Category: სლაიდერი

  • მივმართე პრემიერს განიხილოს – ზელენსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების პეტიციაზე

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  ელექტრონულ პეტიციას, სახელად ”ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას” გამოეხმაურა.  ზელენსკიმ პრემიერმინისტრს მიმართა, რათა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე პეტიცია განიხილოს.

    პეტიციას, რომელიც 2022 წლის 6 ივნისს წარადგინეს, 25 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

    “მადლობა ყველას, ვინც პეტიციას შეუერთდა, სამოქალაქო აქტიურობისთვის”, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

    ზელენსკი აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება.

    “უკრაინის ოჯახის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ოჯახი საზოგადოების პირველი და ძირითადი ერთეულია. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად თანაცხოვრობენ, დაკავშირებულნი არიან საერთო ცხოვრებით, აქვთ საერთო ვალდებულებები და უფლებები. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ქორწინება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში უკრაინის კონსტიტუცია ვერ შეიცვლება”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი

  • ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც კოვიდი ადრე გადატანილი არ ჰქონდა – ბუწაშვილი

    დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი“,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს:

    – გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული “ენტეროვირუსი”, სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს.

    – ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ.

    – მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ.

    – ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო.

    – სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე.

    – c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება.

    – D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს.

    – სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა „ტალღებს“ გადარჩენილი სეგმენტი“,- წერს ბუწაშვილი.

  • ჩინეთი „მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს“ იწყებს

    ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, პეკინმა მიიღო გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანოს.

    ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, ჩინეთი გეგმავს „მიზანმიმართული სამხედრო ოპერაციების“ დაწყებას. თუმცა უწყება არ განმარტავს რას მოიცავს ეს ოპერაციები. პეკინი ასევე აცხადებს, რომ ჩაატარებს აღმოსავლეთ სარდლობის საგანგებო წვრთნებს, თუმცა არ საუბრობს იმაზე, არის თუ არა “სამხედრო ოპერაციები” ამ წვრთნების ნაწილი.

    სამშაბათ საღამოდან, წვრთნები, რომელიც საჰაერო და საზღვაო მანევრებს მოიცავს, ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით გაიმართება. აქამდე, სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს თქმით, მანეევრები ტაივანი გარშემო 4-დან 7 აგვისტომდე უნდა გამართულიყო.

    ოფიციალური განცხადებით ტაივანის სრუტედან გრძელი რადიუსის რაკეტების საცდელი გაშვებაც მოხდება. მანამდე პეკინმა, სანამ სპიკერის თვითმფრინავი ტაიპეიში დაეშვებოდა, ჩინეთ-ტაივანის სტრუტის თავზე ავიამოიერიშეები გაგზავნა, რომლებმაც მანევრები შეასრულეს.

    წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი პარალელურად, რეგიონში 4 ამერიკული სამხედრო გემია განთავსებული. მათ შორის ავიამზიდი USS Ronald Reagan და ამფიბიური თავდასხმის გემი, USS Tripoli.

    „მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რუტინული განლაგებაა,“- ამბობს ამერიკის საზღვაო ძალების წარმომადგენელი, რომელმაც სააგენტო „როიტერს“ ინფორმაცია ანონიმურობის დაცვით მიაწოდა.

    ჩინეთი ტაივანს, რომელიც თვითმმართველი დემოკრატიაა, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინის გაფრთხილებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის მხრიდან ამერიკის დაშინებას.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო – გალერი მედვედევზე

    “ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი Vkontakte-ში გავრცელებულ დიმიტრი მედვედევის პოსტს, სადაც ის აცხადებს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში”.

    ”ბოლო დასავლელებიც უნდა შეეშვან ამ რუსულ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობებში დაბრუნების ილუზიებს, როცა მედვედევის საუბარს უსმენენ, რომ ყაზახეთი და საქართველო ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია კოლონიური საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო. აღარასდროს!” – აცხადებს გალერი.

  • “უნდა იქნას მიღებული ზომები საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლისთვის“–ლელოს განცხადება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

    პოლიტიკური გაერთიანება ლელო განცხადებას ავრცელებს და რუსეთის ფედერაციის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. პარტია დროული ზომების მიღებას ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის გასაკონტროლებლად:

    “ლელო”, უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან.

    განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა. ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთი შეჭრისა და მიმიდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

    აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოდ.

    არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.

    ·       შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი  ქვეყნების მოქალაქეები).

