Category: სლაიდერი

  • მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ევროკავშირი

    მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია – ასე ეხმაურება
    ევროკავშირი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს.

    „მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

  • რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში, კრემლის პასუხი მკაცრი იქნება – ვლადიმერ პუტინი

    “თუ რუსეთზე თავდასხმები გაგრძელდება, პასუხი მკაცრი იქნება. პასუხები იმავე მასშტაბის იქნება, როგორიც რუსეთის მიმართ მუქარა. ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობებისთვის, რუსეთი მათ მძიმედ უპასუხებს”

    აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი,  პეტერბურგში გამართულ უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.

  • ჩვენს 1 მეტრასაც თუ შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ – ლუკაშენკო უკრაინას

    ჩვენს 1 მეტრასაც თუ შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ – ლუკაშენკო უკრაინას

    “ჩვენს 1 მეტრასაც თუ შეეხებით, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოგეჩვენებათ”- ასე ემუქრება ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას და აცხადებს, რომ უკვე არაერთხელ არაოფიციალური კავშირებით გააფრთხილეს, უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე.

    “გუშინ, უკვე არაოფიციალური კავშირებით გაგვაფრთხილეს უკრაინის ტერიტორიიდან ბელარუსზე იერიშების მიტანაზე. როგორც განაცხადეს: ისე მოვიქცევით, ყირიმის ხიდი 2 იქნებაო. ეს ინფორმაცია სასწრაფოდ მაცნობეს. ჩემი პასუხი მარტივი იყო: უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა შეშლილებს, თუ კიდევ დარჩნენ, გადაეცით, თუ თავიანთი ბინძური ხელებით ჩვენი ტერიტორიის ერთ მეტრს მაინც შეეხებიან, ყირიმის ხიდი ყვავილებად მოეჩვენებათ”. – თქვა ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.

  • რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა – პოდოლიაკი

    “განზრახ თავდასხმები კიევის ცენტრზე, ზაპოროჟიესა და დნიპროზე – კიდევ ერთი დასტურია კრემლის ტერორისტული არაადეკვატურობის. რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, მაგრამ შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა. ლაპარაკის ნაცვლად გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, MLRS, უფრო შორი მანძილის ჭურვები,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • რუსეთი ცდილობს, სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, სამოქალაქოებზე გადაიტანოს – ბატიაშვილი

    “რუსეთი ცდილობს, სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, სამოქალაქოებზე გადაიტანოს” – ასე აფასებს, ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვას.

    „რეალურად ეს არის ტერორისტული აქტი და იმის ნათელი მაგალითი, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ის სამხედრო მარცხი, რომელსაც განიცდის ბრძოლის ველზე, გადაიტანოს სამოქალაქოებზე და მათში დათესოს შიში და პანიკა იმ მიზნით, რომ იქნებ რამენაირად უკრაინა გატყდეს და იქნებ საკუთარმა მოსახლეობამ აიძულოს ხელისუფლება, რომ ამ შიშისა და პანიკის დათესვის ფონზე დაითანხმოს ე.წ. სამშვიდობო შეთანხმებაზე, რაც რეალურად გულისხმობს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. რუსეთი ამით ცდილობს თავისი სიტუაციის გადარჩენას.

    რუსეთს ეს არ გამოუვა, რადგან უკრაინამ არაერთხელ აჩვენა, რომ ის არ აპირებს შეეგუოს ოკუპაციას, არავის ეშინია, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მეტი შემართებით იბრძოლებენ უკრაინელები და კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას მიაწვდის დასავლეთი უკრაინას იმ მიზნით, რომ მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან.

    განსხვავებით დღეს დაბომბილი სამოქალაქო ობიექტებისა, ყირიმის ხიდი არის სამხედრო ობიექტი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, საიდანაც მიეწოდებოდა შეიარაღება, ტყვია-წამალი, რაკეტები და სხვა აღჭურვილობა რუსეთის ოკუპანტ ჯარს სამხრეთის მიმართულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

  • უკრაინელი აქტივისტები დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ

    უკრაინელი აქტივისტები დღეს 20:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებაა.

    ”ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

    მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას.

    თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა – ზურაბიშვილი

    ”შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ, მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”

    წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

  • მტერი დაისჯება იმ ტკივილისთვის რაც ჩვენს მიწანს მოუტანა! შურს ვიძიებთ! – უკრაინის თავდაცვა

    ”რუსეთის ტერორისტულმა ქვეყანამ უკრაინას რაკეტებით შეუტია. არაერთი აფეთქება დაფიქსირდა ბევრ რაიონულ ცენტრში. კიევი მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. თავს დაესხნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

    საჰაერო იერიში მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. არის ადამიანური მსხვერპლი და ნგრევა. რუსეთის ფედერაციის ტერორისტული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და სიკვდილისთვის, რაც მან ჩვენს მიწას მოუტანა! შურს ვიძიებთ”

    ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო  მასიურ დაბომბვას.

  • ოკუპანტებმა 75 რაკეტა ისროლეს, მათგან 41 ჩამოვაგდეთ – უკრაინა

    10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვა, უკრაინი საჰაერო თავდაცვამ 41 გაანეიტრალა. ინფორმაციას, უკრაინის შეარაღებული ძალების ავრცელებს.

    “ტერორისტული ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

    დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაუშვა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა.

    შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავად. თუმცა, მტრის შეტევა გრძელდება.
    ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში! “- აღნიშნულია განცხადებაში.

  • დღევანდელი თავდასხმები სიგნალია, რომ რუსეთის საკითხი ძალით უნდა გადაწყდეს – ერმაკი

    “მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს”.

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.