Category: სლაიდერი

  • პროკურატურა სასამართლოს ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს

    გენერალური პროკურატურა „ლელოს“ ლიდერების მიმართ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

    აღნიშნულზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

    “პროკურატურა სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართავს” – განაცხადა გვარაკიძემ.

    შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

    გვარაკიძის განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად შეცვლას და სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

  • პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოპოზიციის ლიდერების – მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    ”საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
    უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.
    გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.
     2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.
     გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.
     პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთა მიმართ. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. ,,რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.
     2024 წლის 28 ნოემბერს, ლიდერების მოწოდებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება გაგრძელდა 6 დღის მანძილზე. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.
     აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან.
     ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე.
    პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
    საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”. – აცხადებს პროკურატურა.
  • სპარის თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჯაკო ჩარკვიანი

    თბილისში, სპარის თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა ჯაკო ჩარკვიანი.  მათივე ცნობით, დაკავებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს.

    ამ საქმეზე ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი 5 ნოემბერს დააკავეს.

    “დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომლებს – 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს -1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამასთან, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

    მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ანტიამერიკული ოცნება აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის წვდომას “შუა დერეფნის” მინერალებზე..პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას  – უილსონი

    ანტიამერიკული ოცნება აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის წვდომას “შუა დერეფნის” მინერალებზე..პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას – უილსონი

    “მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ძალისხმევის, რომელიც კრიტიკული მინერალების მიწოდების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების აღმოფხვრისკენ არის მიმართული. თუმცა, სამწუხაროდ, აგრესიულად ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ აშშ-ის საპორტო და სახმელეთო წვდომას “შუა დერეფნის” მინერალებზე – იგი საკუთარ პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და დევნის სანდო ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ,”

    წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ზე.

  • ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში დაგვანახეს სამარცხვინო უმადურობა – პაპუაშვილი

    ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში დაგვანახეს სამარცხვინო უმადურობა – პაპუაშვილი

    „ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას ქართველებმა არ უნდა დავივიწყოთ ის სამარცხვინო უმადურობა, რომელიც ანგარიშით დაგვანახეს – “საქართველო სისტემატურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს.”რამხელა უმადურობაა ამ ტყუილში, მაშინ, როდესაც, ომის დაწყებიდან, 1000-ზე მეტ რეზოლუციას, დეკლარაციას, ინიციატივას და ა.შ. დავუჭირეთ მხარი“,

    სე ეხმაურება ”ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.

  • “დაიცავით ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ანტიამერიკული ქმედებების ახალი ტალღის ფარგლებში“–სენატორები აშშ–ს სახელმწიფო მდივანს

    აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა წევრებმა წერილით მიმართეს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რათა მან გამოიყენოს ყველა არსებული ბერკეტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკის თანამშრომლებზე თავდასხმების შესაჩერებლად.

    წერილში, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები ჯინ შაჰინი, როჯერ ვიკერი, შელდონ უაითჰაუსი, ჯონ კერტისი და კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი, აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები — თითქოს აშშ რევოლუციას ამზადებდა საქართველოში — წარმოადგენს მცდარ და სახიფათო ბრალდებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის USAID-ის ყოფილ ადგილობრივ თანამშრომლებს.

    სენატორები მოუწოდებენ სახელმწიფო დეპარტამენტს, მოითხოვოს საქართველოს მთავრობისგან ამ ცრუ ბრალდებების საჯარო უარყოფა და უზრუნველყოს, რომ ამერიკის სახელით მომუშავე არც ერთი პირი არ გახდეს დევნის ან დისკრედიტაციის სამიზნე.

    წერილში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ქმედებები არღვევს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის საზიანო პრეცედენტს სხვა ქვეყნებისთვისაც. „ქართულ ოცნებას არ გამოუვლენია რეალური სურვილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ,“ — აღნიშნულია სენატორთა განცხადებაში.

     

    ამერიკის შეერთებული შტატების სენატი
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
    ვაშინგტონი, DC 20510–6225

    2025 წლის 5 ნოემბერი

    ძვირფასო სახელმწიფო მდივანო რუბიო,

    გწერთ იმ იმედით, რომ გამოიყენებთ თქვენს განკარგულებაში არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაიცვათ ყოფილი ამერიკელი თანამშრომლები, რომლებიც უსამართლოდ გახდნენ საქართველოს ხელისუფლების სამიზნე ანტიამერიკული ქმედებების ახალი ტალღის ფარგლებში.

    “ქართული ოცნების “ ხელმძღვანელობით მოქმედი ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ სურს ურთიერთობების აღდგენა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა მათი ქმედებები და განცხადებები საპირისპიროს ამტკიცებს.

    გთხოვთ, მოითხოვოთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ ყოფილი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თანამშრომლები (Foreign Service Nationals — FSNs) და სხვა პირები, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ს სახელით, არ გახდებიან თავდასხმის ან დისკრედიტაციის სამიზნე.

