Category: სლაიდერი

  • ჩვეულებრივი აკაცუკია – კალაძე ფიშერზე

    ჩვეულებრივი აკაცუკია – კალაძე ფიშერზე

    “ახალი არაფერი ხდება. ჩვენ ვიცით „დიფ სთეითს“ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ძალადობრივ ჯგუფებს და სრულ კოორდინაციაში არიან მათთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ელჩი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ის ჩვეულებრივი აკაცუკია. მეტს ვერაფერს ვუწოდებ. რაც შეეხება ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევის და შემდეგ დაბრუნების ფაქტს, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სად გაიწვიეს და დააბრუნეს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ დიპლომატი, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდეს, ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და პირდაპირ მითითებების მიცემით”

    ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს აკაცუკს უწოდებს და კვლავ ელჩის “დიფ სთეითთან” ურთიერთობაზე საუბრობს.

  • შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი.. ჩვენი სათქმელია, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი – გედევან ფოფხაძე

    „შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, საერთო მდგომარეობა ყველას ნორმალური აქვს, ჩვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვიძახებთ და ვამოწმებთ პარამეტრებს, რომ ყველაფერი სტაბილურად იყოს.

    მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი ქმედებით უნდა გვეთქვა სათქმელი და არა არგუმენტებით. ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ქვეყანა მიექანება იზოლაციისკენ და რუსული დიქტატურისკენ. ციხეები გაივსო პოლიტიკური პატიმრებით და პროტესტის გზებიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. შიმშილობა კი პროტესტის ფორმაა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყენებდა საბჭოური იმპერიის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ მეთოდს დღესაც აქვს თავისი ეფექტი.

    მგონია, რომ ამ აქციამ რუსთაველის პროტესტი გააძლიერა. ჩვენ გაუთავებლად მოვუწოდებთ ყველას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროტესტი, მოშიმშილეთა სოლიდარობის პროტესტით, 24 საათიანი შეკრებებით და საუბრით იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რომ ეს პროტესტი გააძლიეროს. ამიტომ, მგონია, რომ შიმშილობის აქცია კიდევ უნდა გაგრძელდეს.

    ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ელევიან თავიანთი კომფორტის ზონას და ჰგონია, რომ ამ პირობებში შესაძლებელია რეჟიმთან ერთად თანაცხოვრება. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და უნდა დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი! ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისათვისა და ევროპული ოჯახის წევრობისთვის“,

    „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.

  • ეს ადამიანი, მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს – პაპუაშვილი ფიშერზე

    “საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, ეს ადამიანი მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია დიპლომატიასთან.

    […] ახლა მე პირადად ველოდები, რა ნაბიჯებს გადადგამს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან, ეს ადამიანი, ფაქტია, რომ მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს.

    მამუკა ცუცქირიძე, ადამიანი ჩვეულებრივად ლანძღავს ეკლესიას, პატრიარქს, მოსაყდრეს, მოიხსენიებს ეგზარქოსებად, ამ ადამიანთან იღებს ფოტოს და უცხადებს სოლიდარობას.

    ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოსდაბოლოს, რა უნდათ მათ. კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნისვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და უკვე მასხრად აგვიგდო მთელი საზოგადოება…”

    აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის რუსთაველის გამზირზე მისვლასთან დაკავშირებით.

  • შსს მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმებს ზრდის

    შსს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვიის ჯარიმებს ზრდის.
    მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

    დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

    ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

    საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

  • 12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    12 წლის გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    12 წლის გერის გაუპატიურებასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით 12 წლის გერი გააუპატიურა. ასევე დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.”

    გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

    “სამართალდამცავებმა ბრალდებული 2025 წლის 24 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

    ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” – წერია უწყების განცხადებაში.

  • აღადგინოს საქართველომ სასამართლო დამოუკიდებლობა – ჰოლანდი

    “რეგიონში არსებული სხვა გამოწვევები ჩვენ კვლავ გვაშფოთებს. მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს სასამართლო დამოუკიდებლობა, გააუქმოს კანონები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას ზღუდავს და გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

    “ბატონო დირექტორო, გაერთიანებული სამეფო ODIHR-თან თანამშრომლობის გაგრძელებას ელოდება, რათა რეგიონში სტაბილური, მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ერთად შევუწყოთ ხელი”.

    აცხადებს გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ნილ ჰოლანდი.

  • ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო და რევოლუცია არ მოვაწყო – სააკაშვილი

    ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო და რევოლუცია არ მოვაწყო – სააკაშვილი

    „ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა. ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო.

    და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტი, საკანში ტელევიზორში მარტო რუსული არხები მაქვს თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხს. დერეფანში კი პატიმრების მოძრაობაზე უზარმაზარი საცობებია.

    ძალიან ბევრი ჩემი მხარდამჭერის გამოხმაურება იყო და ყველას დიდი მადლობა“

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

  • ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში – თუთბერიძე პაატა ბურჭულაძეზე

    “ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში” – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

    „პოლიტიკური ანგარიშსწორება შედის შურისძიების ახალ ეტაპზე. ვერავითარ ინდიკატორს ვერ ვხედავ, რომ ეს ეტაპი იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ეს იყო წინა ეტაპზე, პირიქით მგონია, რომ რეპრესიების ახალი ტალღა არის მოსალოდნელი ქვეყანაში.

    გუშინ გვიან შეგვატყობინეს, რომ ბრალის დაზუსტება სურთ, რა მიზნითაც მოვედით ბრალდებულებისა და პოლიტიკური პატიმრების სანახავად და ბრალის ახალი ფორმულირების გასაცნობად. შინაარსი უცნობია, შესაძლებელია ეს ტექნიკური ხასიათის ან შინაარსობრივი ცვლილება იყოს. ორივე მოსალოდნელია. მიზანს ვერ ვხედავ ბრალის დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში მოცემული და არ მგონია, რომ სხვა მოცემულობა დაგვხვდეს.

    პროკურატურის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან და მეც შევდივარ”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

  • რუსიკო კობახიძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ლექტორს, 9 შვილის დედას, რუსიკო კობახიძეს სასამართლომ  გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის მიზეზით 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

    პირველად რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

    მას კობა ჩაგუნავამ მაშინ ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

  • ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც – სააკაშვილი

    ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც – სააკაშვილი

    ”ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ კლინიკა ვივა მედიდან საპატიმროში გადაიყვანეს, მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მოინახულა.

    “ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: აბა დღეს ვის რა ვავნო, ხოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი.

    მადლობა ვივამედის იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპატიებს.

    რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც – ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივაშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებაზე და ახლა, ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპაირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა.

    დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

    ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

    დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითან შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

    დიდება თავისუფლებას!”, – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.