Category: სლაიდერი

  • პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა, რომლითაც რუსეთს შეუძლია მსოფლიო ოკეანეში სამხედრო ძალა გამოიყენოს

    რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის ახალ სამხედრო დოქტრინას. დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სააგენტო ინეტრფაქსის ცნობით დოქტრინაში აღიშნულია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალა გამოიყენოს საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიურ შესაძლებლობებს ამოწურავს.

    ინტერფაქსს მოჰყავს ციტატა დოკუმენტიდან, რომლის მიხედვით “აშშ–ს კურსი მსოფლიო ოკეანეში დომინირებისკენ რუსეთის ფედერაციის ნაციონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.

    სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები დოქტრინაზე დაყრდნობით წერენ, რომ განმსაზღვრელი ფაქტორი ნატოსთან ურთიერთობაში გახდება “რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოების მიუღებლობა“.

    ასევე აღნიშნულია “ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზღვებთან და საზღვაო სივრცეებთან მიმდებარე ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება, მათ შორის წითელი ზღვისა და კასპიის ზღვის ჩათვლით.“

    საზღვაო დოქტრინა, რომელიც რუსეთმა 2015 წელს მიიღო, ძალადაკარგულად ცხადდება.

  • მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

    მარნეულში საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

    მარნეულში  საკანალიზაციო ჭაში 2 პირი ჩავარდა.

    გავრცელებული ცნობით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში  კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.

    არსებული ინფორმაციით, ისინი ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

    ორივე გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

    არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

  • ყირიმში, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი დრონებიდან დაიბომბა

    ყირიმში, სევასტოპოლში  მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატებით  შეტევა მოხდა. ანექსირებული ქალაქის მერის ცნობით დაჭრილია 5 ადამიანი.

    “ფლოტის შტაბის ეზოში მოფრინდა ამოუცნობი ობიექტი, წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი. დაჭრილია შტაბის 6 თანამშრომელი. დაღუპულები არ არიან. ყველას აღმოუჩინეს დახმარება. “ფეესბე“ მუშაობს, გარემოებები დგინდება“– დაწერა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე.

    31 ივლისი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღეა. ამ შენობაში სწორედ დღესასწაულის  ემზადებოდნენ. თუმცა, სევასტოპოლში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ყველა ღონისძიება გაუქმდა.

    ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა შავი ზღვის შტაბის ფოტოები, რომლებზეც ჩანს შეტევის შედეგები. მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

    რაზვოჟაევი მომხდარში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს.

    მოგვიანებით შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლოტის შენობას თვითნაკეთი დრონებით შეუტიეს, რომლებზეც მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

    უკრაინელები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ოდესის ადმინისტრაციის სპიკერმა,  სერგეი ბრატჩუკმა უკვე უწოდა შტაბზე თავდასხმას აშკარა პროვოკაცია.

    “ჩვენი ყირიმის გათავისუფლება ოკუპანტებისგან არა ასე , არამედ ბევრად ეფექტურად მოხდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. “–თქვა მან.

  • საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს სუსი უკანონოდ უთვალთვალებს

    “ქართული ოცნება” საერთაშორისო სკანდალში ეხვევა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამერიკის ელჩს კელი დეგნანს  უკანონოდ უთვალთვალებენ. ინფორმაციას ამის შესახებ, “”ნოდარ მელაძის შაბათი” ავრცელებს და სუს-დან მოპოვებულ მტკიცებულებებს აქვეყნებს.

    “ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამერიკის ელჩზე განხორციელებული თვალთვალის ხუთი ფაილი მოიპოვეს – აქედან ორი ფოტოა, ორი ვიდეო, მეხუთე ფაილში კი ოპერატიული ცნობებია თუ სად, როდის და ვისთან ერთად მივიდა ელჩი დეგნანი.

    ირკვევა, რომ ძალოვან უწყებებს, ამერიკის ელჩის თვალთვალის მთელი სისტემა აქვთ აწყობილი. დოკუმენტების თანახმად, საქართველოში აკრედიტებული ამერიკელი დიპლომატების მიერ, სასტუმრო “შერატონში” დაგეგმილი დახურული ღონისძიების ამბავი  სუს-ს, სასტუმრო “შერატონის”, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა,  გიორგი რობაქიძემ მიაწოდა.

    ერთ-ერთი შეტყობინება 4 ივლისით თარიღდება, სუს-ის თანამშრომელმა, 19:05 საათზე საიდუმლო სამსახურში გააგზავნა ცნობა, რომ  სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალას”-ში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მივიდა. უკანონო მიყურადებას დიმიტრი კაპანაძე ხელმძღვანელობდა, ადგილზე კი ერთ-ერთი, ვინც თვალთვალს ახორციელებდა და მონაცემებს სუს-ს გადასცემდა, მირიან ხუროშვილი იყო.

