Category: სლაიდერი

  • მაკრონმა უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შემთხვევაში გამორიცხა ბირთვული პასუხის შესაძლებლობა

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შემთხვევაში გამორიცხა ბირთვული პასუხის შესაძლებლობა. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

    რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებაზე დასმულ კითხვაზე, მაკრონმა თქვა, რომ ეს არ გამოიწვევს “საფრანგეთის ბირთვულ პასუხს” და დასძინა, რომ ეს “არ არის მისი დოქტრინა”.

    ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება “რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობა,” როგორც ქვეყნის, რომელსაც აქვს ასეთი იარაღი და “პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული”, – აცხადებს მაკრონი.

  • ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს „პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ“

    ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს „პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ“

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს მოუწოდებს,  რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “კუთხეში არ მიამწყვდიონ“. ამის შესახებ მან, ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

    „თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, რუსეთს შეუძლია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს… თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის – წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი. [..] თუ ბირთვულ იარაღს თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოიყენებს, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთს ეს კარგად ესმის და არავინ, ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს თავად პრეზიდენტი პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას”, – თქვა ბელარუსის ლიდერმა.

  • დაახლოებით 2 კვირაში მობილიზაციის ღინისძიებები დასრულდება – პუტინი

    “ეს სამუშაო უკვე სრულდება. ახლა მობილიზებულია 222 000 ადამიანი 300 000-დან. ვფიქრობ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ყველა სამობილიზაციო ღონისძიება დასრულდება. […]  როდესაც დაიწყო მობილიზაციის ღონისძიებები, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ისინი. ეს საინფორმაცია ბაზა ახლა ახლდება თანამედროვე ბაზაზე, თანამედროვე საფუძველზე და ის იქნება მაქსიმალურად სანდო, ამიტომაც, ვფიქრობ, ხარისხიც უნდა გაიზარდოს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკვე სრულდება”.

    აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

  • ოჯახის და ახლობლების გარდა, თუ ვინმეს სჭირდება სამძიმარი, არის კალაძე – ბოჟაძე

    ”თუ ვინმეს სჭირდება დღეს კიდევ სამძიმარის თქმა და გვერდით დგომა, ალბათ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მერე, არის კახა კალაძე. იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ დღეს მისი განცხადებები, მისი განწყობა, დამოკიდებულება, ალბათ ყველა ვიცნობთ ამ ადამიანს და, რა თქმა უნდა, ის ამ მორალულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან ეს ამ ქალაქში მოხდა, სადაც ის არის არჩეული მერი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, გამოძიების დასრულებამდე ვინმეს დადანაშაულება და თან ერთი ადამიანის პიროვნულად, ვისაც პირდაპირი შეხება კონკრეტულ საკითხებთან არ ჰქონია, კიდევ უფრო მეტი დანაშაული იქნება და კიდევ უფრო მეტი მორალური პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ადამიანი დარჩეს თანამდებობაზე, გადადგეს ან არ გადადგეს კი არა, არამედ მასზე გადატყდეს მორალურად ჯოხი, რომ ის იყო პასუხისმგებელი. ”

    ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე იმედთან ინტერვიუში.

  • მარიტა მეფარიშვილს ხვალ დაკრძალავენ

    მარიტა მეფარიშვილს, რომელიც გუშინ, 13 ოქტომბერს ახლადრეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ხვალ, 15 ოქტომბერს დაკრძალავენ.

    მოზარდს ჯერ ვაკის სამების ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე დაშავებული კი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან დღეს დილით მოხსნეს.

    შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

  • ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში.. ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს – სააკაშვილი

    ”ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა.

    ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს.”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • უკრაინამ ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

    უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

    • „დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია – უკრაინის დამცველთა დღე… თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
  • სიკვდილი არ არსებობს, გარდაცვალება დასაწყისია ახალი, მარადიული ცხოვრებისა – ილია მეორე დაღუპული მოზარდის მშობლებს

    ”ბატონო დავით, ქალბატონო ანა – დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო.

    აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისთვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, – სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა.

    ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე.”

    პატრიარქი ილია მეორე ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის მშობლებს უსამძიმრებს.

