Category: სლაიდერი

  • თავდასხმები კრემლის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მიუთითებს – პრაისი

    “ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა დონეზე დაეცა პუტინი და მისი გარემოცვა. რუსული რაკეტები სათამაშო მოედნებს, უნივერსიტეტებს, საცხოვრებელ შენობებსა და ქალაქის გადატვირთულ ქუჩებს მოხვდა. ეს დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის არსი მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკეა. ეს კრემლის რეჟიმის სისუსტესა და სასოწარკვეთაზე მეტყველებს. ამ ომში ერთი აგრესორია და ეს რუსეთია. ერთადერში ადამიანი, რომელსაც ამ ომის შეჩერება და რუსული ჯარების გაყვანა შეუძლია. ეს, რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინია”

    ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

  • უკრაინელებმა 18 წუთში ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 18 წუთში, რუსი ოკუპანტების, ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს.  ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა Telegram-ზე ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენები – ფრონტის ხაზზე.

    “12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 8:58 საათამდე, სამხრეთ უკრაინაში, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც სამხრეთის მიმართულებით სახმელეთო საოკუპაციო ძალებს საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ. […]  საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა კიდევ ორ შვეულმფრენზე, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ დადასტურებული ჩამოგდებული შვეულმფრენების რაოდენობა გაიზარდოს!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ბრალის დამძიმებაზე, გომელაურისგან გაიგო, რომელმაც უთხრა რომ მდგომარეობა დაუმძიმდებოდა – ადვოკატი სოსო გოგაშვილზე

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, დიმიტრი ღონღაძე აცხადებს, რომ ბრალის დამძიმების შესახებ, გოგაშილმა თავად, შს მინისტრისგან, ვახტანგ  გომელაურისგან გაიგო.როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გოგაშვილის ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია მას დაკავებისას ელექტრონული მოწყობილობებით „ჩაუდეს“.

    „ბრალდებას ორი ახალი მუხლი დაემატა, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნულს იოსებ გოგაშვილი აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაციები მას 16 ივლისს, დაკავებისას, რასაც ის სპეცოპერაციას უწოდებს, სახლში „ჩაუდეს“. ამაზე არაერთი საჩივარი გვაქვს წარდგენილი და გამოძიებაც მიმდინარეობს. ამბობს, რომ ეს ინფორმაციები ელექტრომოწყობილობებით მოიტანეს და „ჩაუდეს“.

    მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გრიფით “საიდუმლო” დაადეს, პროკურატურამ დამატებით ბრალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ბრალის ფორმულირება საჯაროდ გაავრცელა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფას შეეხება, რომ თითქოს, იოსებ გოგაშვილი საცხოვრებელ სახლში აღნიშნულ ინფორმაციას ინახავდა. ამით ცდილობენ შავი ლაქა მოსცხონ იოსებ გოგაშვილს, სანქცია იგივეა, რაც სხვა მუხლებზეა, უბრალოდ, ამით ცდილობენ მორალურად დააზიანონ იოსებ გოგაშვილი.

    გარდა ამისა, ის ამბობს, მე ბრალის დამძიმების შესახებ მივიღე ინფორმაცია, როცა ვახტანგ გომელაურს ვესაუბრებოდი, რომელმაც მითხრა, რომ მდგომარეობა დამიმძიმდებოდაო. შეასრულეს და მეორე მხრივ, ბრალი ისეთ მუხლში დადეს, რომელიც მორალურად გასაკიცხი საქციელია“, – განაცხადა ღონღაძემ.

  • უკრაინამ ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლა

    უკრაინელებმა, ხერსონის ოლქში, კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, სამხრეთის სარდლობა ავრცელებს. ასევე მათი ცნობით, სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

    • “ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში”, – ამბობს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.
  • არ მგონია, პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს – ბაიდენი

    “მგონია, რომ მისი მხრიდან უპასუხისმგებლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობდეს, რომ მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში”.

    ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

  • “ეფესბე“ ყირიმის ხიდზე აფეთქებული მანქანის მარშრუტში მონაწილეებს ასახელებს, მათ შორის ქართველებს

    რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილე რვა პირი დააკავა, ექედან 5 რუსეთის მოქალაქეა, სამი კი უკრაინის და სომხეთის. “ეფესბე“ ამტკიცებს, რომ  ხიდის აფეთქებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სპეციალური სამმართველო და მისი უფროსი კირილ ბუდანოვი მონაწილეობდნენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და სამშენებლო პოლიეთილენის ფირის ხვეულებში დამალეს, 22 პალეტში, რომელთა საერთო წონა   22 770 კილოგრამი იყო.   აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი ოდესის პორტიდან   ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაგზავნეს კონტრაქტით  № 02/08/2022, უკრაინული კომპანია ტრანსლოჯისტიკსა და ბულგარულ კომპანია Baltex Capital S.A.–ს შორის. ბულგარეთიდან ტვირთი საქართველოში, ფოთის პორტში გადაიტანეს, შემდეგ კი სომხეთში.

    რუსული მედიის ინფორმაციით ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები, მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, სოლომკო რომანი, საქართველოს მოქალაქეები: სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

    29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) წესებით განხორციელდა და საბუთები შეიცვალა. ახლა გამგზავნი არის შპს „GU AR GROUP“ (სომხეთი, ალავერდი), მიმღები კი შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

    საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადატვირთეს.

    7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.

    ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს რუსული მედია “ეფესბეზე“ დაყრდნობით.

