Category: სლაიდერი

  • უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურა – პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა

    წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.ინფორმაციას  გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის თანდასწრებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ასევე არასრულწლოვანი გააუპატიურა” – წერია განცხადებაში

    დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • კახეთში აღვკვეთეთ შეკვეთილი მკვლელობა – შსს-მ 18 წლის ბიჭი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შსს-სა და სუს-ის ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს – დაკავებულია 18 წლის მოქალაქე.

    “კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ  ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი  კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა  ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.

    ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა  შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

    მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია   “მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.

    დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა  დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.

    გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე  და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით,  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება” – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

  • „გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან, მდინარაძიანად! „ოცნებას“ ეგენი აყირავებენ” – მანჩო გიორგობიანი

    “ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე მანჩო გიორგობიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა- გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

    ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ეკიპირება სასამართლოში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მოხდა, სადაც მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

    • “ათი წელი არ ავმდგარვარ საწოლიდან, რაც ჩემი შვილი მოკვდა და ახლა ციხის შემეშინდება?.. ყველაფერზე თანახმა ვარ, ყველაფერია კამერებზე… ყველაფერს მოვაწერე ხელი,” — განაცხადა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე (ტექსტი “რადიო თავისუფლება”)

    პროკურორი გიორგი დოლაკიძე  გიორგობიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით. აცხადებს ასევე რომ მაღალია მანჩო გიორგობიანის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

    • „შესაძლოა მივიღოთ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებები მანანა გიორგობიანის მხრიდან, არსებობს შურისძიების საფრთხე დაზარალებულებზე, მითუმეტეს, რომ ისინი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მუშაობენ ისევ“, — განმარტავს პროკურორი.

    “რადიო თავისუფლების” ცნობით, სასამართლო პროცესის დატოვებისას, გიორგობიანმა დარბაზში დაიძახა — “გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან მამუკა მდინარაძიანად, ეგენი აყირავებენ “ოცნებას”, მე მაგას არ დავუშვებ”.

  • ”ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა..გვაქვს საერთო ღირებულებები ” – ირაკლი კობახიძე

    ”ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა..გვაქვს საერთო ღირებულებები ” – ირაკლი კობახიძე

    ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია.

    ირანთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მაგრამ ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ირანთან და ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. იგივეა სხვა ქვეყნებთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან, რომლებსაც იგივე პოზიცია აქვთ, ისინიც ცდილობენ, განავითარონ პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.

    კიდევ ერთხელ, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.

    ამბობს,  ირაკლი კობახიძე TRT WORLD-თან ინტერვიუში.

  • შევწყვიტოთ უცხოეთში ცალ-ცალკე სიარული, ვიაროთ ერთად, საკუთარი თავის კასტინგი კი არაა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია – სააკაშვილი

    შევწყვიტოთ უცხოეთში ცალ-ცალკე სიარული, ვიაროთ ერთად, საკუთარი თავის კასტინგი კი არაა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია – სააკაშვილი

    „1) უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, უნდა ვიაროთ ყველამ ერთად და გამოვიდეთ ერთი ფრონტით. ცალ-ცალკე სიარული ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე.

    2) უნდა შევწყვიტოთ ქართულ ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთის ჩაჩეხვა. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ფულს იყენებს თავისი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად და სხვების ჩასაჩექმად. ეს აზიანებს საერთო საქმეს.

    3) უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე. გუშინ, ერთი ტელეწამყვანი ამტკიცებდა, რომ მე სხვა ოპოზიციონერებს „გაყიდულები“ ვუწოდე. ეს არის სრული სიცრუე. ჯერ ერთი, ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია და მეორე, შეიძლება პრეტენზიები მქონდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები წარსულში არასწორად არჩევდნენ ალიანსებს, ცუდი აქტორების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგრამ ამას დღეს ჩვენი საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი საერთო მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ამ მიმართულებით, გამარჯვებამდე. ძალა ერთობაშია!“

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

     

  • დამნაშავეები არიან დონორები, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა ტრანზაქციას – პაპუაშვილი

    დამნაშავეები არიან დონორები, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა ტრანზაქციას – პაპუაშვილი

    “ის, რომ ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ასეთ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს, ნებისმიერ ასეთ თანხის ნაკადის მოძრაობას ქართველი ხალხი უყურებს ეჭვით. ეს არის სწორედ ევროკავშირის ელჩის, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების და დონორების დამსახურება, რომ ისე გაიფუჭეს სახელი, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია ქართველ ხალხში განგაშს იწვევს, ხომ არ არის ეს რაიმე თანხები, რაც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანა ზუსტად ესაა და მაგიტომაც ვერ შედგა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომ ეს გარედან იყო მხარდაჭერილი, იმიტომაც ვერ შედგა რამდენიმე წინასწარ დაანონსებული რევოლუცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ ტრანზაქციებს”.

    ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი მანიპულაციას და დეზინფორმაციას უწოდებს, აშშ-ს კონგრესმენების მიმართვას სახელმწიფო მდივან მარკო რუბისათვის, რომ ოცნების “ანტიამერიკულ” რიტორიკაზე საპასუხო ზომები მიიღოს.

  • მანჩო გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    ქართული ოცნების მხარდამჭერს, მანჩო გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა  გამოაცხადა.

    ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ადვოკატი გიორგიბიანის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

    საამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და გიორგობიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

  • 157 906 ლარის უკანონოდ მითვისებისთვის ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს გირაო შეეფარდა

    157 906 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და 2019-2024 წლებში როგორც საკუთარ, ასევე ახლობლის საბანკო ანგარიშებზე თანამდებობრივი სარგოს, მივლინებისა და სხვა დანიშნულებებით, ზედმეტად ჩარიცხა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 157 906 ლარი, რის შედეგადაც ფოთის მერიას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

    პროკურატურის თანახმად, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ბახმაროში კოტეჯის უკანონოდ მშენებლობის გამო 2 პირი დააკავეს

    კურორტ ბახმაროში დიდი ოდენობით თაღლითობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეს კურორტზე კოტეჯის უკანონოდ აშენებას დაჰპირდა, რისთვისაც გარკვეული თანხა გამოართვა. ბრალდებული ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილესთან მივიდა და თანხის სანაცვლოდ, მშენებლობის მფარველობა შესთავაზა. ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ აღნიშნულზე უარი თქვა, თუმცა შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

    გამოძიება სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის პირველი ნაწილიც მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის წინასა გადაცემა.

    მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა. 2025 წლის 6 ნოემბერს მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქემ მოთხოვნილი 11 000 დოლარიდან, ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 დოლარი.

    თანხის გადაცემის შემდეგ, ბრალდებული შეხვდა ააიპ კურორტ ბახმაროს ბრალდებულის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზევე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, თანხის ნაწილის  გადაცემა, თუმცა ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება.

    მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ ააიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში – უილსონი ”ქართულ ოცნებაზე”

    ქართული ოცნების სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია. ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ

    წერს ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ქართულმა ოცნებამ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.