  • “ამ შადრევანს ისტორიულად, ჰქონდა მოაჯირი, ის არასდროს არ იყო ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი” – არქიტექტორი ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე

    არ­ქი­ტექ­ტო­რი, ურ­ბა­ნის­ტი და მო­ქან­და­კე ირაკ­ლი ჟვა­ნია ახლადრებილიტირებულ ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და სა­უბ­რობს იმა­ზე, რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ყო­ვე­ლი­ვე ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

    “გუშინდელი ტრაგედიის გამო ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი. ვეცდები ავხსნა.

    1. ამ შადრევანს ისტორიულად გარშემო ჰქონდა მოაჯირი, რომელიც ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობიდან. ეს მოაჯირი არ იყო მაღალი, მაგრამ მის გამო ეს შადრევანი არასდროს არ იყო მასიურად ბავშვების საჭყუმპალაო ადგილი, და სწორადაც. რატომ: იმიტომ, რომ დენს რომ თავი დავანებოთ, იქ სადაც ძლიერი ჭავლები მუშაობს დიდი წნევით ბავშვების ყოფნა არ შეიძლება, ჭავლიდან გამოტყორცნილმა წყალმა შეიძლება დააზიანოს ბავშვის თვალები და სახე. მეორე: მცირეწლოვანი ბავშვის გაქცევის და წყალში ჩავარდნის შემთხვევაში შეიძლება ვერ მოესწროს ადეკვატური მოქმედება მშობელისგან და მოხდეს ტრაგედია დენის გარეშეც.

    ეს მოაჯირი უნდა ყოფილიყო იქ, სადაც ის ისტორიულად არსებობდა. სხვათაშორის, ეს პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ვიზუალის შეცვლაც არ შეიძლებოდა, მათ შორის ამ ისტორიული მოაჯირისაც. მაგდენი კი უნდა ესმოდეთ.

    რეზუმე: შადრევნის გარშემო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა დამცავი მოაჯირის მოხსნა და შადრევნის საჭყუმპალაოდ გახსნა, რაც მერიამ გააკეთა.
    ( ჩვენს მიერ ამ შადრევნის მოვლა-პატრონობის პეტიოდში, 2014-15წწ გამორიცხული იყო ბავშვები ჩაგვეშვა ჩართულ შადრევანში).

    2. შადრევანში ტექ. მოწყობილობა იყოფა სამ ნაწილად, ესაა ტუმბოები, განათება და წყლის კოლექტორები. განათება როგორც წესი კეთდება 12 ან 24 ვოლტის სიმძლავრის, რაც გამორიცხავს სანათიდან დენის დარტყმას ბავშვზე. კოლექტორებში დენი საერთოდ არ გადის, მხოლოდ წყალი. რაც შეეხება ტუმბოებს: არსებობს ზედაპირული ანუ მშრალი ტუმბოები ( 5 ასეთი დავაყენეთ ჩვენ 2014 წელს ამ შადრევნის გვერდზე მიწის ქვეშ ოთახში), არსებობს ჩაძირული ტუმბოები ( ასეთები დავაყენეთ საბავშვო შადრევანში შუა მცირე კასკადში 2014 წელს). მშრალი ტუმბოები ყენდება შადრევნის გარეთ, ჩაძირული კეთდება ხოლმე შადრევანში წყალში. ორივე შემთხვევაში აუცილებლად კეთდება დამიწება. ასევე ჩაძირული ტუმბოების შემთხვევაში მართვის პულტზე გათვალისწიბებული უნდა იყოს მთელი რიგი დაცვები: ფაზური დაცვა, სითბური დაცვა და რაც მთავარია ე.წ. გაჟონვის რელეთი დაცვა. ეს ნიშნავს შემდეგს: თუკი სადმე წყალი მოხვდა დენის სადენებს და დენი გადავიდა წყალზე, ამ რელემ ავტომატურად უნდა გათიშოს ტუმბოს ჩამრთველი ავტომატი რომ არ მოხდეს დენის დარტყმა ადამიანზე.

    რა მოხდა გუშინ ამას იმედია ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება: სისტემა იყო გაკეთებული უხარისხოდ და ავტომატიკამ არ გათიშა წყალზე გადასული დენის წყარო. გამკეთებელმა გააკეთა, ექსპერტიზამ “შეამოწმა”, შემდეგ შადრევანი გადააბარეს შპს “ეკოსერვისს” რომელიც ამუშავებს თბილისის შადრევნებს, ამ უკანასკნელმა არ შეამოწმა სისტემა სათანადოდ და ისე ამუშავა.
    საბოლოოდ კი მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რაც გუშინ მოხდა. რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი დევი მეზურნიშვილი შეიძლება ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო…

    ვისი ბრალია ამას დიდი გამოძიება არ სჭირდება: ვინც ასეთი სისტემა ააწყო, ექსპერტიზამ რომელმაც “შეამოწმა” და აქტიც შეადგინა, შემეეგ ვინც ჩაიბარა და ექსპლუატაციას უწევდა, სამივე მხარეს ერთობლივი “მოღვაწეობის”. და რასაკვირველია იმ მერიის, რომელსაც ეგეთი ინჟინრები, ექსპერტები და მომვლელები ყავს, 21 საუკუნეში წყალზე დენის არ გადასვლა რომ ვერ მოუგვარებიათ შუა ქალაქში….” – წერს ირაკლი ჟვანია.

