ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად TV-25-მა გაავრცელა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად TV-25-მა გაავრცელა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
“ვფიქრობ, პუტინს ნათლად უნდა ვუთხრათ, რომ თუ ის მართლაც გამოიყენებდა ატომურ იარაღს, ეს არა მხოლოდ რუსეთის სამხედროებს მოუტანს მძიმე შედეგებს, არამედ მასაც. ვფიქრობ, საჯაროდ უნდა ვთქვათ, რომ თუ პუტინი საკუთარ თავს ატომური იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს, ის თავად მოაწერს ხელს თვითმკვლელობის ნოტას. საჯაროდ უნდა ითქვას, რომ ყველამ რუსეთის სამხედრო დაზვერვაში, შიდა უსაფრთხოების კონგლომერატში იცოდეს, რამდენად არიან რისკის ქვეშ.”
აცხადებს, ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.
ხერსონიდან ძალების გაყვანა თუ მისი გამაგრება – დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში აცხადებს, რომ რუსეთი დილემის წინაშეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი რეგიონული ცენტრის დაცვას აპირებს, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით უკან დახევა მომგებიანი იქნება.
ხერსონში უკრაინული შეტევის ფონზე, რუსული ჯარები უკან იხევდნენ.
რუსეთი განიხილავს მზარდ საფრთხეს ხერსონის რეგიონში ნოვა კახოვკას მიმართ, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რადგან დნეპრზე დაზიანებული გადასასვლელი ამ მხარეში რჩება ერთ-ერთ იმ მცირე მარშრუტთაგან, რომლებიც მათთვის ხელმისაწვდომია ძალების შესავსებად.
“მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქში ფსევდორეფერენდუმებისგან გათავისუფლდა დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა ნოვოვოსკრესნოე, ნოვოგრიგოროვკა და პეტროპავლოვკა. ასევე საჰაერო ძალებმა შეძლეს 6 ირანული თვითმფრინავის ჩამოგდება. ეს დრონები რუსეთს უკვე აღარ უშველის. მადლობა ყველას, რომ ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის იბრძვის, ვინც ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე უკრაინაში კი მნიშვნელობისთვის. აუცილებლად გავიმარჯვებთ”
განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია. ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას ესწრება და თავადაც ერთ-ერთი პანელისტია. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია.
ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება გამართავს თუ არა ის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და რა იქნება შეხვედრების ძირითადი განსახილველი თემა.
“ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას შევძლებთ და თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში დაგეხმარებით. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებას”
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების კონტექსტში ისაუბრა.
ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით პროკრემლისტი იდეოლოგის,აგრესიული იმპერიული რუსული პოლიტიკის სულისჩამდგმელის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ იყო სანქცირებული.
დარია დუგინა მოსკოვთან ახლოს, მოჟაისკოეს შოსეზე ავტომობილის აფეთქებისას 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. მანამდე ის მამასთან ერთად ესწრებოდა მოსკოვთანახლოს მდებარე მამულ ზახაროვოში ფესტივალ “ტრადიციას“.
ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ ამ გეგმის განხორციელებაში არანაირად არ მონაწილეობდა – არც სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით და არც რაიმე სხვა ფორმით. როგორც სტატიის ავტორები წერენ, ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ოპერაციის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ, და რომ სცოდნოდათ, კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებოდნენ.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვინც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, აშშ–მ უკვე გამოთქვა კიევთან უკმაყოფილება დუგინას მკვლელობასთან დაკავშირებით.
New York Times წერს, რომ ამერიკის მთავრობა იმედგაცრუებულია იმით,რომ როგორც გაირკვა, კიევი ყოველთვის არ თვლის საჭიროდ ვაშინგტონი მის სამხედრო გეგმებში ჩაახედოს, განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაციებში,რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იგეგმება.
ამერიკული გამოცემა წერს,რ ომ ომის დაწყებიდან უკრაინამ არაერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიების ჩატარება, თუმცა,დუგინას მკვლელობა, თუ ეს დადასტურდება, შეიძლება ყველაზე თავხედურ უკრაინულ ოპერაციად ჩაითვალოს.ის უჩვენებს რა ახლოს შეუძლიათ უკრაინულ სპეცსამსახურებს ცნობილ რუს პერსონებთან მისვლა.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სპეცსამსახურებმა მათი გამოძიების შესახებ მთავრობას ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობეს. დაზვერვის წარმომადგენლებს არ უთქვამთ გამოცემისთვის, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად რომელ წარმომადგენელს შეიძლებოდა აენთო მწვანე შუქი ოპერაციისთვის და იყო თუ არა ის სანქცირებული პრეზიდენტ ზელენსსკის მიერ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს არ აქვთ სრული სურათი უკრაინის ხელისუფლებაში ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ძალაუფლების ცენტრების შესახებ, მათ შორის არმიის, სპეცსამსახურების და ზელენსკის ოფისის შესახებ, და ამ ფაქტით შეიძლება აიხსნას ის, რატომ შეიძლებოდა გეგმის შესახებ უკრაინის მთავრობის ზოგიერთ ნაწილს არ სცოდნოდა.
