Category: სლაიდერი

  • არესტოვიჩის თქმით, უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს

    უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს. ამასთანავე არესტოვიჩი არ აკონკრეტებ, თუ ფრონტის რომელ ხაზზე მიაღწიეს წარმატებას უკრაინელებმა.

    “სვატოვოეს მიმდებარედ გარკვეული წინსვლა იყო. რუსი სამხედროები კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი მიიღეს, ვერსად წავიდნენ წინ. ბახმუტთან ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და უკან დაიხიეს [ოკუპანტებმა] ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და ერთ-ერთი ადგილიდან მოისროლეს. არ ვამბობთ, რომელი ადგილიდან, რადგან გენერალურ შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია”. – თქვა არესტოვიჩმა.

  • კახა კალაძე მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

    დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვაკის პარკის  შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე  მივიდა. მერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

    13 წლის მარიტა მეფარიშვილს 15 საათზე ტაძრიდან გამოასვენებენ და ჩოგბურთის კორტებზე გადაასვენებენ, სადაც ის თამაშს სწავლობდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მისი გაწერა ხვალ იგეგმება, მესამე დაშავებული კი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან დღეს დილით მოხსნეს.

    შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

  • “ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა…” – რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები

    მამაკაცი, რომელმაც ვაკის პარკის შად­რე­ვან­ში შე­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად გა­მო­იყ­ვა­ნა დევი მეზურნიშვილია. როგორც ირკვევა, ის  “ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის” თა­ნამ­შრო­მე­ლი და  ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღეა.  “ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა…” – იხსენებს, დემი მეზურნიშვილის დედა.

    • “სა­მამ თბი­ლის­ში წა­ვი­დო­და, ხან ვე­ნა­ხებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­ზე. ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში წა­ვი­და, იქ სცა­და თა­ვი­სი ბედი. მუ­შა­ობს ვა­კის პარკში. მის­გან გუ­შინ­დე­ლი საქ­ცი­ე­ლი არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან ბუ­ნე­ბით ასე­თი ადა­მი­ა­ნია. ადრე ალა­ზან­ზე და­დი­ო­და ხოლ­მე, მა­ში­ნაც ვი­ღაც გა­და­არ­ჩი­ნა. ისე­თი ადი­დე­ბუ­ლი წყლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ადა­მი­ა­ნი, რომ სა­კუ­თა­რი თავი საფრ­თხე­ში ჩა­იგ­დო. წუ­ხელ გა­ვი­გეთ, რომ რა­ღაც მოხ­და. არ ვი­ცო­დით, რა მოხ­და. როცა დაგ­ვი­რე­კა, თან ტი­რო­და. მოგ­ვიყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თა­ლია დენი მარ­ტყამ­დაო, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი იყ­ვნე­ნო… თა­ვა­დაც 16 წლის შვი­ლი ჰყავს, დი­ლა­საც ვტი­რო­დი, ალ­ბათ, რო­გორ გა­ნიც­დის მომ­ხდარს, იმის თა­ვი­დან ხომ არ ამო­ვა ეს სა­ში­ნე­ლი რა­ღაც. მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი”.-  განაცხადა დევი მეზურნიშვილის დედამ. 
  • Guardian: დასავლეთის ქვეყნები ფიქრობენ, როგორ მოერიონ მოსახლეობაში პანიკას რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში

    დასავლური მთავრობები “წინდახედულად აწყობენ გეგმებს“, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან პანიკა და ქაოსი საკუთარ ქვეყნებში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ან მის სიახლოვეს ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემე  Guardian ერთ–ერთი დასავლური ქვეყნის სამთავრობო  წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    ჟურნალისტებთან შეხვედრისას ჩინოვნიკმა ანონიმურობის პირობით პასუხი გასცა შეკითხვას, რას გააკეთებენ დასავლური ქვეყნების ხელისუფლებები, თუ მოსახლეობა პანიკაში ჩავარდება, მაღაზიებში პროდუქტების მასობრივ შესყიდვას დაიწყებს და ქალაქებს მასობრივად დატოვებს.