  • შადრევნის რეაბლიტიაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის მესაკუთრეები, 2013 წელს დაკავებულები იყვნენ – კომპანიის წინამორბედი კი შავ სიაში იყო

    ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია ანდეს კომპანიას, რომლის მესაკუთრეებიც 2013 წელს დაკავებულები იყვნენ, მათი კომპანიის წინამორბედი კი შავ სიაში იყო – ამ იფნორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    ”ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო და თავად მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით 2021 წლისათვის უნდა დასრულებულიყო.

    სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. თავად მერის, კახა კალაძის თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.

    პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელებაზე 17,600,000 ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით 3,500,000 ლარი დაიხარჯა.

    პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს დაგი ახორციელებდა, რომლის ვალდებულებაშიც ვაკის პარკში ზედაპირის მოპირკეთება – მათ შორის მიწის სამუშაოების, ასევე დემონტაჟისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება შედიოდა. კომპანია ასევე ვალდებული იყო, ჩაეტარებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, გაეყვანა კომუნიკაციები, დაეყენებინა განათებები, უზრუნველეყო სხვადასხვა ტიპის ბორდიურებისა და ფილების მოპირკეთება და მონტაჟი. კომპანიას უნდა მოეწყო საბავშვო მოედნები, აღედგინა შადრევნები, მოეწყო ძაღლების სავარჯიშო მოედანი და ველოსიპედების გასაჩერებელი კარკასი. დოკუმენტაციის თანახმად, ვაკის პარკში ასევე უნდა მოწყობილიყო სატრენაჟორო სივრცეც, რომელიც უზრუვნელყოფილი იქნებოდა ინკლუზიური ფიტნეს აღჭურვილობითაც.

    რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, თბილისის მერიამ ელ.ტენდერი (NAT210017848) 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რათა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშოები შეესყიდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენდა. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული შპს გრინსერვის + გახდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ შპს გრინსერვის + თბილისის მერიისგან 12,979,867 ლარს მიიღებდა. შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, დღევანდელი მონაცემებით კომპანიას აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი, ანუ 6,324,286 ლარი აქვს მიღებული.

    ვაკის პარკში შადრევნის გახსნიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პასუხი იმ კომპანიებს მოეთხოვებათ, რომლებიც შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშოებს ახორციელებდნენ.

    აღსანიშნავია, რომ გრინსერვის + 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელები და მიმდინარე მონაცემებით მესაკუთრეები არიან: კობა ხარშილაძე, ლაშა ფურცხვანიძე, ტარიელ კიკნაძე.

    ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის გამგებლისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა, კობა ხარშილაძე კი ლაშა ფურცხვანიძის მოადგილე ძველი თბილისის გამგებლად ყოფნისას.

    აღსანიშნავია, რომ გრინსერვის +ის მესაკუთრეებს, ლაშა ფურცხვანიძესა და კობა ხარშილაძეს საკუთრებაში იყო კომპანია შპს გრინსერვისი, რომელიც 2012 წლის ივლისში შავ სიაში შეიყვანეს.

    მოგვიანებით, 2013 წლის 16 დეკემბერს, შპს გრინსერვისის საქმეზე ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ლაშა ფურცვანიძე და კობა ხარშილაძე დააკავეს.

    შპს გრინსერვისის გაშავების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში ასპარეზზე სწორედ შპს გრინსერვის + გამოვიდა.

    შპს გრინსერვისი+-მა სახელმწიფოს შესყიდვებში ასპარეზობა 2013 წლიდან დაიწყო. კომპანიას დღემდე 73 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

    ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგად გრინსერვისი+ აქტიურად აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და მათი დამფუძნებლების დაკავების შემდეგაც, უწყებებს, განსაკუთრებით კი თბილისის მერიას კითხვები არ უჩნდება ამ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებისას.” – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.