკმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის მტრის სატრანსპორტო ლოჯისტიკური მარშრუტები უკრაინის სამხრეთით.

  • შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისა და დასახიჩრებულისთვის – ზალუჟნი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაზე

    “შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისა და დასახიჩრებულისთვის “-ასე ეხმაურება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ოლენივკას კოლონიაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვას.

    “რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. სისასტიკე, რომელსაც რუსები სჩადიან ჩვენი სამხედრო ტყვეების მიმართ, აღმაშფოთებელია. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა გარდაცვლილი თუ დასახიჩრებული ძმისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთი ვერ მოიგებს ამ უსამართლო ომს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უსამართლო ომს ვერ მოიგებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინასთან ომის გამო გამოიფიტნენ.

    “კრემლი სასოწარკვეთილია. რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა და საბჭოთა პერიოდის იარაღს იყენებს. მათი მოძველებული რაკეტები უდანაშაულო უკრაინელებს კლავენ. რუსეთი ამ უსამართლო ომს ვერ მოიგებს”. – წერია განცხადებაში.

  • მალე, პუტინს მოუწევს თავისი მოსახლეობისთვის არჩევანი გააკეთოს იარაღსა და ზეთს შორის – ბორელი

    ”ძალიან მალე, პუტინს მოუწევს თავისი მოსახლეობისთვის არჩევანი გააკეთოს იარაღსა და ზეთს შორის” – აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.ამის შესახებ ბორელმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ისაუბრა.

    “რუსულ ომის მანქანას არ სჭირდება მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიები. შეხედეთ დაზიანებული რუსული ტანკის კორპუსს და დაინახავთ რამდენი ელექტრონული კომპონენტი აქვს მას დასავლური კომპანიებიდან. სანქციების შედეგად რუსებს აღარ ექნებათ მათთან წვდომა”, – თქვა მან.

  • აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ – რუსეთის საელჩო ბრიტანეთში

    აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ –  ამის შესახებ ნათქვამია დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

    “აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, მაგრამ არა იარაღით, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ”. – წერია განცხადებაში.

  • რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

    დღეს დილიდან გაზპრომმა ლატვიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა.

    მანამდე გაზპრომმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, დანიას და ნიდერლანდებს მას შემდეგ, რაც მათ რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვეს გაზის საფასური რუბლებში გადაეხადათ.

    რუსეთმა ასევე შეწყვიტა გაზის მიყიდვა კომპანია  Shell Energy Europe–სთვის გერმანიაში.

    გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლატვიაში გაზის მიწოდება ივლისის განაცხადის ფარგლებში შეწყვეტილია “გაზის შერჩევის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით“. კონკრეტულად რა დარღევევებზეა საუბარი, კომპანია არ აკონკრეტებს.

    ცოტა ხნის წინ ლატვიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Latvijas Gaze განაცხადა, რომ განაგრძობს რუსული გაზის შესყიდვას და მის საფასურს ევროში იხდის.

    ლატვიის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა,  Conexus–მა დაადასტურა, რომ 30 ივლისიდან მათ გაზის მიწოდება შეუწყდათ.

    ოთხშაბათს გაზპრომმა მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადით“ და ეს პროფილაქტიკური სამუშაოების აუცილებლობით ახსნა. ევროპული ქვეყნები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ენერგომატარებლების მიწოდებას შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებეს.

    ამ კვირაში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ზამთარში  გაზის ხარჯვას 15%–ით შეამცირებენ, რათა დაგროვილი მარაგები დაზოგონ იმ გათვლით, რომ ზამთარში რუსეთიდან გაზის მიწოდება შეიძლება სრულად შეწყდეს.

  • გუდაურში გადარჩენილ პარაპლანისტს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

    გუდაურში გადარჩენილ პარაპლანისტს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც აცხადებენ, მომავალში ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება. 32 წლის ნუგზარ რაზმაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მას ტვინის შერყევა აქვს და დაზიანებული აქვს კიდურები.

    “ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ ჩაუტარდა გადაუდებლად ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება ქირურგიულ დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს”, – ამბობს ფორმულასთან კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.