Category: სლაიდერი

  • დეგნანზე თავდასხმები პოლიტიკურად წინდახედული ნაბიჯი არ არის – ტეფტი

    დეგნანზე თავდასხმები პოლიტიკურად წინდახედული ნაბიჯი არ არის – დეგნანზე თავდასხმები პოლიტიკურად წინდახედული ნაბიჯი არ არის – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.

    არ მინდა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გთხოვოთ კომენტარი, ამიტომ ზოგადად გკითხავთ. თქვენ ეცნობით იმას, თუ როგორ მოქმედებს მთავრობა, რა განცხადებებს აკეთებენ ფიციალური პირები. ამ განცხადებებიდან მუდმივად იგრძნობა ის, რომ არსებობს გარკვეული უკმაყოფილება შეერთებული შტატების მიმართ. ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ახლა უკვე ყოფილი ელჩის კრიტიკაც. თქვენი აზრით, რამდენად პოლიტიკურად წინდახედულია ასეთი მოქმედება?

    ეს საერთოდ არ არის პოლიტიკურად წინდახედული მოქმედება. ელჩზე თავდასხმებმა არ მგონია, უფრო ფართო პოლიტიკის შეცვლა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი უბრალოდ მოტივაციებზე კითხვებს აჩენს. ჩემი აზრით, ხელისუფლება უნდა იყოს მკაფიო და ფოკუსირებული განცხადებებში, რომ ის შეეცდება განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ამით ყველას გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ამბობდნენ პარტიის სხვადასხვა წევრები პარლამენტში. მთავრობა უნდა იყოს ერთსულოვანი და ფოკუსირებული და მკაფიო სიგნალს უგზავნიდეს როგორც ევროპას, ასევე ვაშინგტონს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს ევროატლანტიკური დღის წესრიგი, რომელსაც როგორც ვთქვი, ამერიკის ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს.

     როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ ძალიან ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით ამერიკისა და განსაკუთრებით ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ საქართველოში?

    სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩ დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი არის ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი. მე ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე. არ ვიცი, რატომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ რატომღაც არის განსხვავება ადმინისტრაციასა და კელის შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, რადგან ვფიქრობ, რომ კელი უკიდურესად ფრთხილი დიპლომატია და თბილისში მოღვაწეობის დროს ბოლო წლებში მასთან ჩემი ყველა ურთიერთობა იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ ადმინისტრაციის პოლიტიკის ძალიან კარგი ელჩია.

  • “მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად“– ლიზა იასკო სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეგობარი ქალი, უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

    “მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ:

    ჯერჯერობით თავს ვიკავებ ფართო კომენტარებისგან.

    მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად. უკრაინაში ყველაფერი მიატოვა საქართველოს გულისთვის. იმ დროს, როცა ის ჩვენ უკრაინაში ძალიან გვჭირდება, მთელი ეს თვეები. ახლა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს უფლებას მთელი თავისი ენერგია პოლიტიკაზე დახარჯოს და ჯანმრთელობაზე არ იზრუნოს.  ახლა პრიორიტეტი მისი სიცოცხლე და საქართველოს საზღვრებს გარეთ მკურნალობაა“– წერს ლიზა იასკო.

  • კაცობრიობას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებას – გუტერეში

    “კაცობრიობას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებას” – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ატომური იარაღის შეკავებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „დღეს კაცობრიობას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებას. კლიმატის კრიზისმა, მკვეთრმა უთანასწორობამ, კონფლიქტებმა და ადამიანის უფლებების დარღვევამ, კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულმა პიროვნულმა და ეკონომიკურმა განადგურებამ ჩვენი სამყარო უფრო დიდი სტრესის ქვეშ მოაქცია, ვიდრე ეს ოდესმე იყო. კაცობრიობა საფრთხის წინაშე დგას დაივიწყოს ის გაკვეთილები, რომლებიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის საზარელ ცეცხლში გამოიწრთო. გეოპოლიტიკური დაძაბულობა ახალ სიმაღლეებს აღწევს, სადაც დიალოგი უნდობლობამ შეცვალა. სახელმწიფოები ეძებენ მცდარ უსაფრთხოებას მარაგების დაგროვებასა და ასობით მილიარდი დოლარის დახარჯვაში განკითხვის დღის იარაღისთვის, რასაც ჩვენს პლანეტაზე ადგილი არ აქვს. დღეს მსოფლიოში 13 000 ატომური იარაღის არსენალია მსოფლიოში“, – განაცხადა გუტერეშმა.

  • “წავიდა მედვედევი, წარსულია” – ბურჭულაძე მედვედევის პოსტზე

    “წავიდა მედვედევი, წარსულია” – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუსულ სოციალურ ქსელში დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს Vkontakte-ში გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ პოსტს, სადაც ის ამბობდა, რომ ”საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს”.

    დმიტრი მედვედევის პოსტი პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად.

    “არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება.

    ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს”, – ეწერა პოსტში. 

  • უკრაინულმა არტილერიამ რუსების საცეცხლე პოტენციალი შეამცირა – ზელენსკი

    უკრაინულმა არტილერიამ რუსების საცეცხლე პოტენციალი შეამცირა –  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 აგვისტოს შედეგების შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    “ბოლო დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში, ხარკოვის რეგიონში, გრძელდება ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთისთვის. [..] უკრაინულმა არტილერიამ და დაზვერვამ უკვე ბევრი გააკეთეს ოკუპანტების საცეცხლე პოტენციალის შესამცირებლად და ეს იგრძნობა. დღეს მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ანადგურებენ რუსულ ლოგისტიკას, ანადგურებენ ოკუპანტების საბრძოლო მასალას და არ ტოვებენ ოკუპანტებისთვის არც ერთ უსაფრთხო ადგილს ჩვენს მიწაზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე

    ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე

    7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

    ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინოშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.

  • აშშ განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში – ბლინკენი

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით,აშშ განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ საგანგებო ვითარებაში.

    „ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავდა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში, აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესების, მოკავშირეებისა და პარტნიორების დასაცავად“,- განაცხადა ბლინკენმა.

    ბლინკენი აცხადებს, რომ  აშშ სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი ამოცანაა ბირთვული თავდასხმაზე უარი ათქმევინოს და ამ მხრივ შეაკავოს სხვა სახელმწიფოები, ვისაც მსგავსი იარაღი აქვს.

  • პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 41 170;
    • ტანკი – 1 768;
    • ჯავშანტექნიკა – 4 014;
    • საარტილერიო სისტემა – 936;
    • სარაკეტო სისტემა – 259;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 191;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 739;
    • საკრუიზო რაკეტები – 174;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 914;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 82.
  • VKontakte-ში მედვედევმა დაწერა და შემდეგ წაშალა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

    რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში გაჩნდა დმიტრი მედვედევის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს. პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად.

    “არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება.

    ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს”, – ეწერა პოსტში.