Category: სლაიდერი

  • ალბათ უნდა აღვიქვათ, მორიგ მცდელობად, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში – წულუკიანი სანქცირებაზე

    “ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა უკრაინის ხელისუფლების მიერ, ეკუთვნის უშიშროების საბჭოს, როგორც გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს ერს, საქართველოს, ჩვენს სამშობლოს მოუწოდებდა ომში ჩართვისკენ და არ ადარდებდა, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩვენს თაობებზე და იმ ოკუპირებულ ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება რასაკვირველია, გასაკვირი არ არის. პირადად არ მგონია, რომ გადაწყვეტილებას რაიმე კონკრეტული ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს სანქცირებულ პირებზე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც უშიშროების საბჭოსგან მომდინარე გადაწყვეტილება, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, მაგრამ ეს არ მოხდება”.

    განაცხადა,  კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

  • მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა – არესტოვიჩი

    რუსების [საქართველოში] ჩასვლა ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა. შენ შეგიძლია სტრუქტურულად შეცვალო მოსახლეობის შემადგენლობა ზოგიერთ რეგიონში, შემდეგ გამართო ყალბი რეფერენდუმები და გამოაცხადო [დამოუკიდებლად].

    თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა შექმნა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ იყიდება ყველაფერი, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ.

    ამის გამო, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს მოლდოვას, სომხეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანი, რომლებსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უახლოეს მომავალში საქმე გამოუჩნდებათ. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით, მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას

    ამდენად, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით, მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას,”

     

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღმდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 66 750;
    • ​ტანკი – 2 573;
    • ჯავშანტექნიკა – 5 285;
    • საარტილერიო სისტემა – 1 648;
    • სარაკეტო სისტემა – 372;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189;
    • თვითმფრინავები – 269;
    • ვერტმფრენი – 243;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 325;
    • საკრუიზო რაკეტები – 329;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 006;
    • გემი/ნავი/კატარღა – 16;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 147.
  • რუსეთმა ხერსონში დანაკარგების შესავსებად 2 000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა – გენშტაბი

    რუსეთმა ხერსონის ოლქის დროებით დაპყრობილ ნაწილში სამხედრო დანაკარგების შესავსებად და ფრონტის ხაზზე დანაყოფების გასაძლიერებლად 2000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა. ინფრომაციას ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

    გენშტაბის თქმით, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ ე.წ. “საბანკო დაწესებულებების” ევაკუაციისთვის მომზადების განკარგულება გასცა და მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი მედპერსონალისა და მასწავლებელთა სიები.

  • რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავის სიახლოვეს შავი ზღვის თავზე რაკეტა ისროლა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსმა ავიაგამანადგურებეწმა Су-27 ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავის, Boeing RC-135–ის სიახლოვეს შავი ზღვის თავზე რაკეტა გაუშვა. ბრიტანული თვითმფრინავი შავი ზღვის რაიონში საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მიფრინავდა.

    უოლესის თქმით ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა და ის არ განუხილავთ, როგორც წინასწარ განზრახული ესკალაცია.

    “ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან წინასწარ განზრახული ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო. თუმცა, ეს შეგვახსენებთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს, როცა ავიაგამანადგურებელს ისე იყენებენ, როგორც ამას რუსეთი დიდი ხანია აკეთებს“–უთხრა პარლამენტარებს თავდაცვის მინისტრმა.

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეწყვიტა ფრენები რეგიონში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს, მათ შორის მინისტრ შოიგუს მათი შეშფოთების შესახებ შეატყობინა.

    როგორც უოლესი ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ უპასუხა, რომ რაკეტის გაშვება ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო.

    “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მივიღეთ, ნათქვამია, რომ მათ ინციდენტის გარემოებები გამოიძიეს და დაადგინეს, რომ მოხდა ავიაგამანადგურებლის ტექნიკური პრობლემა. ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა“–თქვა უოლესმა.

    ამჟამად დიდმა ბრიტანეთმა უკვე აღადგინა სადაზვერვო ფრენები ამ რაიონში, თუმცა ახლა შეუაიარაღებელ თვითმფრინავებს თან დაჰყვებიან გამანადგურებლები.

    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა ქვეყნების მზვერავი თვითმფრინავები მუდმივად პატრულირებენ უკრაინის გარშემო საჰაერო სივრცეში.

  • გონჩარენკოს ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში – კობახიძე

    ”გონჩარენკო აბსოლუტურად არასერიოზული კაცია და ყოველ მეორე დღეს სცემენ კიევის ქუჩებში. თვითონ კიეველები არ სცემენ პატივს და ჩვენ რანაირად უნდა ვცეთ?! თუ რეზოლუცია იყო რაღაცის მიზეზი, რა შუაშია აქ ან ალეკო ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ან მათი მეუღლეები და შვილები. გონჩარენკო არის არასერიოზული კაცი და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეგახსენებთ, გონჩარენკო არის ერთ-ერთი ადამიანი დანილოვთან, პოდოლიაკთან და სხვებთან ერთად, რომლებიც ღიად მოგვიწოდებენ ომისკენ, მეორე ფრონტისკენ და საქართველოში მშვიდობის დარღვევისკენ. ”

    აცხადებს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რადის უმაღლეს დეპუტატზე, ოლექს გონჩარენკოზე.

  • საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია

    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 19 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამაზ გლურჯიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამასხური ავრცელებს.

    “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ – კობახიძე

    “ადეიშვილის სტუმრობა უკრაინის მაღალჩინოსნის რანგში ევროპულ სტრუქტურებში არის კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რასაც ჩვენ ვეძახით ცალმხრივ მეგობრობას. ეს არის მძიმე, სამწუხარო მოვლენა და ეს გრძელდება უკვე წლებია. ეს ომის მერე არ დაწყებულა, ბევრად ადრე დაიწყო. ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული კონკრეტულ მძიმე დანაშაულებში, ადამიანი, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ- ერთი ხელმძღვანელი, ბიზნესის რეკეტის ერთ- ერთი ინიციატორო და აღმასრულებელი და როცა ასეთი ადამიანი უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს ევროპულ სტრუქტურებში, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელება, რაც მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც და მაინც ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უნდა შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი უკრაინელი ხალხის ხათრით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხათრით,”

    ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • სასოწარკვეთილი მცდელობაა, შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში – კობახიძე სანქციებზე

    “სასოწარკვეთილი მცდელობაა, შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში” – ასე ეხმაურება, უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

    „ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ კონკრეტულად უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ. გახსოვთ თქვენ უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვის მხრიდან პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება პრაქტიკულად სანქციებით აშანტაჟებს ქვეყანას. ანუ მიზანი ეს არის. იქ არის რა თქმა უნდა მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით ამას რა რიტორიკა უძღოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან აქ მეორე ფრონტი, ანუ რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით. რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია.

    მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟის ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში. ნუ ახლა პირდაპირი ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა ის გამოიტანეს უკვე კულისებიდან გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის გამორიცხული, ისინი უბრალოდ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს.” – განაცხადა კობახიძემ.

  • უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

    ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი  უკრაინის მხრიდან  ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას”.

    „როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, ბატონი უჩა მამაცაშვილი და მისი ოჯახის წევრი, შვილი ტატე მამაცაშვილი სხვა პირებთან ერთად სანქცირებულთა სიაში არიან. აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი: უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება თავისთავად მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციას.

    არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი, რაიმე ფორმით შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ საქმიანობასთან, რაც საფუძველი გახდებოდა მათ მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, საინფორმაციო საშუალებებს ვთხოვთ, ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ამ განცხადებით და მასში დაფიქსირებული პოზიციით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა.