Category: სლაიდერი

  • დააკავეს მოქალაქე, რომელმაც რიყეზე, ერთ-ერთ ბარში, 6 ადამიანი დაჭრა

    დააკავეს მოქალაქე, რომელმაც რიყეზე, ერთ-ერთ ბარში, 6 ადამიანი დაჭრა

    დააკავეს მოქალაქე, რომელმაც 7 აგვისტოს, რიყეზე ერთ-ერთ ბარში დაცვის 5 თანამშრომელი და მათი ერთი მეგობარი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

    პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს”- ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინაში პირველი “გეპარდები“ ჩავიდა

    უკრაინაში გერმანიიდან თვითმავალი საზენიტო დანადგარ “გეპარდის“ პირველი სამი ერთეული ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადეს.

    მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი მეზენიტეები ამ მანქანების მართვისთვის სწავლებას გადიოდნენ გერმანიაში.

    “გეპარდები“ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს– ამბობენ ექსპერტები.

  • 2008 წლამდე რუსული ჯარი ოკუპირებულ რეგიონებში სამშვიდობოების სტატუსით იდგა – მათიკაშვილი

    2008 წლამდე რუსული ჯარი ოკუპირებულ რეგიონებში სამშვიდობოების სტატუსით იდგა “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი Facebook სტატუსით ხსნის, რატომ დაწერა ღარიბაშვილმა 14-წლიან ოკუპაციაზე .

    “ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო. კამპანიის ავტორებს, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი თემების ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვთ, რადგან:

    სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ორი წლის წინ მოვიგეთ, სხვა საკითხებთან ერთად ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე. ამით საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას.

    გარდა იურიდიული მტკიცებულებისა, ფაქტობრივი მოცემულობა იყო ის, რომ:

    მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში სამწუხაროდ სამშვიდობოების სტატუსით იდგა და რაც მთავარია, გაეროს მანდატით!

    ამიტომ, სანამ მორიგ მავნებლურ და ფეიკკამპანიას დააორგანიზებენ, ცუდი არ იქნება ცოტა მეტი წიკითხონ ან გაიგონ საკუთარი ქვეყნის უახლეს ისტორიაზე”. – თქვა ქართული ოცნების წევრმა.

  • აეკრძალოთ რუსებს უკრაინაში შემოსვლა შემდეგი 50 წლით–პეტიცია ზელენსკის სახელზე

    უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსთის ყველა მოქალაქისთვის შემდეგი 50 წლის მანძილზე უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციამ უკვე მოაგროვა 25 ათასი ხელმომწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვალდებულია ეს წინადადება განიხილოს.

    პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ რუსეთთან ომი უკვე 8 წელია გრძელდება:

    “სამწუხაროდ ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დაცვა დივერსანტებისგან, აგენტურისგან და მტრის სამიზნეების მაკორექტირებლებისგან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში იყვნენ რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო. ამის საფასური ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლით გადავიხადეთ“– ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

    ავტორები გამოდიან წინადადებით, უკრაინაში ყველა რუსისთვის სრულად აიკრძალოს შესვლა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შემდეგი 50 წლის განმავლობაში.

    პეტიციის ავტორების აზრით გამონაკლისი შეიძლება ის ადამიანები იყვნენ, ვინც რუსეთ–უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

  • ოკუპანტებმა უკრაინაში 27 203 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს – პროკურატურა

    უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყების დღიდან რუსმა ოკუპანტებმა 27 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.  დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების – 26 190 დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების – 73, ომის პროპაგანდის – 28 დარღვევა და სხვა ტიპის დანაშაული – 912.

    ასევე პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  დარეგისტრირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 12 724 დანაშაული, საიდანაც 8 783 ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას, 1 525 – სახელმწიფო ღალატს, 1 800 – თანამშრომლობას, 113 – აგრესორ სახელმწიფოს დახმარებას, 64 – დივერსიას და 439 სხვა დანაშაულს.

  • უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების დისლოკაციის პუნქტებს დაარტყეს. განადგურებულია 100-ზე მეტი ოკუპანტი

    დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „მელიტოპოლის სხვადასხვა ნაწილში მაღალი სიზუსტის HIMARS-ის რაკეტებით საოკუპაციო ძალების დროებითი განლაგების პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს“, – აცხადებს ივან ფიოდოროვი.

    მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა.

    „100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა,  კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო“ – ამბობს მერი.

    მელიტოპოლი რუსებმა ომის დაწყების პირველ დღეებშივე დაიკავეს. ფიოდოროვი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით კი რუს სამხედროებში გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.

  • ღარიბაშვილი: 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული რუსეთის მიერ ოკუპირებულია

    ღარიბაშვილი: 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული რუსეთის მიერ ოკუპირებულია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-14 წლისთავზე “ფეისბუკზე” წერს, რომ აუცილებლად აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამავე პოსტში ის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.

    Facebook-ზე პოსტი საქართველოს დროით 8 აგვისტოს, 00:01 საათზე დაიდო.

    “14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული – სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

    ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.

    ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – საქართველო გაერთიანდება!” – წერს ღარიბაშვილი.

  • რუსეთის სამხედრო ოკუპაცია უნდა დასრულდეს–გახარია

    საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთის საქართველოზე თავდასხმის 14 წლისთავთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს:

    “14 წლის წინ საქართველო გახდა რუსული აგრესიული რევანშიზმის პირველი მსხვერპლი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ იქნება. რუსეთის სამხედრო ოკუპაცია უნდა დასრულდეს და კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.“–წერს გახარია.

  • რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მისი რესურსების 50% უკვე გამოიყენა–კურტ ვოლკერი

    რუსეთის ფედერაციამ  უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე მისი გაწვრთნილი სამხედროების და იარაღის ნახევარი უკვე დახარჯა. ამის გამო მისი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად არის შემცირებული.

    ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

    “მათი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად შემცირდა. ეს კარგია, მაგრამ ახლა დაიწყეს ნაკლებად ზუსტი იარაღის გამოყენება და უფრო მეტად ხვდება მათი რაკეტები სამოქალაქო ობიექტებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი ნაკლებად არტყამენ მიზანში და ვერ ბომბავენ სამხედრო ობიექტებს, ამიტომაც მათი შესაძლებლობები მცირდება“– ამბობს ვოლკერი.

    გარდა ამისა, მისი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას, კერძოდ დიქტატორ პუტნს არ აქვს სურვილი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, რადგან ამან რუსეთში შესაძლოა სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

    პუტინმა ისედაც ბევრი ხალხი მოაგროვა რეგიონებიდან უკრაინაში ომისთვის. მოსკოვის, პიტერის და საზღვრისპირა რეგიონებისთვის კი ფაქტიურად ხელი არ უხლია, რათა შეექმნა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება, ეს მას ახალ პრობლემებს შეუქმნის“– დასძინა ვოკლერმა.

  • კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები-ბლინკენი

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

    ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.

    „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – დაწერა ენტონი ბლინკენმა.