Category: სლაიდერი

  • ყველას გვესმის, რომ კალაძეს არ უნდოდა ეს მომხდარიყო, უბრალოდ ვიღაცის არაპროფესიონალიზმი ზოგჯერ დანაშაული ხდება – ცოტნე კობერიძე

    ”დასავლური ყაიდის ქვეყნებში რის გამო გადადგებიან ხოლმე პოლიტკოსები, როგორი პატარა ამბის გამოც კი იღებენ ხოლმე საკუთარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა რომ ყველას ესმის რომ მას არ უნდოდა ეს მომხდარიყო. აქ ყველას გვესმის, რომ არცერთ სამყაროში, არ უნდოდა ეს მომხდარიყო არც კახი კალაძეს და არც არავის, უბრალოდ ვიღაცის არაპროფესიონალიზმი ზოგჯერ დანაშაული ხდება

    მივეჩვიეთ ამ ამბავს რომ მერია ასეთ კონტრაქტებს დებს, რაღაც კომპანიები არიან დაახლოებული და მერე ასეთი შედეგები რომ დგება ყველას გვესმის რომ არავის ადამიანის სიკვდილის არ უნდოდა მაგრამ არაპროფესიონალიზმს თან ესეც ახლავს რომ ხშირად არსებობს ასეთი მსხვერპლები.

    განაცხადა ,,გირჩი მეტი თავისუფლების” წევრმა, ცოტნე კობერიძემ.

  • ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

    ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

    ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში  20:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა.

    “13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის – ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართება.”,-  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე“–ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

    ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ციხიდან ეხმაურება მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია:

    “უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.

    სანამ დანაშაულს უბედურ შემთხვევად გამოაცხადებდნენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი. შესაბამისად, ის მკვლელი შადრევანი ექსპლუატაციაში მიღებულად უნდა მივიჩნიოთ, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის სამუშაოს შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამტკიცებას. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე.

    რაც შეეხება თბილისის მერს: სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. აი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

    “ქართული ოცნების” ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს. კლავს ბავშვებს. ბავშვებს, რომელთაც, “ქართული ოცნების” კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მეთვალყურე სჭირდებათ. თურმე მეთვალყურე სჭირდებათ 13 წლის მოზარდებს საჯარო გასართობ სივრცეში გართობისას. თუმცა “ქართული ოცნებისთვის” მეთვალყურეობა ის ცნებაა, რომელიც არასდროს ავიწყდებათ; “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.
    და ბოლოს, გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”? – მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა… ჰო და ამ წლების განმავლობაში ამ პრინციპის გამოყენებით მანიპულირებს ჩვენით “ქართული ოცნება” და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ჩვენც, ქართული საზოგადოება. ალბათ, ახლაც, ხვალ ან ზეგ, რაიმე სისაძაგლეს გამოაგდებს ხელისუფლება და ჩვენც, მორჩილად, ამ სისაძაგლეზე გადავერთვებით. და ჭირისუფლის გარდა აღარავის გვემახსოვრება აღარც მკვლელი შადრევანი, აღარც მკვლელი კორუფცია და აღარც გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, რომელსაც პარკში უმეთვალყურეოდ თამაში უყვარდა.

    უკვე მაზეგ კი ყველანი შევეგუებით იმას, რომ ბავშვებს პარკში უმეთვალყურეოდ თამაშის უფლება ჩამოერთვათ და “ოცნების” მიერ შემოთავაზებულ გულისამრევ “ჭეშმარიტებას” გავიმეორებთ: “უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. მშობელმა ბავშვს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!”“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

  • რატომ წაშალა მერიამ ვაკის პარკის შადრევნის გახსნის ფოტოები – განმარტება

    ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თბილისის მერიამ ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან შადრევნისა და მცირე კასკადის გახსნის ფოტომასალა წაშლა. ამასთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ ეს “ერთგვარი პოზიციაა შემზარავი ფაქტის მიმართ”.

    • “ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გუშინდელი ფოტომასალის და ინფორმაციის აღება, რაც არის ერთგვარი პოზიცია ამ შემზარავი ფაქტის მიმართ. მთელი გულით ვუცხადებთ სამძიმარს გარდაცვლილის ოჯახს!” – აცხადებენ მერიაში. 

    შეგახსენებთ, რომ დღეს ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ ბავშვს კი დენმა დაარტყა.დაშავდა მის დასახმარებლად ჩასული ორი მეგობარიც. ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში, შოკის მდგომარეობაში გადაიყვანეს.  კლინიკაში ორივე ბავშვის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. ერთ-ერთი მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. მომხდარზე სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

    12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა –  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

    დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

  • მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი–კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც ვაკის პარკის რეაბილიტაცია განახორციელა

    კომპანია გრინსერვისის დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე ვაკე–საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. პოლიციაში შესვლამდე მან თქვა, რომ ვაკის პარკში მომხდარზე “პასუხისმგებელი პირადად ის არის“.