    “ეფესბეს“ ბრალდებას უპასუხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა.

    “ეფესბეს და მთელი მათი საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობა სისულელეა. ისინი პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომაც მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ჩვენ არ გავაკეთებთ. გასაოცარია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ არ უპოვნიათ რამე “სავიზიტო ბარათი“– განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსამსახურის უფროსმა ანდრეი იუსოვმა.

  • სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია – არახამია

    “შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს.

    ჩვენი ენერგეტიკის ინჟინრები და გადაუდებელი სამსახურები სწრაფად აღადგენენ დანგრეულს. შედეგები მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით.

    ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს მასიური საჰაერო თავდასხმების მოგერიება. თუნდაც იმ იარაღით, რაც გვაქვს. მაგრამ რაც უფრო მალე მივიღებთ უახლეს სამხედრო აღჭურვილობას, მით უფრო მალე მივაღწევთ მშვიდობას ჩვენს ქალაქებში.

    ჩვენს მოქალაქეებს არ შეშინებიათ. ზოგადად, არ არსებობს ისეთი კალიბრი, რომელიც უკრაინელებს წინააღმდეგობის დათმობას აიძულებს.

    მოლაპარაკების მოთხოვნით არავინ გამოსულა. თუმცა რუსებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ.

    ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძოლებს. და ტერორისტული სახელმწიფო აგებს პასუხს ყველა დანაშაულზე და გადაიხდის ყველაფრის საფასურს, რაც გაანადგურა.

    ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია. დამარცხებამდე ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი, მილოშევიჩი – ზაგრები, პუტინი ბომბავს კიევს და ზაპორიჟჟიას. თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის.”

    წერს უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Telegram-ის არხზე.

  • ღამით წალენჯიხის მერის, მანქანა სახლის წინ დაწვეს – თამარ ბელქანია

    პარტია “ლელო – საქართველოსთვის” წევრი თამარ ბელქანია აცხადებს რომ  გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. მისი თქმით,  გია ხარჩილავას მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, საწვავი გადაასხეს და დაწვეს.

    “მე სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ნამდვილად არა. ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს მომხდარს, გვაქვს ამის იმედი”, – ამბობს ბელქანია.

    შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

  • გერმანიის მიერ გადაცემული საზენიტო–სარაკეტო დანადგარი IRIS-T SLM უკვე უკრაინაშია–Spiegel

    გერმანული გამოცემა Spiegel ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო პირველი საზენიტო–სარაკეტო დანადგარი IRIS-T SLM

    გამოცემის ინფორმაციით გადაცემა სამშაბათს, პოლონეთ–უკრაინის საზღვარზე მოხდა.

    ორშაბათს გერმანიის თავდაცვის სამინისტორომ განაცხადა, რომ უკრაინას ამ დანადგარს გადასცემს. სამშაბათს კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანდა IRIS-T SLM  კომენტარებით, რომ ის გერმანიის გზებზე აღმოსავლეთით, პოლონეთისკენ მიემართებოდა.

    გერმანიის  კანცლერი, ოლაფ შოლცი ურაინას ამ საზენიტო დანადგარებს ჯერ კიდევ ზაფხულში დაპირდა, მაგრამ მიწოდება მხოლოდ წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა ერთდროულად ათეულობით რაკეტით მიიტანა შეტევა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინნ ლამბრეხტმა თქვა, რომ დაპირებული ოთხი საზენიტო დანადგარის მიწოდება დაჩქარდებოდა.

    IRIS-T SLM – ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოქმედების საშუალო რადიუსით: მის რაკეტებს სამიზნის დაზიანება 40 კილომეტრამდე მანძილზე,  20 კილომეტრამდე სიმაღლეზე შეუძლიათ.

     

  • უკრაინაზე სკანდალურ პოსტამდე ილონ მასკი პუტინს პირადად ესაუბრა – მედია

    ილონ მასკი პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინს მანამ, სანამ ტვიტერზე უკრაინის შესახებ სკანდალურ პოსტებს გამოაქვეყნებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurasia Group–ის წარმომადგენელზე, იან ბრემერზე დაყრდნობით Vice ავრცელებს.

    “ინფორმაციაში, რომელიც Eurasia Group–ის ხელმომწერებს გაეგზავნათ, იან  ბრემერმა დაწერა, რომ   Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა მას უთხრა, რომ პუტინი “მზად არის მოლაპარაკებისთვის“, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, თუ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის ფორმას გამოაცხადებს და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიას“– წერს გამოცემა.

    ამას გარდა, მასკმა თითქოსდა თქვა, რომ პუტინი მზად არის საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, “მიუხედავად ყველაფრისა“, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების გზით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში შევლენ. სწორედ ამიტომაც თითქოსდა Tesla-ს დამფუძნებელმა გადაწყვიტა “ყველაფერი გაეკეთებინა“ მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

    ილონ მასკის პოსტს უკრაინის შესახებ  გასულ კვირას დიდი სკანდალი მოჰყვა. მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა და ტვიტერზე გამოკითხვა დადო შეკითხვით: “ ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– და ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    განახლება:

    მოგვიანებით ილონ მასკმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ტვიტერზე გააკეთა. კითხვაზე, მართალია თუ არა ინფორმაცია რომ ის სკანდალურ პოსტებამდე პუტინს ესაუბრა, მასკი პასუხობს: “არა. მე პუტინს მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ, საუბრის თემა კოსმოსი იყო.“