Category: სლაიდერი

  • საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს – ეს სრული სიყალბეა – კიზინგერი

    საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს – ეს სრული სიყალბეა – კიზინგერი

    “რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვინდა ნათლად განვმარტოთ: აშშ ცდილობს დაასრულოს ომი უკრაინაში ისე, რომ უკრაინამ არ დაკარგოს ერთი სანტიმეტრიც კი. საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა”

    წერს ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი.

  • აშშ–მ ალ ქაიდას ლიდერი, აიმან ალ–ზავაჰირი მოკლა

    აშშ–მ ალ ქაიდას 71  წლის ლიდერი, აიმან ალ–ზავაჰირი მოკლა. საქმეში ჩახედული წყაროების ცნობით ის ავღანეთში, დრონის თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.

    ამერიკის მთავრობა ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს. პრეზიდენტი ბაიდენი ამ თემაზე ადგილობრივი დროით საღამოს 7:30 ზე ისაუბრებს.

    ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ ავღანეთში.

    “შაბათ–კვირას აშშ–მ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული ოპერაცია ავღანეთში, რომლის სამიზნე ალ ქაიდა იყო. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და მას სამოქალაქო პირების მსხვერპლი არ მოჰყოლია“– განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

  • ივანიშვილს შვეიცარული მედია სტატიის გამოქვეყნებაზე ისევ უარს ეუბნება–ოლიგარქის ადვოკატების ახალი წერილი

    იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე ერთი თვეა ფირმა შვეიცარიულ მედიას ივანიშვილის ფინანსურ დავაზე კრედიტ სუისთან სტატიის დადებას უშედეგოდ სთავაზობს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “ბატონი ივანიშვილის ამასწინდელ განცხადებაში, სადაც მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, ითქვა, რომ „კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავაზე საჭირო განმარტებებს შემდგომში უკვე ადვოკატთა ჯგუფი გააკეთებს.

    ამდენად, გვსურს, მიმდინარე დავის რამდენიმე ასპექტზე მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება.

    დავიწყებთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის აღნიშვნით. პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება. აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მცდელობაზე ერთადერთი გამოხმაურება, ისიც ირიბი, „რადიო თავისუფლების“ საიტზე შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფი „ტამედიას“ ჟურნალისტის, ბატონი ბერნარდ ოდენალისგან იყო, რომელმაც ჩვენ მიერ გაცხადებული ინფორმაცია მედია-შეზღუდვის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. დასახელებულ ინტერვიუში მან საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რასაც პასუხად მოყვა ჩვენგან შეთავაზება და ხელშეწყობის მზაობა „კრედიტ სუისის“ ქმედებების ჟურნალისტის მხრიდან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიების მიზნით. ეს შეთავაზება ახლაც ძალაშია, თუმცა უშედეგოდ.

    ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს – ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

    ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, „კრედიტ სუისთან“ საქმიან ურთიერთობაში შესვლას.

    დღემდე არაერთზგის განვაცხადეთ ბანკის სატრასტო სტრუქტურების მხრიდან შეზღუდვებზე, რაც ბატონი ივანიშვილის მიერ მისივე აქტივებზე წვდომასა და მათ განკარგვას შეეხება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ბატონი ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისში“ ჩადენილ დანაშაულს გადაურჩა, გადატანილ იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, თანხა კვლავ დარჩა „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ (გერნსის კუნძულის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო კომპანიაზე). ამდენად, ეს თანხა სადავო თანხა არ არის არც ბერმუდაზე, არც სინგაპურში და არც შვეიცარიაში. შესაბამისად, ყველა კანონით, ბენეფიციარს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ასეთ, დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ბენეფიციარს 2022 წლის 4 მარტიდან და მხოლოდ ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გადაურიცხეს თანხა, ხოლო აპრილიდან მოყოლებული მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. საბანკო სტრუქტურაში შემავალი ტრასტის მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა.

    აქვე მოგახსენებთ მეორე სატრასტო კომპანიაზეც (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის იურისდიქციაში), რომელიც ასევე „კრედიტ სუისის“ სტრუქტურაშია, ხოლო მისი მართვის ქვეშ არსებული ბატონი ივანიშვილის თანხა „კრედიტ სუისშია“ (და არა სხვა შვეიცარიულ ბანკში). აღნიშნული სატრასტო სტრუქტურა და მართული თანხა განგებ იყო დატოვებული ტრასტის მოთხოვნით მანამ, სანამ ბერმუდაზე მიმდინარე დავა არ დასრულდებოდა. როდესაც დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა თავად აღიარა და დაადასტურა, რომ თანხა იყო თავისუფალი და ბატონ ივანიშვილს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ ტრასტის მოთხოვნით შენარჩუნებული თანხა განეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისარგებლა თავისი უფლებით და მოითხოვა გათავისუფლებული თანხის განკარგვა, უკვე 2 თვეა ტრასტი მაინც დაუსაბუთებლად იკავებს თავს თანხის გადმორიცხვისგან, თუმცა კი ვერც უარის თქმას ბედავს ბოლომდე, იმდენად დაუსაბუთებელი იქნებოდა პირდაპირი უარი.

    აღნიშნული ტრასტის მიმართ განზრახულია დამატებითი სარჩელის აღძვრა სინგაპურში, რათა დადგეს ტრასტის პასუხისმგებლობა და აღდგეს ბენეფიციარის დარღვეული უფლებები.

    ჯამში, აშკარაა, რომ „კრედიტ სუისის“ ქვეშ არსებული ტრასტების მოქმედების ხელწერა „თანმიმდევრულია“. დიახ, ისინი თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.

    ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ბატონი ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კვლავაც გაგრძელდება.

    ამ განცხადებაში დასახელებული ტრასტების მხრიდან ბატონი ივანიშვილის მისამართით შექმნილ ხელოვნურ შეზღუდვებზე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ შემდეგი: ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან. აქაც საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული იმ წარმატებებზე, რასაც ბერმუდაზე მივაღწიეთ და ვაღწევთ; ისევე როგორც იმ პოზიტიურ მოლოდინზე, რასაც სინგაპურში მიმდინარე დავას ვუკავშირებთ ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

    რასაკვირველია, ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – წერია განცხადებაში.

  • ”ოცნებას“ 2024 წლისთვის მიხეილ სააკაშვილი ისევ დასჭირდება – ქემოკლიძე

    „მე მეჩვენება, რომ გარკვეულწილად შესაძლოა, გარიგების რაღაც კონტურები იკვეთებოდეს. რა დონეზე შედგება ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ 2024 წლისთვის სააკაშვილი აუცილებლად ისევ დასჭირდება, როგორც მტერი N1. 2021 წლის არჩევნები კლასიკური მაგალითი იყო, როგორ გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოსვლა შუაში მყოფი ამომრჩევლის მობილიზებისთვის, რომელსაც ნამდვილად შეეშინდა, რომ ვაი, რადგან სააკაშვილი ქვეყნის შიგნით არის, მაშინ მართლა რეალური რისკია, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით ჩაიგდოს ხელში და შემდეგ უკვე ყველას ჯიბეში ჩაგვიძვრეს. ეს რისკები კვლავაც არსებობს,“.

    ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

  • ხვალ თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით გაეთიშება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

    კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 2 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

    დიდუბის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცემის, ცაბაძის, ბათუმის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, გორის, ვორონინის, ევდოშვილის, ბაგრატიონის, ფოთის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), გორის, იამანიძის, ქურდიანის,  ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, მაიაკოვსკის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ცაბაძის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის, ბორჯომის, ბაქოს, დოლიძის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, სურამის, ლუბლიანას და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ფერიცვალების, სევანის,  ალიხანიანის, ლაგოდეხის, წურწუმიას, ირბახის, ხერხეულიძის, ლუსინიანის, სამასი არაგველის, იალბუზის, ბოჭორმის, არბოშიკის, ბოდბის და შავსოფლის ქუჩების   მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის (ნაწილობრივ) და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ნინო ჩხეიძის, გორკის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის,  ბუხაიძის, ციმაკურიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) და სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას,  ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, ანა პოლიტკოვსკაიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს და ელიზბარ მინდელის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სიხარულიძის, გურამ ნიჟარაძის და ივანე  სარიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, მორის ფოცხიშვილის, ულიანოვის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის, რიონის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მოძვის, კრუპსკაიას, დავით სარაჯიშვილის და მიხაკო წერეთელის ქუჩების მოსახლეობას.

  • კობახიძე დეგნანის მიმართ ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

    „ტყუილია, ტყუილი,“  – ასე ეხმაურება და პასუხობს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

    „ეს არის ტყუილი.ტყუილია, ტყუილი, “, – განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას ჟურნალისტმა განუმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა.

    კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს „აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.

