Category: სლაიდერი

  • ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს – პრისტაიკო

    ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს. ამის შესახებ, უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ “Oбщественный”-სთან  განაცხადა. მისი თქმით, უკვე მოინახულეს აღნიშნული სამხედრო ხომალდი და უკრაინელი მეზღვაურები წვრთნებს უკვე გადიან.

    “ჩვენ მოვინახულეთ საზღვაო ხომალდი, რომელიც მალე უკრაინას გადაეცემა. მასზე უკვე გადიან ჩვენი მეზღვაურები წვრთნას. ისინი მართავენ გემს, იარაღს. რამდენიმე ასეთი გემი იქნება.” – განაცხადა პრისტაიკომ.

    უკრაინის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრიორიტეტები შეიცვალა და ახლა ქვეყანას რუსეთთან ომში, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება, რომლებზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

    “პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა გვჭირდება ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები. 2 არის საწყისი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ხომალდები, რომლებიც ემსახურებიან მისი უდიდებულესობის საზღვაო ძალებს. ისინი გადაკეთდება, განახლდება და დაემატება სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ორი გემი. მათ ამ კლასის უფრო მეტი გემი ჰყავთ და ჩვენი ოფიცრები და მეზღვაურები ახლა გადიან წვრთნებს მოქმედ გემებზე.” – განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ინტერვიუში.

    გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინას რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 2,3 მილიარდი ფუნტი (დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი). დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, აწვდის NLAW ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და მათ საბრძოლო მასალას, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით და არტილერიით.

     

     

  • გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ

    გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა.

    „მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები დავკარგეთ, ასევე გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლები ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ეს დიდი ტრაგედიაა. ჩვენ ყველას გული დაგვწყვიტა ამ დიდმა ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 ათას ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება – ელისაშვილი

    “მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება ” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

    „სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია, ვცდილობ არ ვაკრიტიკო კაცი ციხეშია.. მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან მოაზრობვნე, გონიერი  და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს. ეს არის სწორი. ის საქართველოს ისტორიაში არის შესული ძალიან ეფექტური რეფორმებით  და ჯოჯოხეთური რაღაცებითაც, ჯერ დაიწყო რეოფრმები და შემდეგ ჯოჯოხეთი დაატრიალა ციხეებში.  სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს“ პროცესს, რაც ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ რაღაც ხდება, რაღაცა გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ახლა ვიცი მისი მთელი რაზმები და მხარდამჭერები თავს დამატყდებიან, ეს იქნება კარგი.  მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოში თავი ამოწურა. მაგრამ კარგიც აქვს გაკეთებული ძალიან ეფექტური რაღაცები, რომლთაც კაშკაშებდა საქართველო თავიდან და შემდეგ ძალაუფლების სიყვარულს და ამ ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილს გადააყოლა ბევრი რამ. შესულია ისტორიაში ეს კაცი უკვე და ვეღარ ცვლის პოლიტიკურ პროცესს, ეს ფაქტია.  ნავალნი ჩავიდა სულ სხვანაირად რუსეთში, და  როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. არ მინდა ბევრი ვილაპარაკო სააკაშვილზე იმიტომ რომ ციხეში რომ არის ადმაიანი, განსხვავებით დიტო სამხარაძისგან და ვიღაცებისგან, უნდა გავუწიოთ ანგარიში და არ შეიძლება ლანძღვა და თათხვა რომელიც განსაცდელშია. ციხეში მჯდომი ნებისმიერი ადამიანი განსაცდელშია.

    მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება. სააკაშვილი გარანტიების ფასად წავა სამკურნალოდ და აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, რაც იქნება გაჯანსაღება „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ – არ შეიძლება მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობდეთ, რომ სააკაშვილი არის გმირი

  • კარგია ძვირად რომ აქირავებთ ბინებს.. შორიდან უყურეთ მერე მდგმურის მიერ ოკუპირებულ საკუთრებას – მიხეილ რამიშვილი

    ”კარგია ბინებს ძვირად რომ აქირავებთ, წინასწარ ორი თვისას რომ გიხდის ე.წ ტურისტი, მერე შეიძლება აღარ გადაიხადოს, ძალით ვერ გამოაგდებ, სასამართლოში მოგიწევთ სირბილი და ეს იქნება არაერთი არამედ რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ გადაიხდის ქირას. ძალის გამოყენებით ვერ გამოსახლებ ბინიდან, რადგანაც დაუყოვნებლივ რუსეთი თავის მოქალაქეებს დაიცავს და თქვენ მოგიწევთ, თვეები და წელი ელოდოთ დავების დასრულებას სასამართლოში, ასე რომ სანამ საკუთარ ბინებში შეუშვებთ ე.წ ტურისტებს (წლობით რომ აპირებენ საქართველოში ტურისტად ყოფნას)ნუ დახამდებით 2000 აშშ დოლარს წინასწარ ორი თვის ქირას. დაზარალდებით თქვენ, იხეირებს მდგმური, რომელიც ოკუპაციას გაუკეთებს თქვენ საკუთრებას და ვერც მიუახლოვდებით, ყველგან იქნება შემდეგი პასუხი “აბა ომი გინდა” დადექით მერე და შორიდან უყურეთ თქვენს მიერ გაქირავებულ და მდგმურის მიერ ოკუპირებულ საკუთრებას. ამის მაგალითები უკვე არსებობს და ნელი ტემპით იზრდება.”