    პოლიციაში ასევე იკითხებიან მერიის თანამშრომლები.

    ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“ და პროექტი შემოწმებული იყო.

    ვაკის პარკში დღეს შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 13 წლის გოგოს დენმა დაარტყა და დაიღუპა. მის დასახმარებლად ჩასული 2 მეგობარი მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

  • მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს, შეძრული ვარ – სალომე ზურაბიშვილი

    მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს, შეძრული ვარ – სალომე ზურაბიშვილი

    ”შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
    როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს”

    ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • “აგოს პასუხი კახი კალაძემ” “არა სიკვდილით სავსე ქალაქს ” – თბილისში აქციები დაანონსდა

    ახლადრებილიტირებულ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისში დღეს ორი აქცია დაანონსდა. ორგანიზატორები დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ. ერთი აქცია საღამოს 5 საათზე თბილისის მერიასთან, ხოლო მეორე – საღამოს 8 საათზე პარლამენტთან დაიგეგმა.

    ”კალაძემ, მორიგი კორუფციული სქემით იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე! ქალაქის მერი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს კორუფციული გზით ფლანგავს და მუდმივად საფრთხეს უქმნის ქალაქის მაცხოვრებელთა სიცოცხლეს – უნდა წავიდეს!

    ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში 13 მილიონი დაიხარჯა, კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო არის “გრინსერვის+”, რომლის ხელმძღვანელიც 2013 წელს თავად ქართულმა ოცნებამ დაიჭირა!

    აღნიშნულ კომპანიას 60მლნ-ზე მეტი ლარის ტენდერები და 43 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა განხორციელებული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ტენდერი მოიგო!
    აგოს პასუხი კახი კალაძემ! ნაკლების ნახვა” – აცხადებენ ორგანიზატორები. 

  • თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ, საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია – ჯაფარიძე “ოცნებაზე”

    “განათლების კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარე ყოფილა. უსისხლო და უსინდისო ნაბიჭვრები. ოღონდ მათკენ ხელის გაშვერას აზრი არ აქვს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა – ჩვენია.

    თუ ვინმეზე უნდა გავბრაზდეთ – საკუთარ თავზე, რომ ესენი გვაზიან 10 წელია”,

    “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ვაკის პარკში მომხდარ  ტრაგედიას ეხმაურება.

  • ამ კონტექსტში ის განცხადება რაც გავაკეთე, სრულიად მიუღებელია – ამილახვარი ბოდიშს იხდის

    ”მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს. მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს აზრი ახლა იმის ახსნას, თუ რა კონტექსტით გავაკეთე მე ეს განცხადება, დილით რომელიც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია, არა თუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში, ის განცხადება რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად, ახლა არ მგონია, ოჯახს იქით ვინმე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე, ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად, სულ სხვა კონტექტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით და გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რა ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხიმგებლობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, პირველ რიგში ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის.”

    “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარზე თქვა, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყვადეს, ბოდიშს იხდის.

  • ”უკვე გაშავებული იყო ის გოგო, ფანტანების გამორთვის შემდეგ ამოიყვანეს” – თვითმხილველი

    ”უკვე გაშავებული იყო ის გოგო, ფანტანების გამორთვის შემდეგ ამოიყვანეს” – ამის შესახებ, თვითმხილველი ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრობს. მისი თქმით, შადრევანში ჩასული 2 მოზარდი მამაკაცმა გამოიყვანა, თუმცა მესამის გადარჩენა ვერ შეძლო რადგან შადრევანში შესულ კაცს დენი ურტყამდა და მოზარდამდე ვერ მიდიოდა.

    “კივილი ატყდა, ბავშვები ეყარნენ წყალში, აამს მივუსწარი. შემდეგ ერთი კაცი გადახტა ამოსაყვანად. რა მოხდაო, ბავშვები რომ ყვიროდნენ, ვერ მივხვდი, რა მოხდა. ერთი ამოიყვანა ამ კაცმა, მეორე ამოიყვანა… ის მესამე იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამეც არისო, ბევრნი იყვნენ ერთად. ეს ბავშვი ვერ ამოიყვანა ამ კაცმა, რამდენჯერაც შევიდა წყალში, დენი არტყამდა, ვერაფრით ვერ გამოიყვანა. მერე მოვიდნენ, ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს ეს მესამე, უკვე გაშავებული იყო ის მესამე გოგო”.- აცხადებს თვითმხილველი.