    ჩინოვნიკმა უპასუხა, რომ მთავრობები მართლაც მუშაობენ მოვლენების მსგავსი განვითარების სცენარებზე. მართალია დასავლური ქვეყნების მთავრობები თვლიან, რომ ბირთვული კრიზისი ნაკლებ სავარაუდოა, ჩინოვნიკები მთელ მსოფლიოში ანახლებენ შეშინებული  მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების და ინფორმაციის მიწოდების სახელმძღვანელოებს პანიკის თავიდან ასაცილებლად.

    ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენება საშინელება იქნებოდა. მან ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ კომენტარს და მინიშნებას ამის შესახებ, “ღრმად უპასუხისმგებლო“ უწოდა და დასძინა, რომ არცერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რიტორიკა არ გამოუყენებია.

    დასავლეთი დეტალურად არ საუბრობს იმაზე, როგორი იქნება მისი პასუხი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, მაგრამ ამჟამად ზოგადი წარმოდგენა ასეთია, რომ ეს პასუხი ბირთვული არ იქნება, სწრაფი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად – წერს გარდიანი.

  • მალე ბერისლავის რაიონში რუსები თავდაცვის პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებენ – შავაძე

    “მალე ბერისლავის რაიონში რუსები თავდაცვის პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებენ” -აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე.

    ”ძალიან მალე, უახლოეს დღეებში ბერისლავის(ხერსონი, დნეპრის მარჯვენა სანაპირო) რაიონში რუსული საოკუპაციო ძალები თავდაცვის პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებენ, სავარაუდოდ უკრაინის შეარაღებული ძალების სამხედრო-სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ნოვა კახოვკასთან დამაკავშირებელი ხიდის გაკონტროლებას და რუსული საოკუპაციო ძალების მოწყვეტას ძირითად ნაწილებთან რომლებიც ნოვო კახოვკაში არიან დისლოცირებულნი ამასთანავე ქალაქ ხერსონის სრული ბლოკადას დნეპრის მარჯენა სანაპიროზე…

    თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება, უკრაინის არმია სწორხაზოვნად მდინარე დნეპრის გაყოლებაზე დუდჩანის მხრიდან სავარაუდოდ მასშტაბურ შეტევას არ განახორციელებს(ეს შესაძლოა ცრუ მანევრიც იყოს) რადგან ეს მანევრი უკვე იკითხება და რუსებიც შესაბამისად არიან მომზადებულნი ამ მიმართულებაზე, გამომდინარე აქედან, შეტევების მიმართულება შესაძლოა შეიცვალოს ეს დამოკიდებული იქნება ოპერატიულ ვითარებაზე რომელთანაც ადაპტირებას უკრიანის გენშტაბი ბრწყინვალედ ახდენს, შესაბამისად ბრძოლოს ველზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს…
    უკრაინის არმიის მთავარი უპირატესობა არის მოულოდნელობის ეფექტის შექმნა, კარგად დაკომპლექტებული მაღალი სისწრაფით კარგად მანევრირებადი კონტრშეტევების განხორციელება სრულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ” – განაცხადა რუსლან შავაძემ.

  • რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

    რუსთავში შვილმა დედა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 11 პრიმა 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

    “გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ბერესტოვეს, იაკოვლივკას, ბახმუცკის, ბახმუტის, ოპიტნეს, ივანჰრადის, სპირნეს, ნეველსკეს, მარიინკას, ბილოჰორივკას, ტერნის, ნოვომიხაილივკას და კრასნოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში.

    უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. გასული დღის განმავლობაში, ხარკივის კოსტიანტინივკას, სოლედარის, ბახმუტის, ჩუმაკის, ლებედინსკის, ზაპოროჟიეს, დავიდივ ბრიდის და მირნეს ინფრასტრუქტურა დაზარალდა, დაშავდნენ სამოქალაქო პირები,”

    აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

  • დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც სამართლიანად ჩვენია – ზელენსკი

    “გავიდა ეს დღე -14 ოქტომბერი, ჩვენი დღესასწაული. უკრაინის ყველა დამცველის დღესასწაული, კაზაკების დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს სამხედროებს, ჯარისკაცებს მიულოცა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს დღე ბრძოლასა და უკრაინის დაცვაში გაატარა.