    ამის შესახებ, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

    მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის გუშინწინ გვიან ღამით ავარიაში მოყვა და მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა მძიმე იყო.

    ავტოსაგზაო შემთხვევა, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

  • რუსეთმა უკრაინაში უკვე 41 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 41 030;
    • ტანკი – 1 768;
    • ჯავშანტექნიკა – 4 011;
    • საარტილერიო სისტემა – 932;
    • სარაკეტო სისტემა – 259;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 190;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 736;
    • საკრუიზო რაკეტები – 174;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 912;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 82.
  • რატომ ვერ იყენებენ სამაშველო ოპერაციებში ”სუპერ პუმას” ? – შსს განცხადებას ავრცელებს 

    რატომ ვერ იყენებენ სამაშველო ოპერაციებში ”სუპერ პუმას” ? –  ამასთან დაკავშირებით შინაფგან საქმეთა სამინისტროს  სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი,  განცხადებას ავრცელებს  და 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ  “სუპერ პუმას” სამაშველო ოპერაციებში ვერ იყენებს, რადგანს ის 2011 წელს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე შეიძინეს.

    “გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.

    ვერტმფრენი ,,მი – 8“ გამოიყენება ძებნა – გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

    ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ ,,სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ,,სუპერ პუმა“ ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე”, – წერია განცხადებაში.

  • თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად – გონჩარენკო

    თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად – ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ TWITTER-ზე დაწერა.

    ”თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის, იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს, ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელებაა. ” – წერს გონჩარენკო.

    კვირას მიტოვიცაში, კოსოვოს ჩრდილოეთით შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო.

    შეტაკებების რაიონში შეიმჩნეოდა საგანგებო სამსახურების მანქანების სიმრავლე.

    ამის შესახებ Jerusalem Post წერს.

    ამჟამად უცნობია, საიდან დაიწყო ინციდენტი.

    სავარაუდოდ კოსოვოსა და სერბეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთის პოზიციებს(ოფიციალური მიზეზი უცნობია). დაჭრილია რამდენიმე სამხედრო.

    მედია წერს, რომ ამ რაიონში ზოგიერთი გზა გადაიკეტა. სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, კოსოვოს სპეცრაზმმა კი საზღვარი დაბლოკა.

    სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ‘‘სერბეთი უფრო რთულ და მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა (კოსოვოსთან დაკავშირებით), როგორც დღეს არის.„ მან მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა და ხაზი გაუსვა, რომ თუ მათ მშვიდობის შენარჩუნება არ უნდათ, სერბეთი გაიმარჯვებს. გამოცემა srbija danas–ის ინფორმაციით ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბები დევნას აღარ მოითმენენ.

    “სერბებმა მე ეს გუშინ ათჯერ გამიმეორეს. ლამის მუხლებზე დავდექი მათ წინაშე და ვემუდარებოდი მშვიდობაზე. ბოლოს და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ პირობა მომცეს, თავად არ მოახდენენ პროვოცირებას, არც თავს დაესხმიან ალბანელებს, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ბევრს გონია“–თქვა მან.

    მთავარ ხიდთან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კოსოვოს მიტროვიცას ყოფს, დაახლოებით 200 ალბანელი შეიკრიბა. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ზვეჩანის ახლოს, რუდარის რაიონში წავლენ, სადაც ბარიკადებს აღმართავენ.

    მოქალაქეების  უკმაყოფილების მიზეზი გახდა კოსოვოში შესვლის წესების შეცვლა.ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერმა, აბინ კურტიმ დაანონსა, რომ 1 აგვისტოდან კოსოვოში შემომსვლელ სერბეთის ყველა მოქალაქეს  თავიანთი პასპორტების, კოსოვოს დროებითი პირადობის მოწმობებით შეცვლა დასჭირდება. 1 აგვისტოდან ასევე დაიწყება სერბეთის რესპუბლიკის ნომრებიან სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება კოსოვოში.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთმა დაიწყო სახმელეთო ჯარების, ჯავშანეტექნიკისა და ავიაციის გადასროლა ჩრდილოეთ კოსოვოს რეგიონებისაკენ, სადაც სერბების მჭიდროდ რაიონებია, თუმცა სერბეთის თავდცავის სამინისტრო ჯერ-ჯერობით უარყოფს კოსოვოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას…

