Category: სლაიდერი

  • მარტივ გასეირნებას დაგპირდნენ, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს – რეზნიკოვი რუს სამხედროებს მიმართავს

    “მარტივ გასეირნებას დაგპირდნენ. მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს. სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნების გამო. თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის არ ათავისუფლებთ. თქვენ ანგრევთ მთელ ქალაქებს, სადაც ბოლო დრომდე ითვლებოდით კეთილ მეზობლებად და რუსულად ლაპარაკობდნენ. ახლა კი მტრობა დაითესა მომავალ თაობებში”,

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთის არმიისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

  • უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ელოდებიან EU-ს წევრობას – მეცოლა

    ”ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც ელოდებიან წევრობას და შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს. მისასალმებელია გუშინდელი შეხვედრა. ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ და დავრწმუნდეთ, რომ სანქციები ხორციელდება, არ გამორიცხავს ასევე იმ გზას, რომელსაც ადგანან კანდიდატი ქვეყნები, იქნება ეს საქართველო, მოლდოვა თუ უკრაინა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ბალკანეთის ქვეყნებიც, ასე რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და დავეხმაროთ უკრაინას, მოიგოს ეს ომი. რუსეთი არ გაჩერდა არც 2008 და არც 2014 წელს, არ ჩერდება ახლაც. მაშინ თუ გვერდით გავიხედეთ, ახლა ასე არ უნდა გავაკეთოთ”

    ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

  • მკურნალობს, არ შევაწუხოთ ადამიანი – ზარქუა სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე

    ”ბოდიში, უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს, ვერ გავიგე? მით უმეტეს, თუ ამბობთ, რომ სუსტადაა, არ შევაწუხოთ ის ადამიანი. კლინიკაშია, მკურნალობს, გადის რეაბილიტაციას და მგონია, რომ არ უნდა შევაწუხოთ თვითონ პატიმრისთვის იქნება ცუდი. ხომ ამტკიცებენ, სუსტადააო? ახლა ტრანსპორტირება უკრაინაში, იქ ომი და უბედურება ხდება თან და უსაფრთხოებაზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?”

    აცხადებს, ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა.

     

  • სოფელ დვანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს – სუს

    სოფელ დვანის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს – სუს

    სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ ბორდერიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

    მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

    • „უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას” – აცხადებს სუს.
  • უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ირანული დრონების 60% გაანადგურეს

    რუსეთმა ბრძოლის ველზე 86 შაჰიდ-136 ირანული კამიკაძე დრონი გამოიყენა, რომელთა 60% უკრაინელებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

    „30 სექტემბრიდან მოწინააღმდეგემ სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტა გაუშვა, მათ შორის 13 ბალისტიკური რაკეტა. მტერმა, ასევე, გამოიყენა 46 შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავი სამხედრო ობიექტების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ჯარების პოზიციების დასაზიანებლად, აქედან 24 დრონი. განადგურდა“, – განაცხადა გრომოვმა.

  • გვინდა, საქართველო დაწინაურდეს და წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე – ლაიენი

    „კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან. ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგული რჩება.

    ჩვენ ასევე გვინდა, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატებული იყოს ევროკავშირისკენ თავის გზაზე. უნდა შენარჩუნდეს რეფორმების ძალისხმევა.

    ევროკომისია მზადაა მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესში“

    განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

  • ორ კვირაში უკრაინამ 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

    უკრაინუილ გენშტაბის განცხადებით 21 სექტემბრიდან უკრაინულმა არმიამ ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში და ხერსონისი ოლქში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

    უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ 21 სექტემბრიდან კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის და დონეცის ოლქებში 93 დასახლებული პუნქტი, ხოლო ხერსონის ოლქში 29 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

    ხერსონის ოლქში უკრაინელების კონტრშეტევა 3-4 ოქტომბრის სწრაფი წინსვლის შემდეგ შეჩერდა, რაც გენერალმა გრომოვმა გარკვეულწლილად აღიარა:

    “ხერსონის მიმარათულებით მოწინააღმდეგე რეზერვების ხარჯზე ცდილობს კონტრშეტევაზე წამოიწყოს, რათა ჩვენი ჯარების შეტევა შეაკავოს და დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს“– თქვა გრომოვმა.

  • პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს – ბაიდენი

    “პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო”,

    აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენ.

  • სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული–მელია

    “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ფინანსებთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმარურება და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებაა.

    “კრიტიკის ნაცვლად “კრიტიკის”, ცილისწამებისა და ლანძღვის მოსმენა, როგორც წესი, აღარც კი არა, ვეღარც მიკვირს, მაგრამ ზოგი მეტისმეტად “ნიჭიერი” გამოდგება ხოლმე და მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას.

    ერთ-ერთი ასეთი “ნიჭიერის” წყალობით ფეისბუქზე ტრიალებს კოლოსალური თანხები, რაც თურმე პარტიას ეხარჯება ჩემს შესანახად.

    ეს “ნიჭიერი”კაცი კი იმდენად “ნიჭიერი” გახლავთ რომ საზოგადოებას თავისი ‘’საქმენი საგმირონით’’ ჯერ კიდევ მაშინ გააცნო თავი, სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი.

    ■ არანაირი ათი ათასლარიანი ხელფასი მე არ მაქვს! საერთოდ არანაირ ხელფასს არ ვიღებ პარტიაში!

    ■ არანაირ 4 ტონა ბენზინს არ მყიდულობს პარტია და არათუ 12 ათასი ლარი, 12 თეთრიც არ უჯდება ჩემი გადაადგილება.

    ■ ყოველთვიურად თურმე 41 ათასი ლარი იხარჯება ჩემს უცხოურ ვოიაჟებზე. არასოდეს პარტიის დაფინანსებით არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ!

    ■ ისე შთამბეჭდავად ახსენებენ დაცვას და მის შესანახად გამოყოფილ 18 ათასს, გეგონება მთელი გუნდი მიცავდეს და არა დაცვის ერთი თანამშრომელი, რომლის შენახვა ზუსტად ცხრაჯერ იაფი ჯდება.

    ■ და საერთოდ, სანამ შეკვეთილ პოსტებზე დათანხმდებით, რომელსაც ქოცმედია ისტერიულად დაატრიალებს, კამპანიურ ხასიათს შესძენს და კმაყოფილი დამკვეთი გროშებს გამოიმეტებს, უნდა იცოდეთ, რომ იმ გროშებთან ერთად, საკადრის პასუხსაც მიიღებთ.

    მჯერა, ხალხი ისედაც მიხვდება რაც ხდება და რატომაც ხდება, მაგრამ თავის დროზე სრულ სიმართლეს პირადად ჩემგან გაიგებენ, თუ ვინ და რატომ არის ამ ბინძურ კამპანიაში ჩართული და რა კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ.

    თვეებია თავს ვიკავებ საჯაროდ საუბრისგან და ის, რაც ვთქვი ამ ცოტა ხნის წინ, ზღვაში წვეთია და მეტი საუბრისგან, მანამ შევიკავებ თავს, სანამ ტყვეობაში არიან სააკაშვილი და გვარამია. განსაკუთრებით სანამ მიშას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, საზოგადოებას ვპირდები რომ თავის დროზე, აუცილებლად ყველაფერზე ვისაუბრებ, ვისაუბრებ მარტივი მიზეზის გამო:

    1) სრული სიმართლე იცოდეს ყველამ, რეალურად ვინ რისთვის იბრძვის.

    2) მხოლოდ სიმართლით შეიძლება დაამარცხო ივანიშვილის ბოროტება და არა იმ ნაცადი მეთოდებით, რისი წყალობითაც ივანიშვილი ჯერ ხელისუფლებაში მოვიდა და შემდეგ, აგერ აქამდე ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

    ვერ მიაღწევენ დასახულ მიზანს, ვერ შესწვდებიან ძეხვს და მათთვის მუდამ პარასკევი იქნება.”- წერს ნიკა მელია.

    ცნობისთვის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის ფინანსებსა და ხარჯებთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა.“– წერს ნია მელია.

    მელიას განცხადებამდე განცხადება გაავრცელა ნაციონალურმა მოძრაობამ:

    “ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთის მხრივ წარმოადგენს ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორეს მხრივ კი, ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას.

    გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.

    გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს. თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო, თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან. საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე. ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, აუდიტის სამსახურის საიტზე, გაეცნოს მას, რაც დაადასტურებს ბოლო დღეებში გააქტიურებული კამპანიის სიყალბეს.

    მიმდინარე წელს, პარტიის თავმჯდომარეს, საზღვარგარეთ, სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა – ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტები ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას, პოლიტპატიმრების – მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბრიუსელში აქტიური მუშაობის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ გამოიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იყო ნახსენები ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები, ასევე დეოლიგარქიზაცია. ნიკა მელია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის ადრესატ უკრაინაში, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინაში ენმ-ს წევრები შეხვდნენ და მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც. გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული.
    სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენი ეროვნულ მიზანს.” ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

  • ზელენსკი თვლის, რომ ნატომ რუსეთზე პრევენტული დარტყმა უნდა მიიტანოს. რას პასუხობს რუსეთი

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს ლოუის ინსტიტუტში ონლაინ შეხვედრა გამართა ავსტრალიის ჩინოვნიკებთან, ექსპერტებთან და მეცნიერებთან, რომლებიც გეოპოლიტიკასა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე არიან სპეციალიზებული.

    სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ ილაპარაკა იმაზე, როგორ მიმართავს რუსეთი ბირთვულ შანტაჟს და რა უნდა გააკეთოს ნატომ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი გახადოს.

    “ისევე, როგორც 24 თებერვლამდე – პრევენტული დარტყმები. უნდა იცოდნენ, რა დაემართებათ, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ და არა პირიქით: ველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს და შემდეგ ვთქვათ: “აა, ასე იქცევი? მაშინ მიიღე ჩვენგან“. უნდა გადაიხედოს ზეწოლის გამოყენების ფორმები – აი, ჩემი აზრით რა უნდა გააეთოს ნატომ.“–თქვა ზელენსიმ.

    როგორ მიიღეს მისი განცხადებები რუსეთში

    ზელენსის ამ განცხადებაზე ოპერატიული რეაგირება ქონდა კრემლს. პუტინის პრეს მდივანმა, პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის გამოთქმები “სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიო ომისკენ მოწოდება არაპროგნოზირებადი და შემზარავი შედეგებით“.

    “აშშ–მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ზელენსკის განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენტულ დარტყმებზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი დე ფაქტო ხელმძღვანელობენ კიევის საქმიანობას, ამიტომაც მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ზელენსკის განცხადებებზე“–თქვა პესკოვმა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ასევე გააკეთა კომენტარი ზელენსკის განცხადებაზე.

    “დასავლეთი ბირთვული ომის გაჩაღებით არის დაავებული. ზელენსკი მონსტრად გადაიქცა, რომლის ხელითაც შეუძლიათ პლანეტა გაანადგურონ“–თქვა ზახაროვამ.

    კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია ზელენსკის განცხადებები რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს:

    “ზელენსკიმ განაცხადა პრევენტული ბირთვული დარტყმების აუცილებლობაზე რუსეთის წინააღმდეგ. ამ იდიოტს ზრდილობიანმა ფსიქიატრებმა თავის ქალის პრევენტული ტრეპანაცია უნდა გაუკეთონ, სანამ დიდი უბედურება არ დაატრიალა“–თქვა მედვედევმა.

    უკრაინის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტის სიტყვები არასწორად გაიგეს.

    “კოლეგებო, ძალიან შორს წახვედით ამ ბირთვულ ისტერიაში და ახლა ბირთვულ დარტყმებს ხედავთ იქ, სადაც ისინი არ არის. პრეზიდენტი საუბრობდა 24 თებერვლამდე პერიოდზე. მაშინ უნდა გამოყენებულიყო პრევენტული ზომები, რომ რუსეთს ომის გაჩაღების უფლება არ ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ზომა, რომელზეც მაშინ იყო საუბარი, პრევენტული სანქციებია. მსოფლიოს დაშანტაჟების უფლებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მინიშნებით საკუთარ თავს მხოლოდ ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი აძლევს. უკრაინისგან ასეთ მოწოდებებს ვერასოდეს გაიგონებთ.“–თქვა მან.