Category: სლაიდერი

  • სასამართლოს თანამშრომლები მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ – ანა აბაშიძე

    ‘სასამართლოს თანამშრომლები მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტოს იღებენ” – ამის შესახებ, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე  სოციალურ ქსელში წერს.

    ”სავარაუდოდ ხვალ ნიკოლოს ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.  ამ წუთებში კი, სასამართლოს თანამშრომლები ჩამოდიან სასამართლო სხდომის დარბაზში და ბრალდებულ ბასილაშვილთან ფოტო იღებენ. თან მოსამართლის კარიდან შემოვიდნენ შესვენების დროს ასეთი არაფერი მინახავს გამიგია. ტოტალურია ქალთა მიმართ სიძულვილი. აქ სუნთქვაც ჭირს. არ ვიცი ამ გარემოში როგორ შეიძლება ვინმემ ობიექტურობა შეინარჩუნოს”. – აცხადებს ანა აბაშიძე.

  • ბატონ ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, რადგან მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით – ზარქუა

    “ინფორმაცია, რაც გავრცელდა,  თუ სიმართლეს შეესაბამება ეს არის მორიგი არასწორი, არასამართლიანი გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ძებნილი სააკაშვილი, როდესაც ჰყავდათ გუბერნატორად და შემდეგ თმებით ათრევდნენ ხოლმე რესტორნებში და დააპატიმრეს კიდეც. ახლა ადეიშვილი ჰყავთ, რომელიც იმ რეჟიმის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილე იყო. ეს ადამიანი ახლა უკვე უკრაინის სახელით ევროპაში სიტყვით გამოდის და ადამიანებს ხვდება და დააგვირგვინეს ახლა ეს სამარცხვინო შავი სია თუ რაღაც. ბატონ ივანიშვილს ვერ გაუბედეს და ნათესავებზე გადავიდნენ, იმიტომ, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი ვუთხარით ბატონ დანილოვს, ვინც ეს სია შეადგინა. სამართლიანად მიიღო უარი იმიტომ, რომ საქართველოს ფრონტის გახსნა და ომი არ სჭირდება, ჩვენ ეს ვნახეთ, ვიომეთ უკვე 2008 წელს. ჩვენ სტაბილურობა და განვითარება გვინდა და მათ ასე გვიპასუხეს, დაგვაშანტაჟეს. ნამდვილად უკრაინას ვუჭერთ მხარს, უკრაინელ ხალხს, მათ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ვისურვებდი, რომ უკრაინას უფრო ადეკვატური ხელისუფლება ჰყოლოდა. ეს ჩემი გულწრფელი სურვილია, ისეთი მთავრობა, რომელიც უკრაინელი ხალხის ინტერესებს დაიცავს,”

    ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.ას

  • პერსონალურად ივანიშვილი რომ არ არის სიაში არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი – ბოკერია

    პერსონალურად ივანიშვილი რომ არ არის სიაში არაფერს ცვლის, მასზეა საუბარი – ბოკერია

    ”ის, რომ პერსონალურად ივანიშვილი არ არის ამ სიაში, ეს არ ცვლის არაფერს, მასზეა საუბარი, მისი პერსონიდან გამომდინარეა ყველაფერი ის, რაც ხდება. ეს არის ჩვენი მძიმე რეალობის კიდევ ერთხელ გაფორმება – ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელიც მთელი თავისუფალი სამყაროს ობიექტია, არის დაპირისპირებაში, ანუ ბოროტების მხარესაა, თავისუფლების წინააღმდეგ.

    ეს არის დიდი სირცხვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ ჩამოვირეცხავთ, როდესაც ამ რეჟიმს შევცვლით და გადავდგამთ სწორ ნაბიჯებს. უკრაინის ხელისუფლებისგან ეს მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება აშშ-ის, ევროკავშირის ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყნების მხრიდან.

    საბოლოო ჯამში, ასეთი ოლიგარქები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ, მე უბრალოდ ვარ კრიტიკული ამ მოლოდინების შექმნის მიმართ, რომ ეს შეცვლის ჩვენთან რეალობას. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ჩვენთვის არის შეხსენება იმისა, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ რეალობის შეცვლაზე და არა იმედების დამყარება იმაზე, რომ ეს არის ფაქტორი ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. ლუკაშენკო სანქცირებული იყო დიდი ხანი ძალიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვეპაროს ჩვენი პასუხისმგებლობის მომენტი.”

