Category: სლაიდერი

  • დადგინდება ტრაგედიის მიზეზები, მოხდება უმკაცრესი რეაგირება – ღარიბაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

    “ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.

    ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.

    გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება.”

    ასე ეხმაურება, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას.

  • უკრაინული არმია დამაჯერებლად მიიწევს წინ ხერსონისკენ– ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დღევანდელი ანგარიში ხერსონის ოლქში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა, სადაც საოკუპაციო ხელისუფლება, როგორც ჩანს უკრაინული არმიის ქალაქ ხერსონში შესვლისთვის ემზადება:

    • რუსეთის არმია, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში ხერსონის მიმართულებაზე 20 კილომეტრით უკან დაიხია ჩრდილოეთისკენ, ცდილობს ფრონტის ახალი ხაზი გაამაგროს სოფელ მილოვოს დასავლეთით.
    • ამ რაიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, განსაკუთრებით ფრონტის ხაზის დასავლეთით, სადაც რუსული ფლანგი უკრაინული არმიის წარმატებული შეტევის შედეგად  უკვე აღარ არის დაცული მდინარე ინგულეცით. რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ამ მონაკვეთში ეს არის საჰაერო–სადესანტო ძალების დაუკომპლექტებელი ფორმირებები.
    • ბოლო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს გასცა ბრძანება ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის მომზადების შესახებ. დიდი ალბათობით ისინი ელიან, რომ სამხედრო მოქმედებები მალე თავად ქალაქ ხერსონს მოედება.– წერს ბრიტანული სამხედრო დაზვერვა.
  • “ყველას პასუხისმგებლობაა, გაეცემათ პასუხი” – კალაძე ამტკიცებს, რომ შადრევანი შემოწმებული იყო

    “ყველას პასუხისმგებლობაა, გაეცემათ პასუხი” – კალაძე ამტკიცებს, რომ შადრევანი შემოწმებული იყო

    “უმძიმესი ფაქტია, რა თქმა უნდა. თავზარდაცემულები ვართ ყველა. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო გრინსერვისი.

    ცხადია შემოწმებული იყო. პროექტი დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისულები. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.

    უდიდესი თემაა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი”

    ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას. ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 13 წლის გოგონა გარდაიცვალა.

  • არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე – ” ოცნების” დეპუტატი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

    “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში, მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ არასრულწლოვან ბავშვს, თან უნდა ახლდეს მეთვალყურე.

    • “ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს  იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!” – თქვა ამილახვარმა.

    შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელსაც ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა – აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გაავრცელა.

    ცოტა ხნის წინ, ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა. დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც. ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში გადაიყვანეს.  კლინიკაში ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

    დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

  • მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა

    მოზარდი, რომელსაც ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა გარდაიცვალა – აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გაავრცელა.

    ცოტა ხნის წინ, ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა. დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც. ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში გადაიყვანეს.  კლინიკაში ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

    დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

  • მოეთხოვება პასუხი შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ! – კალაძე ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე

    “ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, რა თქმა უნდა, მოეთხოვება [პასუხი] შესაბამის კომპანიებს, რომლებიც მუშაობდნენ”. – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას.

    ცოტა ხნის წინ, ახლადეაბილიტირებულ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა. დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც. ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. კლინიკაში ამბობენ, რომ ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.მესამე არასრულწლოვანი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

    დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

  • ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა მძიმეა

    ბავშვები, რომელთაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან. კლინიკაში ამბობენ, რომ ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.მესამე არასრულწლოვანი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

    ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა. დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

    დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

    „ვაკის პარკის აღდგენის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. გვინდა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად მოწესრიგდეს. სამუშაოების პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. პარკს დაემატა ახალი ზონები, რომლებიც ასევე მოწესრიგდა. სამუშაოების მეორე ეტაპი იყო მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდა და ულამაზესი გამოვიდა. ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებს, რომ ვაკის პარკი იბრუნებს თავის სილამაზეს და ცოცხლდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილატიაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.

  • სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარის საფუძველი გვაქვს – ბრეგაძე

    “სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის ოფიციალურ მოთხოვნაზე უარის საფუძველი გვაქვს” – აცხადებს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი თქმით,  საქართველოს უკრაინის სასამართლოსგან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია. ამის შესახებ ბრეგაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

    “მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.

    როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი”, – თქვა ბრეგაძემ იმედის ეთერში.

  • უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით – სტოლტენბერგი

    „უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ და ქვეყანას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით. [..] მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს. გაერო-ში გამართული კენჭისყრა იყო უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მკაფიო მოწოდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გვიჩვენებს, რომ უნდა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის“,

    ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილია, მაგრამ შოთაძეს უდევს თაროზე – გოგაშვილი

    “გავეცანი ბინძური ქოცების მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა ნაცების დროინდელი. ოცნების დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში. დამკვეთიდან შემსრულებლამდე ყველა უსასტიკესად დაისჯებით კანონით, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ჩემს სახლში შემოტანილი ეს ნაგავი ზუსტად ასახავს თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, წარმოაჩენს თქვენს ბინძურ ამორალურ სახეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენი მხილებისათვის გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყანას მიაქანებს დაშლისკენ, განადგურებისკენ და სისხლის ღვრისკენ.

    რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს უდევს თაროზე. დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აყვებით ოცნების ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე”,

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.