  • უკრაინაში HIMARS–ების ახალი პარტია ჩავიდა

    აშშ–დან უკრაინაში კიდევ ოთხი ახალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა –  HIMARS ჩავიდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა.

    მან აშშ–ს პრეზიდენტს, პენტაგონის ხელმძღვანელს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღის სწორად გამოყენება შეგვიძლია.  HIMARS–ის ზალპის ხმა  ფრონტის წინა ხაზზე ამ ზაფხულს მთავარ მუსიკალურ ჰიტად იქცა“– დაწერა მინისტრმა.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა გერმანული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები –MARS II.

  • არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება – კალაძე რუსებზე

    ”ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ეს შეიძლება იყვნენ რუსები, შეიძლება იყვნენ უკრაინელები, შეიძლება იყვნენ ბელარუსები, ყაზახები, სხვა და სხვა ქვეყნებიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს – რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკურენციას – რა თქმა უნდა ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, იმისთვის რომ განვითარდეს და წინ წავიდეს”.

    განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ ჩამოსვლასთან  დაკავშირებით.

  • ენმ-ის ტრანსფორმაცია თუ არ დაიწყო, მიშას წასვლის შემდეგ მათი მომავალი ბუნდოვანი იქნება – იაგო ხვიჩია

    “ენმ-ის ტრანსფორმაცია თუ არ დაიწყო, მიშას წასვლის შემდეგ მათი მომავალი ბუნდოვანი იქნება” – აცხადებს “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია.

    „როცა ეს მოხდება, იქნება მესიჯი, რომ ეს ნამდვილად მოხდა. ადამიანები არიან დასარწმუნებელი, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა ქვეყნის ევროინტეგრაციაში ხელს გვიშლის და ხელს შეგვიშლის „ქართული ოცნების“ გაჯიუტებაც, თუ ისინი ასე თამაშს გააგრძელებენ. პარტიას ეს თემა მაშინ უნდა წამოეწია, ვიდრე ჩვენ ვიტყოდით. ახლა პოზიცია ჯერ რომ არ არის ჩამოყალიბებული და ეჭვის შეტანა ხდება ხან ოჯახის, ხან ადვოკატების განცხადებებში, მგონი, ეს პროცესი უნდა დაიძლიოს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ თემაზე ღიად დაიწყოს თანამშრომლობა იმ ხალხთან, ვინც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მისი პოლიტიკიდან გასვლის სანაცვლოდ. არასერიოზული განცხადებები უნდა მორჩეს და სერიოზული მოქმედება დაიწყოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ქართული პოლიტიკა გადარჩეს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმაცია არ დაიწყო, მიშას წასვლის შემდეგ მათი მომავალი ბუნდოვანი იქნება. ეს მიშას პარტიაა, მაგრამ ტრანსფორმაცია ყველას შეუძლია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

     

  • ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო და ამის საპირისპირო მტკიცებულება ჯერჯერობით არავის სმენია – მდინარაძე

    “ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართული იყო და ამის საპირისპირო მტკიცებულება ჯერჯერობით არავის სმენია”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

    „არცერთი მტკიცებულება არ გახმაურებულა ჯერჯერობით და მე მგონია, რომ არც იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან როგორც შსს-მ გაახმოვანა, ეს ვერტმფრენები წინასწარ მოწმდებოდა, ისინი მოწმდებოდნენ და აბსოლუტურად გამართული იყო. პროფესიონალები მართავდნენ და ნარატივი იმის შესახებ, „რატომ ვერ ახერხებს გამართული ვერტმფრენის შეძენას თუ გამართვას“, უკვე ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. გამართული ვერტმფრენი სამაშველო ოპერაციას ატარებდა და საუბედუროდ, მოხდა უბედური შემთხვევა.როდესაც „პუმაზე“ მეკითხებით, არცერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო. უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე, კომფორტულად ვინ გადაეყვანა, მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ „პუმას“. საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს და ვითარდება ეს ქვეყანა. მომავალში ქვეყნისათვის მეტი ქონება იქნება შეძენილი, მაგრამ რადგან იყო ეს ვერტმფრენი, რადგან სამაშველო აღჭურვილობით იყო, ამაზე სპეკულაციები უნდა დამთავრდეს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი უნდა დაანებოს სიკვდილის თანამზრახველობას. რამდენჯერაც უბედური შემთხვევა მოხდა, იმდენზე თავისი პიარის აგებას ცდილობენ და ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარს აკეთებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.