Category: სლაიდერი

  • აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი! – ვერეშუკი

    აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი! – ამის შესახებ, უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი აცხადებს, რითიც, ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

    “დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები. და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!”– წერს ვერეშუკი.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.

  • როგორ გამოიყენებოდა ნოვოფედოროვკის სამხედრო აეროდრომი

    რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

    კომპლექს “ნიტკაში“ ხდება ავიამზიდებზე აფრენა–დაფრენის დამუშავება. 2014 წლამდე აეროდრომზე უკრაინის სამხედრო ავიაციის სამხედრო ნაწილი იყო განთავსებული.
    ნოვოფედოროვსკიდან უკრაინული შეიარაღებული ძალების პოზიციებამდე ხერსონის ოლქში 200–ზე მეტი კილომეტრია. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია ოფიციალურად დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის ამ მანძილის სიშორის რაკეტების მიწოდების შესახებ.

    აფეთქების შემდეგ ნოვოფედოროვკაში საცობები წარმოიქმნა: ტურისტები სასწრაფო წესით სოფლის დატოვებას ცდილობდნენ.

    წინასწარი ინფორმაციით ტურისტებს შორის არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს. მათი თქმით, აფეთქება საკურორტო ზონიდან შორს მოხდა.

    თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები მოწმობს, რომ პლაჟებზე მყოფმა ტურისტებმა ცხადად და გარკვევით დაინახეს სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქება.

    ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

    • აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

    ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა

  • ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა

    რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რერიტორიაზე აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვა ადასტურებს.

    “ტარდება ზომები ხანძრის ჩაქრობისა და აფეთქების მიზეზების დასადგენად. ადგილზე არსებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შესანახ ზონაზე ცეცხლი არ გადასულა”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

    • ”ოკუპირებულ ყირიმში ნოვოფედოროვკაში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე დიდ რუსულ სამხედრო ავიაბაზაზე მძალვრი აფეთქებების ხმა ისმის, გავრცელებული ინფრომაციით 30 წუთის განმავლობაში 15-ჯერ მოხდა ავიაბაზის დაბომბვა…  აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა… “- აცხადებს,  ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე. 

    ოფიციალური კომენტარი უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია.

     

  • სიცრუეა – დოკუმენტები რაიონის კომისარიატში ინახება – თავდაცვის სამინისტრო ქამხაძეზე

    “სიცრუეა – დოკუმენტები რაიონის კომისარიატში ინახება” – ასე ეხმაურება, თავდაცვის სამინისტრო, ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის პირადი დოკუმენტები მათ ხელშია.

    ”გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

    მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო.  შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს. ” – აცხადებს თავდაცვა.

    სამინისტრო “მთავარ არხს” ბრალდებასაც უყენებს:

    “აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.
    მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ზელენსკის მოწოდება რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე ირაციონალურია – პესკოვი

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას,  რუსეთის მოქალაქეებისთვის დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ “ირაციონალურს” უწოდებს.

    “ზელენსკის ირაციონალური აზროვნება, ამ შემთხვევაში, ყოველგვარ ზღვარს სცდება.  ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის, ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.  ადრე თუ გვიან, ევროპა დაეჭვდება ზელენსკის ქმედებებში და იმაში, უნდა გადაიხადონ თუ არა უკრაინის მოქალაქეებმა პრეზიდენტის ახირებებისთვის”. – თქვა პესკოვმა

  • 2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, 1 ტერაბაიტი ინფორმაციით გაიქცა რუსეთში – მაყიშვილი

    “2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, 1 ტერაბაიტი ინფორმაციით გაიქცა რუსეთში ” –  ქართველი სამხედრო, თადარიგის ოფიცერი დავით მაყიშვილი ამის შესახებ “მთავარის” გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრობს.  მაყიშვილის თქმით, ამჟამად უცნობია სად იმყოფებასუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, რომელიც წესით სასჯელს უნდა იხდიდეს, თუმცა ციხეში არ არის.

    “პირდაპირ კავშირში არიან საქართველოს სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებთან. ჯერ კიდევ 2015 წელს, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ქართველიშვილი, ერთი ტერაბაიტი ინფორმაციით, გაიქცა საქართველოდან, ოკუპირებული ცხინვალის გავლით ჩავიდა რუსეთში და ჩაბარდა. ეს ადამიანი რუსებმა გადმოსცეს საქართველოს მხარეს. საქართველოს მხარემ “გაასამართლა” და დღეს კაციშვილმა არ იცის სად იმყოფება ეს ადამიანი. წესით უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ არც ციხეში არ ზის. ჩვენ მეგობრებთან ერთად, დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ვაწარმოებდით გამოძიებას ამ საკითხზე , ვეძებდით ამ ადამიანს, ვერ ვიპოვეთ. სავარაუდოდ ის გასულია ქვეყნიდან, საქართველოს მთავრობამ გაუშვა ქვეყნიდან, რომ არ ეთქვა ბოლომდე ინფორმაცია, რაც მას ჰქონდა.” – თქვა მაყიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

  • 27 მარტს, ჩემი სამხედრო ბილეთი, სურათები რუსულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა – ნადიმ ხმალაძე

    უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 27 მარტს, მისი პირადი ინფორმაცია ოკუპანტების ხელში აღმოჩნდა.

    “27 მარტს რუსულ ტელეგრამ არხზე, ჩემი სამხედრო ბილეთი, ჩემი სურათები, ახლაც დევს, საიდან მოხვდა მაგის წყაროს ვერ ვიტყვი, არც ვიცი, ცოტა ძნელია ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩემზე და ჩემს რამოდენიმე მეგობარზე ინფორმაცია ჰქონდათ რუსებს. დაახლოებით 5 მილიონი მნახველი ჰყავდა რუსეთის ტერიტორიაზე ამ ინფორმაციას.” – ამბობს ხმალაძე. 

    აქვე შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” მოამზადა სიუჟეტი საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა, რითიც კრემლს სრული წვდომა მისცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი ინსტრუქტორის ინფორმაციაზე.

  • საბანკო ტრასტები საკმაო ხანია აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წერილებსა და კითხვებს-ივანიშვილის ადვოკატები

    ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა MKD Credit Suisse-თან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საბანკო ტრასტები უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წარმომადგენლების წერილებსა და კითხვებს.

    ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე.

    “ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან – ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

    შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში”. – ნათქვამია ფირმის განცხადებაში.

    ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას “ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”.

    იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, “ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე”.

    თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

  • რუსეთში სანქციების გამო თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებად შლიან

    რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის “აეროფლოტი“ საკუთარ ავიალაინერებს შლიან და სათადარიგო ნაწილებად იყენებენ, რადგან მათი ყიდვა სანქციების გამო აღარ შეუძლიათ. ამის შესახებ როიტერი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

    რუსეთი მიმართ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიებს უკრძალავს ზოგიერთი მაკომპლექტებელი ნაწილის შეძენას და დასავლეთში ტექნიკური მომსახურების და რემონტის ჩატარებს.

    ივნისში რუსეთის მთავრობამ გასცა რეკომენდაცია ავიაკომპანიებისთვის, ნაწილობრივ დაეშალათ საჰაერო ხომალდები იმისათვის, რომ შეინარჩუნონ უცხოური საავიაციო პარკის 70%–ის გამართული მუშაობა 2025 წლამდე.

  • ”არასწორია, რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში ტურისტებად ყოფნას ახერხებენ” – ფინეთის პრემიერი

    “არასწორია, რომ როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ”, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი საუბრობს.

    • “არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ, სასტიკ ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას და ტურისტებად ყოფნას ახერხებენ. ეს არასწორია” – თქვა მან.