Category: სლაიდერი

  • ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ლიმანში, ვიბრძვით გამარჯვებისთვის – ზელენსკი

    ”ჩვენ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ქვეყნის აღმოსავლეთში. ყველამ გაიგეთ რა ხდება ლიმანში, დონეცკის ოლქში – ეს ნაბიჯები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს ჩვენი თავდაცვითი ელემენტის რეალიზაციისთვის, ეს ძალიან მნშვნელოვანია.

    ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მთელი ჩვენი მიწა და ეს იქნება საუკეთესო დასტური იმისა, რომ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანური ღირებულებების დარღვევა, ვერც ერთმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თუნდაც ისეთმა თავხედმა როგორიც რუსეთია, ვერ გაბედოს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი გამარჯვებისთვის, მარადიული დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის.”

    აცხადებს,  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ზელენსკი NATO-ს III მსოფლიო ომის დაჩქარებას ევედრება – მედვედევი

    “ზელენსკის NATO-ში სწრაფად გაწევრიანება სურს – შესანიშნავი იდეაა, უბრალოდ ევედრება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება”,

    აცხადებს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი.

  • სააკაშვილი “ოცნებამ” დაიჭირა გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო – მელია

    “წელიწადი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია.

    რისთვის და რატომ დაიჭირა რუსულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილი?

    საზღვრის კვეთისთვის რომ არ დაუჭერიათ, ეს ბავშვმაც იცის.

    არც პიჯაკებისთვის და კაჩინსკის საფლავზე დასადები გვირგვინის ყიდვისთვის.არც პრეზიდენტის დისკრეციული უფლების – შეწყალების გამოყენებისთვის.

    არც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარი შეცდომებისთვის თუ გადაცდომებისთვის ჰყავთ ციხეში გამოკეტილი.

    ის დაიჭირეს გამბედაობისთვის, შეექმნა რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო და გამბედაობისთვის, დაბრუნებულიყო ქართველი ხალხის მონაპოვარის, ამ სახელმწიფოს დასაცავად,

    რომელსაც ათი წელია ასე მონდომებით ანგრევს ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა .

    რუსულმა ოცნებამ მას პასუხი აგებინა სწორედ იმისთვის, რომ მან, მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნით საფრთხე შეუქმნა რუსების იმპერიალისტურ ოცნებას და რუსეთის ინტერესებს .

    ისჯება იმისთვის, რომ პირველმა გაბედა წინააღმდეგობა გაეწია პუტინის ურდოსთვის.

    ამისთვის ისჯება იგი უსამშობლოების მიერ!

    ახლა უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა..” ქართული ოცნების ხელისუფლება” კი პუტინის მეციხოვნეები არიან.

    მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან დახსნა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – თუკი რუს ოლიგარქს, ანუ რუსეთს ხელიდან გამოვგლეჯთ ამ სახელმწიფოს.

    უნდა ვიყოთ გამბედავები, არ უნდა შევეგუოთ მოცემულობებს, უნდა დავიხსნათ სახელმწიფო ოლიგარქისგან – ესაა მიხეილ სააკაშვილის ხსნა.

    მისი თავისუფლების გზა ქვეყნის თავისუფლებასა და რუსეთისგან, რუსული ხელისუფლებისგან განთავისუფლებაზე გადის.”

    აცადებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

  • საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს – საგარეო

    საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს – საგარეო

    “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.

    რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება

  • არ მაინტერესებს საქართველოს შიდა გარჩევები, ისეთი მასშტაბური რამ ხდება მსოფლიოში – სააკაშვილი

    “ტყვეობის 365 დღე

    ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი.

    მინდა დავსვა კითხვა-როგორ არის შესაძლებელი,რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით. ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.
    ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!.. ამას ვამბობ, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა.

    საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან.

    თავისუფლება, ან სიკვდილი!”

    ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე წერს.

  • ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

    ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარა. სეიმმა გადაწყვეტილება დღეს, 11 აგვისტოს მიიღო და რუსეთის ქმედებები უკრაინაში “უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდად” გამოაცხადა. ლატვია ასევე ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

    “რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა გზით, მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს”. – ნათქვამია ლატვიელ კანონმდებლებთა მიერ მიღებულ დეკლარაციაში.

    გარდა ამისა, ლატვიამ მოითხოვა სანქციების შემოღება ბელარუსის, როგორც მოსკოვის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ქვეყნის წინააღმდეგ.

  • მივიღე მუქარა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება – გოგაშვილი

    “მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდები, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კიდევ ერთ წერილს ავრცელებს.

    “კეთილი ფილანტროპი არა…?  მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, “ოცნების” ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

    მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას – დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

    ასევე, მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ,  ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს – დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი”, – წერს სოსო გოგაშვილი.

