Category: სლაიდერი

  • ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ -აკია ბარბაქაძე

    ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ –  ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითიც  ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

    „ეს ფაქტი შეგვიძლია შევადაროთ კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვას. ის თუ იყო რუსული ფლოტის სიამაყე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყირიმი რუსეთისთვის არის „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და ამ დარტყმების შედეგად, ეს „ჩაუძირავი ავიამზიდიც“ ჩაეძირათ. ფაქტობრივად, ყირიმი რუსეთის ჯარების ბაზირებისათვის უსაფრთხო აღარ არის – ეს ის მოცემულობაა, რომელსაც რუსები უნდა შეეგუონ. რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა დაჯგუფებებმა უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნონ თავი და ეს გუშინ ოფიციალურად გაფორმდა.

    ჯერჯერობით ეს მასიური შეტევა არ არის. მასიური შეტევა იქნება მაშინ, როდესაც სახმელეთო ჯარები, ავიაძალები და ა.შ. ერთობლივი მუშაობით შეუდგებიან საქმეს, რასაც მოჰყვება რუსული სამხედრო შენაერთების ალყაში მოქცევა ან ფიზიკურად განადგურება. იმ რუსეთუმეებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსებს ჰქონდათ შანსი, გუშინდელი ოპერაციის შემდეგ შეუძლიათ ჩაინიშნონ დღე, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

    ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

    • აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

    • ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.”

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადრლობა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომ “საკიზე” აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა.

  • ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველად ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    “ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო,
    მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.

    მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით. არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე.

    ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო:

    ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება – გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში.

    თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

    ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის.
    გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა.

    ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.
    სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

    მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

    ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
    და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.

    ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას.

    მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის.

    მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ.
    პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
    ამირან გამყრელიძე
    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

  • ყირიმში აფეთქებისას ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა – უკრაინის საჰაერო სარდლობა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადრლობა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომ “საკიზე” აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა.

    • “საკი! მინუს ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი” – ნათქვამია შეტყობინებაში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

    ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

    • აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

    • ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.”

     

  • აშშ ვარაუდობს, რომ რუსებს ირანული დრონებით მუშობაში წვრთნიან–CNN

    ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსმა სპეციალისტებმა დაიწყეს წვრთნები ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მართვის შესასწავლად.

    CNN–ის ინფორმაციით, ამერიკელმა ჩინოვნიკმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, განაცხადა, რომ ეს არის მორიგი ნიშანი მოსკოვის განზრახვისა, უკრაინაში ომისთვის ეს დრონები შეიძინოს.

    “ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსებმა ტრენინგები ჩაატარეს ირანში რუსეთისთვის დრონების გადაცემის შეთანხმების ფარგლებში“–ციტირებს ტელეკომპანია ამერიკელ ჩინოვნიკს.

    მისი თქმით, სადაზვერვო მონაცემები ამ ტრენინგების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.

    ამერიკული ტელეარხის მონაცემებით, ინფორმაცია ოფიციალური პირებისგან და გამოქვეყნებული თანამგზავრის ფოტოები მოწმობს, რომ ამ წლის ივნისიდან მოყოლებული რუსული დელეგაცია მინიმუმ ორჯერ ეწვია კაშანის აეროდრომს ირანის ცენტრალურ ნაწილში, რათა სამხედრო დრონების მუშაობა გამოეცადა.

    საუბარია დრონებზე, რომელთა ბორტზეც მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები მაგრდება.

    ირანმა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება 2012 წლის ბოლოდან ააწყო. ნიმუშად, როგორც ამბობენ ამერიკული აპარატის – RQ-170 Sentinel–ის მოდელი აიღეს, რომელიც ირანელებმა ხელში ჩაიგდეს.

    ივლისში აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ თეირანი აპირებს რუსეთს ასობით მსგავსი დრონი მიყიდოს, რომელსაც რუსეთი უკრაინასთან ომში გამოიყენებს. ირანის ხელისუფლებამ ამის შემდეგ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და არ აპირებს რუსეთს დრონები მიაწოდოს.

    უპილოტო საფრენი აპარატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინა–რუსეთის ომში. მათი დახმარებით ხდება მოწინააღმდეგის პოზიციების განსაზღვრა, საარტილერიო ცეცხლის დამიზნება და კორექტირება, ასევე მაღალი სიზუსტის საჰაერო დარტყმების მიყენება.

    ტელეარხი იხსენებს, რომ კიევმა სთხოვა აშშ–ს უფრო ძლიერი შემტევი დრონების გადაცემა, როგორიც არის მაგალითად GrayEagle, თუმცა ვაშინგტონმა ეს მოთხოვნა ჯერჯერობით არ დააკმაყოფილა, რადგან შიშობს, რომ მოსკოვი ამას მეტისმეტ ესკალაციად შეაფასებს.

