Category: სლაიდერი

  • ასეთი საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები – ჩერგოლეიშვილი ჭიაბერაშვილზე

    “ასეთი საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები” – “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება.

    “სანამ ეს სამარცხვინო და ხარბი ლუზერები სააკაშვილზე აცოცების უკანასკნელ იმედს არ დაკარგავენ – არანაირი ცვლილება არ მოხდება.

    სანამ არ მიარტყამენ საკუთარ სახე დაკარგულ სახეებს იმ რეალობას, რომ აი ეს სამარცხვინო ქმედება, როდესაც თავად არაფრის თავი არ გაგაჩნია, არცერთი აქცია სააკაშვილისთვის არ დაგიორგანიზებია და ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს, ვინც შრომობენ და იმ საკითხებზე აწყობენ აქციებს, რაც მათ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად – ვიღაცის მკვლელობას აბრალებ, მორალურად გასანადგურებელი ხარ როგორც საზოგადოებრივი ფიგურა.

    თავმოყვარე საზოგადოება ასეთებს აზრს არ უნდა ეკითხებოდეს.

    ასეთი მატერიალისტი, ცილისმწამებელი, საჭურისი მცოცავები არიან ივანიშვილის საუკეთესო მოკავშირეები.

    დადგეს ჭიაბერაშვილი და მოაწყოს რამდენი აქციაც უნდა – ან იმ ბანდერლოგებს შეუერთდეს.
    ვინ დაუშალა? არავინ! მაგრამ საჭურისია – არაფრის თავი არ გააჩნია, ერთადერთი რაც შეუძლია არის თითების გაშვერა სხვებისკენ –
    როგორც ყველა არარაობას!
    მკვლელი ბებიამისია!
    ურჩევნია სადმე არ შემხვდეს!

    (აი ეს ხუთასამდე ადამიანიც ჭიაბერაშვილისნაირი საზიზღარი საჭურისია – უსაქმური, ცილისმწამებელი მცოცავი, რომელსაც თავად არაფერი შეუძლია და სხვებისთვის მკვლელების წოდებას იწონებს, იმიტომ რომ საკუთარი არარეალისტური ჰალუცინაციები არ შეუსრულდათ)” – წერს ჩერგოლეიშვილი.

     

  • მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ – ოლენა ზელენსკა

    “რუსული რაკეტები მასიურად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენი შვილები კიდევ ერთხელ უნდა დაიმალნონ მეტროში. ჩვენს დაშინებას და გატეხვას ცდილობენ – მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარეზეა. უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ,”

    აცხადებს, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.

  • უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ვაგნერის ორი ჯგუფი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ვაგნერის ორი ჯგუფი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    უშიშროების სამსახურის ცნობით, დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა. მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.

    რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი სისასტიკით არის გამორჩეული.

  • 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავდა

    10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავდა.  ინფორმაციას, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.  რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა.

    11 ოქტომბრის დილით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელინცკის რამდენიმე რაიონი.

    10 ოქტომბრის რუსმა ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

  • პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

    პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

    “ჩვენ ვურჩევთ ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით”. – წერია პოლონეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

    ურთიერთობები ვარშავასა და მინსკს შორის 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა მეზობელი ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად.

     

  • პუტინი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის არმია კი გამოფიტულია – ბრიტანეთის სპეცსამსახური

    პუტინი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის არმია კი გამოფიტულია – ბრიტანეთის სპეცსამსახური

    უკრაინამ გადატეხა ომის მსვლელობა და წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას, რომელიც გამოფიტულია. ამის შესახებ საუბარია დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის, სამთავრობო კავშირების ცენტრის(GCHQ) ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის მოხსენებაში, რომელიც დღეს, 11 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს. მისი მოხსენების ნაწილი  BBC-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს და გაავრცელებს.

    GCHQ-ში პროგნოზირებენ, უკრაინის წინააღმდეგ მასირებული იერიშის მიუხედავად, რუს სამხედროებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ვლადიმირ პუტინი კი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს.

    •  „აშკარაა, რომ უკრაინის გაბედული ქმედებები ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაციას შეცვლის“, – აღნიშნავს ფლემინგი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გადაწყვეტილებები შეუზღუდავი ძალაუფლების გამო მცდარი აღმოჩნდა.
  • ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

    აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას დაჰპირდა.

    10 ოქტომბრის მასშტაბური იერიშების შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.თეთრი სახლი აცხადებს, რომ “ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ჩართულობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, რათა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივონ, პასუხისგებაში მისცენ იმ სამხედრო დანაშაულების გამო და დაეხმარონ უკრაინას, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კუთხით”.

    ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინას უახლოეს დღეებში  IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი 4 სისტემის მიწოდებას გერმანიაც ჰპირდება.

