Category: სლაიდერი

  • ილონ მასკმა უპასუხა ბრალდებებს, რომ Starlink–ის ინტერნეტის გამოყენებისას უკრაინელ სამხედროებს პრობლემები აქვთ

    SpaceX–ის მფლობელმა, ილონ მასკმა პასუხი გასცა Financial Times–ის სტატიას, რომელშიც საუბარი იყო Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეფერეხებებზე, რომლებსაც უკრაინული არმია იყენებს.

    გამოცემის მასალაში მოყვანილი იყო უკრაინელი სამხედროების გამონათქვამები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში კონტრშეტევისას მათ ტერმინალების მუშაობისას პრობლემები შეექმნათ.

    მასალაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ Starlink–ის ათასობით ტერმინალი აშშ–ს ხელისუფლებამ და დონორებმა შეიძინეს უკრაინის არმიის დასახმარებლად, რათა მათ უპილოტო აპარატების მართვა, მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიღება და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლებოდათ იმ რაიონებში, სადაც სხვა უსაფრთხო ქსელები არ არსებობს. მასკმა ყურადღება სწორედ ამ ასპექტზე გაამახვილა:

    “ცუდი რეპორტაჟი იყო. ამ სტატიაში მცდარი მტკიცებებია, თითქოს Starlink–ის  ტერმინალები და მომსახურება ანაზღაურებული იყო, არადა მხოლოდ მცირე პროცენტი აანაზღაურეს. ეს ოპერაცია  SpaceX–ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს. რაც შეეხება იმას,რაც ბრძოლის ველზე ხდება, ეს საიდუმლოა.“

    რა პრეტენზიები არსებობს Starlink–ის  ტერმინალების მიმართ

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყურადღება მიაქციეს ერთ კანონზომიერებას: კავშირის პრობლემები მას შემდეგ ჩნდება, რაც უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას რუსი ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ და ფრონტის ხაზს გადადიან. ვარაუდობენ, რომ Starlink–ის   წარმომადგენლები ტერმინალებს თიშავენ, რომ მათი ტექნოლოგიების რუსების მიერ გამოყენება აღკვეთონ.

    შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ილონ მასკი უკრაინასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ტვიტერზე რამდენიმე სტატუსი მიუძღვნა უკრაინა–რუსეთის ომს.

  • დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა.. რა კარგია ციხეში ყოფნა – გვარამია

    ”ციხეში ყოფნის უპირატესობები.
    დიტომ მომინახულა და ფეისბუქის ამონარიდები შემომიტანა. საოცარი სურათია:
    მიშა კვდება და ერი დუმს
    ნობელიანტს კვალიფიკაციას უწუნებენ და ერი ისევ დუმს
    მთავარი არხი რეგიონებში იმედს უგებს, ამ დროს მთავარი სულს ღაფავს, იმედი ფულში იხრჩობა, ერი აქაც დუმს. ევროპული ფონდები კრიტიკულ არხებს ფულს არ აძლევენ (მერე უკვირთ, რუსეთთან საინფორმაციო ომში 10:0 რომ მარცხდებიან)
    სოსო (გოგაშვილი) ციხიდან უსტარს უსტარზე აგზავნის, ივანიშვილს ამხელს და თავის 15 მილიონიან ქონებას იცავს. სოსო (თოფურიძე) ისევ „ყველა ციხეში“-ს გაკივის და ოპოზიციას ამხელს.
    გამაოგნებელი ამბები. გამაოგნებელი დუმილი. გამაოგნებელი სიბეცე.
    რა კარგია ციხეში ყოფნა.”

    ამის შესახებ, “მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომლის წერილიც მის პირად Facebook-ზე ვრცელდება.

  • ბიბლიური “არმაგედონის” რისკი უმაღლესია 1962 წლის შემდეგ – ბაიდენი

    რუსეთის ბირთვული მუქარით კაცობრიობისთვის შექმნილი საშიშროება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1962 წლის ოქტომბერში შექმნილ 35-დღიან მწვავე საერთაშორისო დაპირისპირებას, როცა ამერიკა და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის კატასტროფის ზღვარზე იყვნენ. მაშინ საბჭოთა კავშირმა, რომლის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები კუბაში განალაგა. ჯონ კენედის პრეზიდენტობით, შეერთებულმა შტატებმა კი ანალოგიური რაკეტები თურქეთში და იტალიაში გაამზადა.

    “არმაგედონის რეალობის წინაშე კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვყოფილვართ” – თქვა ბაიდენმა 6 ოქტომბერს, დემოკრატ დონორებთან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლის დროს. ბაიდენის თქმით, ის საკმაოდ კარგად იცნობს პუტინს და ხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ხუმრობს, როცა მასობრივი განადგურების შეიარაღებაზე, “ბირთვულ, ან ბიოლოგიურ, ან ქიმიურ იარაღზე” საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, არ არსებობს “ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების იოლი გზა ისე, რომ ის არმაგედონით არ დასრულდეს”.

    ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაცავად. ამ სიტყვებმა კვლავ გამოიწვია მსოფლიოში სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება უკრაინაში პატარა “ტაქტიკური“ ბირთვული აფეთქება მოაწყოს. აშშ–ს პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ესკალაცია იქნება.

    შეუძლია თუ არა რუსეთის არმიას უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რა საფრთხე არსებობს რეალურად?

  • შეგიძლიათ იმეოროთ, რომ ომბუდსმენს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ – ნინო ლომჯარია „ოცნებას“

    „ეს იყო საერთო, საყოველთაო სოლიდარობა, ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა და ჩვენ ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი უკრაინაშია და ეს მას არ ეხება, რომ თავის საქმე აქვს და ომი უკრაინაშია, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა, არ ვიცი, რაღაცის გამო. მახსოვს განცხადებები და თავდასხმები ევროკავშირის პარლამენტის წვერებზე, განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა თურმე ომი და არა რუსეთს და ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე. მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა იმ სანქციებს, რაზეც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, რომ დააწესებდა – ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა, ჩემში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში სირცხვილის გრძნობა გამოიწვია.

    დარწმუნებული ვარ, თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა იმ პერიოდში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა…[…] ნამდვილად არ მერჩივნა, რომ ბომბი დაგვცემოდა, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მტკივნეულია, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამაზე მე-12 საუკუნეში საუბრობდა შოთა რუსთაველი და მთელი ეს პოემა დაწერილია ამ იდეოლოგიაზე, რომ დიახ, სირცხვილი არის ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის და მგონი, ქართული იდენტობა სწორედ ამ ღირებულებებზე დგას და ამაზე ვსაუბრობდი. შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ, არ ვიცი“,

    ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • რუსეთი მოლაპარაკებებით მანიპულირებს, რათა ძალები მოაგროვოს და ისევ დაგვარტყას – ზელენსკი

    „რათა უკრაინის გათავისუფლება შეაჩეროს, რუსეთმა მოლაპარაკებების თემით მანიპულირება დაიწყო და თითქოს დიალოგის შესახებ გაიხსენა, რომელიც თავადვე უარყო, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და ყველა თქვენგანის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ.

    აშკარაა, რომ რუსეთს არ სჭირდება არანაირი ნამდვილი მოლაპარაკებები. რომ უნდოდეს, რეაქცია ექნებოდა ჩვენს ათეულობით წინადადებასა და მცდელობაზე. რუსეთს უბრალოდ დროის მოგება სურს, სურს ძალები გადააჯგუფოს და რესურსები მოიკრიბოს, რათა ისევ დაგვარტყას. ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის გაკეთების საშუალება“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • მამა წევს და ვერ დგება, ძალიან მოკლე მანძილის გასავლელადაც კი სჭირდება სასიარულო ხელსაწყო–ნიკოლოზ სააკაშვილი

    რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა “ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

    ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოკლე მანძილის დაფარვაც ურთულდება და მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გადაადგილდება.

    “აქამდე რომ ვნახულობდი მამას, ყოველთვის შეეძლო მოკლე მანძილით სიარული. ახლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ წევს და ვერ დგება. ძალიან მოკლე, 2 მეტრი მანძილის გასავლელად სჭირდება სასიარულო ხელსაწყო. რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს

  • გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქი უკრაინის რთული რეგიონია დეოკუპაციის თვალსაზრისით

    ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქი უკრაინის ყველაზე რთული რეგიონია, დეოკუპაციის თვალსაზრისით.

    “აქ ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს – ერთ-ერთი არის ის, რომ ვინც გაიქცა ლიმანიდან და ხარკივიდან, ყველა ლუჰანსკის რეგიონში გაიქცა. ამიტომ, სამხედროების კონცენტრაცია მაქსიმალურია,”

  • საქართველო თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს

    საქართველო თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტრო  ავრცელებს.

    “თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანები გადმოეცემა.
    ჯავშანმანქანები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”. – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას! – კიმ ჩენ ინი პუტინს დაბადების დღეს ულოცავს

    “საიმედოდ იცავთ რუსეთის ღირსებას აშშ-სა და მისი ვასალებისგან” – ამ შინაარსის წერილით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს  70 წლის იუბილეს ულოცავს.  ამის შესახებ ინფორმაციას, ჩრდილოეთ კორეის გაზეთი, როდონგ შინმუნი ავრცელებს. 

    “დღეს, რუსეთი საიმედოდ იცავს საკუთარ ღირსებასა და ფუნდამენტურ ინტერესებს აშშ-სა და მისი ვასალური ძალებისგან მომდინარე გამოწვევებისა და საფრთხეებისგან. ასეთი რეალობა წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი გამოკვეთილი ლიდერობისა და შეუპოვრობის გარეშე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი პირადი კავშირები დიდ როლს ითამაშებენ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის მეგობრობის კონსოლიდირებასა და განვითარებაში”. – წერს კიმ ჩენ ინი.

  • 1 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გათავისუფლდა – ზელენსკი

    “მხოლოდ 1 ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის რეგიონში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათეულობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა.

    აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ზაპოროჟიეს რეგიონში წარმატებების შესახებ მოვყვებით. ასევე იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ოკუპანტები აკონტროლებენ. დადგება დღე, როცა ჩვენ ყირიმის გათავისუფლებაზე ვისაუბრებთ და ეს პერსპექტივა აშკარაა.

    ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: როგორც უკრაინელებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის – ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას და საერთაშორისო კანონს,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.