    ·       დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ)

    ·       30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის მოხდეს ვიზების გაცემა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

  • თუ რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებლად ცნობთ, დიპლომატიურ კავშირს გავწყვეტთ – ზახაროვა აშშ-ს მიმართავს

    “ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება უკუქმედებას განაპირობებს და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა იყოს. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”

    აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.

  • გუდაურში დაღუპული მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს

    გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

    დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები და დაღუპულთა თანამშრომლები.
    შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის” დაჯილდოვდნენ.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ.

    გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე დაჯილდოვდნენ მედლით – “სამოქალაქო თავდადებისათვის”.

  • სხვების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ვერ შეასრულე არ არის ევროპული საქციელი – ევროკომისიის პრესსპიკერი “ოცნებაზე”

    სხვების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ვერ შეასრულე არ არის ევროპული საქციელი –  ამის შესახებ “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო საუბრობს.

    ”პრიორიტეტები ფორმულირებულია ძალიან მკაფიოდ, ეს არის 12 პრიორიტეტი და ჩვენ ბრიუსელში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მოველით, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი ამას კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით მიუდგება. ევროპულმა ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი მომდევნო ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება. მათ არ უთქვამთ, რომ ერთი ან ორი პირობა უნდა შესრულდეს, მათ თქვეს, რომ ყველა პირობა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ანუ, აქ უფრო მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი პრიორიტეტები არ არსებობს. ყველა უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ყველაფერი შესრულდეს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად. ეს ეხება დეოლიგარქიზაციასაც. აქ ახალი არაფერია. ეს საკითხი ჩადებული იყო ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში. […] სხვების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ვერ შეასრულე და შენი ამბიციები ვერ გაამართლე, არ არის ევროპული საქციელი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკომისიის გადაწყვეტილების სისწორეს, რომ კიდევ დაიცადოს, სანამ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. კანდიდატის სტატუსის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ქვეყანას შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს, იქცევა და ცხოვრობს ევროპული ინტერესებისა, ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. თუ შენ ევროკაბშირის ელჩს ან სხვა ვინმეს აბრალებ იმას, რაც შენი გასაკეთებელი იყო და არ გააკეთე, ეს ნამდვილად არ არის ევროპული საქციელი.

    მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება და კმაყოფილი ნამდვილად არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ აწ უკვე ყოფილ ელჩ ჰარცელს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია, რომ საქართველოს დახმარებოდა წინსვლაში ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ყოფილ, ასევე ახალ ელჩს იმიტომ რომ ისინი საქართველოში ევროკავშირის სახელით არიან. ისინი ხელს უწყობენ ევროკავშირის პოლიტიკის გატარებას, რადგან ეს არის საუკეთესო გზა, რომ საქართველოს დავეხმაროთ მისი ხალხის უკეთესო ცხოვრების უზრუნველყოფაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩის კრიტიკას იმის გამო, რომ საქართველომ თავად ვერ შეასრულა ის, რასაც მისგან მოელოდნენ”, -ამბობს სტანო.

  • ყალბიც რომ იყოს, ეს ის სულისკვეთებაა, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს – ბოკერია მედვედევზე

    ყალბიც რომ იყოს, ეს ის სულისკვეთებაა, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს – ბოკერია მედვედევზე

    “ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, შეკრულია ეს ყველაფერი, რეალურად ეს არის ის სულისკვეთება, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფროობისა და არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს”.

    ასე ეხმაურება, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს, რომელიც Vkontakte-ში გამოქვეყნდა და შემდეგ წაიშალა.

  • რუსებთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას – არახამია მედვედევზე

    რუსებთან მეგობრობა არ იძლევა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტიას –  ასე ეხმაურება, ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს, რომელიც Vkontakte-ში გამოქვეყნდა და შემდეგ წაიშალა.

    “რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლება, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ საქართველოს იქნება შემდეგი. მოსკოვში ამას აღარ მალავენ.

    დმიტრი მედვედევის პოსტი პოსტი რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა მისი ე.წ. სქრინშოტები ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.მედვედევის პოსტში ეწერა, რომ რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ და რომ ახალ ლაშქრობებში წავლენ სამშობლოს საზღვრების აღსადგენად.

    “არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება.

    ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს”, – ეწერა პოსტში. 

    ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ წახვიდე ევროპისკენ და არ აღმოჩნდე რუსი აგრესორის კლანჭებში”.- წერს არახამია.