    ასე ეხმაურება, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია  უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • სამწუხაროა, მათ აირჩიეს პრორუსული გზა, რომელსაც მომავალი არ უწერია – ხაზარაძე სანქციებზე

    ”ის პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ აირჩია, არ არის პროდასავლური პოლიტიკა. ეს არ არის ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმართული პოლიტიკა. ეს არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. არავის დასანქცირება არ მიხარია საქართველოში. ამას ვამბობდი და ყოველთვის გავიმეორებ. სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, აირჩიეს ეს გზა, პრორუსული ხელისუფლება და მისი პოლიტიკა საქართველოში, რასაც მომავალი არ უწერია. ”

    ასე ეხმაურება, ”ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში, უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • დედამიწის ზურგზე ვინმემ იცის, დასანქცირებისთვის მიზეზი რა გახდა? – სარჯველაძე

    დედამიწის ზურგზე ვინმემ იცის, დასანქცირებისთვის მიზეზი რა გახდა? – სარჯველაძე

    ”ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ისევ ის ხალხია, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა. რაკი მიზანს იმ გზით, პირდაპირი მოთხოვნების წარმოდგენით ვერ მიაღწიეს, როგორც ჩანს, ახლა ამ სტრატეგიას მიაგნეს. ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა ცუდია და არ ვიცი, ამის შემდეგ მოსალოდნელი რა უნდა იყოს. ალბათ, იმ გზას დაადგებიან, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ, ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ […] აი, ვინმემ, დედამიწის ზურგზე იმის შესახებ იცის, დასანქცირებისთვის მიზეზი რა გახდა? რაიმე კონკრეტული არგუმენტი და დასაბუთება. იმის გარდა, რომ სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებების დაცვას ბარტონ ზურაბ ადეიშვილს ანდობენ, გასაგებია, იმ ქვეყნისთვის, შესაძლოა, ასე ჩანდეს, რომ ამ შემთხვევაში, სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, ვისაც არავითარი ბრალი არ მიუძღვის  […] ჩემი აზრით, ეს პირველი შეცდომა არ არის, რომელიც უკრაინის სახელმწიფომ, მისმა მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოსთან ურთიერთობაში დაუშვეს.”

    ასე ეხმაურება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • ივანიშვილი არაა რუსი ოლიგარქი, სულით და ხორცით ქართველია – “ოცნების” დეპუტატი

    ”ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი ადამიანი, სულით და ხორცით ქართველი.”

    ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი ქეთი დუმბაძე უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • მეორე ფრონტს ვერ მიაღწიეს, ამ სტრატეგიას მიაგნეს – სარჯველაძე სანქციებზე

    “ის ხალხია ისევ, ამ გადაწყვეტილების შემოქმედი, ვინც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რაკი ამას ვერ მიაღწიეს პირდაპირი მოთხოვნების გზით, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან კიდევ რაღაც”,

    ასე ეხმაურება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.

  • საქართველოს ფაქტობრივ მმართველს ჰქონდა 8 თვე მხარი აერჩია, ბიძინამ შანსი გაუშვა – გონჩარენკო

    ”უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციები დააწესა – ზელენსკის განკარგულება. მართალია, საქართველოს ფაქტობრივ მმართველს ჰქონდა 8 თვე, იმისათვის რომ მხარე აერჩია. ბიძინამ შანსი გაუშვა”.

    წერს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო Facebook-ზე.

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

    ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ  განცხადება დაუნინგ სთრითზე გააკეთა.

    როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.

    “მე ვაღიარებ… სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ”, – თქვა სიტყვით გამოსვლის დროს.

  • “კაცი ქუთაისში სკოლასთან დააკავეს, როცა მოსწავლეებს სასქესო ორგანოზე ხელით შეხებას სთხოვდა” – შსს

    ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დაკავებული 2 პირის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს.

    ”გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

    სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

    რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

    სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.