    2025 წლის 1 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ შეერთებული შტატების მთავრობა დაადანაშაულა რევოლუციის ორგანიზებაში, თითქოს ის ადგილობრივ თანამშრომლებს უხდიდა თანხებს — რაც სინამდვილეში იყო კანონით გათვალისწინებული პენსიის გადახდა აშშ-ს თანამშრომლებისთვის  სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ.

    მდინარაძის განცხადებები ქართული ოცნების პოლიტიკოსებმაც გაიმეორეს.
    ეს მცდარი ინტერპრეტაცია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ თანამშრომლებს და აჩვენებს მნიშვნელოვან ფაქტს: „ქართული ოცნება“ რეალურად არ ცდილობს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.

    მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 6 ოქტომბერს  საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრის მოთხოვნაზე ამ საკითხის განსახილველად.ასევე მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას , ოფიციალურად და საჯაროდ უარყოს ეს ცილისმწამებლური განცხადებები.

    მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უპასუხოს ამ ნარატივს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ს თანამშრომლებს საქართველოში და ქმნის საშიშ პრეცედენტს სხვა ქვეყნებისათვისაც.ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, აირჩიოს ნაყოფიერი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა აშშ-სთან,  და შეწყვიტოს ამერიკელი პარტნიორების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

    შეერთებული შტატების მთავრობა დიდწილად ეყრდნობა ადგილობრივ თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ სახელმწიფო უწყებებისა და სააგენტოების დავალებებს.თუ ჩვენ  არ დავიცავთ ამ ადამიანებს უცხო ქვეყნების ხელისუფლების თავდასხმებისგან, ამას ექნება მძიმე შედეგი — შეიზღუდება ჩვენი შესაძლებლობა, დავიქირავოთ კვალიფიციური კადრები და განხორციელდეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა მთელ მსოფლიოში.

    გთხოვთ, მკაფიოდ დაგმოთ ეს თავდასხმები და უზრუნველყოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ადგილობრივი თანამშრომლების დასაცავად, რომლებიც მუშაობენ შეერთებული შტატების სახელით –სადაც არ უნდა წარმოიშვას ასეთი საფრთხე.

    პატივისცემით,

    სენატორი ჯინ შაჰინი (Jeanne Shaheen)
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი

    სენატორი შელდონ უაითჰაუსი (Sheldon Whitehouse)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წამყვანი წევრი

    სენატორი როჯერ ვიკერი (Roger Wicker)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე

    სენატორი ჯონ კერტისი (John Curtis)
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი

    წარმომადგენელი ჯო უილსონი (Joe Wilson)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარე

    წარმომადგენელი სტივ კოენი (Steve Cohen)
    ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის წამყვანი წევრი

  • ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია – ელენე ხოშტარია

    ევროკავშირის შეფასება ქართული ოცნებისთვის სამარცხვინო განაჩენია – ელენე ხოშტარია

    ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე, პრაქტიკულად, გაანადგურა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, რომლისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის მუდმივად ღია ვერ იქნება. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით შევძლებთ. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს ჩვენთვის თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ, რომ ის რუსებს ჩავაბაროთ.

    ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!

    ციხიდან გამოგზავნილ წერილში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია.

     

  • პოეტ პაატა შამუგიას 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    სასამართლომ პოეტი, პაატა შამუგია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

    პაატა შამუგია პოლიციამ გუშინ, მეტრო “თავისუფლების მოედანთან” დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შამუგიას “გზის ხელოვნურად” გადაკეტვას ედავებოდა.

  • დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

    დასანანია ამ მასშტაბის უსამართლობა, ფაქტების დამახინჯება – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

    “ძალიან დასანანია, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექმნება და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ევროკავშირის რეპუტაციასაც.

    სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა, როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ისე, ზოგადად ევროკავშირის მიმართ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება ევროკავშირში და სამართლიანობა იქნება ის პრინციპი, მომავალში რითაც იხელმძღვანელებენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. თუმცა, დღეს ეს ასე არ არის და ამისი საუკეთესო გამოხატულებაა ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა.

    იგივე, როცა საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, და ამასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ გამოხატულ შფოთვაზე, ჩვენ არ გვახსენდება უკრაინის შეშფოთებული პოზიცია მოლდოვასთან, ან სხვა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, რომელიც ასევე არ მიუერთდა სანქციებს.ეს ყველაფერი ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში”.

    განაცხადა ამის შესახებ “ქართული ოცნების პრემიერ-მინოსტრმა, ირაკლი კობახიძემ.

  • ევროკომისიის ანგარიში ტყუილია – გორდულაძე

    ეს განცხადებები მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ როგორმე, საქართველოში არეულობა გამოიწვიონ და ჩვენი ქვეყნის სათავეში მათი მოსაწონი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ევრობიუროკრატიის, შესაბამისად მათი პატრონების, იმ დიდი “დიფსთეითის” დაკრულზე იცეკვებს […]

    არაფერი განსხვავებული არ არის, რაც ჩვენ წლების განმავლობაში არ გვინახავს. არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, მათ შორის, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.