Category: სლაიდერი

  • ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწიდან გაგვაქრონ, გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები – ზელენსკი

    ”სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღეა. 229 დღეა, ცდილობენ გაგვანადგურონ და მიწის პირიდან გაგვაქრონ, გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ზაპოროჟიეში საკუთარ სახლში სძინავთ, მოკლან ადამიანები, რომლებიც დნეპრსა და კიევში სამუშაოდ მიდიან.

    უკრაინის მასშტაბით განგაშის სირენები არ წყდება, რაკეტები ცვივა. საუბედუროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები, იზრუნეთ საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე. მოდით, ვიყოთ ერთად და ვიყოთ ძლიერები. ”

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “საშიში არ არის მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ” – მეუფე იაკობი

    “შევთხოვ ღმერთს, რომ მალე მორჩეს ეს [უკრაინაში ომი], თორემ საშიში ის არ არის, ვთქვათ, მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესი შეიძლება დაემართოს მსოფლიოს ერთმანეთს თანამგზავრებს თუ ჩამოუყრიან. აღარც ინტერნეტი იქნება მერე, აღარც ტელეფონები და წარმოიდგინეთ რამდენი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ. ამიტომ, მარტო ის არ არის რა…

    თან კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. ხშირად ამბობენ, რომ უკრაინაში ბავშვებს კლავენო. სამწუხაროდ, ომი რომ მიდის ბავშვის ეროვნების განსხვავებაც არ იცის, როგორც უკრაინელები, ისე რუსები და ვისითაც არის დასახლებული, სხვებიც კვდებიან”

    განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 9 ოქტომბერს ქადაგებისას.

  • ყირიმის ხიდის აფეთქებას მხოლოდ ტერორისტების განადგურებით უნდა ვუპასუხოთ – მედვედევი

    “რუსეთს შეუძლია უპასუხოს ამ დანაშაულს მხოლოდ ტერორისტების უშუალო განადგურებით, როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება. სწორედ ამას ელიან რუსეთის მოქალაქეები.”

    განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.

  • კიევის ცენტრი დაიბომბა. მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშია

    უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია წერს, რომ კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

    ერთ–ერთი რაკეტა კიევის ცენტრში ვლადიმირსკის ქუჩაზე, გრუშევსკის ძეგლის რაიონში ჩამოვარდა. კიევის მერი, კლიჩკო წერს, რომ რამდენიმე აფეთქება იყო შევჩენკოს რაიონში.

    კიევის ცენტრში იწვის სამოქალაქო მანქანები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.

    წერენ აფეთქებაზე ხმელნიცკის რაიონშიც,აფეთქებების ხმა ისმის ლვოვში,

    სოციალურ ქსელებში ასევე წერენ აფეთქების სავარაუდო ხმებზე ტერნოპოლში. საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.

    ვრცელდება ინფორმაცია მასირებული სარაკეტო შეტევის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქში.

    ვრცელდება  კიევის ერთ–ერთ ცენტრალურ პარკში მომხდარ სარაკეტო დაბომვის ამსახველი ფოტოები

  • რუსული გამოძიება საქართველოსაც ასახელებს იმ ქვეყნებს შორის,რომლებიც ყირიმის ხიდზე აფეთქებულმა სატვირთომ მანამდე გაიარა

    რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტირკინთან შეხვედრისას განაცხადა.

    პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

    “ეს არის ტერაქტი, მიმართული რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“–თქვა პუტინმა.

    თავის მხრივ, ბასტირკინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. მან პუტინს მოახსენა, რომ “ტერაქტის“ მზადებაში უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ უცხოეთის ქვეყნებიდან.  ბასტირკინმა პუტინისთვის ანგარიშის ჩაბარებისას ასაფეთქებლით დატვირთული მანქანის უცნაური  მარშრუტი დაასახელა:

    “ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი,  რომელიც ხიდზე აფეთქდა: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე. გარდა ამისა, დადგენილია გადამყვანები – პირები, რომლებიც ამ ავტობუსის მოძრაობას უწევდნენ ორგანიზებას. ფეესბეს ოპერატიული თანამშრომლების მიერ მოხერხდა ეჭვმიტანილების დადგენა მათ შორის, ვისაც შეეძლო ტერაქტი მოემზადებინა, და იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებენ.“–ხაზი გაუსვა ბასტირკინმა.

  • ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის–მიხეილ სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქზე წერს, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით იბრძვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. მიხეილ საააშვილი წერს, რომ  გულშემატკივრების სოლიდარობა ჰმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს.

    “მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე. თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი, ღვთის და უკრაინის გამარჯვების!თქვენი მიშა”,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.

  • გერმანიაში ეჭვი აქვთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მათ რკინიგზაზე საბოტაჟი მოაწყვეს

    გერმანელი სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ გერმანიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეტევის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Tagesspiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    პარალელურ ვერსიად განიხილება მემარცხენე ექსტრემისტების ბრალეულობა, რომლებმაც წარსულში ერთხელ უკვე გადაჭრეს გერმანიის რკინიგზის კაბელები. გაზეთი აზუსტებს, რომ რუსულ კვალთან დაკავშირებული ვერსია შესაძლოა რეალური იყოს, რადგან კრემლს უნდა ევროპაში პანიკა დათესოს.

    გერმანიის რკინიგზის გაჩერებასთან რუსეთის შესაძლო კავშირზე საუბრობენ ექსპერტები.

    “ეს არ იყო არაპროფესიონალების გაკეთებული. ეს პროფესიონალურად გაკეთდა. იმის ალბათობა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურებია ჩარეული, ძალიან მაღალია, თუმცა მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს.  ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა“– თქვა უსაფრთხოების ექსპერტმა პიტერ ნოიმანმა RTL-ის ეთერში.

    შაბათს უცნობმა პირებმა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები გადაჭრეს, რამაც გერმანიის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად გამოიწვია რკინიგზის გაჩერება. კაბელები დილის 6:40 საათზე გადაჭრეს, ერთდროულად ორ ადგილზე – ბერლინსა და ჰერნში(ქალაქი ქვეყნის დასავლეთში)– წერს Tagesspiegel.

    გერმანული რკინიგზის ოპერატორმა, Deutsche Bahn–მა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედების ქმედებები წინასწარ განზრახული იყო, სიტუაციას კი საბოტაჟი უწოდა. მიზანმიმართული აქტი უწოდეს მომხდარს გერმანიის შს და ტრანსპორტის მინისტრებმა.

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას განაცხადა ევროკავშირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

  • “ისინი პუტინს დასცინოდნენ“–ტრამპი თვლის, რომ თეთრმა სახლმა აიძულა რუსეთი უკრაინას თავს დასხმოდა

    აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალტ ტრამპი Real America’s Voice–სთან ინტერვიუში აშშ–ს მოქმედ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ მათ “პრაქტიკულად აიძულეს ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრულმაშტაბიანი აგრესია დაეწყო“. ტრამპის განცხადებას გამოცემა Newsweek ციტირებს.

    ტრამპის განცხადები უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობის ფონზე გაკეთდა, როცა რუსული არმია იძულებულია თავდაცვაზე გადავიდეს. აშშ–ს ექსპრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ტრამპის აზრით თეთრი სახლი თვეების განმავლობაში ირჩევდა რიტორიკას, რომელიც “ხელს უწყობდა პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინას დასხმოდა თავს“.

    “ისინი ფაქტიურად დასცინოდნენ მას. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ე.წ. ხელმძღვანელობა დასცინოდა პუტინს. იცით, ისინი ფაქტიურად აიძულებენ მას ომი აწარმოოს იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ. აშკარად სულელური რიტორიკა იყო“– ამბობს ტრამპი.

    აშშ–ს ექსპრეზიდენტმა არ გაუშვა შესაძლებლობა ეთქვა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ის რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არასოდეს არ იქნებოდა, რადგან მას პუტინთანაც კარგი ურთიერთობა ქონდა და ზელენსკისთანაც. თუმცა, თავის მხრივ, მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ტრამპს არცერთი კონკრეტული მაგალითი არ მოუყვანია, თუ როგორ “აქეზებდნენ“ პუტინს უკრაინაში შეჭრისთვის.

    გარდა ამისა, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტ თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სასწრაფოდ მოლაპარაკებების დაწყებისა აუცილებელია. ნევადაში ამომრჩევლების წინაშე გამოსვლისას მან თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია.

    “ახლა ჩვენ გვაქვს კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის…. აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე,  წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომამდე მივალთ“–თქვა ტრამპმა.

  • თერჯოლის მერი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა

    თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

    არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.

    ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

    „ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგოიაშვილი, თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს. პირველი ვადით ამ პოსტზე მას მხოლოდ 1 წელი მოუწია ყოფნა, რადგან 2020 წლის ოქტომბერში, ის რიგგარეშე არჩევნების შედეგად გახდა მერი.

  • რუსეთმა წუხელ ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა

    უკრაინის ხელისუფლება აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც კარგად ჩანს ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დანგრეული შენობები. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს კვლავ ეძებენ. ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის ინფორმაციით წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე ვრცელდებოდა ინორმაცია 17 დაღუპულის შესახებ. ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით დაშავდა კიდევ 49 ადამიანი. მათ შორის 6 ბავშვია.

    “წუხელ მტერმა ტაქტიური ავიაცია გამოიყენა საოლქო ცენტრზე სარაკეტო დარტყმისთვის. წინასწარი ინორმაციით ზაპოროჟიეს 12 რაკეტა ესროლეს. რაკეტების უმრავლესობა საცხოვრებელ მრავალსართულიან და კერძო სახლებს მოხვდა ზაპოროჟიეს ერთ–ერთ რაიონში. ნაწილობრივ დანგრეულია 9 სართულიანი სახლი. დანგრეულია 5 კერძო სახლი. დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაზიადა 20 ავტომობილი“– წერს სტარუხი.