დარია დუგინას აფეთქებისთანავე უკრაინა ამ ფაქტთან მის კავშირს უარყოფდა. რუსეთი კი უკრაინულ კვალზე მაშინვე ალაპარადა.
New York Times–ის ჟურნალისტების კითხვაზე ამერიკული დაზვერვის დასკვნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა:
“ისევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ მკვლელობას ომის დროს,ამა თუ იმ ქვეყანაში რაიმე პრაქტიული მნიშვნელობა უნდა ქონდეს. ის გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ისეთი ადამიანი, როგორც დუგინაა, არ შეიძლებოდა უკრაინის სტრატეგიული ან ტაქტიკური სამიზნე ყოფილიყო. ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე სხვა სამიზნეები გვაქვს, ვგულისხმობ კოლაბორაციონისტებს და რუსეთის მეთაურობის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის შეიძლება ფასეულები იყვნენ, თუმცა დუგინა არავითარ შემთხვევაში.“
პუბლიაციაში ნათქვამია, რომ ზოგიერთები ამერიკის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ნამდვილი სამიზნე მამა დუგინი იყო – ულტრამემარჯვენე რუსი ნაციონალისტი, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორების გეგმით მანქანაში შვილთან ერთად უნდა ყოფილიყო.
გაზეთის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ როგორც წესი, სხვა ქვეყნების საიდუმლო ოპერაციების განხილვა სახელმწიფო დონეზე მიღებული არ არის, თუმცა გამოცემა წერს, რომ აშშ–ს ოფიციალური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, აუცილებელია ბოლო მოეღოს იმას, რასაც ისინი “საშიშ ავანტურიზმს“ უწოდებენ, განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივებით მკვლელობებს.
ამასთან, ამერიკელი ჩინოვნიკები ბოლო დღეებში მთელი ძალებით ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ აშშ–ს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები კვლავ მყარია. ამერიკელების შეშფოთებას აგრესიული საიდუმლო ოპერაციების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე გავლენა არ მოუხდენია უკრაინისთვის სადაზვერვო, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის აღმოჩენაზე.
ამერიკელი მაღალჩინოსნები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდით იქნებიან ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის საქმეში და მის სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრსით გაძლიერებაში.
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური ადგილია, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რასაც ქართველების ნაწილი აპროტესტებს და ამაში ეროვნულ საფრთხეს ხედავს.
მართლაც არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი შესვლის გამო, მოიტანს თუ არა ვლადიმირ პუტინის ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ცვლილებებს თავად რუსეთში და რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ამ თემებზე “ამერიკის ხმას” ინტერვიუ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვონ კრამონმა მისცა.
“პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილებებს მოიტანს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის აგრესიაშიც უკრაინის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება, თითქოს ნაწილობრივი, თუმცა რეალურად სრული სამხედრო მობილიზაციის შესახებ, (ეს სინამდვილეში მხოლოდ რიტორიკის საკითხია, გააჩნია, როგორ გამოაცხადებ) იქნება მისი რეჟიმის, მისი თანამდებობაზე ყოფნის დასასრული.
ვხედავთ, რომ ხალხი ქვეყანას, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცები 18 წლიდან ზევით, წარმოუდგენელი რაოდენობით ტოვებენ. თუ არ ვცდები, პირველი ორი დღის განმავლობაში 260,000-მა ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა. ისინი საქართველოს საზღვართან არიან მოგროვილნი. ვნახეთ, რომ ფრენები სტამბოლის, სომხეთის, ბელგრადისა და სხვა ქალაქების მიმართულებით, სრულადაა გაყიდული. იგივე ხდება რუსეთ-ფინეთის საზღვრებთანაც. რა თქმა უნდა, ამან ხალხი გამოაღვიძა.
შეცვლის თუ არა ეს სიტუაციას რუსეთში? ასე ვიფიქრებდი, რადგან ამ ხალხს [ქვეყნის დატოვების მსურველებს] შორის ბევრია, ვისაც კარგი სამსახური აქვს, ისინი პროფესიონალები არიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ უმუშევარ, შემთხვევით ხალხზე. ესენი არიან კომპიუტერული სფეროს წარმომადგენლები, ინჟინრები, ხალხი, ვინც რუსეთის ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმებზე, წამყვან მენეჯერებზე და ა.შ
ვფიქრობ ევროკავშირის სანქციები, ლიდერშფის, მენეჯმენტის და ძირითადი სექტორების, ქვეყნიდან გადინება, ისევე როგორც პროტესტები რუსეთში, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდით დაღესტანში, ბაშკირეთში, ირკუტსკში და ა.შ ნამდვილად შეცვლის სიტუაციას [რუსეთში]. პროტესტს განსაკუთრებით აქტიურად გამოხატავენ ქალები, რომლებიც კითხულობენ სად არიან მათი ბაბუები, შვილები, ძმები, ქმრები… ვფიქრობ, პუტინისთვის განსაკუთრებულად ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა.“– ამბობს კრამონი.
