Category: სლაიდერი

  • Washington Post: ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსებს მათ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ

    რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინაში იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, განაცხადა Washington Post–თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა:

    “ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, ეს იქნება საზღვრების ჩაკეტვა, იმიტომ რომ რუსები სხვის ტერიტორიებს იპყრობენ“–თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა საკუთარ სამობლოში უნდა იცხოვრონ, სანამ საკუთარ მიდგომას არ შეცვლიან.

    კრიტიკოსები თვლიან, რომ მსგავსი აკრძალვა უსამართლო იქნება იმ რუსების მიმართ, ვინც ქვეყნიდან პუტინის პოლიტიკასის მიუღებლობის გამო წავიდა. ასეთი ომის დაწყებიდან ათეულობით ათასი ადამიანია.

    “როგორ რუსზეც არ უნდა იყოს საუბარი, გაუშვით ისინი უკან რუსეთში. მაშინ მიხვდებიან, მაშინ იტყვიან: ჩვენ არ გვაქვს არანაირი კავშირი ამ ომთან. მთელი ერი ვერ იქნება პასუხისმგებელი, ასე არ არის? შეიძლება. მაგრამ სწორედ ამ ხალხმა აირჩია ასეთი ხელისუფლება და არ ებრძვის მას, არ ეკამათება, არ ეწინააღმდეგება.“– ამბობს ზელენსკი.

    მის წინა ინტერვიუებში ზელენსკი ამბობდა, რომ დაკარგა ემოციური დამოკიდებულება რუსი ხალხის მიმართ, თუმცა მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სამართლიანობის და უკრაინის მხარეს არის, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომელთაგან ბევრმა რუსეთი დატოვა.

  • ეროვნული მუზეუმიდან წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციას მოსარჩელის უფლებადამცველი ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს. გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

    “სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა”. – წერს SJC.

    დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი გათავისუფლებების მსხვერპლი გახდნენ.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    • ჯარისკაცი – დაახლოებით  42 640;
    • ტანკი – 1 817;
    • ჯავშანტექნიკა – 4 076;
    • საარტილერიო სისტემა – 964;
    • სარაკეტო სისტემა – 261;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 133;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 193;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 757;
    • საკრუიზო რაკეტები – 185;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 998;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 87
  • 2008 წელს “დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა,“- ბენ ჰოჯესი

    აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა.

    ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.

    „უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას,“- ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

    თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს, მისი აზრით ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან.

    „დროა საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესააძლებლობები. სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? – მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს,“- ამბობს ჰოჯესი.

    დასავლეთში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ისეთი განცხადებები, სადაც მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო ხაზი ივლება, ამ დროს კი პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები აგრძელებენ დასავლელი ლიდერების კრიტიკას. მმართველი პარტიის წევრების რიტორიკას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს ანალიტიკოსები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ეს რიტორიკა საქართველოს აზარალებს.

    ამერიკელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ტაქტიკიდან გამომდინარე, აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა. ანალიტიკოსი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ „საქართველო პირველადი სამიზნე არ არის“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • შეერთებული შტატები ვერ იტყვის ივანიშვილზე არის თუ არა ოლიგარქი, ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს-კელი დეგნანი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გასცა პირდაპირი პასუხი კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და თქვა, რომ ამ კითხვას პასუხი ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს.

    “შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ვინმე სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე, არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან მსგავს გამოწვევას. თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად” – ასე უპასუხა მან ჟურნალისტ სოფო ზურაბიანის კითხვას ივანიშვილის შესახებ. ამავე ინტერვიუში ელჩმა თქვა, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის მარტში გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის სანქცირებაზე ან ფინანსურ გარიგებაზე, რაც შეიძლება მას მიეჩნია შანტაჟად ან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად.

  • თუ რუსეთს უკრაინის დაშინების უფლება მიეცემა, ეს სეზონს მთელ მსოფლიოში გახსნის – ბლინკენი

    „თუ ჩვენ საშუალებას მივცემთ დიდ ქვეყანას დააბულინგოს პატარა ქვეყანა, მარტივად შეიჭრას მასში და მიითვისოს მისი ტერიტორიები, ამით სეზონი გაიხსნება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“

    ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა,  სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • დღეს რუსების მიერ გასროლილი ყველა “კალიბრის” რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინა

    დღეს რუსების მიერ გასროლილი ყველა “კალიბრის” რაკეტა ჩამოვაგდეთ – ამის შესახებ, ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებს. რუსებმა უკრაინას შავი ზღვიდან ოთხი “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, რომელთა განადგურებაც უკრაინელებმა მოახერხეს.

    “დღეს, 8 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე სამხრეთიდან, ოკუპანტებმა შავი ზღვიდან “კალიბრის” ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვამ ყველა რაკეტა ჩამოაგდო”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან – კოლომინა

    “NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან ” – ამის შესახებ,  NATO-ის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა Twitter-ზე წერს.

    “როგორც მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და მოვალეობები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან”,- წერს კოლომინა. 

  • თბილისში 15 ქუჩას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

    თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. აღნიშნული ინიციატივა დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ამ ეტაპზე, 15 გეოგრაფიული ობიექტის სახელდება განხორციელდება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება; საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა; ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება. ამავე ომში გარდაცვლილი ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება კი სამგორის რაიონში განხორციელდება.

    როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, თუმცა ამავდროულად იგი გმირობასა და თავდადებასთან ასოცირდება. მისივე თქმით, საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.

  • უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

    უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ეჟელი სახელმწიფო ღალატის საქმეში ეჭვმიტანილია.

    საქმე ეხება 2010 წლის ხარკოვის შეთანხმებებს,  რომლის მიხედვით  რუსეთის შეიარაღებული ძალების შავი ზღვის ფლოტის ყოფნა ყირიმში 2042 წლამდე გაგრძელდა, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

    ეჟელი ეჭვმიტანილია უკრაინის ნაციონალური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში.

    ამ საქმეში ფიგურანტია კიდევ ორი მინისტრი, რომლებიც ხარკოვის შეთანხმებებთან არიან დაკავშირებული. შეთანხმებებს ხელს ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი აწერს.

    ეჟელი ბელორუსში ცხოვრობს და დევნილის სტატუსი აქვს. ის კიდევ ბევრი სხვა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და უკრაინაში მასზე ძებნაა გამოცხადებული.