    და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩუმად, გულშიც კი, მაგრამ მთელ ქვეყანასთან ერთად აღნიშნა უკრაინის დამცველთა დღე რუსეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

    უკრაინა ყველას ახსოვს. არავის და არაფერს უკრაინულს არ დავუტოვებთ მტერს. მოდით, გავათავისუფლოთ ყველა ჩვენიანი. ჩვენ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც სამართლიანად ჩვენია,”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება-ჯენკინსი

    ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, “არასწორს” და “დეზინფორმაციას” უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს.

    ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც “ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას” დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.

    ბონი ჯენკინსი “ამერიკის ხმასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტს აფასებს. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შესვლაზე; რამდენად რეალურად მიაჩნია ბირთვული ომის საფრთხე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში ამერიკის პასუხი.

    “ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოდან, თბილისიდან და პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. პირველად ვიყავი საქართველოში და ძალიან ველოდი იქ ჩასვლას.

    ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც წავედი იყო იმ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც საქართველოსთან გვაქვს. ჩვენ უკვე 30 წელია ერთად ვმუშაობთ, მათ შორის, უამრავ პროგრამაზე და ეს ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

    ჩასული ვიყავი იმისთვისაც, რომ გვესაუბრა ბიოუსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან მე კონფერენციაზე სასაუბროდაც ვიყავი ჩასული. ასევე ძალიან კარგი, ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

    იმის გათალისწინებით, რა სიტუაციასთანაც გვიწევს გამკლავება, ვგულისხმობ, რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც გავაჟღერე ის იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტისადმი ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა გრძელდება და ზუსტად ასევე ვართ ერთგულები საქართველოს სუვერენიტეტისადმიც.

    ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც ასეთი უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.

    იმის გათალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ.“

    -საქართველოში ყოფნის დროს განცხადება გააკეთეთ და თქვითრომ პერსონალური თავდასხმა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანზე და ამერიკის საელჩოზე უფრო დიდი კონტექსტის ნაწილია, რომელიც მთელს რეგიონში არსებობსშეგიძლიათ ცოტა მეტი გვითხრათ ამაზერა იგულისხმეთ?

    -ძალიან ბევრი დეზინფომაცია. როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკის და სხვამ თავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა.

    დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა – და ასეც მოვიქეცი – ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის.

    ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში.

    -ამ დეზინფორმაციის ნაწილია ისიცრომ იმეორებენთითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა.. მეორე ფრონტის გახსნა სურს“. რას იტყვით ამაზე?

    -ეს არასწორია. ეს დეზინფორმაციაა. არანაირი მცდელობა საქართველოს რაიმეში ჩათრევისა არა რსებობს. ვცდილობთ, რომ გავაღრმაოთ პროგრამები, თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ურთიერთობები და ასევე ვცდილობთ, რომ მივცეთ საქართველოს ყველაფერი, რაც მას სუვერენიტეტის გასაძლიერებლად სჭირდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს…სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული “ – ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ტრაგედიაზე

    კომპანია “გრინსერვის +“–ის  დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე ამბობს, რომ “რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებაზე“ აქვს ეჭვი, რადგან სხვაგვარად ვერ ხსნის, რატომ მოხდა ვაკის პარკის შადრევანში ის, რაც მოხდა. მრავალსაათიანი გამოკითხვის შემდეგ პოლიციიდან გამოსულმა ლაშა ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში მუშაობდა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

    “ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთი რაღაც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავს.სხვას მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღეს მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ, მეტსაც გეტყვით სამჯერ ჩახტა ძაღლი, ამის კადრებიც არსებობს და არანაირი… ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა იქ არ აღმოგვჩენია… ძალიან ბევრი დამთხვევაა და ასე არ ხდება“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, რომელიც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი.

    ასევე, ლაშა ფურცხვანიძის განცხადებით, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული და ყველა შესაბამისი საბუთი პოლიციაში უკვე დევს.

    „პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ. სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაშიც და შემდეგ უკვე გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, ამის ტესტირების რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

    შეგახსენებთ რომ  13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი ბიჭის მდგომარეობა კი ამ დროისთვის გაუმჯობესდა.

    გამოძიება დაწყებულია სსსკ 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს