Category: სლაიდერი

  • დეოლიგარქიზაცია პირველ რიგში გულისხმობს დებიძინიზაციას! – იუკნევიჩიენე

    ”როცა ევროპარლამენტის წევრები საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე საქართველოში – ეს უკვე აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო. ამ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად იყო აღნიშნული. ევროპარლამენტმა მოითხოვა სანქციები სწორად ბიძინა ივანიშვილზე. ქართული ოცნება თავს აჩვენებს, რომ არ ესმის ზუსტად თუ ეს რას ნიშნავს და ახდენს ევროპული კომისიის მოსაზრებების მანიპულაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მანიპულაცია და თავის მოჩვენება, თითქოს არ ესმით რა ხდება რეალურად, არ დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

    აღარ არის ის დრო, როცა ვთქვათ საბჭოთა პერიოდში მთავრობას შეეძლო მოსაზრებების მანიპულირება, ევროკავშირში მსგავსი მანიპულაციები არ არის დასაშვები. რა თქმა უნდა ყველას ესმის, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში პირველ რიგში გულისხმობს დებიძინიზაციას და უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამას. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება საქართველოსთვის”

    განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

  • სარაკეტო იერიშები უკრაინის ქალაქებზე პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა – ბაიდენი

    ”აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა. […] ვუსამძიმრებთ დღეს უაზროდ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ და განადგურდა ობიექტები, რომელბიც სამხედრო დანიშნულების არ იყო.

  • როცა ასეთი მოღალატე რეჟიმი გვყავს, ქვეყანაში მორალური სიცხადე უნდა გვქონდეს – ბოკერია

    როცა ასეთი მოღალატე რეჟიმი გვყავს, ქვეყანაში მორალური სიცხადე უნდა გვქონდეს – ბოკერია

    ”მგონია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყველა ინფორმირებულისთვის ნორმალური ინსტინქტია, რომ ესეთ დღეს, ესეთ მომენტში, ზოგადად ამ ბრძოლის დროს, ნებისმიერი ფორმით უკრაინელ ერს სოლიდარობა გამოუცხადოს. მაგრამ ამას გარდა გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ამ რთულ პერიოდში, როცა ასეთი მოღალატე, კოლაბორაციონისტი რეჟიმი გვყავს, ქვეყანაში მორალური სიცხადე გვქონდეს. ამისთვის აქვს მნიშვნელობა საჯარო პოზიციის ყველა მკაფიო დაფიქსირებას – ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე.

    არ ვიცი თვალი თუ ადევნეთ, დღეს იყო კლასიკური განცხადება, [გოგა] ხაინდრავასი, რომელმაც დასავლეთი დაადანაშაულა ამ აგრესიაში. ანუ, აგრძელებენ ანტიდასავლურ, ანუ ანტიქართულ კამპანიას. ამ დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმის შეცვლისა და ქვეყნის ამ ჭაობიდან გამოსაყვანად ყოველ ასეთ დროს მოქალაქეები გამოვიდნენ და საჯარო პოზიცია დააფიქსირონ.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რა პროპაგანდას ეწევა რეჟიმი: “შეხედეთ, რამხელა მსხვერპლი მოაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლას თურმე და არ ღირს ამისთვის ბრძოლა”. – ამით გვაშინებენ. რეალურად, დღეს უკრაინელ ერს იმიტომ უწევს ასეთ მსხვერპლზე წასვლა და გმირული ბრძოლა, რომ თავის დროზე, ჩვენს მსგავსად, 90-იან წლებში, როდესაც რუსეთი დასუსტდა, ისინი არ იყვნენ ფორმაში.”

    განაცხადა პარტია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარლამენტთან მიმდინარე უკრაინელების მიერ გამართულ აქციაზე – რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

  • უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა

    უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასობრივ თავდასხმას ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა. დაზვერვის თქმით, კრემლმა თავდასხმის დაწყება რუს სამხედროებს  2-3 ოქტომბერს დაავალა და მთავარი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები უნდა ყოფილიყო.

    “მასობრივი სარაკეტო თავდასხმების მიზანი უნდა ყოფილიყო კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და ცენტრალური რაიონები. 8 ოქტომბერს რუსეთის აეროდრომ ოლენიადან გადაიტანეს 7 სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი აეროდრომ ენგელსზე. ასევე მობილიზებული იყო კალიბრის ტიპის 40 რაკეტა. კიდევ ერთი სამიზნე იყო თბოელექტროსადგური. ოკუპანტებს სურდათ უკრაინელებში პანიკა დაეთესათ და ევროპა დაეშინათ”, – აცხადებენ დაზვერვაში.

  • სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – BAZA

    სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – აღნიშნულ ინფორმაციას, რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს. გავრცელებული ცნობა არ არის დადასტურებული ოფიციალურად.

    BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.

    შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტირკინთან შეხვედრისას განაცხადა.

    პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

    “ეს არის ტერაქტი, მიმართული რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“–თქვა პუტინმა.

  • მომდევნო ოპერაციების მიზანი უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი უნდა გახდეს! – მედვედევი

    მომდევნო ოპერაციების მიზანი უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი უნდა გახდეს! – მედვედევი

    ”პირველი ეპიზოდი გათამაშდა. სხვებიც იქნება. და კიდევ. გამოვთქვამ პირად პოზიციას. არ შემიძლია ახლა არ აღვნიშნო. უკრაინის სახელმწიფო ამჟამინდელი კონფიგურაციით, ნაცისტური პოლიტიკური რეჟიმით რუსეთისთვის მუდმივი, პირდაპირი და აშკარა საფრთხე იქნება. ამიტომ, ჩვენი ხალხისა და საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომდევნო ოპერაციების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა გახდეს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი.”

    ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე წერს.
  • პუტინს ბევრი რაკეტა აღარ დარჩა – ოლექსი დანილოვი

    “რაც შეეხება დღევანდელ ძლიერ სარაკეტო შეტევას, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. დაარტყა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას.  ეს კიდევ ერთხელ არის სისუსტის გამოვლინება, ეს არის იმის გამოვლინება, რომ ის [პუტინი] მარცხდება.  ამით მას სურს ჩვენში ქაოსი და პანიკა დათესოს.

    მაგრამ მე მინდა დავამშვიდო ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ მას არ აქვს ამდენი რაკეტა დარჩენილი და ადრე თუ გვიან ისინი დასრულდება. ზუსტად ვიცით, რომ უკვე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 თებერვლამდე”

    განაცხადა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა.

  • პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს – ლაიენი

    ”შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით.

    პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი.

    ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან.

    ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გვაქვს”

    წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.

  • გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის

    რუსული ძალების მიერ კიევის და  უკრაინის ქალაქებზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შემდეგ,გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის.

    შესაბამისი ინფორმაცია, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა გაავრცელა. მისი თქმით, გერმანია ოთხიდან ერთ „IRIS-T SLM“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

    „განახლებული სარაკეტო თავდასხმა კიევსა და ბევრ სხვა ქალაქზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება, რუსეთის თავდასხმები რაკეტებითა და დრონებით ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას“, – აღნიშნულია ლამბრეხტის განცხადებაში.

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლის შემდეგ იმყოფებოდა და ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში დღეს დილით რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.

    უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.