    სერბეთის მმართველი პარტიის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვენ არა მხოლოდ კოსოვოსა არამედ მთლიამად ბალკანეთის დენაციფიკაციას…

    ესპანეთის პრემიერმინისტრმა ნაადრევად დატოვა ბელგრადი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

    ექსპერტების ნაწილი სიტუაციის ესკალაციაში პუტინის ინტერესებს ხედავს, რომლისთვისაც  ახალი ფრონტის კერების გაჩენისა ხელსაყრელია (სერბეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან)  უკრაინიდან ყურადღების გადასატანად.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია,” – ამის შესახებ  უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხში წერს.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის [თეთრი სახლის სპიკერი] ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის, – წერს გერაშენკო.

    კოსოვოში ამჟამად NATO-ს და მოკავშირეების კონტინგენტი 3775 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 40 უკრაინელი სამხედროა.

  • ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

    ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

    ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

    კონგრესმენმა, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტი გააზიარა, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.

    “რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას… როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!”, – წერს კინზინგერი.

     

  • კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო

    კვირას მიტოვიცაში, კოსოვოს ჩრდილოეთით შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა ინტენსიური სროლა ავტომატური იარაღიდან. ქალაქში სირენები ჩაირთო. შეტაკებების რაიონში შეიმჩნეოდა საგანგებო სამსახურების მანქანების სიმრავლე.

    ამის შესახებ Jerusalem Post წერს.

    ამჟამად უცნობია, საიდან დაიწყო ინციდენტი.

    სავარაუდოდ კოსოვოსა და სერბეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთის პოზიციებს(ოფიციალური მიზეზი უცნობია). დაჭრილია რამდენიმე სამხედრო.

    მედია წერს, რომ ამ რაიონში ზოგიერთი გზა გადაიკეტა. სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, კოსოვოს სპეცრაზმმა კი საზღვარი დაბლოკა.

    სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ‘‘სერბეთი უფრო რთულ და მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა (კოსოვოსთან დაკავშირებით), როგორც დღეს არის.„ მან მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა და ხაზი გაუსვა, რომ თუ მათ მშვიდობის შენარჩუნება არ უნდათ, სერბეთი გაიმარჯვებს. გამოცემა srbija danas–ის ინფორმაციით ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბები დევნას აღარ მოითმენენ.

    “სერბებმა მე ეს გუშინ ათჯერ გამიმეორეს. ლამის მუხლებზე დავდექი მათ წინაშე და ვემუდარებოდი მშვიდობაზე. ბოლოს და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ პირობა მომცეს, თავად არ მოახდენენ პროვოცირებას, არც თავს დაესხმიან ალბანელებს, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ბევრს გონია“–თქვა მან.

    მთავარ ხიდთან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კოსოვოს მიტროვიცას ყოფს, დაახლოებით 200 ალბანელი შეიკრიბა. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ზვეჩანის ახლოს, რუდარის რაიონში წავლენ, სადაც ბარიკადებს აღმართავენ.

    მოქალაქეების  უკმაყოფილების მიზეზი გახდა კოსოვოში შესვლის წესების შეცვლა.ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერმა, აბინ კურტიმ დაანონსა, რომ 1 აგვისტოდან კოსოვოში შემომსვლელ სერბეთის ყველა მოქალაქეს  თავიანთი პასპორტების, კოსოვოს დროებითი პირადობის მოწმობებით შეცვლა დასჭირდება. 1 აგვისტოდან ასევე დაიწყება სერბეთის რესპუბლიკის ნომრებიან სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება კოსოვოში.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთმა დაიწყო სახმელეთო ჯარების, ჯავშანეტექნიკისა და ავიაციის გადასროლა ჩრდილოეთ კოსოვოს რეგიონებისაკენ, სადაც სერბების მჭიდროდ რაიონებია, თუმცა სერბეთის თავდცავის სამინისტრო ჯერ-ჯერობით უარყოფს კოსოვოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას…

    სერბეთის მმართველი პარტიის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვენ არა მხოლოდ კოსოვოსა არამედ მთლიამად ბალკანეთის დენაციფიკაციას…

    ესპანეთის პრემიერმინისტრმა ნაადრევად დატოვა ბელგრადი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

    ექსპერტების ნაწილი სიტუაციის ესკალაციაში პუტინის ინტერესებს ხედავს, რომლისთვისაც  ახალი ფრონტის კერების გაჩენისა ხელსაყრელია (სერბეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან)  უკრაინიდან ყურადღების გადასატანად.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია,” – ამის შესახებ  უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხში წერს.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის [თეთრი სახლის სპიკერი] ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის, წერს გერაშენკო.

    კოსოვოში ამჟამად NATO-ს და მოკავშირეების კონტინგენტი 3775 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 40 უკრაინელი სამხედროა.