Category: სლაიდერი

  • კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

    “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანება 11 ნოემბერს გამოსცა.

    “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

  • კახეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს – სეს

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.

    “ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა”, – აცხადებენ სეს-ში.

    სააგენტოს ცნობით, ასევე ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს.

    “ფიზიკური პირი თ.ბ. სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების გამო, 5 000 ლარით დაჯარიმდა”, – აცხადებს სააგენტო.

  • ” ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს” – პაპუაშვილი ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე

    ” ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს” – პაპუაშვილი ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე

    „ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს“

    “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.

  • თურქეთი აცხადებს, რომ საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 20 პირი ემსხვერპლა

    საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი.

    გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    “ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას კითხვები არასდროს არ ჰქონია – ხმალაძე

    “ახლა უკვე დროა კერძო სექტორში ვიმუშავო, ეს იყო მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერი” – აცხადებს, ირაკლი ხმალაძე, რომელიც მაისში ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, დღეს კი ირაკლი  კობახიძის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა.

    “სახელმწიფო სტრუქტურებში ვიმუშავე უკვე ოცი წელი, ზუსტად ოცი წელი შემისრულდა ცოტა მეტი და ვფიქრობ, საკმარისია, მათ შორის, ამ ოცი წლის მანძილზე მაღალ თანამდებობებზე მაქვს ნამუშევარი.[…] ყოველწელს ამოწმებდა ჩემს დეკლარაციას ანტიკორუფციული სამსახური, ყოფილა შემთხვევა, რომ უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, მაგრამ არ მქონია ისეთი დარღვევა დეკლარაციის შევსების დროს, რომელიც შეიძლება კითხვების საფუძველი ყოფილიყო.” – ასე ხსნის ხმალაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზს.

     

  • უკრაინელებმა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა

    უკრაინელებმა  სარატოვის ოლქში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე სამიზნეს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 11 ნოემბრის ანგარიშში.

    ეს მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ ობიექტზე თავდასხმის უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათ გასულ ღამეს საერთო ჯამში 37 დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის, რვა – სარატოვის ოლქში. სარატოვის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, Telegram-ზე დაწერა, რომ დრონებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანეს, თუმცა არ დაუზუსტებია, უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მოხვდა თუ არა დარტყმები.

    სარატოვის ქარხანა აწარმოებს ნავთობპროდუქტების 20-ზე მეტ სახეობას – მათ შორის ბენზინს, დიზელს, საწვავ ზეთსა და ბიტუმს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 2023 წელს საწარმომ 4.8 მილიონ ტონა ნავთობი გადაამუშავა.სარატოვი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია, რომელიც ყაზახეთის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრში და უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში მდებარეობს.

  • სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა თავად „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც „ოცნებაშია“ – შარაშიძე “ოცნებას”

    სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა თავად „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც „ოცნებაშია“ – შარაშიძე “ოცნებას”

    „თქვენ სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“ პორტირებული, წახალისებული და დაწინაურებული. შორს რომ არ წავიდეთ, რამდენიმე დღის წინ, 7 ნოემბერს 18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასტიკად იძალადა ადამიანებზე თბილისის ქუჩებში, ძალის გამოყენებით შეწყვიტა ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობა და ამ ყველაფრიდან 18 წლის თავზე, არც მეტი არც ნაკლები, თბილისის მერად მესამე ვადით გყავთ ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის ამ საშინელი დარბევის შემდეგ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად რჩებოდა. განათლების მინისტრად გყავთ ადამიანი, რომელიც ზუსტად 7 ნოემბრის პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე სასტიკი სასჯელაღსრულების სისტემის პირველი პირის მოადგილე და მისი მარჯვენა ხელი იყო, რომელიც თუ იმით აპირებს ციხის ბუნტზე პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომ თურმე ბუნტის დროს შვებულებაში იყო, ძალიან ცდება! სიას აღარ გავაგრძელებ, ყველას ჩამოთვლას ვერც ჩემი და ვერც ჩემი თანაგუნდელების პოლიტიკური გამოსვლებისთვის გამოყოფილი დრო ვერ ეყოფა იმდენი ყოფილი „ნაცია“ ამ დარბაზშიც და მთავრობაშიც. მაგრამ ყველაზე მთავარი, რის გამოც თქვენ უკვე აღარ განსხვავდებით “ნაცებისგან” არის ის, რომ არა თუ უარი არ თქვით, არამედ შეისისხლხორცეთ და წარმატებით აგრძელებთ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დანერგილ ძალადობას, უსამართლობას და კორუფციას.

    რაც შეეხება 4 ოქტომბერს, თქვენ არ გაწყობთ, ხალხმა გაიგოს სიმართლე 4 ოქტომბერზე. სიმართლე კი არის ის, რომ ეს იყო “ოცნების” და “ნაცების” მიერ მოწყობილი პროვოკაცია. პროვოკაცია, რომელიც არ აღკვეთეთ და ძალაუფლების შენარჩუნების გამო ქვეყანა ასეთ რისკებში შეიყვანეთ. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ აგვიხსენით, რას გულისხმობდა თქვენი პრემიერი, ბატონი კობახიძე იმაში, რომ ვინმე „ანიტას” “ოცნება” უხდიდა ფულს და თქვენი მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას?! და რა გინდათ ხალხს დააჯეროთ, რომ “ოცნების” მიერ მოსყიდული ანიტა აპირებდა “ოცნების” ხელისუფლების დამხობას “ოცნების” ფულით? ან რატომ არ დაიწყეთ გამოძიება და რატომ არ დაკითხეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირდაპირ დაადო ხელი საკუთარ თანაპარტიელებს “ოცნებასთან” ფარულ გარიგებაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონის “ოცნებისგან” აღებაში? ანუ რა გამოდის, “ოცნება” ფულს უხდიდა “ანიტას” “ოცნების” დამხობაში და ნიკა გვარამიას 40 მილიონით აფინანსებდა “ოცნების” წინააღმდეგ და ამის მერე გინდათ დააჯეროთ ხალხს, რომ თქვენ ებრძვით “ნაცებს”? სინამდვილეში, “ნაცებს” თქვენ კი არ ებრძვით, ჩვენ ვებრძვით! თქვენ კი „ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ, რადგან დასუსტებული და გამქრალი „ნაცები“ საფრთხობელას როლს სათანადოდ ვეღარ შეგისრულებენ.

    ყველაზე მეტად სამწუხარო კი ის არის, რომ ამ უაზრო და ქვეყნისთვის არაფრის მომცემ პოლიტიკურ მანიპულაციებს ეწირება ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესები, ზიანდება სახელმწიფო, ხალხი კი დაუცველია და მისთვის არავის სცალია“,

    ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

  • დასავლეთი საქართველოსთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებს – ზახაროვა

    “შეგახსენებთ, რომ “ჰიბრიდული ომის” კონცეპტი ამერიკელმა სამხედრო თეორეტიკოსებმა გამოიგონეს და პირდაპირ დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. მცირე ხნის წინ სომხეთის მეზობელ საქართველოში “კოლექტიური დასავლეთის” ქვეყნებმა ხელახლა გამოავლინეს თავი მთელი “ჰიბრიდული სილამაზით”: უხეშად ჩაერივნენ შიდაპოლიტიკურ პროცესში, აღვივებდნენ “მაიდანისეულ” განწყობებს, უარყოფდნენ თბილისის განვითარების გზის არჩევის თავისუფლებას, დაკავებული იყვნენ ღია პოლიტიკური შანტაჟით, ემუქრებოდნენ ისედაც ილუზიური ევროპერსპექტივის ჩამორთმევით.ჩვენთვის მსგავსი მიდგომა უცხოა. ყოველთვის პატივს ვცემდით და პატივს ვცემთ ნებისმიერი ერის სუვერენულ არჩევანს. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განცხადებები “ჰიბრიდულ ომზე” სომხეთის წინააღმდეგ ისმის იმ ფონზე, როცა [სომხეთის] რესპუბლიკაში მიმდინარეობს გამოძიებები ჩვენს ქვეყანასთან კავშირების განვითარების მხარდამჭერთა მიმართ, თითქოს ბოლო წლებში სხვა ქვეყნებში, მაგალითად მოლდოვაში, დამუშავებული სქემის მიხედვით.”

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.

  • მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვაში, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანაში.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რ.რ.-ს, საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთში, ფარულად, მიწის სიღრმეში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას ახდენდა.

    აღნიშნული ტერიტორიის ჩხრეკისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 283 ძირი მცენარე კანაფი და 3 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.