    მოპოვებული მტკიცებულებებით, დგინდება, რომ თვალთვალის ობიექტია დიღომში, ელჩის რეზიდენცია და კელი დეგნანთან სახლში მისული ოპოზციის ლიდერები.  2021 1 ივლისს, სუს-ს აგენტი, გიორგი ვაშაძის პარტიიდან აწვდის ინფორმაცია, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ამერიკის ელჩთან შეხვედრა აპირებს სახლში.  ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ოპოზიციაში სავარაუდოდ ჩანერგილი ჰყავს აგენტი, რომელიც დიპლომატისა და ოპზოციის ურთიერთობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაციას აწვდის.

    “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, გიორგი ყიფშიძე, სუს-ში ირაკლი ღარიბაშვილი კადრია, სწორედ მასთან აქვს კავშირის გიორგი ვაშაძის პარტიის ერთ ერთ წევრს რომელიც სუსს აწვდის ინფორმაციას ამერიკის ელჩთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის შესახებ.

    მაგალითად 2021 წლის 25 ივნისს, 11:19 საათზე, სუს-ის თანამშრომელი გიგლა ბარამიძე ხელმძღვანელებს წერილობით აცნობებს, რომ ოპოზიციური პარტიის შეხვედრას დაესწრება სუსის წყარო ანუ აგენტი, რომელიც ელჩი დეგნანის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას, მოდულის შენობაში გაგზავნის.

    ინფორმაციას რომ ნამდვილად პარტიის შიგნიდან იღებენ, ამას სუს-ის ჩატში გაგზავნილი ეს ე.წ. სქრინიც ადასტურებს. მიმოწერის  ასლი, ვაშაძის პარტიის შიდა “ჩატიდან”, პირდაპირ სუს-ის საიდუმლო ჩატში გაიგზავნა.

    “შაბათის ეთერი” საიდუმლო “ჩატის” ფიგურანტი, გიგლა ბარამიძე, რომელიც კელი დეგნანს უთვალთვალებს, სუს-ში, ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, კობა მურადაშვილის პროტეჟეა. მურადაშვილი რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პოლიტიკაში წავიდა.  “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ელჩის თვალთვალი ბარამიძეს უფასდება. 2022 წლის მაისში, ბარამიძემ თეთრიწყაროში, 2375 კვადრატული მეტრი მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა იყიდა.

     

  • თქვენ სიკვდილით დაისჯებით! ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება – “აზოვი” პუტინს მიმართავს

    თქვენ სიკვდილით დაისჯებით! ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება –  ამ სიტყვებით მიმართავს, “აზოვის” ბატალიონის, მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მიკიტა ნადტოჩი  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამ განცხადებით “აზოვის” ბატალიონი,  დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ “აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ”.

    “დღეების განმავლობაში ისინი უკრაინის არმიაზე იტყუებოდნენ, დღეს კი საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს.მინდა შევახსენო ვლადიმერ პუტინს, რომელსაც პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ. თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება”. – განაცხადა აზოვის დროებითმა მეთაურმა.

    ცნობისთვის, გუშინ 29 ივლისს, ელენოვკაში, რუსებმა დაბომბეს ციხე, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის “აზოვსტალის” მცველები. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 47 და დაიჭრა 75 ტყვე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, თავდასხმა იყო ოკუპანტების მხრიდან.

  • ნორვეგიამ უკრაინას 14 საპატრულო ჯავშანმანქანა გადასცა

    ნორვეგიამ უკრაინას 14 IVECO LAV III საპატრულო მანქანა გადასცა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ნორვეგიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

    აღსანიშნავი ფაქტია, რომ სწორედ ამ საპატრულო ჯავშანმანქანებს იყენებდნენ ნორვეგიის ჯარები ავღანეთში.

    “მანქანებზე მოთხოვნა უკრაინის ხელისუფლებისგან მივიღეთ და სხვა სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც უკვე გადავეცით, როგორიცაა არტილერია, გადასატანი საზენიტო სისტემები და ჯავშანტრანსპორტიორები, უკრაინა ჯავშანმანქანებსაც მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინა რუსეთს სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს

    უკრაინა რუსეთის ფედერაციას სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

    „ჟენევის კონვენციების თანახმად, თუ სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, აღიარებს, რომ მას დაკავებული ჰყავს სამოქალაქო პირები, მან ისინი უნდა დააბრუნოს. სამაქალაქო პირები უნდა გაუშვან, ყველანაირი პირობების გარეშე. თავიდან რუსეთის სფედერაციამ აღიარა, რომ მას ჰყავს დაკავებული მთელი რიგი სამოქალაქო პირები, შემდეგ კი დაიწყო სამოქალაქო პირების სამხედროებთან გატოლება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პრინციპი შეიცვალოს და ჩვენ დავიწყოთ სამოქალაქო პირების გათავისუფლება. [..]ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პროსცესი, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: „თქვენ ათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე, ჩვენ ვათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე“. ეს გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან და ამიტომ გამოვედით მსგავსი ინიციატივით“,- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