  • თუ ზელენსკი აღარ მიიღებს მონაწილეობას, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვიყრი – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით კენჭს არ იყრის, ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

    “ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტს და არასდროს გავემიჯნები ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ.. იმიტომ, რომ მე არ ვთამაშობ ბინძურად. თუ ის [ზელენსკი] იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია”. – განაცხადა არესტოვიჩმა.

  • სანქციები შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც პირდაპირ და ირიბად კვებავს პუტინის ომს – მაკფოლი

    რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკ მაკფოლი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციების დაწესებას ეხმაურება.

    “ვფიქრობ, რომ თუ ეხმარები პუტინის ომს პირდაპირ ან ირიბად, ამაზე პასუხი უნდა აგო. შესაძლოა, პერსონალურად ჩართული არ ხარ, მაგრამ თუ, მაგალითად, რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოში ხარ, რომელიც ეხმარება პუტინს ომში, პასუხისმგებლობას იზიარებ. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა გადაწყვიტა, შეცვალოს თავისი აფილირება რუსეთთან ამ არგუმენტით, მაგრამ არის კიდევ ბევრი უცხოელი, რომელიც ამ კრიტერიუმებს ერგება. არა მხოლოდ საქართველოდან. შეიძლება, ვინმე ამერიკელიც მოხვდეს ამ კატეგორიაში. ეს შეიძლება იყოს ყველა პირი, კომპანია და მთავრობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კვებავს პუტინის ომს უკრაინაში. მათ პასუხი უნდა აგონ. ეს ომი ბარბაროსულია”. – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

  • ერთ–ერთი ყველაზე დამღუპველი დღე რუსეთის საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ–ყირიმის სამხედრო ავიაბაზის დაბომბვის შედეგები

    კომპანია Planet Labs–ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოები პირველი დამოუკიდებელი მტკიცებულება გახდა იმ ზარალისა, რომელიც ყირიმში მდებარე რუსულ “საკის“ ავიაბაზას მიადგა. აქამდე დეტალები მიყენებული ზიანის მაშტაბის შესახებ საკმაოდ მწირი იყო.

    ამ ფოტოებით ძნელია ზუსტად განსაზღვრა, რამდენი თვითმფრინავი განადგურდა სრულად და რა დაზიანებები მიიღეს დანარჩენებმა, თუმცა როგორც CNN აღნიშნავს, ყირიმის ბაზაზე მომხდარ აფეთქებას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ერთ–ერთი ყველაზე დამღუპველი დღე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

    არ არსებობს ისტორიაში მონაცემები, რომლებიც საბჭოთა თუ რუსული სამხედრო ავიაციისთვის ერთ დღეში, ერთი ინციდენტის შედეგად  მიყენებულ ამხელა დანაკარგს ასახავდა.

    ფოტოებზე აშკარად ჩანს ამომწვარი მიწის მონაკვეთები– სავარაუდოდ ხანძრის შედეგად, რომელიც აფეთქებებს მოჰყვა. ასაფრენი ბილიკები თითქოსდა შენარჩუნებულია, თუმცა ათამდე საფრენი აპარატი განადგურებული ან სერიოზულად დაზიანებულია.

    კადრებზე ასევე ჩანს კრატერების სერია, რომელთა დიდი ნაწილი ავიაბაზის გარკვეულ რაიონშია დაჯგუფებული, სადაც თვითმფრინავების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ იდგა და არა ანგარებში.

    სრული სურათის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა ექსპერტები დაახლოებით ითვლიან  რა ღირებულების სამხედრო დანკარგები განიცადა რუსეთის საოკუპაციო საავიაციო ძალებმა საკის ავიაბაზაზე აფეთქებების შედეგად:

    ვნახოთ თითოეული საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით :

    8 გამანადგურებელი SU-27, ფასი-37$ მლნ,

    6 ვერტმფრენი MI-8, ფასი- 6$მლნ ,

    5 საფრონტო ბომბდამშენი SU-24, ფასი-25$ მლნ,

    4 გამანადგურებელი SU-30M, ფასი -47$ მლნ,

    1 სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-20РТ, ფასი 22$ მლნ,

    რთულია საბრძოლო მასალების 4 საწყობის ღირებულების განსაზღვრა, რომელიც ასევე აფეთქდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ აქ იყო განთავსებული, როგორც საავიაციო ბომბები ასევე საჰაერო ბაზირების რაკეტები და  P-800 Oniks და P300K Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები უხეში გათვლებით შეადგენს 150-200 მილიონ დოლარამდე, მთლიანობაში ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთმა დაახლოებით 860 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანაკარგები განიცადა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაბომბვების დროს 60-მდე პილოტი და მომსახურე პერსონალი დაიღუპა 100-მდე კი დაიჭრა, პილოტების დაკარგვა რუსებისათვის აუნაზღაურებელი ზარალია, რადგან მას უკვე აქვს გამოცდილი კადრების პრობლემა,  რადგან პილოტების მომზადებას წლები ესაჭიროება.