Category: სლაიდერი

  • ნოდარ ჯავახიშვილი შესაძლოა აუდიტის სამსახურის უფროსი გახდეს–ფორმულა

    ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, შესაძლოა, ნოდარ ჯავახიშვილი სახელწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი გახდეს.

    ნოდარ ჯავახიშვილი 1993-1998 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუს ხელმძღვანელობდა, 2015-2016 წლებში კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გახდა.

    აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურება. ქართუს ყოფილი პრეზიდენტი და ექსმინისტრი ჯერჯერობით სამსახურის უფროსის მოადგილეა.

    აუდიტის სამსახური ჯერაც რჩება უწყებად, რომელიც სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობების გადაცდომებს ამხელს. ნოდარ ჯავახიშვილის აუდიტის სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ შესაძლოა უწყებამ ასე აღარ იმუშაოს.

    საქართველოს კანონმდებლობით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს, პარლამენტი კი 76 ხმით ამტკიცებს.

  • პრეზიდენტი განმარტავს რატომ არ წარუდგინა პარლამენტს კალანდარიშვილის კანდიდატურა

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, თუ რატომ  არ წარადგინა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.

    “ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას…

    ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას…

    პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას”, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

  • პოლიციამ დაადგინა წყვილის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე საჯაროდ სექსით იყო დაკავებული

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.„– წერს პრესცენტრის თანამშრომელი.

    მთელი დღის მანძილზე საზოგადოება აქტიურად განიხილავდა მარჯანიშვილის მოედანზე გადაღებულ და სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებს, სადაც ასახულია შიშველი ქალის და მამაკაცის სექსი ქუჩაში, საჯარო ადგილზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი რუსები იყვნენ.

  • “მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, როგორც შეგვიძლია, მუდმივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე“–ლაშა ბუღაძე

    მწერალი ლაშა ბუღაძე რუსი ტურისტების მოზღვავებაზე საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების რეაქციებზე წერს:
    “ყველა, ვინც რუსულად ლაპარაკობს, არ არის პუტინისტი და დამპყრობელი (ნახევარი უკრაინაც რუსულად ლაპარაკობს), არც რუსი ტურისტია ეგზისტენციალური პრობლემა და მით უმეტეს არც პუტინის რუსეთიდან გამოქცეული ადამიანი, პრობლემაა რუსული 90-იანების კაცის, ივანიშვილის არსით, მენტალიტეტით და პუტინიზმთან ვალდებულებებით მიბმული მმართველობა. ანტიევროპული და ანტიქართული, ყველა მისი გამოვლინებით.
    “ქართული ოცნება” კი ბოლოს რეალურ ანტირუსულ წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს საქართველოს მოსახლეობისგან. მუდმივად გვტესტავენ და ჩვენც, საზოგადოებაც, როგორც შეგვიძლია, მუმდივად ვაბარებთ ამ ტესტს ანტირუსულობაზე – 20 ივნისით დაწყებული, უკრაინის თუ თუნდაც აგერ “დედაენის ბარის” მხარდაჭერით. ჩვენი პოლიტიკური გარუსება აქ ადვილად არავის გამოუვა. ეს ყველამ უნდა იცოდეს.“– წერს ლაშა ბუღაძე.
  • ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას თვითმფრინავებსა და ტანკებს გადასცემს

    ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას მოიერიშე სუ-25-ებს და ტანკებს გადასცემს –  ინფორმაციას ადასტურებს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. საუბარია 4 ერთეულ სუ-25-ზე, ასევე საბჭოთა T-72-ის ტიპის ტანკებზე.

    “მეგობარი გაჭირვებაში გამოიცდება.  არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა შენი ქვეყანა ან მშპ, მთავარია როგორი გული გაქვს. დღეს ბევრი ქვეყანა იჩენს უფრო მეტ გამბედაობას, ვიდრე დიდი ოცეულის ნახევარი. მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებიც უკრაინას ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებით მხარში უდგას. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

     

  • ერდოღანმა პუტინს ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. ერდოღანი აცხადებს, რომ  ახლა მნიშვნელოვანია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, რათა მხარეები სტამბულში, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ.

    “ხაზს ვუსვამ, რომ ომში გამარჯვებული არ იქნება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. ბატონ პუტინს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ  მისი ბატონთან ზელენსკის შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას ჩვენს შავი ზღვის მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას”.- აცხადებს ერდოღანი.

  • 2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს მთელი ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგზე – ფოტიგა

    2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს მთელი ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგზე – ფოტიგა

    “14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი. მხოლოდ აშშ-ის მტკიცე ერთგულებამ და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.

    დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთს აქვს ოკუპირებული.

    ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არასოდეს აღსრულებულა აგრესორი რუსეთის მიერ. ნებისყოფის, მონდომების, სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, აიძულოს კრემლი უპირობოდ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან, არის ის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს განმეორებით დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა მისი აგრესია, როგორც ამას დღეს უკრაინაში აკეთებს.

    ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას, რომ საქართველომ შეძლოს, სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ეკუთვნის”,

    ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, რუსეთ-საქართველოს შორის ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • “მოულოდნელი იყო” – პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კალანდარიშვილი არ წარადგინა

    “მოულოდნელი იყო” – ასე ეხმაურება, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი  საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ამავე თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

    • „გარკვეულწილად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნობია იმ გარემოებების და მოტივების შესახებ, რაც საფუძვლად დაედო ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორჯერ უკვე ვიყავი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი. ამასთან, ერთწლიანი საქმიანობის ფონზე ჩვენ გვაქვს პროგრესი ადმინისტრაციის საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წინსვლა. ჩემთვის გაუგებარი მოტივების შესახებ, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა განმარტებები, რომელიც ადმინისტრაციას ამ მიმართულებით ექნება, თუ ასეთი იარსებებს. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უმაღლესი სტანდარტი დავადგინეთ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გარკვეულწილად მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გაკეთდა. ალბათ, იქნება შესაბამისი შეფასება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და გვექნება ანალიზის საშუალება. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონკურსო კომისიის ოქმის მიხედვით ჩემ კანდიდატურას პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. შესაბამისად, ამ ფონზეც, ბუნებრივია, ჩემი მოლოდინი სხვა იყო, თუმცა, პრეზიდენტის უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი სამი კანდიდატიდან არჩევანი ორზე გაეკეთებინა. რა დაედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად, ჩემთვის უცნობია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

    შეგახსენებთ, 5 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 361 ბავშვი დაიღუპა

    რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 361 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი ბავშვი კი დაიჭრა  – ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.

    5 აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკივის, კიევის, ჩერნიგოვის, ლუჰანსკისმიკოლაევის, ხერსონის და ზაპოროჟიის ოლქებში დაიღუპა და დაიჭრა.

  • ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს

    ისრაელი ღაზას სექტორში გამწვავებული ვითარების ფონზე 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. შესაბამისი ბრძანება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენ განცმა გამოსცა. ინფორმაციას  The Jerusalem Post ავრცელებს.

    “ოპერაციის მიზანია ისრაელის მოქალაქეებისა და ღაზას სექტორის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არსებული საფრთხის განეიტრალება”. – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა.