Category: სლაიდერი

  • ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის “გაგებისკენ” – ზელენსკი

    “გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ:  ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ” და ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტულ პოლიტიკას. ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიაში.  რა იწვევს ამას? პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობაა.”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა.

  • სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა და უდანაშაულოდ სცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ რამდენიმე წუთის წინ  გამოაცხადა.

    ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

  • თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, პასუხს გაგცემთ! – უკრაინის შეიარღებული ძალები

    “თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, პასუხს გაგცემთ! ” – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაშია საუბარი. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუს ჯარისკაცებს მიმართავს, რომ თუ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დააძალებენ, ბრძანებას არ დაემორჩილონ და მათ ჩაბარდნენ.

    “თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ პასუხს გაგცემთ. პასუხს გაგცემთ ისე მკაცრად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ოკუპანტის საპასუხოდ, არსენალში არსებული ყველა შეიარაღების საშუალებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანით. ჩვენ ეს არ გვინდა.

    ბელარუსის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, არ შეასრულოთ თქვენი ხელისუფლების ბრძანებები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, რაც ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით დანაშაულია. მოგიწოდებთ, არ გახდეთ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ უკვე ჩადენილი ომის დანაშაულების პასუხისმგებლობის თანაგამზიარებლები. […]  კედლები ეცემა, კრემლის კედელიც არაა სამუდამო. იმპერიები ინგრევა, რჩება ერები, უბრალო ხალხი, რომლებიც შესაძლოა მეგობრები იყვნენ, ან მტრები. როგორ იქნება, დამოკიდებულია არა ლუკაშენკოსა და პუტინზე, არამედ თითოეულ თქვენგანზე. თუ რაიმე სახით დაგაძალებენ ბელარუს-უკრაინის საზღვრის იარაღით გადაკვეთას. არ გამოიყენოთ იარაღი. შეჩერდით. იარაღი დაწიეთ და დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში არავინ გესვრით”. – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

  • ლუგანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა – გაიდაი

    “ლუჰანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა. მძიმე ბრძოლები მიდის, რუსები დეოკუპირებულ სოფლებს ბომბავენ. ოკუპანტებს ლუჰანსკის ოლქის მაცხოვრებლები თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან მასიურად გამოჰყავთ – რუსები მათ ბინებსა და სახლებს ართმევენ,”

    განაცხადა, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.

  • ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

    ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

    • “სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან და უკრაინაში გაზრდილ საფრთხესთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.

    უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს უკრაინაში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა საიმედო სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

  • საქართველოში ვერ დავბრუნდები, ხალხი მოკვლით მემუქრება.. ჩემი ბიძა ერთ-ერთი მათგანია – დემნა გვასალია

    “საქართველოში ვერ დავბრუნდები, ხალხი მოკვლით მემუქრება.. ჩემი ბიძა ერთ-ერთი მათგანია” – ამის შესახებ ქართველმა დიზაინერმა და  Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ,  გამოცემა NYT Style Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა.

    “მე ვერ დავბრუნდები საქართველოში, რადგან ხალხი დამემუქრა მოკვლით…. ჩემი ბიძა ერთ-ერთი მათგანია… ვიზრდებოდი ისეთ ქვეყანაში, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი გამოვჩენილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, რომელიც გადარჩებოდა იმ უბნებში, სადაც მე ვცხოვრობდი, მაგრამ შინაგანად ასეთად არ ვგრძნობდი თავს”საქართველოში ვერ დავბრუნდები, ხალხი მოკვლით მემუქრება.. ჩემი ბიძა ერთ-ერთი მათგანია – ამბობს დემნა გვასალია

  • 10 000-მდე რუსი მობილიზაციისას შეცდომით გაიწვიეს

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციისას, 10 000-მდე რუსი ახალგაზრდა შეცდომით გაიწვიეს.  ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეზე ანდრეი კარტაპოლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც  ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, შეცდომით გაწვეული ახალგაზრდების საკითხზე ამჟამად შემოწმება ტარდება.ხოლოსანკტ-პეტერბურგში მობილიზაცია გრძელდება და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

  • “ჩვენი არსებობა მათ აღიზიანებთ, რუსეთი უკრაინაში გენოციდს სჩადის” – კულება

    “გენოციდის წაქეზებაც კი დანაშაულია, ისევე როგორც ბავშვების გატაცება და დეპორტაცია რუსებად აღზრდისთვის, სწორედ ამას აკეთებს რუსეთი უკრაინაში… როცა უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აშვილებენ, ეს იმისთვის კეთდება, რომ დაივიწყონ თავიანთი ვინაობა და რუს ბავშვებად გაიზარდონ. ამას არავინ მალავს. ეს არის სისტემური ფენომენი, რომელსაც მთელი რუსული სახელმწიფო ახორციელებს…

    რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებთ”

    განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

  • ჩვენ ვიცით როგორ ვუპასუხიოთ ტერორისტებს, ევროპამ იცის? – პოდოლიაკი

    “რუსეთის “ოთხი არგუმენტი” მსოფლიოსთვის:

    –         სიცივე (ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა);

    –         შიმშილი (საკვების შანტაჟი);

    –         ტერორი (ირანული კამიკაძე დრონის გაშვება შუა სამეზობლოში);

    –         სიკვდილი (სამოქალაქო მოსახლეობის დემონსტრაციული მკვლელობა).

    უკრაინამ იცის, როგორ უპასუხოს ტერორისტებს, ევროპამ იცის?”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • მე კულტურაში ვარ და ნუ მეუბნებით, არ გიპასუხებთ – ბოლქვაძე სანქციებზე

    ”[სანქციებზე] ჰკითხეთ ქართულ ოცნებას. როგორ არ ვარ [ქართული ოცნება], კი, ვარ, მაგრამ მე კულტურაში ვარ და ნუ მეუბნებით, არ გიპასუხებთ.

    დაიცადეთ და ნახავთ, რა იქნება [ქართული მხარის პასუხი] დაინახავთ, ნუ ჩქარობთ. ”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ტელეკომპანია პირველთან.