  • პუტინი უკრაინაში 30 ათასი მოხალისის გასაგზავნად ემზადება, მათ შორის არიან სრულიად გამოუცდელები–CNN

    მთელ რუსეთში ხდება მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება უკრაინაში გასაგზავნად. ანალიტიკოსების შეფასებით 30 ათასზე მეტი მოხალისის მობილიზაცია შესაძლოა მოხდეს უკრაინაში რუსული არმიის რიგების შესავსებად.

    ამასთან, როგორც CNN წერს, მობილიზაციისთვის არ არის სავალდებულო შესაბამისი სამხედრო  გამოცდილება. რუსეთი ეძებს იმ სამხედროების შემცვლელ ძალას,  ვინც უკრაინასთან 5 თვიანი ომის დროს გამოიფიტა ან მოკვდა. 30 ათასი მობილიზებულიდან მესამედის გადასროლა დონბასში იგეგმება.

    გასულ კვირას, ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსებს სულ უფრო გაუჭირდებათ ცოცხალი ძალით ფრონტის მომარაგება შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს  საპასუხო დარტყმები განახორციელოს.

    პუტინი დიდი ხანია თავს იკავებს საყოველთაო მობილიზაციის იდეის განხორციელებისგან, და საშემოდგომო გაწვევაც რუსეთში წინა წლის გაწვევისგან არ განსხვავდებოდა. მოხალისეთა ბატალიონები ერთ–ერთი გზაა რუსული არმიის რიცხოვნობის გასაზრდელად, რადიკალური ნაბიჯის გარეშე.

    ამასთან, მოხალისედ ჩაწერის მოწოდებები როგორც წესი, უფრო ღარიბი და იზოლირებული რეგიონებისკენ არის მიმართული, “სწრაფი ფული“ კი სატყუარად გამოიყენება.

    გამოცემა სვამს კითხვას, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ ბატალიონებმა. ჩეჩნურმა მოხალისეთა რაზმებმა დიდი როლი ითამაშეს დონბასის კამპანიაში, განსაკუთრებით მარიუპლოში. თუმცა ისინი შედარებით კარგად არიან აღჭურვილი და დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. სხვა ადგილებში შეგროვილ ბატალიონებს კი ეს ყველაფერი არ გააჩნიათ.

    როგორც CNN წერს, ზოგიერთი ბატალიონი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერაში მიიღებენ მონაწილეობას, იმ დროს, როგორც ზოგიერთი მოხალისე უშუალოდ შეავსებენ უკვე არსებულ საბრძოლო ბატალიონებს.

    ინფორმირებული ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი მოხალისეთა გაწვრთნას ერთ თვეს დაუთმობს, რაც სავარაუდოდ მათ მოსამზადებლად არასაკმარისი იქნება.

  • სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს და მეგობრებს – პრაისი

    „სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მეგობრების გვერდით დგას“

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

  • უკრაინიდან მოპარული ხორბლით დატვირთული ხომალდი ლიბანში დააკავეს

    ლიბანის პროკურატურამ დააკავა სირიული ხომალდი “ლაოდიკეა“ რომელიც რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით არის დატვირთული.

    ლიბანური მედიის ინფორმაციით, უკრაინის საელჩომ ლიბანში ხომალდის 72 საათით დაპატიმრებას მიაღწია.

    პროკურატურამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

    მანამდე როიტერი იტყობინებოდა, რომ ბეირუთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ  სირიული გემის და მასზე არსებული ტვირთის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოძიების შემდეგ მიიღო.

    სააგენტოსთვის გაკეთებულ განცხადებაში საელჩომ ასევე თქვა, რომ ხომალდის ტვირთის კონფისკაციის შემთხვევაში უკრაინა მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ბეირუთთან ლიბანისთვის ამ ტვირთის გადაცემის პირობების შესახებ.

    ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა ბუ ჰაბიბმა ბიბისი–სთან ინტერვიუში თქვა, რომ ლიბანმა მიიღო გაფრთხილება მთელი რიგი დასავლური ქვეყნებისგან ტრიპოლის პორტში “ლაოდიკეა“–ს შესვლის შესახებ, რომელზეც 5 000 ტონა ქერი და 5000 ტონა ფქვილი იყო დატვირთული.

    ტვირთი დიდი ალბათობით რუსეთის მიერ დაპყრობილ უკრაინულ ტერიტორიებზე მდებარე საწყობებიდან არის გატანილი.

    მინისტრის თქმით, ლიბანის შესაბამისი ორგანოები ამჟამად გემს ათვალიერებენ.