    ოფიციალურად რუსეთი კომენტარს არ აკეთებს ირანული დრონების შესაძლო შესყიდვაზე, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს პუტინის თეირანში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს.

  • NASAMS-ის რაკეტები უკრაინას საზენიტო სისტემასთან ერთად გადაეცემა – პენტაგონი

    NASAMS-ის რაკეტები უკრაინას საზენიტო სისტემასთან ერთად გადაეცემა –  ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.

    • “ამ პაკეტში არ არის NASAMS, არის AMRAAM-ის რაკეტები NASAMS-ისთვის. NASAMS-ის მიწოდებისთვის ვემზადებით.  AMRAAM-ის რაკეტების მიწოდებას, რომლებიც NASAMS-ისთვის გამოიყენება, გარკვეული დრო დასჭირდება – ისინი უნდა შემოწმდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა რაკეტა კარგ მდგომარეობაშია და შემდეგ ისინი დროულად მიაღწევენ უკრაინას”, – განმარტა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

    8 აგვისტოს პენტაგონმა უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდია.

  • რუსეთი ცდილობს დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევა განაახლოს – უკრაინის გენშტაბი

    რუსეთი ცდილობს დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევა განაახლოს – ამის შესახებ, უკრაინის გენშტაბის მიერ განცხადებაშია ნათქვამი.

    “მტერი ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას სადავო ნოვოლუგანსკოე, ვლადიმეროვკა – იაკოვლევკა, სტრიაპოვკა ​​- სოლედარის რაიონებში. მათ არ გამოუვიდათ, უკან დაიხიეს. მტერი ცდილობს განაახლოს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება. მტერი უტევდა მინერალის – ავდიივკას და სპარტაკის – ავდიივკას მიმართულებებს. მან წარმატებას ვერ მიაღწია, ზარალი განიცადა და უკან დაიხია” – ნათქვამია განცხადებაში.

  • “რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით” -ზელენსკი

    ყირიმი არის უკრაინული და ჩვენ არასოდეს დავთმობთ მას. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

    მისი თქმით, ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის.

    „არ დაგვავიწყდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დაიწყო. რუსეთმა ყირიმს მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი მოუტანა. ისტორიკოსები, ალბათ, ერთ დღესაც დაადგენენ, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების შედეგად. ათიათასობით? ასიათასობით? უკრაინიდან და საქართველოდან სირიამდე და უფრო შორეულ რეგიონებამდე. ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით, მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს. მაგრამ ჩვენ ვამატებთ აუცილებელ კომპონენტებს ყირიმის გათავისუფლების ფორმულას”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს–ექსპერტი ყირიმის ავიაბაზის განადგურებაზე

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

    ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.

    დღეს დილით თანამგზავრულმა ფოტოებმა დააფიქსირა, რომ რუსული სამხედრო ავიაცია თავის სატვირთო ნაწილებთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა (ფოტოს უკრაინის რადიო თავისუფლება ავრცელებს). შემდგომ კი საბრძოლო მოქმედების ყველაზე ახლო არეალიდან 250 კილომეტრში მდებარე აეროპორტზე აფეთქებების სერია დაიწყო. მინიმუმ 15 სხვადასხვა აფეთქება მოხდა, რასაც შემდგომი დეტონაციაც მოჰყვა. რეალურად, საკის აეროპორტი სრულად გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებებს.

    რუსების მუქარა, რომ თუკი ყირიმს დაბომბავდა უკრაინა მწარედ უპასუხებდნენ ცხადია რომ თავიდანვე ფუჭი იყო და სინამდვილეში არც არანაირი დამატებითი პასუხის საშუალება აღარ აქვს რუსეთს – ამიტომ, როგორც “კეთილი ნებით” დაიხიეს უკან უკრაინული ქალაქებიდან ასეთივე “შემთხვევას” აბრალებენ ნოვოფედოროვკას აეროპორტის განადგურებაც. სხვათა შორის “მოსკოვის” ჩაძირვისასაც ზუსტად ამავეს საუბრობდნენ კრემლში. თუმცა ახლა მთავარი ის კი არ არის რას ისაუბრებს რუსული პროპაგანდა, არამედ ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს, ხოლო მისი საწყობები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაო მანძილითაა დაშორებული და შემთხვევას ყველა მათგანის აფეთქება არ შეეძლო (არადა როგორც ჩანს აღარცერთი მათგანი აღარ არსებობს).