კითხვაზე, რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა, ევროპარლამენტარი პასუხობს, რომ საფრთხეები ძალიან მაღალია:
“ის, რომ ისინი ყველანი დისიდენტები არ არიან, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას, ისინი ყველანი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, ან ის ხალხი არ არის, ვინც იძულებული გახდა, რომ წასულიყო.
ისინი შეიძლება იყვნენ ოპორტუნისტები, ხალხი, ვინც კმაყოფილი იყო [პუტინის] რეჟიმით, ვინც სარგებელს იღებდა ამ რეჟიმისგან, ან ვინც ამ რეჟიმისთვის მუშაობდა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის ძალიან ბევრი “ეფ-ეს-ბეს” აგენტი იყოს.
ახლა ევროპაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ავიცილოთ ერთი მხრივ, ევროპაში, თუ საქართველოში შესვლაზე უარის თქმა, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შევამოწმოთ ისინი რეალურად უსაფრთხოების მხრივ იქამდე, ვიდრე მათ ჩვენს ქვეყნებში შემოვუშვებთ. იქამდე, ვიდრე ისინი ჩვენს პოლიტიკურ წრეებში, თუ ჩვენს დედაქალაქებსა და ქალაქებში შემოაღწევდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ “ეფ-ეს-ბეს” უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით. ამის საშიშროება, განსაკუთრებით საქართველოშია, სადაც რუსული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ჩავიდა მობილიზაციის გამოცხადებამდეც.
ვფიქრობ, რთული იქნება საქართველოს მთავრობისთვის იმის ახსნა, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსებს. როგორც ვთქვი, ვფიქრობ, რომ უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც თავშესაფარი სჭირდება, მაგრამ საზღვრის უბრალოდ ყველასთვის გახსნამ შესაძლოა, უსაფრთხოების უდიდესი რისკები გამოიწვიოს.“– ამბობს კრამონი.
წყარო: ამერიკის ხმა
სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში მისი სიცოცხლის მოსპობას ვგულისხმობ, – ამის შესახებ უცხოელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ კლინიკა „ვივამედთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დღეს გავარკვიეთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ეპიზოდი, როცა მას გონების დაკარგვის შემთხვევები უფიქსირდება ძლიერი აღელვების და შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული არის მოულოდნელი თავდასხმებით და სტუმრების ვიზიტებით მის ოთახში.
ჩვენ დღეს შევძელით და სააკაშვილთა შევიდა ბატონი ლახანი, ამერიკელი ნერვოლოგი, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან სავალალო და საგანგაშო სურათი დაინახა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ამ დროისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება. ბატონი პრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს. ეს არ არის პროტესტი, ეს არის მისი ფიზიკური მდგომარეობა. მას არ შეუძლია ორგანულად საკვების მიღება. მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას“, – განაცხადა მასიმო დანჯელინომ.
ოკუპირებულ ხერსონში უკრაინულმა ძალებმა სასტუმრო დაბომბეს, სადაც რუსეთის “ფეესბეს“ წარმომადგენლები და მაღალჩინოსანი სამხედროები იყვნენ განთავსებული. ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, სერგეი ხლანმა განაცხადა.
“დღეს მოხდა სასტუმრო “ნინელის“ დაბომბვა ქალაქის ცენტრში. ეს არის სასტუმრო აუზით და საუნით, რომელიც ძალიან უყვარდათ “ფეესბეშნიკების“ მეთაურებს და ამიტომ აქ დასახლდნენ. შვიდი “ორასიანი“ გამოასვენეს ამ სასტუმროდან“– ამბობს ხლანი.
მისი თქმით, ხუთი გარდაცვლილი “ფეესბეს“ წარმომადგენელია, ორი კი მაღალჩინოსანი სამხერო, თუმცა ჯერჯერობით მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.
ოფიციალურად სამხრეთით კონტრშეტევა უკრაინულმა არმიამ აგვისტოს ბოლოს წამოიწყო. მას შემდეგ ისინი მტრის თავდაცვაში სუსტ ადგილებს “სინჯავდნენ“ და ოკუპანტების მომარაგების გზებს ანადგურებდნენ. ბოლო დღეებში კი სამხრეთისთვის ბრძოლა გაძლიერდა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები სამხრეთით სწრაფად და ძლიერად მიიწევენ წინ და მხოლოდ ბოლო კვირაში უკვე ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.