  • ფორბსის გათვლებით რუსეთმა ურაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 400-700 მლნ დოლარის რაკეტები ისროლა

    უკრაინულმა ფორბსმა დათვალა, რომ 10 ოქტომბერს, ერთი დღეში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 400-700 მილიონი დოლარის რაკეტები გაუშვა.

    10 ოქტომბრის 17:00 საათის მონაცემებით უკრაინის მიმართულებით გაუშვეს  84 ფრთოსანი რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი. მათი საერთო ღირებულება ფორბსის გათვლებით 400-700 მილიონი დოლარია.

    უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების ნახევარზე მეტი – 43 რაკეტა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაბომბვების შედეგად თავდაპირველი ინფორმაციით დაიღუპა 11 და დაიჭრა 87 ადამიანი.

    ფორბსი გაშვებული რაკეტების შეფასებას ფართო დიაპაზონში აკეთებს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, რომელი ტიპის რაკეტა რა რაოდენობით გაუშვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შემდეგი რაკეტები გამოიყენეს:

    Х-101, Х-555, «კალიბრი», «ისკანდერი», С-300, «ტორნადო-С»,ონიქსი“, “ტოჩკა–У“.

    ღირებულების გათვლისას ფორბსი იმ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომ მიზანს მოხვედრილი რაკეტების უმრავლესობა ძვირადღირებული და მაღალი სიზუსტის Х-101 რაკეტები, ასევე ტაქტიკური სიშორის რაკეტები С-300, «ტორნადო-С» იყო. დანარჩენები კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. რედაქცია წერს, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეფასება გადაიხედება.

    ამ დროისთვის კი გათვლები ასე გამოიყურება: თითო გამოყენებული რაკეტის ღირებულება ასეთია– Х-101–13 მლნ. დოლარი, , «კალიბრი»– 6.5 მლნ. დოლარი, «ისკანდერი»-3 მლნ. დოლარი,“ონიქსი“– 1.25 მლნ დოლარი, “ტოჩკა–У“-0.3მლნ დოლარი.

    10 ოქტომბერს გაშვებული ყველა დრონის ღირებულება კი რამდენიმე მილიონი დოლარია.

  • მილიარდერმა იური მილნერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

    იური მილნერმა, რომელიც რუსი მილიარდერების ფორბსის სიაში 15–ე ადგილზეა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

    “მე და ჩემმა ოჯახმა სამუდამოდ დავტოვეთ რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამ ზაფხულს კი ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა“– დაწერა ბიზნესმენმა ტვიტერზე.

    ფორბსი წერს, რომ მილნერმა ჯერ კიდევ 1999  წელს მიიღო ისრაელის მოქალაქეობა და ქვეყანაში რამდენიმე წელი იცხოვრა, სანამ აშშ–ში გადავიდოდა.

    მილნერამდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ფორბსის მილიარდერთა რეიტინგის კიდევ ორმა რუსმა ფიგურანტმა – ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა.

  • შეუერთდით სანქციებს… ისტორია დაიმახსოვრებს, სად იდგება საქართველო! – იუკნევიჩიანე ”ოცნებას”

    შეუერთდით სანქციებს… ისტორია დაიმახსოვრებს, სად იდგება საქართველო! – იუკნევიჩიანე ”ოცნებას”

    ”ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა დადგება სწორ მხარეს და არ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს, რაც უკვე დაუშვეს მაშინ, როდესაც საქართველოს დასავლეთმა მოსთხოვა, შეერთებოდა სანქციებს და ეს ასე არ მოხდა. იმედი მაქვს, უფრო მეტ მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინას. დასავლეთი არ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას, ეს იქნება არასწორი მოთხოვნა. ისტორია აუცილებლად დაიმახსოვრებს, რომელ მხარეს დადგება საქართველო, უკრაინელებსაც ემახსოვრებათ.

    საბოლოო ჯამში, უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. ეს შეიძლება, ხვალ არ მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ ამ შედეგს მივიღებთ და აუცილებელია, ერთად ვიდგეთ ამ პროცესში. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიჩინოს სოლიდარობა, შეუერთდეს სანქციებს, გამოიჩინოს სამხედრო მხარდაჭერაც და ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც წვლილს შეიტანს რუსეთის იზოლირებაში, რომელიც არის ერთგვარი სიმსივნე ევროპული კონტინენტისა და განსაკუთრებით სახიფათოა მეზობელი ქვეყნებისთვის…

    საქართველო ვერ დარჩება ორ ცეცხლს შუა ასეთ ომში და აუცილებელია, აირჩიოს მხარე და ჭეშმარიტების მომენტი დგება ყველასთვის, ეს არის ჩემი შეფასება.”

    განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.