    ზუსტად რისი მეშვეობით მოხდა აეროპორტის განადგურება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავისი სიზუსტიდან და სიშორიდან გამომდინარე თუკი მართლაც გარედან მოხდა მისი განადგურება მაშინ არაა გამორიცხული ATACMS ტიპის რაკეტები უკვე ადგილზეც კი იყოს. თუმცა შეიძლება ATACMS-ის ნაცვლად ისეთი რაკეტებიც იყოს გამოყენებული, როგორიცაა Грім, რაც უკრაინულ შეიარაღებაში 2019 წლიდან ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა დაშვების დონეზე იმის შანსიც არსებობს რომ ბომბდამშენიდან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებს ჩაეღწიათ ყირიმამდე (თუკი მათ შეიარაღებაში ისე მიიღეს ისინი – თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში – რომ საჯაროდ არსად თქმულა).

    ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა ყირიმში. რუსები მასობრივად გარბიან ნახევარკუნძულიდან. რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე საცობებია. პანიკაა სევასტოპოლშიც, რადგან შემდგომი სამიზნე ლოგიკურად სწორედ სამხედრო-საზღვაო შტაბები იქნება ამ მიმართულებით.“– ამბობს კობერიძე.

    ნახეთ აეროდრომის აეთქების ვიდეოკადრები სხვადასხვა რაკურსით:

  • ხვალ თბილისის 90-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება – ნახეთ სია

    ხვალ 10 აგვისტოს,  თბილისის 90-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება – თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოს ასახელებს.

    ჩუღურეთის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის, გოგი დოლიძის, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, გროზნოს, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, როსტოვის, ქინქლაძის, თეთნულდის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის, გოგი ზაზიშვილის, ხათუნა დონდუას, მარუაშვილის, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), დავით ყიფიანის, ფოთის, მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საავიაციო ქარხნის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის (ნაწილობრივ), დესპინე გელოვანის, დოლაბაურის, იორის, პატარძეულის, უჯარმის, კაჭარავას, მესხეთის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის და შალვა მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, ქეთევან მაღალაშვილის, შავსოფლის, ბოჭორიძის, არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, ლუსინიანის, ბოდბის, გლახო ზახაროვის და ეთერ კაკულიას ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, რაფიელ დვალის, ნიკოლოზ ლანდიას და ილია სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის, ეფრემ მცირეს, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, სიონის, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის, ასათიანი, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, პურის მოედნის, ჯიბლაძის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას.

  • ”რუსების არტილერიის მუშაობა 3,5-4-ჯერ შემცირდა” – სააკაშვილის შეფასება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

    “მოწინააღმდეგისთვის ყოველი დღე ცუდად მუშაობს… რუსების არტილერიის მუშაობა 3,5-4-ჯერ შემცირდა” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებას აფასებს.

    ”უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების ჩემი შეფასება:

    დღეისათვის უკვე 1800 ტანკი გავანადგურეთ.

    საშუალოდ, დღეში, 5 ტანკს ვანადგურებთ.

    ჩემი აზრით, საჭიროა 3000-3500 ტანკის განადგურება, რათა შეტევითი პოტენციალი მთლიანად გაუქრეთ.

    თუ ეს ტემპი შენარჩუნდა – 240-300 დღე იქნება საჭირო ამისთვის – ასე რომ, ყოველი დღე მოწინააღმდეგისთვის ცუდად მუშაობს.

    ხერსონის შეტევის დაანონსების მერე დიდი შეტევითი პოტენციალი გადმოისროლეს ხერსონის მხარეს და 25 000 კაცამდე მოაგროვეს – არის ინფორმაცია, რომ შეიძლება შეუტიონ ნიკოლაევს – მაგრამ მე ეგ სიგიჟე მგონია – ძალიან რთული ამოცანა იქნება და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ და მაინც ძალიან ცოტა შანსია წარმატების.

    მე მომწონს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობს – ამიტომ ცოტა შეცდომას უშვებს ბრძოლის ველზე.

    საბოლოო სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება.

    სერიოზული დისონანსი შეიტანა ჰაიმარსებმა ბრძოლის ველზე – ყოველდღე საშუალოდ 5 საწყობს და 1-2 მართვის პუნქტს ანადგურებს ჰაიმარსი.

    არტილერიაც ისე ვეღარ ისვრის – ჰაიმარსი ამაშიც გვეხმარება ძალიან – 3,5-4-ჯერ შემცირდა რუსების არტილერიის მუშაობა.

    დახმარების ახალ პაკეტში ძალიან მნიშვნელოვანი რაკეტები გადმოგვცეს ამერიკელებმა რუსების ანტისაჰაერო სისტემების გასანადგურებლად და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.